სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ფავორიტი რამდენიმეა, მაგრამ დასახელება უხერხულია..." - როგორ გახდა ლელა მებურიშვილი "საქართველოს ვარსკვლავის" ნაწილი
"ჩემი ფავორიტი რამდენიმეა, მაგრამ დასახელება უხერხულია..." - როგორ გახდა ლელა მებურიშვილი "საქართველოს ვარსკვლავის" ნაწილი

მსა­ხი­ო­ბი ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი უკვე მე­ო­რე სე­ზო­ნია "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ერთ-ერთი წამ­ყვა­ნია და პრო­ექტს გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ოთა­ხი­დან უძღვე­ბა. ამ­ბობს, რომ მის­თვის ასეთ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ერ­თდრო­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო, სა­სი­ა­მოვ­ნო და აზარ­ტუ­ლია.

"სა­ინ­ტე­რე­სოა, უპირ­ვე­ლე­სად იმი­ტომ, რომ ახალ სა­ხე­ებს ვხვდე­ბი, კი, სა­ინ­ტე­რე­სოა ამ ახალ­გაზ­რდე­ბის გაც­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც კა­რი­ე­რას იწყე­ბენ, შეხ­ვედ­რა მათ­თა­ნაც, რომ­ლე­ბიც დამ­წყე­ბე­ბი არ არი­ან, მაგ­რამ სულ უფრო ვი­თარ­დე­ბი­ან და სა­სი­ა­მოვ­ნოა მათი ახ­ლე­ბუ­რად და­ნახ­ვა.

ყო­ველ­თვის ვგულ­შე­მატ­კივ­რობ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს და მათ გვერ­დით ყოფ­ნა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია, მით უფრო, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ უნდა წა­რად­გი­ნონ," - ამ­ბობს რეს­პონ­დენ­ტი AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- „ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის“ ძა­ლას, ენერ­გი­ას არა­ვინ ზო­გავს, მაგ­რამ იქ სა­სურ­ველ შე­დეგს ჯერ ვერ მი­ვაღ­წი­ეთ...

- ვფიქ­რობ, რომ ბევრ რა­ღა­ცა­ზეა ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თო­რემ ნამ­დვი­ლად ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან, ვინც იქ გა­დის. რაც მთა­ვა­რია, შე­სა­ფე­რი­სი სიმ­ღე­რაა სა­ჭი­რო და მას­თან ერ­თად, კი­დევ ბევ­რი რამ...

"ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სი ხომ მხო­ლოდ იმა­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვინ უკეთ იმ­ღე­რებს?! კონ­კურ­სან­ტი იქ ბევ­რი სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რის გამო იმარ­ჯვებს...

- შე­გიყ­ვარ­და "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი"?

- პირ­ვე­ლი ჩემი გა­და­ცე­მა, თე­ატ­რი­დან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რომ მი­ვე­დი, მსგავ­სი პრო­ექ­ტი იყო - სიმ­ღე­რის კონ­კურ­სი, მოკ­ლედ, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ასეთ პრო­ექ­ტში გა­დავ­დგი... იდე­ა­ლუ­რად და კარ­გად ვგრძნობ თავს, არა­ფე­რია სა­ნერ­ვი­უ­ლო და არც სტრეს­თა­ნაა რამე და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

მოვ­დი­ვარ, კონ­კურ­სან­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ, რომ­ლებ­საც მარ­თლა გულ­წრფე­ლად ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. სახ­ლში შე­იძ­ლე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხო და პირ­და­პირ ეთერ­ში ვერ ვუ­ყუ­რო ამ ყვე­ლა­ფერს, სპექ­ტაკ­ლი მქონ­დეს, ან სხვა საქ­მე... აქ რომ ვარ, უკვე პრო­ექ­ტის ნა­წი­ლი ვარ...

ვფიქ­რობთ, ძა­ლი­ან სწო­რი და კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რომ ასე­თი შოუს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ხალ­ხის რჩე­უ­ლი „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ მი­დის. იქაც ხალ­ხის რჩე­უ­ლი იმარ­ჯვებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს“ კი­დევ სხვა დატ­ვირ­თვა მი­ე­ცა - მხო­ლოდ კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კი არ ხარ, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კი­დევ უფრო მე­ტის­თვის იბ­რძვი­ან, სა­მო­მავ­ლოდ, შორს წა­სას­ვლე­ლად შრო­მო­ბენ...

- კონ­კურ­სან­ტე­ბის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მო­სულ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, ეთერ­ში შოუს მსვლე­ლო­ბი­სას ერ­თვე­ბი, ეკი­თხე­ბი, ფა­ვო­რი­ტე­ბი და­ა­სა­ხე­ლონ. შენ თუ გყავს ფა­ვო­რი­ტი?

- მარ­თლა ძა­ლი­ან რთუ­ლია, ვთქვა, რომ დღეს ვინ­მე ჩემი ფა­ვო­რი­ტია - ბევ­რი ნი­ჭი­ე­რია და ამას სხვე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მარ­თლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და კარ­გი ნა­კა­დია, სა­ო­ცა­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი გვყავს. ჩემი ფა­ვო­რი­ტი რამ­დე­ნი­მეა და მათი და­სა­ხე­ლე­ბა ჩემ­გან უხერ­ხუ­ლია.

- ამ შოუს მიღ­მა რა ხდე­ბა შენს შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში?

- უკვე 14 წე­ლია, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ვარ, რაც ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა და მსი­ა­მოვ­ნებს. ახლა ლე­ვან წუ­ლა­ძის ახალ სპექ­ტაკლზე ვმუ­შა­ობთ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცეს­ში ვართ. ჩემ­თვის რე­პე­ტი­ცი­ე­ბი ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და ბევ­რის­მომ­ცე­მია.

ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან, ბაჩო სა­გა­ნე­ლი­ძეს­თან ერ­თად

- ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში ხარ და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი... რო­გორ ახერ­ხებ ამას?

- მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ადრე უფრო აქ­ტი­უ­რი იყა­ვი სა­კუ­თა­რი თა­ვის ფორ­მა­ში მოყ­ვა­ნის საქ­მე­შიო. ალ­ბათ ასე­ცაა: ბოლო დროს ამ ყვე­ლა­ფერს რა­ღაც მარ­ტი­ვად ვუდ­გე­ბი. მარ­თა­ლია, ადრე გო­გო­ებს მე­ტად ვე­კი­თხე­ბო­დი აზრს - რა ჩა­ვიც­ვა? რა გა­ვა­კე­თო? ახლა მარ­თლაც რომ მარ­ტი­ვად ვწყვეტ ამ სა­კითხს.

შე­იძ­ლე­ბა, წლე­ბის მერე ვის­წავ­ლე, რა არის ეფექ­ტუ­რი ეკ­რან­ზე, თუმ­ცა ის, რაც ეკ­რან­ზე ძა­ლი­ან კარ­გად შე­იძ­ლე­ბა ჩან­დეს, ცხოვ­რე­ბა­ში შე­საძ­ლოა არ აღ­მოჩ­ნდეს ასე­თი, ზედ­მე­ტად პომ­პე­ზუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს. ამი­ტომ, ამ ყვე­ლა­ფერს ვა­ბა­ლან­სებ და ალ­ბათ სწო­რედ ეს და­ბა­ლან­სე­ბა ვის­წავ­ლე კარ­გად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ჩემი ფავორიტი რამდენიმეა, მაგრამ დასახელება უხერხულია..." - როგორ გახდა ლელა მებურიშვილი "საქართველოს ვარსკვლავის" ნაწილი

"ჩემი ფავორიტი რამდენიმეა, მაგრამ დასახელება უხერხულია..." - როგორ გახდა ლელა მებურიშვილი "საქართველოს ვარსკვლავის" ნაწილი

მსახიობი ლელა მებურიშვილი უკვე მეორე სეზონია "საქართველოს ვარსკვლავის" ერთ-ერთი წამყვანია და პროექტს გულშემატკივრების ოთახიდან უძღვება. ამბობს, რომ მისთვის ასეთ პროექტში მონაწილეობა ერთდროულად საინტერესო, სასიამოვნო და აზარტულია.

"საინტერესოა, უპირველესად იმიტომ, რომ ახალ სახეებს ვხვდები, კი, საინტერესოა ამ ახალგაზრდების გაცნობა, რომლებიც კარიერას იწყებენ, შეხვედრა მათთანაც, რომლებიც დამწყებები არ არიან, მაგრამ სულ უფრო ვითარდებიან და სასიამოვნოა მათი ახლებურად დანახვა.

ყოველთვის ვგულშემატკივრობ ნიჭიერ ადამიანებს და მათ გვერდით ყოფნა არაჩვეულებრივია, მით უფრო, რომ „საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილეებმა ჩვენი ქვეყანა „ევროვიზიაზე“ უნდა წარადგინონ," - ამბობს რესპონდენტი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.

- „ევროვიზიისთვის“ ძალას, ენერგიას არავინ ზოგავს, მაგრამ იქ სასურველ შედეგს ჯერ ვერ მივაღწიეთ...

- ვფიქრობ, რომ ბევრ რაღაცაზეა ეს დამოკიდებული, თორემ ნამდვილად ნიჭიერები არიან, ვინც იქ გადის. რაც მთავარია, შესაფერისი სიმღერაა საჭირო და მასთან ერთად, კიდევ ბევრი რამ...

"ევროვიზიის“ კონკურსი ხომ მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, ვინ უკეთ იმღერებს?! კონკურსანტი იქ ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო იმარჯვებს...

- შეგიყვარდა "საქართველოს ვარსკვლავი"?

- პირველი ჩემი გადაცემა, თეატრიდან ტელევიზიაში რომ მივედი, მსგავსი პროექტი იყო - სიმღერის კონკურსი, მოკლედ, პირველი ნაბიჯები ასეთ პროექტში გადავდგი... იდეალურად და კარგად ვგრძნობ თავს, არაფერია სანერვიულო და არც სტრესთანაა რამე დაკავშირებული.

მოვდივარ, კონკურსანტებთან ურთიერთობით სიამოვნებას ვიღებ, რომლებსაც მართლა გულწრფელად ვგულშემატკივრობ. სახლში შეიძლება ვერ მოვახერხო და პირდაპირ ეთერში ვერ ვუყურო ამ ყველაფერს, სპექტაკლი მქონდეს, ან სხვა საქმე... აქ რომ ვარ, უკვე პროექტის ნაწილი ვარ...

ვფიქრობთ, ძალიან სწორი და კარგი გადაწყვეტილებაა, რომ ასეთი შოუს გამარჯვებული და ხალხის რჩეული „ევროვიზიაზე“ მიდის. იქაც ხალხის რჩეული იმარჯვებს.

"საქართველოს ვარსკვლავს“ კიდევ სხვა დატვირთვა მიეცა - მხოლოდ კონკურსის გამარჯვებული კი არ ხარ, მონაწილეები კიდევ უფრო მეტისთვის იბრძვიან, სამომავლოდ, შორს წასასვლელად შრომობენ...

- კონკურსანტების საგულშემატკივროდ მოსულ ადამიანებთან ერთად, ეთერში შოუს მსვლელობისას ერთვები, ეკითხები, ფავორიტები დაასახელონ. შენ თუ გყავს ფავორიტი?

- მართლა ძალიან რთულია, ვთქვა, რომ დღეს ვინმე ჩემი ფავორიტია - ბევრი ნიჭიერია და ამას სხვებიც აღნიშნავენ, რომ მართლა განსაკუთრებული და კარგი ნაკადია, საოცარი კონკურსანტები გვყავს. ჩემი ფავორიტი რამდენიმეა და მათი დასახელება ჩემგან უხერხულია.

- ამ შოუს მიღმა რა ხდება შენს შემოქმედებით ცხოვრებაში?

- უკვე 14 წელია, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ, რაც ძალიან მეამაყება და მსიამოვნებს. ახლა ლევან წულაძის ახალ სპექტაკლზე ვმუშაობთ, ძალიან საინტერესო პროცესში ვართ. ჩემთვის რეპეტიციები ყოველთვის საინტერესო და ბევრისმომცემია.

ლელა მებურიშვილი მეუღლესთან, ბაჩო საგანელიძესთან ერთად

- ყოველთვის ფორმაში ხარ და არაჩვეულებრივად გამოიყურები... როგორ ახერხებ ამას?

- მეგობრები მეუბნებიან, ადრე უფრო აქტიური იყავი საკუთარი თავის ფორმაში მოყვანის საქმეშიო. ალბათ ასეცაა: ბოლო დროს ამ ყველაფერს რაღაც მარტივად ვუდგები. მართალია, ადრე გოგოებს მეტად ვეკითხებოდი აზრს - რა ჩავიცვა? რა გავაკეთო? ახლა მართლაც რომ მარტივად ვწყვეტ ამ საკითხს.

შეიძლება, წლების მერე ვისწავლე, რა არის ეფექტური ეკრანზე, თუმცა ის, რაც ეკრანზე ძალიან კარგად შეიძლება ჩანდეს, ცხოვრებაში შესაძლოა არ აღმოჩნდეს ასეთი, ზედმეტად პომპეზურად გამოიყურებოდეს. ამიტომ, ამ ყველაფერს ვაბალანსებ და ალბათ სწორედ ეს დაბალანსება ვისწავლე კარგად.

"აუტსაიდერებს რომ აცხადებდნენ, მეშინოდა, თორნიკე არ ყოფილიყო..." - შეფასებები "საქართველოს ვარსკვლავის" მორიგი ლაივიდან

8 ფილმი, რომელიც ფსიქოლოგიით დაინტერესებულმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა ნახონ

გოგონა ფილმიდან "ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა"  - როგორ ცხოვრობს მარიკა გიორგობიანი რეჟისორ მეუღლესთან ერთად გერმანიაში