პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანჰეტენზე ვიყავი, როდესაც ჩემი ნახატი "ჰილტონის" მეპატრონემ შეიძინა" - ახალგაზრდა ქართველი მხატვრის წარმატება ნიუ-იორკში
"მანჰეტენზე ვიყავი, როდესაც ჩემი ნახატი "ჰილტონის" მეპატრონემ შეიძინა" - ახალგაზრდა ქართველი მხატვრის წარმატება ნიუ-იორკში

"ჩემი ოც­ნე­ბაა ძა­ლი­ან უცხო და ორი­გი­ნა­ლუ­რი შე­ნო­ბა ავა­შე­ნო სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც არა­მარ­ტო უცხო იქ­ნე­ბა, არა­მედ შე­დევ­რი!" - ასე და­ას­რუ­ლა ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი მხატ­ვარ­მა ლაშა ბა­ღა­თუ­რი­ამ... იგი ნიუ-იორკში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს. იქ იმ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლია, რომ გარ­კვე­ულ წრე­ებ­ში უკვე ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნი­სა და ჯონ მა­ლაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლის გვერ­დით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

ლაშა ბა­ღა­თუ­რია დღე­ვან­დე­ლო­ბა­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ნიუ-იორ­კი­დან გვე­სა­უ­ბე­ბა:

- ლაშა გვი­ამ­ბეთ სამ­შობ­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ - პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რე­ბი, წარ­მა­ტე­ბე­ბი...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ქუ­თა­ი­სის გრი­გოლ ხანძთე­ლის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხატ­ვრო ინ­სტი­ტუ­ტი და­ვამ­თავ­რე... ხატ­ვა იყო და არის ჩემი ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­რო, რაც სუ­ლი­ე­რად მა­მაღ­ლებს და ძა­ლას მაძ­ლევს! სა­ქარ­თვე­ლო­ში მქონ­და რამ­დე­ნი­მე გა­მო­ფე­ნა სკო­ლებ­ში და ინ­სტი­ტუ­ტში სა­დაც ვსწავ­ლობ­დი.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ სა­ზღვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლა და რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო გზა თბი­ლი­სი­დან ნიუ-იორ­კამ­დე?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ზე ვმუ­შა­ობ­დი. ბა­თუმ­სა და თბი­ლის­ში რა­მო­დე­ნი­მე ბი­ნის დი­ზა­ი­ნი გა­ვა­კე­თე. ყო­ველ­თვის უც­ნა­ურ დი­ზა­ინს ვხა­ტავ­დი. ვი­ნა­ი­დან ხე­ლოს­ნებს უჭირ­დათ აღ­ქმა და აწყო­ბა, ყო­ველ­თვის მი­წევ­და მათ­თვის უფრო მარ­ტი­ვად და­ხატ­ვა იმის, რაც არ მომ­წონ­და. შემ­დეგ ვი­ფიქ­რე ჩემი ფან­ტა­ზია უფრო დიდ მას­შტაბ­ზე გა­მევ­რცე­ლე­ბი­ნა. მინ­დო­და მსოფ­ლი­ოს ენა­ხა, თუ რა შე­მიძ­ლია კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის გა­ვა­კე­თო და გა­ვუ­მარ­ტი­ვო ცხოვ­რე­ბა - კომ­ფორ­ტით, დი­ზა­ი­ნით, ახა­ლი ინო­ვა­ცი­ით. გა­დავ­წყვი­ტე ნიუ-იორკში მეს­წავ­ლა და ამის­თვის საკ­მა­რი­სი თან­ხა და­ვაგ­რო­ვე.

თა­ვი­დან ინ­ტერ­ნეტ­ში და­ვი­წყე ძი­ე­ბა, თუ რა შე­იძ­ლე­ბო­და მე­პო­ვა და ვი­პო­ვე ჯა­ვის ცენ­ტრი, სა­დაც დი­ზა­ი­ნე­რე­ბის მსოფ­ლიო გა­მო­ფე­ნას ატა­რებ­დნენ. წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბოდ­ნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ახალ დი­ზა­ინს წა­რად­გენ­დნენ და მსოფ­ლი­ოს ახალ სტილს და­ა­ნა­ხებ­დნენ. ინ­გლი­სუ­რი სა­სა­უბ­რო დო­ნე­ზე ვის­წავ­ლე იმ იმე­დით, რომ ამ გა­მო­ფე­ნა­ზე მოვ­ხვდე­ბო­დი. ამის მო­ტი­ვა­ცია და იმე­დი მქონ­და. შემ­დეგ დავ­რე­გის­ტრირ­დი და მარ­თლაც მი­ვი­ღე მოწ­ვე­ვა, რი­თაც მი­ვი­ღე ვიზა.

