მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძევლები ვართ... 21-ე საუკუნეში საკვებს და შეშას ვიზოგავთ, რომ გადავრჩეთ..." - ახალგორელები ჰუმანიტარული კატასტროფის პირას
"მძევლები ვართ... 21-ე საუკუნეში საკვებს და შეშას ვიზოგავთ, რომ გადავრჩეთ..." - ახალგორელები ჰუმანიტარული კატასტროფის პირას

სამ­თვი­ა­ნი დუ­მი­ლის შემ­დეგ, ცხინ­ვა­ლის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ახალ­გო­რე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის გამ­შვე­ბი პუნ­ქტი ნა­წი­ლობ­რივ გახ­სნეს. "რაზ­და­ხა­ნის" გამ­შვე­ბი პუნ­ქტის გა­დაკ­ვე­თის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ იმ პა­ცი­ენ­ტებს მი­ე­ცე­მათ, რომ­ლე­ბიც მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ვერ იღე­ბენ.

ამას­თან, ოსუ­რი მხა­რის დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ის პენ­სი­ო­ნე­რე­ბი, რომ­ლებ­საც პენ­სი­ას ქარ­თუ­ლი მხა­რე ური­ცხავს და სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, სხვა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ აქვთ, პენ­სი­ის აღე­ბას შეძ­ლე­ბენ.

ახალ­გო­რის მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, რამ­დე­ნი­მე თვის წინ გამ­შვე­ბი პუნ­ქტის ჩა­კეტვის შემ­დეგ, ახალ­გორ­ში შექ­მნი­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სი ამით ვერ გა­ნი­მუხ­ტე­ბა, თუმ­ცა, ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა და პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მოს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მათ­თვის შე­ღა­ვა­თია.

რა­ი­ონ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი 1000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი კვლავ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა...

“მძევ­ლე­ბი ვართ... ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში საკ­ვე­ბი­სა და შე­შის გა­მო­ზოგ­ვა მოგ­ვი­წევ­და... ახლა ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც ყვე­ლა­ნა­ი­რი მა­რა­გი იწუ­რე­ბა, საკ­ვე­ბის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და ა.შ. 90-იან წლებ­ში ელე­მენ­ტე­ბით რომ უს­მენ­დნენ რა­დი­ოს, ისე ვართ, რე­ა­ლო­ბას რომ სრუ­ლი­ად არ მოვ­წყდეთ, რად­გან ზოგ­ჯერ შუქი რამ­დე­ნი­მე დღე არ გვაქვს. არა­და, შე­შაც არ არის... ეს იზო­ლა­ცი­აა, აბა რა არის?

მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცებს გან­სა­კუთ­რე­ბით უჭირთ. ახლა ვრცელ­დე­ბა და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ მო­ხუ­ცე­ბი და პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცე­მენ, შე­საძ­ლოა, უკან აღარ შე­მო­უშ­ვან

ბი­ბი­ლო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ სხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბი თა­ვი­დან აი­რი­და - ამ ადა­მი­ა­ნე­ბის აქ და­ტო­ვე­ბა სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის საქ­მე იყო და ამი­ტომ და­უშ­ვა გა­მო­ნაკ­ლი­სი. პურს უკვე დიდი ხა­ნია ნი­სი­ად ვყი­დუ­ლობთ... ცხინ­ვა­ლი­დან პუ­რის ფქვი­ლი შე­მო­ი­ტა­ნეს, მაგ­რამ 2-3 ჯერ მეტი ღირ­და, ისიც ნი­სი­ად აიღო ხალ­ხმა, რად­გან სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ იყო. ასე­ვე, მო­უ­წი­ათ მე­დი­კა­მენ­ტებ­სა და სხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე..." - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, თა­მარ მე­ა­რა­ყაშვლის თქმით, ოსუ­რი მხა­რის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრობ­ლე­მის მიგ­ვა­რე­ბის კუ­თხით, მხო­ლოდ ზღვა­ში წვე­თია, რად­გან იზო­ლა­ცი­ა­ში რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ქარ­თულ მხა­რის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სწავ­ლობ­დნენ და მუ­შა­ობ­დნენ, სტუ­დენ­ტე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი.

