პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვამზადო ავტომობილი ტექ-დათვალიერებისთვის
როგორ მოვამზადო ავტომობილი ტექ-დათვალიერებისთვის

2019 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის გავ­ლა ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბი­დან დღემ­დე კა­ნონ­ში არა­ერ­თი პუნ­ქტი გამ­კაცრ­და, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მი­მართ წა­ყე­ნე­ბულ მო­თხოვ­ნებს ამ­კაც­რებს. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე რთუ­ლად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი მძღო­ლე­ბის­თვის გა­მო­ნა­ბოლ­ქვია.

ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­უც­დე­ლი მძღო­ლე­ბი გა­მო­სა­ვალს ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­ძე­ნა­ში ხე­და­ვენ, თუმ­ცა ეს არას­წო­რი მიდ­გო­მაა, ვი­ნა­ი­დან პრობ­ლე­მას არა ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, არა­მედ მისი სწო­რად მოვ­ლა და ინ­ტენ­სი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა აგ­ვა­რებს. გა­მო­ნა­ბოლ­ქვის კონ­ტრო­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში ძი­რი­თა­დი ეტა­პია. მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი ბენ­ზი­ნის ძრა­ვი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში CO-ს მაჩ­ვე­ნებ­ლია. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ჭარ­ბი CO-ს გა­მომ­წვე­ვი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ძრა­ვის­თვის საწ­ვა­ვის არას­წო­რი მი­წო­დე­ბაა. პირ­ველ ეტაპ­ზე პრობ­ლე­მა სწო­რედ ამ სის­ტე­მა­ში უნდა ვე­ძე­ბოთ. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ბენ­ზი­ნის მი­წო­დე­ბა ძრა­ვამ­დე გზა­ში ფერ­ხდე­ბა, სა­ჭი­როა საწ­ვა­ვის მი­წო­დე­ბის სის­ტე­მის სრუ­ლად გაწ­მენ­და, რათა მფრქვე­ვა­ნა (ე.წ. "ფარ­სუნ­კა") ბენ­ზი­ნის სა­ჭი­რო ოდე­ნო­ბის მი­წო­დე­ბა მოხ­დეს. ამის­თვის რო­გორც წესი მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სი­თხეა), რო­მე­ლიც რე­ზერ­ვუ­ა­რი­დან გა­მომ­სვლელ მი­ლებს ნა­დე­ბის მო­შო­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. მე­ო­რეს მხრივ თუ მი­წო­დე­ბის სის­ტე­მა მწყობ­რშია პრობ­ლე­მა შე­საძ­ლოა ვე­ძე­ბოთ მფრქვე­ვა­ნა­ში, რო­მე­ლიც ძრავს საწ­ვა­ვის სა­ჭი­რო ოდე­ნო­ბას აწ­ვდის. მფრქვე­ვა­ნას გა­აჩ­ნია მიკ­რო საწ­ვე­თუ­რე­ბი, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო დროს ძრავ­ში იმ­პულ­სუ­რად აფ­რქვევს ბენ­ზინს. იმ შემ­თვე­ვა­ში თუ მფრქვვა­ნას უხა­რი­ხო საწ­ვა­ვის გამო ნა­დე­ბი ან კო­რო­ზია ხელს უშ­ლის საწ­ვა­ვის მი­წო­დე­ბა­ში ძრა­ვის ოთხტაქ­ტი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი არას­წო­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და მან­ქა­ნის გა­მო­ნა­ბოლ­ქვში CO დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებ­ში ვერ ჯდე­ბა. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სა­ხე­ლოს­ნო­ში მი­სულ მძღო­ლებს საწ­ვა­ვის სის­ტე­მის სრუ­ლად შეც­ვლას ურ­ჩე­ვენ, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ დიდ ფი­ნან­სურ და­ნა­ხარ­ჯებს უკავ­შირ­დე­ბა. ამი­ტომ პირ­ველ ეტაპ­ზე მძღო­ლებ­მა შე­საძ­ლოა მარ­ტი­ვი მე­თო­დით სცა­დონ თა­ვის დაძ­ვრე­ნა. საწ­ვა­ვის სის­ტე­მის გამ­წმენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­საძ­ლოა პრობ­ლე­მა მარ­ტი­ვად აღ­მო­ი­ფხვრას. საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ერ­თის მხრივ პრობ­ლე­მის სა­წყის ეტაპ­ზე გა­დაჭ­რის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა მე­ო­რეს მხრივ კი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რათა კო­რო­ზი­რე­ბა და გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა სა­მო­მავ­ლოდ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ.

გარ­და საწ­ვა­ვის სის­ტე­მის გა­უ­მარ­თა­ო­ბი­სა, გა­მო­ნა­ბოლ­ქვის სტან­დარ­ტებ­ში მოქ­ცე­ვას ძრა­ვის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბაც სჭირ­დე­ბა. საწ­ვა­ვის მი­წო­დე­ბის შემ­დეგ მისი შე­კუმ­შვა და აფეთ­ქე­ბა ხდე­ბა, რის შე­დე­გა­დაც გა­მო­ნა­ბოლ­ქვი წარ­მო­იქ­მნე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბენ­ზი­ნის ჩაფ­რქვე­ვა გა­მარ­თუ­ლია, მაგ­რამ შე­კუმ­შვა აფეთ­ქე­ბის პრო­ცე­სი გა­უ­მარ­თა­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ავ­ტო­მო­ბი­ლი ინ­სპექ­ტი­რე­ბის შე­სა­ბა­მის სტან­დარ­ტებს ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მა არა CO, არა­მედ ვი­ზუ­ა­ლუ­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბაა, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ხარ­ვე­ზე­ბის მი­ზეზს წარ­მო­ად­გენს. ალ­ბათ ხში­რად შე­გი­ნიშ­ნავთ ლურ­ჯი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე. რო­გორც წესი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ზე­თის წვის შე­დე­გია. იმის­თვის რომ მარ­ტი­ვი გა­სა­გე­ბი იყოს, რა იწ­ვევს ზე­თის წვას გე­ტყვით, რომ ზეთი მიკ­როს­კო­პულ დო­ნე­ზე მი­ლი­ო­ნო­ბით მცი­რე ბურ­თუ­ლის ერ­თობ­ლი­ო­ბაა, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნეთ­ზე და­გო­რავს. რო­დე­საც ძრა­ვი ერთი და იგი­ვე ზე­თის პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ობს ეს ბურ­თუ­ლე­ბი ცვდე­ბა, გორ­ვის ნაც­ვლად ერ­თმა­ნეთ­ზე ცურ­ვას იწყებს და ხა­ხუ­ნის ძალა მათ დაწ­ვას და გა­რე­მო­ში აი­რის სა­ხით გა­მო­ყო­ფას იწ­ვევს. ამის გარ­და ზი­ან­დე­ბა ძრა­ვის სარ­ქვე­ლე­ბი და დგუ­შე­ბი. ეს ხში­რად მძღო­ლე­ბის და­უ­დევ­რო­ბით ან უყუ­რად­რე­ბო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ­ლე­ბიც ზეთს ძრავ­ში დრო­უ­ლად არ ცვლი­ან. თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი რო­დე­საც ზეთს სრუ­ლი ციკ­ლის დას­რუ­ლე­ბამ­დე, დრო­ზე ადრე, ვცვლით, თუმ­ცა კვამ­ლი მა­ინც წარ­მო­იქ­მნე­ბა. ეს ზე­თის უხა­რის­ხო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ამი­ტომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, ავ­ტომფლო­ბე­ლებს ხში­რად სპე­ცი­ა­ლურ ზე­თის და­ნა­მა­ტებს ურ­ჩე­ვენ რაც ძრა­ვის შიდა დე­ტა­ლებს, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვილ ზე­თის და საწ­ვა­ვის ნამ­წვს („ნა­გარს“)აშო­რებს.გა­ჭე­დილ სარ­ქვე­ლებს („კლაპ­ნებს“) და დგუ­შის რგო­ლებს („კო­ლე­ცო­ებს“) ათა­ვი­სუ­ლებს. ძრა­ვის ზეთს აძ­ლევს თა­ვი­სუფ­ლად ცირ­კუ­ლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ძრა­ვის დე­ტე­ლე­ბის თა­ნაბ­რად შე­ზეთ­ვას და დე­ტა­ლე­ბის ცვე­თის შემ­ცი­რე­ბას. ზე­თის და­ნა­მა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მძღო­ლი ძრა­ვის დე­ტა­ლე­ბის ცვე­თის­გან მეტ­ნაკ­ლე­ბად დაზრვე­უ­ლია.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბენ­ზი­ნი­ა­ნი ძრა­ვე­ბის­გან დი­ზე­ლის ძრა­ვი შე­და­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ამ შემ­თხვე­ვა­შიც და­ხარ­ვე­ზე­ბას ავ­ტო­ინ­სპექ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში, გა­მო­ნა­ბოლ­ქვის შთან­თქმის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი იწ­ვევს. პრე­ვენ­ცი­ის­ტვის მფრქვე­ვა­ნე­ბის („ინ­ჟექ­ტო­რე­ბის“) საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ამ დრო­საც რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი.

ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, რომ ინ­სპექ­ტო­ი­რე­ბის პრო­ცეს­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის და­ხარ­ვე­ზე­ბა ხში­რად ძრა­ვის არას­წო­რი მუ­შა­ო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, თუმ­ცა ინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრე­ბის ხელ­მძრვა­ნე­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ არა­ნაკ­ლებ პრობ­ლე­მუ­რია სა­ვა­ლი ნა­წი­ლე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბა. მძღო­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­უ­მარ­თა­ვი დე­ტა­ლის აღ­დგე­ნა-რე­კონ­სტრუქ­ცი­ას და ტე­ქისნსპექ­ტი­რე­ბის ამ მე­თო­დით გავ­ლას ახერ­ხებს, თუმ­ცა ეს ძა­ლი­ან არას­წო­რი მიდ­გო­მაა. ვი­ნა­ი­დან სა­ვალ ნა­წი­ლებ­ში ერ­თი­ან­დე­ბა ძი­რი­თა­დად ის დე­ტა­ლე­ბი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მძღო­ლის მე­ქა­ნი­კურ ბრძა­ნე­ბას ემორ­ჩი­ლე­ბა. მან­ქა­ნის მარ­თვა სრუ­ლად მძღოლ­ზე მა­შინ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი რო­დე­საც სა­ვა­ლი ნა­წი­ლე­ბი მწყობ­რშია. მათი ნე­ბი­მი­ე­რი სა­ხით დე­ფორ­მი­რე­ბა, სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლის დე­ტა­ლის მორ­გე­ბა, მათი გა­ჭყუნ­ვა („გა­დაპ­რე­სა“) მძღოლს მარ­თვის სა­და­ა­ვე­ებს ხე­ლი­დან არ­თმევს. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ვა­ლი ნა­წი­ლის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ ახა­ლი დე­ტა­ლის შე­ძე­ნაა. ამ შემ­თხვე­ვა­შიც კი და­მონ­ტა­ჟე­ბის სწო­რი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა­ის და სა­ჭი­რო სა­პო­ხი სა­სუ­ა­ლე­ბე­ბის ფრთხი­ლად შერ­ჩე­ვაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლებს ხში­რად სა­ვა­ლი ნა­წი­ლე­ბის შეც­ვლა უფრო იშ­ვი­ა­თად უწევთ, ვიდ­რე გა­მო­უც­დელ მძღო­ლებს. ეს თით­ქოს პა­რა­დოქ­სუ­ლად ჟღერს, ვი­ნა­ი­დან დატ­ვირ­თვა ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბის მან­ქა­ნებს უფრო მეტი აქვს, თუმ­ცა არ­სე­ბობს, რიგი მი­ზე­ზე­ბი, რაც სა­ვა­ლი ნა­წი­ლე­ბის მუ­შა­ო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. სა­ვა­ლი ნა­წი­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი სახ­სრის პრინ­ცი­პით მუ­შა­ობს, რაც მათ სა­ჭი­რო მოქ­ნი­ლო­ბას ანი­ჭებს. სწო­რედ მათი მოქ­ნი­ლო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი მოხ­ვე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ასე­ვე უს­წორ­მას­წო­რო გზებ­ზე ვიბ­რა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად მა­ნევ­რი­რე­ბას სწო­რედ სა­ვა­ლი ნა­წი­ლე­ბი გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ. ხში­რი მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად მე­ტა­ლის­გან შექ­მნი­ლი სახ­სრუ­ლი ტი­პის სა­ვა­ლი ნა­წი­ლე­ბი ცვდე­ბა. ვი­ნა­ი­დან რკი­ნა რკი­ნა­ზე ცუ­რავს, რაც ხა­ხუ­ნის შე­დე­გად დე­ტა­ლის გა­ცხე­ლე­ბას და მის და­მუ­შა­ვე­ბას იწ­ვევს. ნე­ბი­მი­ე­რი ავ­ტო­მოყ­ვა­რუ­ლი ამა­ში კარ­გად ერ­კვე­ვა ამი­ტომ დე­ტა­ლებს გა­და­ხუ­რე­ბის­გან სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­პო­ხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით („ტა­ო­ტით“) იცავს. რაღა თქმა უნდა, ცვე­თის შე­სა­ხებ მან­ქა­ნე­ბის სა­წარ­მო­ებ­შიც იცი­ან და დე­ტა­ლე­ბი ავტმო­ბი­ლის გა­მოშ­ვე­ბის ეტაპ­ზე სა­პო­ხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მო­მა­რა­გე­ბუ­ლია. მძღო­ლე­ბის­თვის ეს და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სიგ­ნა­ლი ვერ იქ­ნე­ბა, რად­გან დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რი გა­ცხე­ლე­ბა გა­ცი­ე­ბით სა­პო­ხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სა­კუ­თარ ფუნ­ქცი­ას, და­ეხ­მა­რონ რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ებს ერ­თმა­ნეთ­ზე სრი­ალ­ში და შე­ამ­ცი­რონ ხა­ხუ­ნის ეფექ­ტი, კარ­გა­ვენ. ამი­ტომ მო­ი­ძებ­ნა მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი. თი­თო­ე­ულ დე­ტალს, რო­მე­ლიც სა­პო­ხი მა­სა­ლის ქო­ნას სა­ჭი­რო­ებს და­უ­მონ­ტაჟ­და მინი ონ­კა­ნი, სა­ი­და­ნაც ნე­ბის­მი­ერ დროს ძვე­ლი უფუნ­ქციო მა­სის გა­მო­ღე­ბა და ახა­ლი სა­პო­ხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ჩა­ტუმბვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მძღო­ლე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ვალ ნა­წი­ლებს წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ სპე­ცი­ა­ლის­ტის ან სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ხა­რი­ხი­ა­ნი სა­პო­ხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მო­ა­მა­რა­გე­ბენ, დე­ტა­ლე­ბის მუ­შა­ო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა გა­ორ­მაგ­დე­ბა.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის მოვ­ლის­თვის სა­ჭი­რო ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის შერ­ჩე­ვა, ძი­რი­თად შემ­თხვე­ვებ­ში მან­ქა­ნის გა­მარ­თუ­ლო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. მძღო­ლებს ისღა დარ­ჩე­ნი­ათ, დამ­ხმა­რე პრო­დუქ­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძი­ონ, რო­მე­ლიც მცი­რე პრობ­ლე­მებს, სა­წყის ეტაპ­ზე­ვე, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით მო­აგ­ვა­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როგორ მოვამზადო ავტომობილი ტექ-დათვალიერებისთვის

როგორ მოვამზადო ავტომობილი ტექ-დათვალიერებისთვის

2019 წლის პირველი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლა ყველა ავტომობილისთვის სავალდებულოა. რეგულაციების შემოღებიდან დღემდე კანონში არაერთი პუნქტი გამკაცრდა, რომელიც ავტომობილების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს ამკაცრებს. მათ შორის ყველაზე რთულად მოსაგვარებელი მძღოლებისთვის გამონაბოლქვია.

ხშირ შემთხვევაში გამოუცდელი მძღოლები გამოსავალს ახალი ავტომობილების შეძენაში ხედავენ, თუმცა ეს არასწორი მიდგომაა, ვინაიდან პრობლემას არა ახალი ავტომობილი, არამედ მისი სწორად მოვლა და ინტენსიური შემოწმება აგვარებს. გამონაბოლქვის კონტროლი ტექნიკური ინსპექტირების პროცესში ძირითადი ეტაპია. მთავარი კრიტერიუმი ბენზინის ძრავიან ავტომობილებში CO-ს მაჩვენებლია. სტატისტიკის მიხედვით, ჭარბი CO-ს გამომწვევი მთავარი მიზეზი ძრავისთვის საწვავის არასწორი მიწოდებაა. პირველ ეტაპზე პრობლემა სწორედ ამ სისტემაში უნდა ვეძებოთ. იმ შემთხვევაში თუ ბენზინის მიწოდება ძრავამდე გზაში ფერხდება, საჭიროა საწვავის მიწოდების სისტემის სრულად გაწმენდა, რათა მფრქვევანა (ე.წ. "ფარსუნკა") ბენზინის საჭირო ოდენობის მიწოდება მოხდეს. ამისთვის როგორც წესი მარტივი გამოსავალი სპეციალური სითხეა), რომელიც რეზერვუარიდან გამომსვლელ მილებს ნადების მოშორებაში ეხმარება. მეორეს მხრივ თუ მიწოდების სისტემა მწყობრშია პრობლემა შესაძლოა ვეძებოთ მფრქვევანაში, რომელიც ძრავს საწვავის საჭირო ოდენობას აწვდის. მფრქვევანას გააჩნია მიკრო საწვეთურები, რომელიც საჭირო დროს ძრავში იმპულსურად აფრქვევს ბენზინს. იმ შემთვევაში თუ მფრქვვანას უხარიხო საწვავის გამო ნადები ან კოროზია ხელს უშლის საწვავის მიწოდებაში ძრავის ოთხტაქტიანი მუშაობის პრინციპი არასწორად მიმდინარეობს და მანქანის გამონაბოლქვში CO დადგენილ სტანდარტებში ვერ ჯდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელოსნოში მისულ მძღოლებს საწვავის სისტემის სრულად შეცვლას ურჩევენ, რომელიც საკმაოდ დიდ ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება. ამიტომ პირველ ეტაპზე მძღოლებმა შესაძლოა მარტივი მეთოდით სცადონ თავის დაძვრენა. საწვავის სისტემის გამწმენდი საშუალებების გამოყენებით შესაძლოა პრობლემა მარტივად აღმოიფხვრას. საწმენდი საშუალებები ერთის მხრივ პრობლემის საწყის ეტაპზე გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა მეორეს მხრივ კი პრევენციული ღონისძიება, რათა კოროზირება და გამტარუნარიანობის შემცირება სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ.

გარდა საწვავის სისტემის გაუმართაობისა, გამონაბოლქვის სტანდარტებში მოქცევას ძრავის გამართული მუშაობაც სჭირდება. საწვავის მიწოდების შემდეგ მისი შეკუმშვა და აფეთქება ხდება, რის შედეგადაც გამონაბოლქვი წარმოიქმნება. იმ შემთხვევაში, თუ ბენზინის ჩაფრქვევა გამართულია, მაგრამ შეკუმშვა აფეთქების პროცესი გაუმართავად მიმდინარეობს, ავტომობილი ინსპექტირების შესაბამის სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში პრობლემა არა CO, არამედ ვიზუალური დაკვამლიანებაა, რომელიც ავტომობილის დახარვეზების მიზეზს წარმოადგენს. ალბათ ხშირად შეგინიშნავთ ლურჯი გამონაბოლქვი ავტომობილებზე. როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში, ეს ზეთის წვის შედეგია. იმისთვის რომ მარტივი გასაგები იყოს, რა იწვევს ზეთის წვას გეტყვით, რომ ზეთი მიკროსკოპულ დონეზე მილიონობით მცირე ბურთულის ერთობლიობაა, რომელიც ერთმანეთზე დაგორავს. როდესაც ძრავი ერთი და იგივე ზეთის პირობებში მუშაობს ეს ბურთულები ცვდება, გორვის ნაცვლად ერთმანეთზე ცურვას იწყებს და ხახუნის ძალა მათ დაწვას და გარემოში აირის სახით გამოყოფას იწვევს. ამის გარდა ზიანდება ძრავის სარქველები და დგუშები. ეს ხშირად მძღოლების დაუდევრობით ან უყურადრებობით არის გამოწვეული, რომლებიც ზეთს ძრავში დროულად არ ცვლიან. თუმცა არის შემთხვევები როდესაც ზეთს სრული ციკლის დასრულებამდე, დროზე ადრე, ვცვლით, თუმცა კვამლი მაინც წარმოიქმნება. ეს ზეთის უხარისხობით არის გამოწვეული. ამიტომ პროფესიონალები, ავტომფლობელებს ხშირად სპეციალურ ზეთის დანამატებს ურჩევენ რაც ძრავის შიდა დეტალებს, დროთა განმავლობაში დაგროვილ ზეთის და საწვავის ნამწვს („ნაგარს“)აშორებს.გაჭედილ სარქველებს („კლაპნებს“) და დგუშის რგოლებს („კოლეცოებს“) ათავისულებს. ძრავის ზეთს აძლევს თავისუფლად ცირკულირების საშუალებას, რაც უზრუნველყოფს ძრავის დეტელების თანაბრად შეზეთვას და დეტალების ცვეთის შემცირებას. ზეთის დანამატების გამოყენებით მძღოლი ძრავის დეტალების ცვეთისგან მეტნაკლებად დაზრვეულია.მიუხედავად იმისა, რომ ბენზინიანი ძრავებისგან დიზელის ძრავი შედარებით განსხვავებულია, ამ შემთხვევაშიც დახარვეზებას ავტოინსპექტირების პროცესში, გამონაბოლქვის შთანთქმის კოეფიციენტი იწვევს. პრევენციისტვის მფრქვევანების („ინჟექტორების“) საწმენდი საშუალებების გამოყენება ამ დროსაც რეკომენდირებული.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ინსპექტოირების პროცესში ავტომობილების დახარვეზება ხშირად ძრავის არასწორი მუშაობით არის გამოწვეული, თუმცა ინსპექტირების ცენტრების ხელმძრვანელი ამტკიცებს, რომ არანაკლებ პრობლემურია სავალი ნაწილების გაუმართაობა. მძღოლების დიდი ნაწილი საქართველოში გაუმართავი დეტალის აღდგენა-რეკონსტრუქციას და ტექისნსპექტირების ამ მეთოდით გავლას ახერხებს, თუმცა ეს ძალიან არასწორი მიდგომაა. ვინაიდან სავალ ნაწილებში ერთიანდება ძირითადად ის დეტალები, რომელიც უშუალოდ მძღოლის მექანიკურ ბრძანებას ემორჩილება. მანქანის მართვა სრულად მძღოლზე მაშინ არის დამოკიდებული როდესაც სავალი ნაწილები მწყობრშია. მათი ნებიმიერი სახით დეფორმირება, სხვა ავტომობილის დეტალის მორგება, მათი გაჭყუნვა („გადაპრესა“) მძღოლს მართვის სადაავეებს ხელიდან ართმევს. დაზიანებული სავალი ნაწილის შემთხვევაში გამოსავალი მხოლოდ ახალი დეტალის შეძენაა. ამ შემთხვევაშიც კი დამონტაჟების სწორი მეთოდის გამოყენებაის და საჭირო საპოხი სასუალებების ფრთხილად შერჩევაა აუცილებელი.

ავტომოყვარულებს ხშირად სავალი ნაწილების შეცვლა უფრო იშვიათად უწევთ, ვიდრე გამოუცდელ მძღოლებს. ეს თითქოს პარადოქსულად ჟღერს, ვინაიდან დატვირთვა ავტომოყვარულების მანქანებს უფრო მეტი აქვს, თუმცა არსებობს, რიგი მიზეზები, რაც სავალი ნაწილების მუშაობის ხანგრძლივობას განაპირობებს. სავალი ნაწილების უმრავლესობა ეგრეთწოდებული სახსრის პრინციპით მუშაობს, რაც მათ საჭირო მოქნილობას ანიჭებს. სწორედ მათი მოქნილობით არის გამოწვეული მოხვევის შესაძლებლობა. ასევე უსწორმასწორო გზებზე ვიბრაციის მიუხედავად მანევრირებას სწორედ სავალი ნაწილები განაპირობებენ. ხშირი მოხმარების შედეგად მეტალისგან შექმნილი სახსრული ტიპის სავალი ნაწილები ცვდება. ვინაიდან რკინა რკინაზე ცურავს, რაც ხახუნის შედეგად დეტალის გაცხელებას და მის დამუშავებას იწვევს. ნებიმიერი ავტომოყვარული ამაში კარგად ერკვევა ამიტომ დეტალებს გადახურებისგან სპეციალური საპოხი საშუალებებით („ტაოტით“) იცავს. რაღა თქმა უნდა, ცვეთის შესახებ მანქანების საწარმოებშიც იციან და დეტალები ავტმობილის გამოშვების ეტაპზე საპოხი საშუალებებით მომარაგებულია. მძღოლებისთვის ეს დამამშვიდებელი სიგნალი ვერ იქნება, რადგან დროთა განმავლობაში ხშირი გაცხელება გაციებით საპოხი საშუალებები საკუთარ ფუნქციას, დაეხმარონ რკინის კონსტრუქციებს ერთმანეთზე სრიალში და შეამცირონ ხახუნის ეფექტი, კარგავენ. ამიტომ მოიძებნა მარტივი გამოსავალი. თითოეულ დეტალს, რომელიც საპოხი მასალის ქონას საჭიროებს დაუმონტაჟდა მინი ონკანი, საიდანაც ნებისმიერ დროს ძველი უფუნქციო მასის გამოღება და ახალი საპოხი საშუალებების ჩატუმბვაა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლები ავტომობილის სავალ ნაწილებს წელიწადში ორჯერ სპეციალისტის ან საკუთარი ძალებით ხარიხიანი საპოხი საშუალებებით მოამარაგებენ, დეტალების მუშაობის ხანგრძლივობა გაორმაგდება.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილის მოვლისთვის საჭირო ხარისხიანი პროდუქციის შერჩევა, ძირითად შემთხვევებში მანქანის გამართულობას განაპირობებს. მძღოლებს ისღა დარჩენიათ, დამხმარე პროდუქციის შესახებ ინფორმაცია მოიძიონ, რომელიც მცირე პრობლემებს, საწყის ეტაპზევე, საკუთარი ძალებით მოაგვარებს.

ქართველი მძღოლების გადასამზადებლად ფონიჭალაში სასწავლო ცენტრი აშენდება - ვინ მიიღებს ევროკავშირში აღიარებულ სერტიფიკატს?

"ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის "ურჯულო" ქვეყანაში დაბრუნებულიყო" - ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი

ოთხი მცირეწლოვანი შვილის მამას ძვირად ღირებული სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება - ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს