საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაპირისპირება ჰესის გამო არ დაწყებულა... მიზეზი სხვა რამეა" - რას ჰყვება პანკისში დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმა
"დაპირისპირება ჰესის გამო არ დაწყებულა... მიზეზი სხვა რამეა" - რას ჰყვება პანკისში დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმა

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ქავ­თა­რაშ­ვი­ლებ­სა და მუ­თოშ­ვი­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ჰე­სის გამო არ და­წყე­ბუ­ლა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად დაჭ­რი­ლი მუ­რად ქავ­თა­რაშ­ვი­ლის ძმამ, მე­რაბ ქავ­თა­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ზე­ზი მო­გო­ნი­ლია.

„პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბა ჰე­სის გამო არ და­წყე­ბუ­ლა. ჰესი ამ და­პი­რის­პი­რე­ბას­თან არა­ნა­ირ შუ­ა­შია არაა. და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი სხვა რა­მეა. მუ­თოშ­ვი­ლებ­სა და ქავ­თა­რაშ­ვი­ლებს შო­რის შე­კა­მა­თე­ბა 4 თვის წინ და­ი­წყო, 4 აგ­ვის­ტოს. ახლა უნ­დათ, რომ ჰეს­ზე გა­და­ი­ტა­ნონ ყუ­რა­დღე­ბა, მაგ­რამ ჰესი არა­ფერ შუ­ა­ში არ არის“, - გა­ნა­ცხა­და მე­რაბ ქავ­თა­რაშ­ვილ­მა. ის და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვის გამო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს.

მე­რაბ ქავ­თა­რაშ­ვილ­მა არ და­ა­დას­ტუ­რა ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია, რომ მისი ძმა მუ­რად ქავ­თა­რაშ­ვი­ლი ინ­ტერ­პო­ლით არის ძებ­ნი­ლი. მისი გან­მარ­ტე­ბით, ის და მისი ძმა ერთ-ერ­თმა რუ­სულ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ, „რენ­ტე­ვემ“ 2013 წელს ტე­რო­რიზ­მში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, თუმ­ცა ეს სიც­რუ­ეა.

„ის, რომ თით­ქოს ჩემი ძმა, მუ­რად ქავ­თა­რაშ­ვი­ლი ინ­ტერ­პო­ლით არის ძებ­ნი­ლი, აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტყუ­ი­ლია. ეს რუ­სე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბია და მათი წა­მო­წყე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­აა. რუ­სე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ამ „რენ­ტე­ვემ“ გა­და­ცე­მა „ვა­ი­ნა­ია ტა­ი­ნა­ში“ 2013 წელს მე და ჩემი ძმა ტე­რო­რიზ­მში დაგ­ვა­და­ნა­შა­უ­ლა, მაგ­რამ ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტყუ­ი­ლია. მე მა­შინ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში რწმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მო­ქე­ი­ფე კაცი ვარ, ცხოვ­რე­ბა­ში ია­რა­ღი არ მი­ნა­ხავს და და­მა­და­ნა­შა­უ­ლეს, რომ ვი­თომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მარ­ჯვე­ნა ხელი ვი­ყა­ვი და მთე­ლი ია­რა­ღი რუ­სეთ­ში მე გა­დამ­ქონ­და. გა­სულ წელს, 10 დე­კემ­ბერს, საფ­რან­გეთ­ში ჩა­ვე­დი და 10 იან­ვარს ჩა­მო­ვე­დი, ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნი­ლი რომ ვიყო, არ და­მი­ჭერ­დნენ? რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ძმას, არც ჩემს ძმას უყ­ვარს კა­დი­რო­ვი და არც კა­დი­როვს უყ­ვარს ჩემი ძმა და შე­იძ­ლე­ბა, ეს იყო სა­ფუ­ძე­ლი, რომ ჩემი ძმა ტე­რო­რიზ­მში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. კა­დი­რო­ვი ჩემ­თან და ჩემს ძმას­თან იმი­ტომ არის და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი, რომ მუ­რად მარ­გოშ­ვი­ლი ჩვე­ნი ალა­ლი დე­ი­დაშ­ვი­ლია“, - გა­ნა­ცხა­და მე­რაბ ქავ­თა­რაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პან­კის­ში მუ­თოშ­ვი­ლებ­სა და ქავ­თა­რაშ­ვი­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად მისი მუ­თოშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა, ოთხი ადა­მი­ა­ნი კი და­იჭ­რა.

