მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში ერთ ადგილას დაფიქსირდა მიწისპირა ოზონი... მას სმოგის ეფექტი აქვს" - რა აბინძურებს ჰაერს და რომელი სართულია საცხოვრებლად უსაფრთხო
"თბილისში ერთ ადგილას დაფიქსირდა მიწისპირა ოზონი... მას სმოგის ეფექტი აქვს" - რა აბინძურებს ჰაერს და რომელი სართულია საცხოვრებლად უსაფრთხო

თბი­ლის­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის კუ­თხით, სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სულ უფრო ხში­რად ჩი­ვი­ან, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში სუნ­თქვა შე­უძ­ლე­ბე­ლია და ქა­ლა­ქის სუნი "ახ­რჩობთ".

აზო­ტის დი­ოქ­სი­დი, იგი­ვე აზო­ტის ორ­ჟან­გი საწ­ვა­ვის წვის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნე­ბა და ამ ნივ­თი­ე­რე­ბით ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბა ფიქ­სირ­დე­ბა ქა­ლა­ქის რამ­დე­ნი­მე წერ­ტილ­ში: მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ავ­ლაბ­რის მო­ე­დან­ზე, მეტ­რო­სად­გურ "დე­ლის­თან", მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ე­დან­ზე, დიდ დი­ღომ­ში პეტ­რი­წის ქუ­ჩა­ზე, ვა­კე­ში არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, მუ­ხი­ან­ში გობ­რო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე...

და­ვინ­ტე­რეს­დით, სად არის თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის კუ­თხით, ასე­ვე რო­მელ სარ­თულ­ზე მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხოდ მომ­წამ­ვლე­ლი ჰა­ე­რის პი­რო­ბებ­ში.

AMBEBI.GE-მ შე­კი­თხვე­ბით გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს, ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს ნოე მეგ­რე­ლიშ­ვილს მი­მარ­თა:

- ბა­ტო­ნო ნოე, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის კუ­თხით აქვს თუ არა მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­მელ სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობთ?

- ამა­ზე ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს, რად­გან ბევრ ფაქ­ტორს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. ზო­გა­დად, რაც უფრო და­შო­რე­ბუ­ლია სარ­თუ­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბის წყა­როს­თან, რა თქმა უნდა, უკე­თე­სია. თუ და­ბინ­ძუ­რე­ბის წყა­რო არის ტრან­სპორ­ტი და მან­ქა­ნე­ბი, რაც უფრო მა­ღალ სარ­თულ­ზე ცხოვ­რობთ, უკე­თე­სია, რად­გან ამ დროს ნა­წი­ლა­კე­ბის გაბ­ნე­ვა დი­დია.

მაგ­რამ თუ გმირ­თა მო­ე­დან­ზე ცხოვ­რობთ, 11-სარ­თუ­ლი­ან კორ­პუ­სებ­ში, სა­დაც ეს­ტა­კა­დაა და ორ სარ­თულ­ზეა მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბა, შე­იძ­ლე­ბა და­ბინ­ძუ­რე­ბის კუ­თხით მე­ხუ­თე სარ­თულ­ზე უფრო ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბა იყოს, ვიდ­რე მე­სა­მე­ზე

ასე­ვე, თუ ცხოვ­რობთ რუს­თავ­ში, სამ­რეწ­ვე­ლო და­სახ­ლე­ბას­თან ახ­ლოს, ამ დროს დაბ­ლა ცხოვ­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია, იმი­ტომ რომ სუფ­თაა ჰა­ე­რი.

ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი ტრან­სპორ­ტია, რა თქმა უნდა, მა­ღალ სარ­თუ­ლებ­ზე ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სია. რაც შე­ე­ხე­ბა ტყვი­ას, ამის პრობ­ლე­მა არ გვაქვს ქვე­ყა­ნის მას­შტა­ბით.

- ჰა­ერ­ში ტყვია, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ნი­კის მი­ზე­ზი იყო, რე­ა­ლუ­რად საფრ­თხე არ აღ­მოჩ­ნდა?