- ამ­ბო­ბენ, რომ დღეს ნიუ-იორ­კი მსოფ­ლიო ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრია... ეთან­ხმე­ბით? რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოა ჩა­სუ­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის­თვის?

- ნიუ-იორ­კი არის მსოფ­ლი­ოს ცენ­ტრი, დიდი მე­გა­პო­ლი­სი, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მო­ფე­ნე­ბი ტარ­დე­ბა... აქ არის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი მუ­ზე­უ­მე­ბი, სა­დაც ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბის გა­მო­ფე­ნე­ბი ტარ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის მუ­ზე­უ­მი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი მუ­ზე­უ­მია! თერ­თმეტ­ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი ამ მუ­ზე­უმ­ში. სა­ბედ­ნი­ე­როდ კო­ლე­ჯი­დან გვი­წევს წას­ვლა და ყო­ვე­ლი შეს­ვლი­სას ვათ­ვა­ლი­ე­რებ ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის, პი­კა­სოს და სხვა უდი­დე­სი მხატ­ვრე­ბის ნა­ხა­ტებს. ეს ძა­ლას მაძ­ლევს რომ იქ ვარ, სა­დაც ოც­ნე­ბე­ბი სრულ­დე­ბა! მა­ნ­ჰე­ტენ­ზე გა­მო­ფე­ნებს ხში­რად ვა­წყობ. მა­გა­ლი­თად Artifact ან George Billis გა­ლე­რე­ა­ში. ასე, რომ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ი­დან ხარ. აქ ყვე­ლას ეძ­ლე­ვა შან­სი გა­მო­ფე­ნა მო­ა­წყოს და თა­ვი­სი შე­დევ­რი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუ­თხი­დან ჩა­მო­სულ ტუ­რისტს და­ა­ნა­ხოს!

- თქვენ მო­იხ­სე­ნი­ე­ბით ბა­ლან­ჩი­ნი­სა და ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლის გვერ­დით, ეს რამ­დე­ნად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა?

- ეს ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვია, რო­დე­საც ბა­ლან­ჩი­ნის და ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლის გვერ­დით მო­გიხ­სე­ნი­ე­ბენ! რაც არის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ ჩემი მი­სია უნდა შე­ვას­რუ­ლო, რაც მიზ­ნე­ბი მაქვს ავას­რუ­ლო და ოქ­როს ასო­ე­ბით და­ვუ­ტო­ვო მო­მა­ვალ თა­ო­ბას ჩემი სა­ხე­ლი! მივ­ცე იმე­დი და მო­ტი­ვა­ცია რომ არა­სო­დეს არ თქვა - ვერ მი­ვაღ­წევ! ყვე­ლა­ფე­რი არის ადა­მი­ა­ნის შექ­მნი­ლი და თუ გაქვს მი­ზა­ნი და ოც­ნე­ბა, უნდა გა­ა­კე­თო! უბ­რა­ლოდ სცა­დე, გა­დად­გი ნა­ბი­ჯი, არ გა­ჩერ­დე და შე­დეგს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებ! თუ შრო­მობ თუ გიყ­ვარს შენი საქ­მე და გუ­ლით აკე­თებ, ყო­ველ­თვის გა­მო­გი­ვა! ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს თა­ვი­სი დრო და არა­სო­დეს არ უნდა და­ნებ­დე.

- გვი­ამ­ბეთ ნა­ხატ­ზე, რომ­ლი­თაც ცნო­ბი­ლი სას­ტუ­მო "ჰილ­ტო­ნის" მე­პატ­რო­ნე და­ინ­ტე­რეს­და და შე­ი­ძი­ნა...

- "ჰილ­ტონ გარ­დე­ნი" არის ნიუ-იორკში, მა­ნ­ჰე­ტენ­ზე... ერთ დღეს, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში სპრე­ით ვხა­ტავ­დი, ერთი უბ­რა­ლოდ ჩაც­მუ­ლი კაცი გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა, რო­მელ­მაც ჩემ­გან ორი ნა­ხა­ტი იყი­და. შემ­დეგ მი­თხრა, რომ შემ­დე­გის­თვის "თაიმ სქვე­რის" ნა­ხა­ტი უნ­დო­და, უფრო შავ-თეთრში. რომ ვი­კი­თხე მი­თხრა, ჩემი რეს­ტორ­ნის­თვის მინ­დაო, რო­მე­ლიც არის "ჰილ­ტო­ნის" სას­ტუმ­რო­ში... მი­თხრა, რომ სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნე იყო, ამან ძა­ლი­ან გან­მაც­ვიფ­რა. ჯერ მის­მა უბ­რა­ლო­ე­ბამ და შემ­დეგ ნდო­ბამ... მის­თვის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ვი­ყა­ვი ჩემი ნა­ხა­ტით რომ და­ემ­შვე­ნე­ბი­ნა თა­ვი­სი რეს­ტო­რა­ნი. ამ უზარ­მა­ზარ ნა­ხატს ერთი თვე მო­ვან­დო­მე. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და თან­ხაც შე­სა­ბა­მი­სად მომ­ცა. დღეს ჩემი ნა­ხა­ტი "ჰილ­ტო­ნის" სას­ტრუმ­როს ამ­შვე­ნებს.