"სტუ­დენ­ტებს გა­რი­ცხვის საფრ­თხე ემუქ­რე­ბათ. სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის წი­ნა­შე არი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამით თავს ირ­ჩენ­დნენ. კრი­ზი­სი არა­თუ გვარ­დე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად მწვავ­დე­ბა. იმ ადა­მი­ა­ნებს იმი­ტომ აძ­ლე­ვენ წას­ვლის უფ­ლე­ბას, რომ აქ არ და­ი­ხო­ცონ", - ამ­ბობს თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი.

გამ­შვე­ბი პუნ­ქტის ჩა­კეტ­ვას მოჰ­ყვა ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვაც - ახალ­გო­რის სო­ფელ იკოთ­ში მცხოვ­რე­ბი მარ­გო მარ­ტი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ინ­სულ­ტის დი­აგ­ნო­ზით ცხინ­ვა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაჰ­ყავ­დათ, გზა­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

დღემ­დე მძი­მეა ახალ­გორ­ში, ჭაში ჩა­ვარ­დნი­ლი 60-წლამ­დე ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლის ოჯა­ხი პა­ცი­ენ­ტის თბი­ლის­ში გად­მოყ­ვა­ნას თით­ქმის ერთი თვეა უშე­დე­გოდ ითხოვს.

ასე­ვე, პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა ექი­მი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 15 ნო­ემ­ბერს ე.წ. სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ოსუ­რი მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე სა­სა­მარ­თლო­შია, ქარ­თუ­ლი მხა­რე კი მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იმო­დოვ­ნებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ახალ­გო­რის საბ­ჭოს შე­ნო­ბა­ში გა­მოკ­რუ­ლია 36-კა­ცი­ა­ნი სია, რო­მელ­შიც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის სა­ხელ-გვა­რე­ბია აღ­ნიშ­ნუ­ლი. ახალ­გო­რე­ლე­ბი მას "შავი სიას" უწო­დე­ბენ, რად­გან ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის "უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა" მათ საშ­ვის აღე­ბა­ზე უარი უთხრა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მათ თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბათ. თუმ­ცა, სია საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რად არის შედ­გე­ნი­ლი, რად­გან მას­ში 3 წლის ბავ­შვი და 75 წლის მო­ხუ­ცი მოხ­ვდნენ.

ახალ­გო­რის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვი­ტა­ლი მა­მი­ტო­ვი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში მყო­ფი პი­რე­ბი არ უნდა გა­და­დი­ოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გა­ნაც "სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შემ­ცველ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ". მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ შე­საძ­ლოა, ისი­ნი “სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­მიზ­ნე გახ­დნენ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xx
29

ხომ გინდოდათ ევროპა და თავისუფლება? გაქვთ ეგერ

პაატა
2

ღმერთო, გთხოვ დაეხმარო მათ და მიეცი საშუალება ამ ჯოჯოხეთს მალე თავი დაახწიონ

ავტორი:

"მძევლები ვართ... 21-ე საუკუნეში საკვებს და შეშას ვიზოგავთ, რომ გადავრჩეთ..." - ახალგორელები ჰუმანიტარული კატასტროფის პირას

"მძევლები ვართ... 21-ე საუკუნეში საკვებს და შეშას ვიზოგავთ, რომ გადავრჩეთ..." - ახალგორელები ჰუმანიტარული კატასტროფის პირას

სამთვიანი დუმილის შემდეგ, ცხინვალის ე.წ. უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალგორელი პაციენტებისთვის გამშვები პუნქტი ნაწილობრივ გახსნეს. "რაზდახანის" გამშვები პუნქტის გადაკვეთის უფლება მხოლოდ იმ პაციენტებს მიეცემათ, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას ცხინვალის რეგიონში ვერ იღებენ.

ამასთან, ოსური მხარის დადგენილების თანახმად, ის პენსიონერები, რომლებსაც პენსიას ქართული მხარე ურიცხავს და საქართველოს გარდა, სხვა მოქალაქეობა არ აქვთ, პენსიის აღებას შეძლებენ.

ახალგორის მოსახლეობის თქმით, რამდენიმე თვის წინ გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ, ახალგორში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი ამით ვერ განიმუხტება, თუმცა, ონკოპაციენტებისა და პენსიონერებისთვის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა მათთვის შეღავათია.

რაიონში ჩარჩენილი 1000-ზე მეტი ადამიანი კვლავ უმძიმეს მდგომარეობაში რჩება...

