სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ დღეში  მეტრომ 512 000 მგზავრი გადაიყვანა, მეტროში გვაქვს მძიმე მდგომარეობა" - მერი
"ერთ დღეში  მეტრომ 512 000 მგზავრი გადაიყვანა, მეტროში გვაქვს მძიმე მდგომარეობა" - მერი

მეტ­რომ 512 000 მგზავ­რი გა­და­იყ­ვა­ნა, ეს არის სა­ო­ცა­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. თუ წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდს შე­ვა­და­რებთ, 100 000-ით მეტი მგზავ­რი ჰყავს გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მაგ­რამ მეტ­რო­ში გვაქვს მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ახა­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ავ­ტო­ბუ­სე­ბის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე მო­თხოვ­ნის გაზ­რდა მათი პო­ლი­ტი­კაა.

„ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყე­ნებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს და ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ კი­დევ უფრო გავ­ზარ­დოთ მო­თხოვ­ნა ავ­ტო­ბუ­სებ­ზე, კი­დევ უფრო გავ­ზარ­დოთ მო­თხოვ­ნა მეტ­რო­ზე. სხვა­თა შო­რის, გუ­შინ მოგ­ვა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვნა­ხეთ სტა­ტის­ტი­კა, როცა ერთ დღე­ში 512 000 მგზავ­რი გა­და­იყ­ვა­ნა მეტ­რომ, ეს არის სა­ო­ცა­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. თუ შე­ვა­და­რებთ წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდს 100 000-ით მეტი მგზავ­რი ჰყავს გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მაგ­რამ მეტ­რო­ში გვაქვს მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, და­წყე­ბუ­ლი გვაქვს მეტ­როს მო­წეს­რი­გე­ბა, ეს არის არ­სე­ბუ­ლი ვა­გო­ნე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და ასე­ვე ახა­ლი ვა­გო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვა. გარ­და ამი­სა, გვინ­და სად­გუ­რე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბა, გა­ნახ­ლე­ბა, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და გა­მარ­თუ­ლი იყოს, და­წყე­ბუ­ლი გვაქვს ძა­ლო­ვა­ნი კა­ბე­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა და ამის გამო მეტ­რო 1 სა­ა­თით ადრე ას­რუ­ლებს მუ­შა­ო­ბას და ამ დის­კომ­ფორ­ტის­თვის კი­დევ ერთხელ მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მო­სახ­ლე­ო­ბას, ვინც სარ­გებ­ლობს მეტ­რო­თი ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო, თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი იქით­კენ არის მი­მარ­თუ­ლი, რომ უსაფრ­თხო­ე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს და­ცუ­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, რომ რა­ღაც პრობ­ლე­მებს თა­ვი­დან­ვე ავე­რი­დოთ“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

არაუშავს მოვითმენთ საცაა გაიხსნება დაანონსებული მე-3- ხაზი და მერე ნახეთ თქვენ (საცაა,,,რაააა,,,თუ თქვეს 1 წელში აუცილებლად უნდა დაუმატო 00,,,)

მარიამი
1

ბოდიში არ შველის საქმეს, საქმეს გაკეთება უნდა.

ავტორი:

"ერთ დღეში  მეტრომ 512 000 მგზავრი გადაიყვანა, მეტროში გვაქვს მძიმე მდგომარეობა" - მერი

"ერთ დღეში  მეტრომ 512 000 მგზავრი გადაიყვანა, მეტროში გვაქვს მძიმე მდგომარეობა" - მერი

მეტრომ 512 000 მგზავრი გადაიყვანა, ეს არის საოცარი მაჩვენებელი. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, 100 000-ით მეტი მგზავრი ჰყავს გადაყვანილი, მაგრამ მეტროში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ახალი მუნიციპალური ავტობუსების წარდგენისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნის გაზრდა მათი პოლიტიკაა.

„ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ მოთხოვნა ავტობუსებზე, კიდევ უფრო გავზარდოთ მოთხოვნა მეტროზე. სხვათა შორის, გუშინ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ ვნახეთ სტატისტიკა, როცა ერთ დღეში 512 000 მგზავრი გადაიყვანა მეტრომ, ეს არის საოცარი მაჩვენებელი. თუ შევადარებთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 100 000-ით მეტი მგზავრი ჰყავს გადაყვანილი, მაგრამ მეტროში გვაქვს მძიმე მდგომარეობა და შესაბამისად, დაწყებული გვაქვს მეტროს მოწესრიგება, ეს არის არსებული ვაგონების რეაბილიტაცია და ასევე ახალი ვაგონების შესყიდვა. გარდა ამისა, გვინდა სადგურების მოდერნიზება, განახლება, რომ ყველანაირად მოწესრიგებული და გამართული იყოს, დაწყებული გვაქვს ძალოვანი კაბელების ცვლილება და ამის გამო მეტრო 1 საათით ადრე ასრულებს მუშაობას და ამ დისკომფორტისთვის კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას და მოსახლეობას, ვინც სარგებლობს მეტროთი ბოდიში მოვუხადო, თუმცა, ეს ყველაფერი იქითკენ არის მიმართული, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული და მოწესრიგებული, რომ რაღაც პრობლემებს თავიდანვე ავერიდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტრაილერს, რომელიც ფონიჭალაში ამობრუნდა, ცხვრები გადაჰყავდა - დახოცილია 100-ზე მეტი ცხვარი

"თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორი - გამოსავალი ტარიფის 20-30 თეთრით გაზრდაა

"ვირუსების აქტიურობა გაორმაგებულია... პიკს დეკემბრის ბოლოს ველოდებით" - იაშვილის კლინიკის დირექტორი აქტუალურ საკითხებზე