- თუ უკავ­შირ­დე­ბა თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს?

- ვა­პი­რებ სა­მო­მავ­ლოდ გა­მო­ფე­ნა მო­ვა­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და მინ­და ქარ­თულ ახალ­გაზ­რდო­ბას მო­ტი­ვა­ცია მივ­ცე, ეცა­დონ მებ­რძო­ლე­ბი იყ­ვნენ! არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სად ხარ, მთა­ვა­რია წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო და ასა­ხე­ლო შენი ქვე­ყა­ნა! მინ­და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვიყო სა­ა­მა­ყო და ახა­ლი სტი­ლი და დი­ზა­ი­ნი შევ­თა­ვა­ზო ჩვენს ხალ­ხს, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს!

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დუდუ-S
0

gaixare

ცისანა
0

წარმატებები და წარმატებები ლაშა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მანჰეტენზე ვიყავი, როდესაც ჩემი ნახატი "ჰილტონის" მეპატრონემ შეიძინა" - ახალგაზრდა ქართველი მხატვრის წარმატება ნიუ-იორკში

"მანჰეტენზე ვიყავი, როდესაც ჩემი ნახატი "ჰილტონის" მეპატრონემ შეიძინა" - ახალგაზრდა ქართველი მხატვრის წარმატება ნიუ-იორკში

"ჩემი ოცნებაა ძალიან უცხო და ორიგინალური შენობა ავაშენო საქართველოში, რომელიც არამარტო უცხო იქნება, არამედ შედევრი!" - ასე დაასრულა ჩვენთან საუბარი მხატვარმა ლაშა ბაღათურიამ... იგი ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იქ იმდენად წარმატებულია, რომ გარკვეულ წრეებში უკვე ჯორჯ ბალანჩინისა და ჯონ მალაზ შალიკაშვილის გვერდით მოიხსენიებენ.

ლაშა ბაღათურია დღევანდელობასა და სამომავლო გეგმებზე ნიუ-იორკიდან გვესაუბება:

- ლაშა გვიამბეთ სამშობლოში მიღებული განათლების შესახებ - პირველი საფეხურები, წარმატებები...

- საქართველოში ქუთაისის გრიგოლ ხანძთელის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტი დავამთავრე... ხატვა იყო და არის ჩემი ინსპირაციის წყარო, რაც სულიერად მამაღლებს და ძალას მაძლევს! საქართველოში მქონდა რამდენიმე გამოფენა სკოლებში და ინსტიტუტში სადაც ვსწავლობდი.

- რატომ გადაწყვიტეთ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა და რამდენად რთული იყო გზა თბილისიდან ნიუ-იორკამდე?

- საქართველოში ინტერიერის დიზაინზე ვმუშაობდი. ბათუმსა და თბილისში რამოდენიმე ბინის დიზაინი გავაკეთე. ყოველთვის უცნაურ დიზაინს ვხატავდი. ვინაიდან ხელოსნებს უჭირდათ აღქმა და აწყობა, ყოველთვის მიწევდა მათთვის უფრო მარტივად დახატვა იმის, რაც არ მომწონდა. შემდეგ ვიფიქრე ჩემი ფანტაზია უფრო დიდ მასშტაბზე გამევრცელებინა. მინდოდა მსოფლიოს ენახა, თუ რა შემიძლია კაცობრიობისთვის გავაკეთო და გავუმარტივო ცხოვრება - კომფორტით, დიზაინით, ახალი ინოვაციით. გადავწყვიტე ნიუ-იორკში მესწავლა და ამისთვის საკმარისი თანხა დავაგროვე.

თავიდან ინტერნეტში დავიწყე ძიება, თუ რა შეიძლებოდა მეპოვა და ვიპოვე ჯავის ცენტრი, სადაც დიზაინერების მსოფლიო გამოფენას ატარებდნენ. წარმოდგენილი იქნებოდნენ ის ადამიანები, ვინც ახალ დიზაინს წარადგენდნენ და მსოფლიოს ახალ სტილს დაანახებდნენ. ინგლისური სასაუბრო დონეზე ვისწავლე იმ იმედით, რომ ამ გამოფენაზე მოვხვდებოდი. ამის მოტივაცია და იმედი მქონდა. შემდეგ დავრეგისტრირდი და მართლაც მივიღე მოწვევა, რითაც მივიღე ვიზა.

- ამბობენ, რომ დღეს ნიუ-იორკი მსოფლიო ხელოვნების ცენტრია... ეთანხმებით? რამდენად კომფორტული გარემოა ჩასული ხელოვანებისთვის?

- ნიუ-იორკი არის მსოფლიოს ცენტრი, დიდი მეგაპოლისი, სადაც ძალიან ბევრი გამოფენები ტარდება... აქ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მუზეუმები, სადაც ცნობილი მხატვრების გამოფენები ტარდება. მაგალითად, მეტროპოლიტენის მუზეუმი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მუზეუმია! თერთმეტჯერ ვარ ნამყოფი ამ მუზეუმში. საბედნიეროდ კოლეჯიდან გვიწევს წასვლა და ყოველი შესვლისას ვათვალიერებ ლეონარდო და ვინჩის, პიკასოს და სხვა უდიდესი მხატვრების ნახატებს. ეს ძალას მაძლევს რომ იქ ვარ, სადაც ოცნებები სრულდება! მანჰეტენზე გამოფენებს ხშირად ვაწყობ. მაგალითად Artifact ან George Billis გალერეაში. ასე, რომ არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხარ. აქ ყველას ეძლევა შანსი გამოფენა მოაწყოს და თავისი შედევრი მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ ტურისტს დაანახოს!

- თქვენ მოიხსენიებით ბალანჩინისა და ჯონ მალხაზ შალიკაშვილის გვერდით, ეს რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა?

- ეს ძალიან დიდი პატივია, როდესაც ბალანჩინის და ჯონ მალხაზ შალიკაშვილის გვერდით მოგიხსენიებენ! რაც არის დიდი პასუხისმგებლობა, რომ ჩემი მისია უნდა შევასრულო, რაც მიზნები მაქვს ავასრულო და ოქროს ასოებით დავუტოვო მომავალ თაობას ჩემი სახელი! მივცე იმედი და მოტივაცია რომ არასოდეს არ თქვა - ვერ მივაღწევ! ყველაფერი არის ადამიანის შექმნილი და თუ გაქვს მიზანი და ოცნება, უნდა გააკეთო! უბრალოდ სცადე, გადადგი ნაბიჯი, არ გაჩერდე და შედეგს აუცილებლად მიიღებ! თუ შრომობ თუ გიყვარს შენი საქმე და გულით აკეთებ, ყოველთვის გამოგივა! ყველა ადამიანს აქვს თავისი დრო და არასოდეს არ უნდა დანებდე.

- გვიამბეთ ნახატზე, რომლითაც ცნობილი სასტუმო "ჰილტონის" მეპატრონე დაინტერესდა და შეიძინა...

- "ჰილტონ გარდენი" არის ნიუ-იორკში, მანჰეტენზე... ერთ დღეს, როდესაც ქუჩაში სპრეით ვხატავდი, ერთი უბრალოდ ჩაცმული კაცი გამომელაპარაკა, რომელმაც ჩემგან ორი ნახატი იყიდა. შემდეგ მითხრა, რომ შემდეგისთვის "თაიმ სქვერის" ნახატი უნდოდა, უფრო შავ-თეთრში. რომ ვიკითხე მითხრა, ჩემი რესტორნისთვის მინდაო, რომელიც არის "ჰილტონის" სასტუმროში... მითხრა, რომ სასტუმროს მეპატრონე იყო, ამან ძალიან განმაცვიფრა. ჯერ მისმა უბრალოებამ და შემდეგ ნდობამ... მისთვის სრულიად უცნობი ვიყავი ჩემი ნახატით რომ დაემშვენებინა თავისი რესტორანი. ამ უზარმაზარ ნახატს ერთი თვე მოვანდომე. ძალიან მოეწონა და თანხაც შესაბამისად მომცა. დღეს ჩემი ნახატი "ჰილტონის" სასტრუმროს ამშვენებს.

- თუ უკავშირდება თქვენი სამომავლო გეგმები საქართველოს?

- ვაპირებ სამომავლოდ გამოფენა მოვაწყო საქართველოში და მინდა ქართულ ახალგაზრდობას მოტივაცია მივცე, ეცადონ მებრძოლები იყვნენ! არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, მთავარია წარმატებული იყო და ასახელო შენი ქვეყანა! მინდა საქართველოსთვის ვიყო საამაყო და ახალი სტილი და დიზაინი შევთავაზო ჩვენს ხალხს, ასევე მსოფლიოს!

"საქართველოში არიან ისეთები, რომლებმაც კოვიდ-19 გადაიტანეს და ვერ გაიგეს" - პაატა იმნაძე

"არ იქნება იმის საჭიროებაა, რომ კერძი დისტანციურად გასტყორცნონ სუფრაზე" - ხათუნა ზახაშვილი მიმტანების ჩაცმულობასა და მოქცევის წესებზე

"ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია" - ამირან გამყრელიძე