„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილის განაჩენი ცნობილია.
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.
რაც შეეხება იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულ საქმეში ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ნიკა მელიას საქმეზე 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
ამასთან, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განმარტა ის მიზეზები, თუ რის გამო გაჭიანურდა სასამართლო პროცესები. როგორც ხარჩილავამ აღნიშნა, გაჭიანურება სასამართლოს მიზეზით არ მომხდარა.
"ეს არ იყო სასამართლოს მიზეზი. პირველი და მთავარი, საქმე იყო მოცულებითი, დაახლოებით 100 ტომი იყო. ასევე, საწყის ეტაპზე მრავალპირიანი საქმე იყო. ასევე, ნიკანორ მელიას გამოუცხადებლობამ, გარკვეულ მიზეზებში საპატიო გამოუცხადებლობა იყო, ზოგ შემთხვევაში არა. ასევე, ნიკანორ მელია სხდომის დარბაზიდან გააძევეს, მას ადვოკატი დაენიშნა, საქმის მასალების გასაცნობად კი დრო დასჭირდა", - განაცხადა მოსამართლემ.
"ბანკი ქართუს" საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2013 წელს წაუყენეს. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებიან.
გლახუნას!
. 4 - ჯერ გაზრდა ეკონომიკის,11-ჯერ სახელმწიფო ბიუჯეტის, შესაბამისად 8 - 10 -ჯერ პენსიების, ხელფასების, შექმნეს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტები,ფუნქციონალური გახადეს სახელმწიფო სტრუქტურები,შექმნეს თანამედროვე საბაჟო,საგადასახადო სამსახურები, წარმატებულად გაატარეს-კრიმინალისაგან დაფრთხალი მილიცია-თანამედროვე პოლიციად აქციეს,ლაგარტკებია ჯარი -ნატო-ს სტანდარტებს დაუახლოეს, სამხედრო მრეწველობითაც კი,გაატარეს წარმატებულად განათლების,ჯანდაცვის რეფორმა (100-მდე თანამედროვე კლინიკა), განახორციელეს სერიოზული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ეკონომიკური პროექტები,მოიზიდეს მ ყ ა რ ი ვალუტა და ლარის კურსი -2.2-დან -1.65 -განამტკიცეს ანაკლია,ბათუმი,მესტია,სიღნაღი...გაჩნდა ხოლოდ პერსპექტივები (და ეს ყოველივე ჩრდილელი მტრის აგრესიის პროცესში(?!))... ყოველივე -წარმატებულად შეაფასა პროგრესულმა დასავლეთმა და დაიწყო ასოცირებასა და უვიზო მიმოსვლაზე მუშაობა...
ეგ ყველაფერი შევარდნაძის დაწყებულია და ივანიშვილის დაფინანსებული, რატომ იბრალებთ? სინამდვილეს რატომ მალავთ? პუნქტობრივად რომ განვიხილოთ, გატარებული "რეფორმების " ხარისხი და ცალკე თემაა. დოლარის მაჩვენებლები ჯობდა არ მოგეყვანათ ან მანამდე დაგეწერათ რამდენ გადამთიელს მიჰყიდეს საქართველოს მიწები და საქართველოს ტყეები? ჯამურად საქართველოს მიწის და ტყის რა ფართობია გაყიდული უცხოელებზე? ვის, რომელ ქვეყანას მიჰყიდეს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები? ამერიკელები რომ არ ყოფილიყვნენ, ნავთობსადენის გაყიდვასაც აპირებდნენ! დიდი დანაშაული კი ცალკე თემაა. ჩამოვთავალოთ:: კოდორის ხეობის უბრძოლველად ჩაბარება, აფხაზეთის და ოსეთის დაკარგვა და სხვ. ომი აგვისტოში იყო და სექტემბერში ვინ მიმართა ოფიციალური წერილით ქართეული ცეკვის ანსამბლის კრემლში გამოსვლა გვინდაო? უვიზო რეჟიმს რაც შეეხება, ნამდვილად ბევრი იშრომეს - ევროსაბჭოს წევრებთან დარბოდნენ საქართველოს უვიზო რეჟიმი არ მისცეთო. გაოგნებულ უცხოელებს უკითხიათ კი მაგრამ ეს ხომ თქვენი ქვეყანაა, ქართველები არა ხართო? ვართ, მაგრამ ეხლა ასეა საჭიროო, უპასუხიათ. ამას რა ჰქვია? განათლების რეფორმას თავში ედგა მინისტრი, რომელმაც სიტყვა" ბავშვი" ვერ დაწერა. დაწერაში 2 შეცდომა დაუშვა. რომ გაასწორა, გასწორებულშიც 1 შეცდომა იყო. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ტელევიზიით.. 100 "თანამედროვე კლინიკიდან" ერთერთი რაიონის "თანამედროვე" კლინიკაში ნათესავი იწვა. სანახავად ჩავედი. რაც ვნახე, კომენტარი არ ჭირდებოდა, ერთმანეთის გვერდზე იწვნენ ინფარქტით, ინსულტით დაავადე ბულები, გინეკოლოგიური და ახალი ნაოპერაციები ქირურგიული ავადმყო ფები. რომ მოგენდომებინა ფანჯარას ვერ გაღებდი, არც უნდა გაღებულიყო . ჰაერი ცენტრალურად უნდა ყოფილიყო მიწოდებული მაგრამ გახსნიდან რამოდენიმე დღეში გაჩერებულა. აქ რაც დავწერე, ყველაფერი თვითონ მაქს ნანახი ან აღებული მაქვს საქართველოს მასმედიიდან. მოდი იუმორით დავამთავროთ: შევარდნაძემ ნატოში გაწევრიანების სურვილი რომ განაცხადა, ნატოს მაღალჩინოსნებს უთქვიათ: ბატონო ედუარდ,ნატოს კარი თქვენი ქვეყნისთვის მუდამ ღიაო და წამში მიუღიათ პასუხი:" დიდხანს არ გაგვაჩეროთ, ღია კარმა ორპირი იცისო". გურული არ იყო? ესეც მასმედიიდან მაქვს წაკითხული, სამწუხაროდ, წყაროს ვეღარ ვიხსენებ. ჩემს შეკითხვებს რასაკვირველია მიზნობრივ პასუხს ვერ და გასცემთ, იმიტომ რომ სიმართლეა და თქვენს კომენტარს ფარდას ხდის. პირადად თვენს პიროვნებას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, შესაძლებელია თქვენ გულით გჯერათ რომ ეს ასეა, სინამდვილეში კი შეცდომაში ხართ შეყვანილი ისე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი. კარგად ბრძანდებოდეთ.
melia ar daichires adeishvila archamoikvane tamashoben?