სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანდარის ტბაზე დაკარგულ სიძე-ცოლისძმას მესამე დღეა 55 ქართველი და აზერბაიჯანელი მაშველი ეძებს
ჯანდარის ტბაზე დაკარგულ სიძე-ცოლისძმას მესამე დღეა 55 ქართველი და აზერბაიჯანელი მაშველი ეძებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს ჯან­და­რის ტბა­ზე და­კარ­გუ­ლი ორი მო­ქა­ლა­ქის სა­ძი­ე­ბო ოპე­რა­ცია მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შე­უ­წყვე­ტი­ათ.

ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი: ჯან­და­რის ტბა­ზე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი სიძე-ცო­ლისძმა

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, მო­ნი­ტო­რინ­გი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რო­გორც წყალ­ზე, ასე­ვე, ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ცო­ცხა­ლი ძა­ლის რა­ო­დე­ნო­ბა 55 მაშ­ვე­ლამ­დე გა­ი­ზარ­და. ჯან­და­რა­ში და­მა­ტე­ბით უკვე ჩა­ვი­და წყალ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ტექ­ნი­კა თბი­ლი­სი­დან და ფო­თი­დან. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია მყვინ­თავ­თა ჯგუ­ფი. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია სით­ბუ­რი დრო­ნი. ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შექ­მნი­ლია სა­გან­გე­ბო შტა­ბი.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით აწარ­მო­ებს ტბის ფსკე­რის წყალ­ქვე­შა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­მუ­შა­ო­ებს.

ამ დრო­ის­თვის შე­მოწ­მე­ბუ­ლია ტბის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ნა­წი­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 80%. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი. აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს­თან შე­თან­ხმე­ბით, იგეგ­მე­ბა ქარ­თვე­ლი მაშ­ვე­ლე­ბის მათ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლა და ად­გი­ლობ­რივ სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფებ­თან ერ­თად ოპე­რა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბა.

ორი ქვეყ­ნის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი ყვე­ლა შე­საძ­ლო რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ნაგ­რძო­ბენ კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ მუ­შა­ო­ბას და­კარ­გუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­პოვ­ნე­ლად. სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი.

სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი­სა და ცუდი ხილ­ვა­დო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამ დრომ­დე უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ჯანდარის ტბაზე დაკარგულ სიძე-ცოლისძმას მესამე დღეა 55 ქართველი და აზერბაიჯანელი მაშველი ეძებს

ჯანდარის ტბაზე დაკარგულ სიძე-ცოლისძმას მესამე დღეა 55 ქართველი და აზერბაიჯანელი მაშველი ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი მოქალაქის საძიებო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში არ შეუწყვეტიათ.

ნახეთ ფოტოები: ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებული სიძე-ცოლისძმა

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, მონიტორინგი მიმდინარეობდა როგორც წყალზე, ასევე, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ცოცხალი ძალის რაოდენობა 55 მაშველამდე გაიზარდა. ჯანდარაში დამატებით უკვე ჩავიდა წყალზე სამაშველო ტექნიკა თბილისიდან და ფოთიდან. ადგილზე მობილიზებულია მყვინთავთა ჯგუფი. პროცესში ჩართულია სითბური დრონი. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილია საგანგებო შტაბი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებს ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს.

ამ დროისთვის შემოწმებულია ტბის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ნაწილის დაახლოებით 80%. პროცესში ჩართულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამაშველო სამსახური. აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებით, იგეგმება ქართველი მაშველების მათ ტერიტორიაზე გადასვლა და ადგილობრივ სამაშველო ჯგუფებთან ერთად ოპერაციის გაგრძელება.

ორი ქვეყნის სამაშველო სამსახურები ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით განაგრძობენ კოორდინირებულ მუშაობას დაკარგული მოქალაქეების საპოვნელად. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

საძიებო სამუშაოები, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებულ სიძე-ცოლისძმას მეორე დღეა ეძებენ

უკრაინაში ქართველი ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს - რას წერს მისი მეუღლე

ზესტაფონში პატრულს მანქანა დაეჯახა და მიიმალა - გარდაცვლილი 33 წლისაა