“მძევლები ვართ... ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ 21-ე საუკუნეში საკვებისა და შეშის გამოზოგვა მოგვიწევდა... ახლა ის პერიოდია, როდესაც ყველანაირი მარაგი იწურება, საკვების, მედიკამენტების და ა.შ. 90-იან წლებში ელემენტებით რომ უსმენდნენ რადიოს, ისე ვართ, რეალობას რომ სრულიად არ მოვწყდეთ, რადგან ზოგჯერ შუქი რამდენიმე დღე არ გვაქვს. არადა, შეშაც არ არის... ეს იზოლაციაა, აბა რა არის?

მარტოხელა მოხუცებს განსაკუთრებით უჭირთ. ახლა ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ მოხუცები და პაციენტები, რომელთაც გასვლის საშუალებას მისცემენ, შესაძლოა, უკან აღარ შემოუშვან

ბიბილოვის ხელმძღვანელობამ სხვა გართულებები თავიდან აირიდა - ამ ადამიანების აქ დატოვება სიკვდილ-სიცოცხლის საქმე იყო და ამიტომ დაუშვა გამონაკლისი. პურს უკვე დიდი ხანია ნისიად ვყიდულობთ... ცხინვალიდან პურის ფქვილი შემოიტანეს, მაგრამ 2-3 ჯერ მეტი ღირდა, ისიც ნისიად აიღო ხალხმა, რადგან სხვა გამოსავალი არ იყო. ასევე, მოუწიათ მედიკამენტებსა და სხვა აუცილებელი მოთხოვნის საშუალებებზე..." - ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყაშვლის თქმით, ოსური მხარის ეს გადაწყვეტილება პრობლემის მიგვარების კუთხით, მხოლოდ ზღვაში წვეთია, რადგან იზოლაციაში რჩებიან ის ადამიანები, ვინც ქართულ მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობდნენ და მუშაობდნენ, სტუდენტები და მასწავლებლები.

"სტუდენტებს გარიცხვის საფრთხე ემუქრებათ. სამსახურის დაკარგვის წინაშე არიან მასწავლებლებიც, რომლებიც ამით თავს ირჩენდნენ. კრიზისი არათუ გვარდება, ყოველდღიურად მწვავდება. იმ ადამიანებს იმიტომ აძლევენ წასვლის უფლებას, რომ აქ არ დაიხოცონ", - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

გამშვები პუნქტის ჩაკეტვას მოჰყვა ტრაგიკული შემთხვევაც - ახალგორის სოფელ იკოთში მცხოვრები მარგო მარტიაშვილი, რომელიც ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა...

დღემდე მძიმეა ახალგორში, ჭაში ჩავარდნილი 60-წლამდე ქალის მდგომარეობა, რომლის ოჯახი პაციენტის თბილისში გადმოყვანას თითქმის ერთი თვეა უშედეგოდ ითხოვს.

ასევე, პატიმრობაში რჩება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც 15 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ოსური მხარის ინფორმაციით, საქმე სასამართლოშია, ქართული მხარე კი მის გათავისუფლებას უახლოეს მომავალში იმოდოვნებს.

როგორც ცნობილია, ახალგორის საბჭოს შენობაში გამოკრულია 36-კაციანი სია, რომელშიც ადგილობრივების სახელ-გვარებია აღნიშნული. ახალგორელები მას "შავი სიას" უწოდებენ, რადგან ცხინვალის რეგიონის "უშიშროების სამსახურმა" მათ საშვის აღებაზე უარი უთხრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ თავისუფალი გადაადგილების უფლება არ ექნებათ. თუმცა, სია საკმაოდ უცნაურად არის შედგენილი, რადგან მასში 3 წლის ბავშვი და 75 წლის მოხუცი მოხვდნენ.

ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციული ხელმძღვანელი, ვიტალი მამიტოვი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირები არ უნდა გადადიოდნენ საქართველოში, რადგანაც "სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ფლობენ". მოგვიანებით, მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, ისინი “საქართველოს სპეცსამსახურების სამიზნე გახდნენ".

"სისტემა რომ გამართოს კამიკაძე უნდა იყოს, მსხვერპლად უნდა შეეწიროს" - ასლან ბჟანიას "ინაუგურაცია" და აფხაზების მოლოდინები

არეულობა ვლადიკავკაზში - "მთავრობამ პროტესტი ისე წარმოაჩინა, თითქოს კორონავირუსის "ფეიკ ვირუსად" აღიარებას ვითხოვდეთ"

ოკუპანტებმა 85 წლის დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი ცხინვალში გადაიყვანეს