სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად ცხოვრობს ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი და როგორ გამოიყურება შვილიშვილი, რომელიც ბებიის ასლია
სად ცხოვრობს ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი და როგორ გამოიყურება შვილიშვილი, რომელიც ბებიის ასლია

"ლიკა პირ­ვე­ლად ბა­თუმ­ში და­ვი­ნა­ხე ახ­ლო­დან და მა­შინ­ვე შე­მიყ­ვარ­და… მერე ერ­თმა­ნე­თი ჩემს ამ­ხა­ნაგ­თან და ლი­კას ნა­თე­სავ დევი ხე­ჩი­ნაშ­ვილ­თან გა­ვი­ცა­ნით... შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, ისე­თი­ვე, რო­გო­რიც სხვა ყვე­ლა შეყ­ვა­რე­ბულ წყვილს აქვს ხოლ­მე.

ჩვე­ნი ეს ურ­თი­ერ­თო­ბა 3 წელი გაგ­რძელ­და, მერე კი დავ­ქორ­წინ­დით... ლიკა საკ­მა­ოდ მშვი­დი გო­გო­ნა იყო. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­გორც სხვებს სჩ­ვე­ვი­ათ ხოლ­მე, ლიკა მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, სუ­ლაც არ მაწ­ვა­ლებ­და, თუმ­ცა ბევ­რს ვჩხუ­ბობ­დით კი­დეც. ესეც ალ­ბათ, ძა­ლი­ან რომ გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, იმის გამო ხდე­ბო­და...“ - ასე იხ­სე­ნებ­და წლე­ბის წინ ინ­ტერ­ვი­უ­ში ლი­კას გაც­ნო­ბას, ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის ქმა­რი, სან­დრო თაქთა­ქიშ­ვი­ლი.

წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა. მათ საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლიკა იხ­სე­ნებ­და, რომ დე­დამ­თილ-მა­მა­თილ­თან და ქმრის ბე­ბი­ას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. რო­გორც კი მსა­ხი­ო­ბი ორ­სუ­ლად დარ­ჩა მისი მე­უღ­ლე მოს­კოვ­ში წა­ვი­და, სა­დაც სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბას ეწე­ო­და და ეს წადი-მო­დის პე­რი­ო­დი 20 წელს გაგ­რძელ­და.

მსა­ხი­ობს მი­აჩ­ნდა, რომ შორ მან­ძილ­ზე ურ­თი­ერ­თო­ბა არ არ­სე­ბობ­და და რე­ა­ლუ­რად ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, მე­ო­რედ გა­თხო­ვე­ბი­სას ლე­ვან შა­ნი­ძეს­თან გა­ნი­ცა­და. მსა­ხი­ო­ბის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე სა­ბო­ლო­ოდ სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­და­ვი­და. ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი სან­დრო თაქთა­ქიშ­ვი­ლი, ვაშნგტონ­ში, აშშ-ის აე­რო­ნავ­ტი­კი­სა და კოს­მო­სის კვლე­ვის სა­ა­გენ­ტო­ში (ნასა) მოღ­ვა­წე­ობს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­მამ თა­ვის­თან წა­იყ­ვა­ნა სა­ცხოვ­რებ­ლად სა­ერ­თო შვი­ლი ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი.

ლე­ვა­ნი მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად წლე­ბია, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს.

მსა­ხი­ო­ბის ერ­თა­დერ­თი შვი­ლიშ­ვი­ლი, სან­დრო თაქთა­ქიშ­ვი­ლი ბა­ბუ­ის სა­ხელს ატა­რებს და ძა­ლი­ან ჰგავს ბე­ბი­ას. წლე­ბის წინ, ბავ­შვის ფო­ტო­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ჩე­ნას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდი ინ­ტე­რე­სი მოჰ­ყვა. სან­დრო უკვე 11 წლი­საა, სკო­ლის მოს­წავ­ლეა და მშობ­ლებ­თან ერ­თად შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი ბიჭი
9

ლიკა ქავჟარაძე ყოველთვის დარჩება საქართველოში ქალის გარეგნობის იდეალურ სახედ. სამწუხაროა რომ მისი ცხოვრება და კარიერა ისე არ განვითარდა როგორც მის გარეგნულ შესაძლებლობებს შეეძლო განევითარებინა. გულდასაწყვეტია მისი ადრეულ ასაკში გარდაცვალება. ნათელი ხსოვნა მის სულს.

სოფი
56

ბელუჩი და ქავჟარაძე წააგვანან ერთმანეთს. ორივე ულამაზესია და ორივე ნაკლებად ჭკვიანი (ქარაფშუტას ვერ ვაკადრებ)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

სად ცხოვრობს ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი და როგორ გამოიყურება შვილიშვილი, რომელიც ბებიის ასლია

სად ცხოვრობს ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი და როგორ გამოიყურება შვილიშვილი, რომელიც ბებიის ასლია

"ლიკა პირველად ბათუმში დავინახე ახლოდან და მაშინვე შემიყვარდა… მერე ერთმანეთი ჩემს ამხანაგთან და ლიკას ნათესავ დევი ხეჩინაშვილთან გავიცანით... შეყვარებულებს ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, ისეთივე, როგორიც სხვა ყველა შეყვარებულ წყვილს აქვს ხოლმე.

ჩვენი ეს ურთიერთობა 3 წელი გაგრძელდა, მერე კი დავქორწინდით... ლიკა საკმაოდ მშვიდი გოგონა იყო. შეყვარებულობის პერიოდში, როგორც სხვებს სჩვევიათ ხოლმე, ლიკა მათგან განსხვავებით, სულაც არ მაწვალებდა, თუმცა ბევრს ვჩხუბობდით კიდეც. ესეც ალბათ, ძალიან რომ გვიყვარდა ერთმანეთი, იმის გამო ხდებოდა...“ - ასე იხსენებდა წლების წინ ინტერვიუში ლიკას გაცნობას, ლეგენდარული მსახიობის ქმარი, სანდრო თაქთაქიშვილი.

წყვილის ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. მათ საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მოგვიანებით ლიკა იხსენებდა, რომ დედამთილ-მამათილთან და ქმრის ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. როგორც კი მსახიობი ორსულად დარჩა მისი მეუღლე მოსკოვში წავიდა, სადაც სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა და ეს წადი-მოდის პერიოდი 20 წელს გაგრძელდა.

მსახიობს მიაჩნდა, რომ შორ მანძილზე ურთიერთობა არ არსებობდა და რეალურად ნამდვილი სიყვარული, მეორედ გათხოვებისას ლევან შანიძესთან განიცადა. მსახიობის პირველი მეუღლე საბოლოოდ საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ქართველი მეცნიერი სანდრო თაქთაქიშვილი, ვაშნგტონში, აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის სააგენტოში (ნასა) მოღვაწეობს. მოგვიანებით მამამ თავისთან წაიყვანა საცხოვრებლად საერთო შვილი ლევან თაქთაქიშვილი.

ლევანი მეუღლესთან და შვილთან ერთად წლებია, ამერიკაში ცხოვრობს.

მსახიობის ერთადერთი შვილიშვილი, სანდრო თაქთაქიშვილი ბაბუის სახელს ატარებს და ძალიან ჰგავს ბებიას. წლების წინ, ბავშვის ფოტოების სოციალურ ქსელში გამოჩენას საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა. სანდრო უკვე 11 წლისაა, სკოლის მოსწავლეა და მშობლებთან ერთად შტატებში ცხოვრობს.