- ტყვი­ით მო­წამ­ვლის პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად დგას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ეს ბავ­შვე­ბის სის­ხლის ანა­ლი­ზი­თაც აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ამ მო­წამ­ვლის წყა­რო არ არის ჰა­ე­რი. ეს უნდა ვე­ძე­ბოთ სა­ღე­ბა­ვებ­ში, სა­თა­მა­შო­ებ­ში და კვე­ბის პრო­დუქ­ტებ­ში.

თბი­ლის­ში ჰა­ე­რი­დან ორას­ზე მეტი სინ­ჯი გვაქვს აღე­ბუ­ლი და ტყვია ნორ­მა­ზე და­ბა­ლია. ბენ­ზი­ნის შე­მოწ­მე­ბა­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ იქ ტყვია ვე­რა­ვინ იპო­ვა. ზო­გა­დად,დღეს, მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე უფრო ძვი­რია ტყვი­ის შემ­ცვე­ლი ბენ­ზი­ნი და არა­ვინ შე­მო­ი­ტანს.

- პი­რო­ბი­თად ავი­ღოთ სპორ­ტის სა­სახ­ლის ტე­რი­ტო­რია, რო­მელ­საც „ბე­ტო­ნის ჯუნ­გლე­ბად“ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, ამ შემ­თხვე­ვა­ში თუ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­მელ სარ­თულ­ზე იცხოვ­რებს ადა­მი­ა­ნი?

- სა­ვა­რა­უ­დოდ, მაგ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­ღალ სარ­თუ­ლებ­ზე უკე­თე­სი ჰა­ე­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რად­გან იქაც კა­ნი­ო­ნი­ვი­თაა კორ­პუ­სე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლი და გა­ნი­ა­ვე­ბა შე­ფერ­ხე­ბუ­ლია, პირ­ველ რამ­დე­ნი­მე სარ­თულ­ზე დიდი სხვა­ო­ბა არ უნდა იყოს. სხვა ქუ­ჩებ­ზე, რაც უფრო მა­ღალ სარ­თულ­ზე ცხოვ­რობთ, უკე­თე­სია.

- რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია და­მა­ტე­ნი­ა­ნებ­ლე­ბის სახ­ლში გა­მო­ყე­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თარ­ში?

- ეს ჰა­ე­რის ხა­რისხზე მე­ტად ტე­ნი­ა­ნო­ბას არე­გუ­ლი­რებს. თუ არ შე­ვამ­ცი­რეთ გარე და­ბინ­ძუ­რე­ბა, ში­და­გამ­წმენ­დი ხელ­სა­წყო­ე­ბით პრობ­ლე­მას ვერ მოვხსნით.

- და­ბინ­ძუ­რე­ბულ უბ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რად წე­რეთ­ლის გამ­ზი­რი სა­ხელ­დე­ბა...

- წე­რეთ­ლის გამ­ზი­რი გარ­და მან­ქა­ნე­ბით დატ­ვირ­თვი­სა, ამ სი­ა­ში მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის გა­მოც ხვდე­ბა. იქ­ვეა ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა, სა­ი­და­ნაც მყა­რი ნა­წი­ლე­ბის გაფ­რქვე­ვა უკონ­ტრო­ლოდ ხდე­ბა. სა­დაც გა­დატ­ვირ­თუ­ლია მოძ­რა­ო­ბა, იმ უბ­ნებ­ში გვაქვს პრობ­ლე­მა. გა­რე­უბ­ნებ­ში ნაკ­ლე­ბად, ან თუ არის, და­ბა­ლი დო­ზით.

ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წერ­ტი­ლე­ბია: წე­რეთ­ლის და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი, ის­ნის მეტ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, სა­ბურ­თა­ლო, იქ სა­დაც სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძე­ბია

დამ­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბი­დან ძი­რი­თა­დად გვაქვს აზო­ტის ორ­ჟან­გის პრობ­ლე­მა, მაგ­რამ ის დიდ ფარ­თობ­ზე არ ვრცელ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა გზის პი­რი­დან პირ­ვე­ლი კვარტლის შემ­დეგ, პრობ­ლე­მა აღარ იყოს, მაგ­რამ დიდ ფარ­თობ­ზე ვრცელ­დე­ბა, აზო­ტის ორ­ჟან­გი­დან წარ­მოქ­მნი­ლი მი­წის­პი­რა ოზო­ნი. ის შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე სუფ­თა ად­გი­ლა­საც იყოს.

ჯერ­ჯე­რო­ბით, თბი­ლის­ში მხო­ლოდ ერთ ად­გი­ლას და­ფიქ­სირ­და ოზო­ნის პრობ­ლე­მა - ილი­ას ბაღ­ში, პლე­ხა­ნოვ­ზე. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ეს პრობ­ლე­მა მხო­ლოდ ზა­ფხულ­შია.

მი­წის­პი­რა ოზო­ნი გულ-სის­ხძარ­ღვთა და სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის პრობ­ლე­მუ­რია, მას სმო­გის ეფექ­ტი აქვს. აქამ­დე არ გვქონ­და მსგავ­სი შემ­თხვე­ვა და წელს ზა­ფხულ­ში და­ფიქ­სირ­და ილი­ას ბაღ­ში

თბი­ლის­ში, სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გვაქვს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის კუ­თხით, რა­საც სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რი იწ­ვევს და ასე­ვე ძა­ლი­ან ხში­რად შე­მო­დის უდაბ­ნოს მტვე­რი, ისეთ ად­გი­ლას არის სა­ქარ­თვე­ლო ტე­რი­ტო­რი­უ­ლად.

მაგ­რამ ტყვია, ბენ­ზო­ლი, გო­გირ­დის დი­ოქ­სი­დი იმ­დე­ნად შე­ვამ­ცი­რეთ საწ­ვავ­ში, რომ ჰა­ერ­ში ნორ­მის ფარ­გლებ­ში რჩე­ბა ან უფრო და­ბა­ლია. ორი და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი დაგ­ვრჩა - მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბი და აზო­ტის ორ­ჟან­გი, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან იფ­რქვე­ვა.

- რა რე­კო­მენ­და­ცი­ებს მის­ცემ­დით მო­ქა­ლა­ქე­ებს?

- მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვე­რი­დოთ ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბას, გა­და­ვა­ად­გილ­დეთ ფე­ხით ან ვე­ლო­სი­პე­დით, შორ მან­ძილ­ზე კი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი გა­მო­ვი­ყე­ნოთ. თუ კერ­ძო ტრან­სპორ­ტს იყე­ნებთ, მან­ქა­ნა უნდა გყავ­დეთ გა­მარ­თუ­ლი, კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი არ ამოჭ­რათ, წვის სის­ტე­მა უნდა იყოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და გა­მო­ი­ყე­ნეთ იმ ოქ­ტა­ნო­ბის ბენ­ზი­ნი, რო­მელ­ზეც არის თქვე­ნი ძრა­ვა გათ­ვლი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SOS
1

აღმაშენებელის გამზირზე, ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე ყოველდღე წვავენ რაღაც გაურკვეველ მასალას, ალბათ გათბობის მიზნით , ისეთი ბოლი და სუნი დგება მიმდებარე ტერიტორიაზე , ნუთუ არავის არ ეხება ქალაქის ასეთი დაბინძურება ?

ლია
1

სმოგს აქვს ქართული შესატყვისი! პატივი ეცით ენას, ჟურნალისტებმა მაინც!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"თბილისში ერთ ადგილას დაფიქსირდა მიწისპირა ოზონი... მას სმოგის ეფექტი აქვს" - რა აბინძურებს ჰაერს და რომელი სართულია საცხოვრებლად უსაფრთხო

"თბილისში ერთ ადგილას დაფიქსირდა მიწისპირა ოზონი... მას სმოგის ეფექტი აქვს" - რა აბინძურებს ჰაერს და რომელი სართულია საცხოვრებლად უსაფრთხო

თბილისში ჰაერის დაბინძურების კუთხით, სავალალო მდგომარეობაა. მოქალაქეები სულ უფრო ხშირად ჩივიან, რომ დედაქალაქში სუნთქვა შეუძლებელია და ქალაქის სუნი "ახრჩობთ".

აზოტის დიოქსიდი, იგივე აზოტის ორჟანგი საწვავის წვის შედეგად წარმოიქმნება და ამ ნივთიერებით ყველაზე მაღალი დაბინძურება ფიქსირდება ქალაქის რამდენიმე წერტილში: მელიქიშვილის ქუჩაზე, ავლაბრის მოედანზე, მეტროსადგურ "დელისთან", მარჯანიშვილის მოედანზე, დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩაზე, ვაკეში არაყიშვილის ქუჩაზე, მუხიანში გობრონიძის ქუჩაზე...

დავინტერესდით, სად არის თბილისში ყველაზე რთული მდგომარეობა ჰაერის დაბინძურების კუთხით, ასევე რომელ სართულზე მცხოვრები ადამიანები არიან ყველაზე უსაფრთხოდ მომწამვლელი ჰაერის პირობებში.

AMBEBI.GE-მ შეკითხვებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსს ნოე მეგრელიშვილს მიმართა:

- ბატონო ნოე, ჰაერის დაბინძურების კუთხით აქვს თუ არა მნიშვნელობა რომელ სართულზე ვცხოვრობთ?

- ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან ბევრ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა. ზოგადად, რაც უფრო დაშორებულია სართული დაბინძურების წყაროსთან, რა თქმა უნდა, უკეთესია. თუ დაბინძურების წყარო არის ტრანსპორტი და მანქანები, რაც უფრო მაღალ სართულზე ცხოვრობთ, უკეთესია, რადგან ამ დროს ნაწილაკების გაბნევა დიდია.

მაგრამ თუ გმირთა მოედანზე ცხოვრობთ, 11-სართულიან კორპუსებში, სადაც ესტაკადაა და ორ სართულზეა მანქანების მოძრაობა, შეიძლება დაბინძურების კუთხით მეხუთე სართულზე უფრო ცუდი მდგომარეობა იყოს, ვიდრე მესამეზე

ასევე, თუ ცხოვრობთ რუსთავში, სამრეწველო დასახლებასთან ახლოს, ამ დროს დაბლა ცხოვრება გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ სუფთაა ჰაერი.

ჩვენი დედაქალაქის მთავარი დამაბინძურებელი ტრანსპორტია, რა თქმა უნდა, მაღალ სართულებზე ცხოვრება უკეთესია. რაც შეეხება ტყვიას, ამის პრობლემა არ გვაქვს ქვეყანის მასშტაბით.

- ჰაერში ტყვია, რაც წლების განმავლობაში პანიკის მიზეზი იყო, რეალურად საფრთხე არ აღმოჩნდა?

- ტყვიით მოწამვლის პრობლემა ნამდვილად დგას ჩვენს ქვეყანაში, ეს ბავშვების სისხლის ანალიზითაც აღმოჩნდა, მაგრამ ამ მოწამვლის წყარო არ არის ჰაერი. ეს უნდა ვეძებოთ საღებავებში, სათამაშოებში და კვების პროდუქტებში.

თბილისში ჰაერიდან ორასზე მეტი სინჯი გვაქვს აღებული და ტყვია ნორმაზე დაბალია. ბენზინის შემოწმებამაც დაადასტურა, რომ იქ ტყვია ვერავინ იპოვა. ზოგადად,დღეს, მსოფლიო ბაზარზე უფრო ძვირია ტყვიის შემცველი ბენზინი და არავინ შემოიტანს.

- პირობითად ავიღოთ სპორტის სასახლის ტერიტორია, რომელსაც „ბეტონის ჯუნგლებად“ მოიხსენიებენ, ამ შემთხვევაში თუ აქვს მნიშვნელობა რომელ სართულზე იცხოვრებს ადამიანი?

- სავარაუდოდ, მაგ ტერიტორიაზე მაღალ სართულებზე უკეთესი ჰაერი იქნება, მაგრამ რადგან იქაც კანიონივითაა კორპუსები განლაგებული და განიავება შეფერხებულია, პირველ რამდენიმე სართულზე დიდი სხვაობა არ უნდა იყოს. სხვა ქუჩებზე, რაც უფრო მაღალ სართულზე ცხოვრობთ, უკეთესია.

- რამდენად ეფექტურია დამატენიანებლების სახლში გამოყენება, განსაკუთრებით ზამთარში?

- ეს ჰაერის ხარისხზე მეტად ტენიანობას არეგულირებს. თუ არ შევამცირეთ გარე დაბინძურება, შიდაგამწმენდი ხელსაწყოებით პრობლემას ვერ მოვხსნით.

- დაბინძურებულ უბნებს შორის ყველაზე ხშირად წერეთლის გამზირი სახელდება...

- წერეთლის გამზირი გარდა მანქანებით დატვირთვისა, ამ სიაში მყარი ნაწილაკების გამოც ხვდება. იქვეა ელიავას ბაზრობა, საიდანაც მყარი ნაწილების გაფრქვევა უკონტროლოდ ხდება. სადაც გადატვირთულია მოძრაობა, იმ უბნებში გვაქვს პრობლემა. გარეუბნებში ნაკლებად, ან თუ არის, დაბალი დოზით.

ყველაზე ცხელი წერტილებია: წერეთლის და რუსთაველის გამზირი, ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, საბურთალო, იქ სადაც სატრანსპორტო კვანძებია

დამბინძურებლებიდან ძირითადად გვაქვს აზოტის ორჟანგის პრობლემა, მაგრამ ის დიდ ფართობზე არ ვრცელდება. მაგალითად, შეიძლება გზის პირიდან პირველი კვარტლის შემდეგ, პრობლემა აღარ იყოს, მაგრამ დიდ ფართობზე ვრცელდება, აზოტის ორჟანგიდან წარმოქმნილი მიწისპირა ოზონი. ის შეიძლება ყველაზე სუფთა ადგილასაც იყოს.

ჯერჯერობით, თბილისში მხოლოდ ერთ ადგილას დაფიქსირდა ოზონის პრობლემა - ილიას ბაღში, პლეხანოვზე. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ზაფხულშია.

მიწისპირა ოზონი გულ-სისხძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის პრობლემურია, მას სმოგის ეფექტი აქვს. აქამდე არ გვქონდა მსგავსი შემთხვევა და წელს ზაფხულში დაფიქსირდა ილიას ბაღში

თბილისში, სერიოზული გამოწვევები გვაქვს, განსაკუთრებულად მყარი ნაწილაკების კუთხით, რასაც სამშენებლო სექტორი იწვევს და ასევე ძალიან ხშირად შემოდის უდაბნოს მტვერი, ისეთ ადგილას არის საქართველო ტერიტორიულად.

მაგრამ ტყვია, ბენზოლი, გოგირდის დიოქსიდი იმდენად შევამცირეთ საწვავში, რომ ჰაერში ნორმის ფარგლებში რჩება ან უფრო დაბალია. ორი დამაბინძურებელი დაგვრჩა - მყარი ნაწილაკები და აზოტის ორჟანგი, რომლებიც ავტომობილიდან იფრქვევა.

- რა რეკომენდაციებს მისცემდით მოქალაქეებს?

- მაქსიმალურად მოვერიდოთ ტრანსპორტით მგზავრობას, გადავაადგილდეთ ფეხით ან ველოსიპედით, შორ მანძილზე კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოვიყენოთ. თუ კერძო ტრანსპორტს იყენებთ, მანქანა უნდა გყავდეთ გამართული, კატალიზატორი არ ამოჭრათ, წვის სისტემა უნდა იყოს მოწესრიგებული და გამოიყენეთ იმ ოქტანობის ბენზინი, რომელზეც არის თქვენი ძრავა გათვლილი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 964 ახალი შემთხვევაა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით

კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა - რას აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში

"თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა - სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს