სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შურისძიება გავლენიანი "კანონიერი ქურდის" ნათლულებზე" - კრიმინალების გარჩევის შემდეგ აფხაზეთში "ქართული კლანის" გაძლიერებას ელიან
"შურისძიება გავლენიანი "კანონიერი ქურდის" ნათლულებზე" - კრიმინალების გარჩევის შემდეგ აფხაზეთში "ქართული კლანის" გაძლიერებას ელიან

აფხა­ზეთ­ში თით­ქმის ორ­წლი­ა­ნი დუ­მი­ლის შემ­დეგ ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის შე­ტა­კე­ბა ახალ, ბევ­რად და­ძა­ბულ ფა­ზა­ში გა­და­ი­ზარ­და. 22 ნო­ემ­ბერს, სო­ხუმ­ში რეს­ტო­რან "სან-რე­მო­ში" რე­გი­ონ­ში გავ­ლე­ნი­ან კრი­მი­ნა­ლებს, მან­ქა­ნა­ში მსხდო­მებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს, რა­საც ორი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის - 38 წლის ას­ტა­მურ შამ­ბას, იგი­ვე "ას­ტი­კის" და ალ­ხას ავი­ძ­ბას, ანუ "ხა­სი­კის" სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ერთ-ერთი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" რუს­ტამ შამ­ბა მძი­მედ და­იჭ­რა, თუმ­ცა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

უკი­დუ­რე­სად მძი­მეა ად­გი­ლობ­რი­ვი გო­გო­ნას, 22 წლის დო­მი­ნი­კა აკირ­თა­ვას სი­ცო­ცხლის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­საც აფხა­ზე­ბის თქმით, 2 წლის შვი­ლი ჰყავს და ძმა შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გარ­და­ეც­ვა­ლა... მო­სახ­ლე­ო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ითხოვს, რომ კო­მა­ში მყო­ფი გო­გო­ნა მოს­კოვ­ში ან სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა გა­და­იყ­ვა­ნონ, თუმ­ცა სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

"ას­ტი­კი" და "ხა­სი­კი" რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი კრი­მი­ნა­ლის, 53 წლის რაულ ბარცბას, იგი­ვე "პი­ზას" ნათ­ლუ­ლე­ბი და უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბი იყ­ვნენ. ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის რაულ ხა­ჯიმ­ბას "ბრძა­ნე­ბით", საქ­მე უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში უნდა გა­იხ­სნას და მკვლე­ლო­ბის დამ­გეგ­მა­ვი პი­რე­ბი უნდა გა­მოვ­ლიდ­ნენ.

რამ­დე­ნი­მე დღეა, აფხა­ზე­ბი ორი­ვე და­ღუ­პულს გლო­ვო­ბენ. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ და­ხო­ცეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც "ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბის გა­რანტნი იყ­ვნენ" და ამ პო­ზი­ცი­ას რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ასა­კის ადა­მი­ა­ნი იზი­ა­რებს... თუმ­ცა, არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც მი­იჩ­ნევს, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის კრი­მი­ნა­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას პა­ტა­რა გო­გო­ნას ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ე­წი­რა.

"ოდეს­მე ქვე­ყა­ნა­ში მათი პარ­პა­ში უნდა დას­რულ­დეს, ამის­თვის კი ძა­ლი­ან კარ­გი მა­გა­ლი­თია წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი," - წე­რენ აფხა­ზე­ბი. მა­თი­ვე ცნო­ბით, ქი­ლე­რებ­მა, სო­ხუ­მი კო­რი­დო­რით და­ტო­ვეს. ასე­ვე, კონ­კრე­ტუ­ლად სრო­ლის მო­მენ­ტში, რეს­ტო­რან­ში კა­მე­რა გა­ი­თი­შა და შემ­დეგ ისევ ჩა­ირ­თო.

რამ­დე­ნი­მე დღეა ჩა­კე­ტი­ლია ენ­გუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვა­რი. რე­ი­დე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­ლის რა­ი­ონ­ში, რაც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმას ნიშ­ნავს, რომ აფხა­ზე­თის ე.წ. მი­ლი­ცია ეჭ­ვმი­ტა­ნილს გალ­ში ეძებს... აფხა­ზე­ბი წე­რენ, რომ პო­ლი­ტი­კა­სა და ბიზ­ნეს­ში გა­და­ვარ­დნი­ლი, რე­გი­ონ­ში ჩა­კე­ტი­ლი რაულ ბარცბას, იგი­ვე "პი­ზას" არას­წო­რი სტრა­ტე­გი­ის შე­დე­გია ის, რომ მას საყ­რდე­ნი გა­მო­ა­ცა­ლეს და ახლა სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, აფხა­ზეთ­ში გავ­ლე­ნე­ბი ქარ­თულ­მა კლან­მა და­იბ­რუ­ნოს, რად­გან ბარცბამ, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ით. ე.წ. ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა გზა მო­იჭ­რა.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რაულ ბარცბას მიერ "სე­პა­რა­ტას­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბის" შე­დე­გად გა­ლის რა­ი­ო­ნიც მისი კონ­ტრო­ლის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა არა დიდი ხნით.

2017 წლის 24 აგ­ვის­ტოს, გუ­და­უ­თა­ში "ქურ­დე­ბის შეხ­ვედ­რა" ორ­მხრი­ვი სრო­ლით დას­რულ­და... მა­შინ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ლი­დე­რე­ბი, აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში რუ­სე­თის ჩრდი­ლო­ე­თი­დან და კავ­კა­სი­ი­დან ჩა­ვიდ­ნენ.

ორ­მხრი­ვი სრო­ლე­ბი­სას მძი­მედ და­იჭრ­ნენ აფხა­ზე­თის "სტუმ­რე­ბი" რა­შატ ალი­ე­ვი ე.წ. გი­ან­ჯინ­სკი, რო­მან დმიტ­რი­ე­ვი ე.წ. რომა სტავ­რო­პოლ­სკი და ნი­კო­ლოზ დგე­ბუ­ა­ძე ე.წ. ნიკო გაგ­რინ­სკი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნი­კო­ლოზ დგე­ბუ­ა­ძე­სა და რა­შიდ ის­მა­ი­ლოვს გუ­და­უ­თელ ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან, რაულ ბარცბას­თან ჰქონ­დათ და­პი­რის­პი­რე­ბა. ბარცბას­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო აფხა­ზეთ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით გალ­ში თან­ხე­ბის არას­წო­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბა. 2018 წელს, ის გალ­ში 300-მდე თა­ნა­მო­აზ­რის თან­ხლე­ბით ჩა­ვი­და და ქარ­თვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის­გან" ე.წ. ობ­ში­ა­კი მო­ი­თხო­ვა, რო­მელ­საც მა­ნამ­დე მისი გა­ლე­ლი ნა­თე­სა­ვი ჩირო შო­ნია, იგი­ვე "ჩირო გალ­სკი" გა­ნა­გებ­და. ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბი ამის წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ, თუმ­ცა რუ­სე­თი­დან ასე­ვე გავ­ლე­ნი­ან­მა კრი­მი­ნალ­მა კახა ფარ­ფა­ლი­ამ და­რე­კა და ურ­ჩია, "პი­ზას" მო­თხოვ­ნა და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნათ.

"პიზა" და "ნიკო გაგ­რინ­სკი"

ბარცბას მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლი ნა­დირ სა­ლი­ფო­ვი, იგი­ვე "გული", რომ­ლის კლან­შიც მო­ი­აზ­რე­ბა "ნიკო გაგ­რინ­სკი". რამ­დე­ნი­მე წლის წინ, გუ­და­უ­თელ კრი­მი­ნალს "გუ­ლიმ" შე­უთ­ვა­ლა, რომ ყვე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლით ვე­რა­ფერს მო­ი­გებ­და. ცოტა ხნის შემ­დეგ, ბარცბას მან­ქა­ნას ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნი­დან ეს­რო­ლეს. მა­შინ არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ბარცბამ დაც­ვა გა­აძ­ლი­ე­რა...

აფხა­ზე­ბის თქმით, მა­შინ ქარ­თველ­მა "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურ­დებ­მა" სტრა­ტე­გი­უ­ლი უკან­და­ხე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ბარცბა და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აფხა­ზე­თი­დან არ გა­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ მტერს მას­თან აფხა­ზეთ­ში სტუმ­რო­ბა არ გას­ჭირ­ვე­ბია.

"დიდი ალ­ბა­თო­ბით, "გუ­ლიმ", რო­გორც ყო­ველ­თვის, სი­ტყვა შე­ას­რუ­ლა და "პი­ზას" გა­რე­მოც­ვა­ზე იძია შური. ეს ნიშ­ნავს, რომ ბარცბას "წი­თე­ლი აუნ­თეს"... ახლა მას ისღა დარ­ჩე­ნია, გარ­კვე­უ­ლი ბიზ­ნეს­დათ­მო­ბე­ბის ფა­სად, ახა­ლი და ძლი­ე­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იპოვ­ნოს. ის, რომ "პი­ზას" პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ხე­ლით ებ­რძვი­ან, "სან რე­მო­ში" მომ­ხდა­რი ფაქ­ტი­და­ნაც კარ­გად ჩანს..."

"ბოლო დროს ბარცბას პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რო­ბა ყვე­ლა­ნა­ირ ზღვარს სცდე­ბო­და, მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე, არც ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი არ ინიშ­ნე­ბოდ­ნენ. ის ამით ვი­ღა­ცე­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევ­და, თუმ­ცა მათ მისი ნათ­ლუ­ლე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად გამ­ბე­და­ო­ბა მა­ინც არ ეყო­ფო­დათ. ეს უფრო ძლი­ე­რი ხე­ლის გა­კე­თე­ბუ­ლია, რომ­ლის კვალ­საც ქარ­თვე­ლე­ბის­კენ მივ­ყა­ვართ..." - წე­რენ აფხა­ზე­ბი.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: მოკ­ლუ­ლი ას­ტა­მურ შამ­ბა და ალ­ხას ავი­ძ­ბა

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყუმი
6

რატომ წერთ? 

A M E R I C A
4

დაგიჭამიათ ერთმანეთი, სანამ ეს პარაზიტები იქნებიან ქვეყანას არ ეშველება

ავტორი:

"შურისძიება გავლენიანი "კანონიერი ქურდის" ნათლულებზე" - კრიმინალების გარჩევის შემდეგ აფხაზეთში "ქართული კლანის" გაძლიერებას ელიან

"შურისძიება გავლენიანი "კანონიერი ქურდის" ნათლულებზე" - კრიმინალების გარჩევის შემდეგ აფხაზეთში "ქართული კლანის" გაძლიერებას ელიან

აფხაზეთში თითქმის ორწლიანი დუმილის შემდეგ ე.წ. კანონიერი ქურდების შეტაკება ახალ, ბევრად დაძაბულ ფაზაში გადაიზარდა. 22 ნოემბერს, სოხუმში რესტორან "სან-რემოში" რეგიონში გავლენიან კრიმინალებს, მანქანაში მსხდომებმა ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ორი ე.წ. კანონიერი ქურდის - 38 წლის ასტამურ შამბას, იგივე "ასტიკის" და ალხას ავიძბას, ანუ "ხასიკის" სიცოცხლე შეეწირა. ერთ-ერთი "კანონიერი ქურდი" რუსტამ შამბა მძიმედ დაიჭრა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

უკიდურესად მძიმეა ადგილობრივი გოგონას, 22 წლის დომინიკა აკირთავას სიცოცხლის მდგომარეობა, რომელსაც აფხაზების თქმით, 2 წლის შვილი ჰყავს და ძმა შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაეცვალა... მოსახლეობა სოციალურ ქსელში ითხოვს, რომ კომაში მყოფი გოგონა მოსკოვში ან საქართველოში უნდა გადაიყვანონ, თუმცა სოხუმის საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, მისი ტრანსპორტირება არ შეიძლება.

"ასტიკი" და "ხასიკი" რეგიონში ყველაზე გავლენიანი კრიმინალის, 53 წლის რაულ ბარცბას, იგივე "პიზას" ნათლულები და უახლოესი გარემოცვის წევრები იყვნენ. ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას "ბრძანებით", საქმე უახლოეს ხანებში უნდა გაიხსნას და მკვლელობის დამგეგმავი პირები უნდა გამოვლიდნენ.

რამდენიმე დღეა, აფხაზები ორივე დაღუპულს გლოვობენ. ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ დახოცეს ადამიანები, რომლებიც "ქვეყანაში მშვიდობის გარანტნი იყვნენ" და ამ პოზიციას რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ადამიანი იზიარებს... თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ ძალაუფლებისთვის კრიმინალებს შორის დაპირისპირებას პატარა გოგონას ჯანმრთელობა შეეწირა.

"ოდესმე ქვეყანაში მათი პარპაში უნდა დასრულდეს, ამისთვის კი ძალიან კარგი მაგალითია წლების წინ საქართველოში ჩატარებული რეფორმები," - წერენ აფხაზები. მათივე ცნობით, ქილერებმა, სოხუმი კორიდორით დატოვეს. ასევე, კონკრეტულად სროლის მომენტში, რესტორანში კამერა გაითიშა და შემდეგ ისევ ჩაირთო.

რამდენიმე დღეა ჩაკეტილია ენგურის ადმინისტრაციული საზღვარი. რეიდები მიმდინარეობს გალის რაიონში, რაც არსებული ინფორმაციით, იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის ე.წ. მილიცია ეჭვმიტანილს გალში ეძებს... აფხაზები წერენ, რომ პოლიტიკასა და ბიზნესში გადავარდნილი, რეგიონში ჩაკეტილი რაულ ბარცბას, იგივე "პიზას" არასწორი სტრატეგიის შედეგია ის, რომ მას საყრდენი გამოაცალეს და ახლა სრულიად შესაძლებელია, აფხაზეთში გავლენები ქართულმა კლანმა დაიბრუნოს, რადგან ბარცბამ, თვითიზოლაციით. ე.წ. ქურდულ სამყაროში ყველა გზა მოიჭრა.

რამდენიმე წლის წინ, რაულ ბარცბას მიერ "სეპარატასტული პოლიტიკის გატარების" შედეგად გალის რაიონიც მისი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, თუმცა არა დიდი ხნით.

2017 წლის 24 აგვისტოს, გუდაუთაში "ქურდების შეხვედრა" ორმხრივი სროლით დასრულდა... მაშინ კრიმინალური სამყაროს ლიდერები, აფხაზეთის რეგიონში რუსეთის ჩრდილოეთიდან და კავკასიიდან ჩავიდნენ.

ორმხრივი სროლებისას მძიმედ დაიჭრნენ აფხაზეთის "სტუმრები" რაშატ ალიევი ე.წ. გიანჯინსკი, რომან დმიტრიევი ე.წ. რომა სტავროპოლსკი და ნიკოლოზ დგებუაძე ე.წ. ნიკო გაგრინსკი.

არსებული ინფორმაციით, ნიკოლოზ დგებუაძესა და რაშიდ ისმაილოვს გუდაუთელ ე.წ. კანონიერ ქურდთან, რაულ ბარცბასთან ჰქონდათ დაპირისპირება. ბარცბასთვის მიუღებელი იყო აფხაზეთში, განსაკუთრებით გალში თანხების არასწორი გადანაწილება. 2018 წელს, ის გალში 300-მდე თანამოაზრის თანხლებით ჩავიდა და ქართველი "კანონიერი ქურდებისგან" ე.წ. ობშიაკი მოითხოვა, რომელსაც მანამდე მისი გალელი ნათესავი ჩირო შონია, იგივე "ჩირო გალსკი" განაგებდა. ქართველი კრიმინალები ამის წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა რუსეთიდან ასევე გავლენიანმა კრიმინალმა კახა ფარფალიამ დარეკა და ურჩია, "პიზას" მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ.

"პიზა" და "ნიკო გაგრინსკი"

ბარცბას მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი ნადირ სალიფოვი, იგივე "გული", რომლის კლანშიც მოიაზრება "ნიკო გაგრინსკი". რამდენიმე წლის წინ, გუდაუთელ კრიმინალს "გულიმ" შეუთვალა, რომ ყველას წინააღმდეგ წასვლით ვერაფერს მოიგებდა. ცოტა ხნის შემდეგ, ბარცბას მანქანას ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. მაშინ არავინ დაშავებულა. ბარცბამ დაცვა გააძლიერა...

აფხაზების თქმით, მაშინ ქართველმა "კანონიერმა ქურდებმა" სტრატეგიული უკანდახევა განახორციელეს. ბარცბა და მისი მხარდამჭერები აფხაზეთიდან არ გადიოდნენ, მაგრამ მტერს მასთან აფხაზეთში სტუმრობა არ გასჭირვებია.

"დიდი ალბათობით, "გულიმ", როგორც ყოველთვის, სიტყვა შეასრულა და "პიზას" გარემოცვაზე იძია შური. ეს ნიშნავს, რომ ბარცბას "წითელი აუნთეს"... ახლა მას ისღა დარჩენია, გარკვეული ბიზნესდათმობების ფასად, ახალი და ძლიერი მხარდამჭერები იპოვნოს. ის, რომ "პიზას" პროფესიონალების ხელით ებრძვიან, "სან რემოში" მომხდარი ფაქტიდანაც კარგად ჩანს..."

"ბოლო დროს ბარცბას პოლიტიკაში აქტიურობა ყველანაირ ზღვარს სცდებოდა, მასთან კონსულტაციის გარეშე, არც ადგილობრივი ე.წ. მაღალჩინოსნები არ ინიშნებოდნენ. ის ამით ვიღაცეების გაღიზიანებას იწვევდა, თუმცა მათ მისი ნათლულების მოსაშორებლად გამბედაობა მაინც არ ეყოფოდათ. ეს უფრო ძლიერი ხელის გაკეთებულია, რომლის კვალსაც ქართველებისკენ მივყავართ..." - წერენ აფხაზები.

მთავარ ფოტოზე: მოკლული ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა

"ბჟანიამ და მისმა გუნდმა შარი მოიშორეს, რომლის არაპროგნოზირებადი ხასიათი მობეზრებული ჰქონდათ" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" სკანდალური თანაშემწე დააკავეს

რა ელის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის ომი ყარაბაღს გასცდება?

The Times: "კავკასიაში სომხეთ-აზერბაიჯანის ომის განახლებით მასში სხვა ქვეყნების ჩაბმის საფრთხე მატულობს"