mixo
2

რის ატმის კურკა მე აქაური არ ვარ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დაპირისპირება ჰესის გამო არ დაწყებულა... მიზეზი სხვა რამეა" - რას ჰყვება პანკისში დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმა

"დაპირისპირება ჰესის გამო არ დაწყებულა... მიზეზი სხვა რამეა" - რას ჰყვება პანკისში დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმა

პანკისის ხეობაში ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის დაპირისპირება ჰესის გამო არ დაწყებულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმამ, მერაბ ქავთარაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული მიზეზი მოგონილია.

„პანკისის ხეობაში დაპირისპირება ჰესის გამო არ დაწყებულა. ჰესი ამ დაპირისპირებასთან არანაირ შუაშია არაა. დაპირისპირების მიზეზი სხვა რამეა. მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის შეკამათება 4 თვის წინ დაიწყო, 4 აგვისტოს. ახლა უნდათ, რომ ჰესზე გადაიტანონ ყურადღება, მაგრამ ჰესი არაფერ შუაში არ არის“, - განაცხადა მერაბ ქავთარაშვილმა. ის დაპირისპირების შედეგად ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მერაბ ქავთარაშვილმა არ დაადასტურა ასევე ინფორმაცია, რომ მისი ძმა მურად ქავთარაშვილი ინტერპოლით არის ძებნილი. მისი განმარტებით, ის და მისი ძმა ერთ-ერთმა რუსულმა ტელევიზიამ, „რენტევემ“ 2013 წელს ტერორიზმში დაადანაშაულა, თუმცა ეს სიცრუეა.

„ის, რომ თითქოს ჩემი ძმა, მურად ქავთარაშვილი ინტერპოლით არის ძებნილი, აბსოლუტური ტყუილია. ეს რუსების მიერ გავრცელებული ჭორებია და მათი წამოწყებული კამპანიაა. რუსეთის ტელევიზიამ „რენტევემ“ გადაცემა „ვაინაია ტაინაში“ 2013 წელს მე და ჩემი ძმა ტერორიზმში დაგვადანაშაულა, მაგრამ ეს აბსოლუტური ტყუილია. მე მაშინ პანკისის ხეობაში რწმუნებული ვიყავი, მოქეიფე კაცი ვარ, ცხოვრებაში იარაღი არ მინახავს და დამადანაშაულეს, რომ ვითომ სააკაშვილის მარჯვენა ხელი ვიყავი და მთელი იარაღი რუსეთში მე გადამქონდა. გასულ წელს, 10 დეკემბერს, საფრანგეთში ჩავედი და 10 იანვარს ჩამოვედი, ინტერპოლით ძებნილი რომ ვიყო, არ დამიჭერდნენ? რაც შეეხება ჩემს ძმას, არც ჩემს ძმას უყვარს კადიროვი და არც კადიროვს უყვარს ჩემი ძმა და შეიძლება, ეს იყო საფუძელი, რომ ჩემი ძმა ტერორიზმში დაადანაშაულეს. კადიროვი ჩემთან და ჩემს ძმასთან იმიტომ არის დაპირისპირებული, რომ მურად მარგოშვილი ჩვენი ალალი დეიდაშვილია“, - განაცხადა მერაბ ქავთარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პანკისში მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის დაპირისპირების შედეგად მისი მუთოშვილი დაიღუპა, ოთხი ადამიანი კი დაიჭრა.

"ორივე დაკავებულს ვიცნობ. ერთ-ერთი ჩემი ძმისშვილია" - ვინ არიან პანკისის ხეობაში მკვლელობაზე დაკავებულები

"ხელისუფლებამ გააღო სიმართლის კარი - ვნახოთ, დაიხურება თუ არა" - ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

პანკისის ხეობაში ვისო მუთოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს