სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე" - საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა სხდომას მართავს
"ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე" - საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა სხდომას მართავს

პარ­ლა­მენ­ტში სხდო­მა და­ი­წყო - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს ყვე­ლა შე­სას­ვლელ­თან სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი კი კვლა­ვაც რჩე­ბი­ან პარ­ლა­მენ­ტის წინ.

პლე­ნა­რუ­ლი სე­სია 12 სა­ათ­ზე იყო და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყო. რე­გის­ტრა­ცია 87-მა დე­პუ­ტატ­მა გა­ი­ა­რა და კვო­რუ­მი, რომ­ლის­თვი­საც 76 დე­პუ­ტა­ტის დას­წრე­ბაა სა­ვალ­დე­ბუ­ლო, შედ­გა.

ცნო­ბი­ლია, რომ პლე­ნა­რულ სხდო­მას ბო­ი­კოტს უცხა­დე­ბენ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ დე­პუ­ტა­ტე­ბი. სხდო­მას არ ეს­წრე­ბი­ან ასე­ვე „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ წევ­რე­ბიც. სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის ნა­წი­ლი, მათ შო­რის ბექა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე და ლე­ვან კო­ბე­რი­ძე.

სხდო­მის და­წყე­ბამ­დე კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ა­კე­თეს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და დე­პუ­ტა­ტებ­მა. არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე ოპო­ზი­ცი­ას სა­პარ­ლა­მენ­ტო ფორ­მატ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"მინ­და მივ­მარ­თო სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ას, რომ და­უბ­რუნ­დნენ ნორ­მა­ლურ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს, და­უბ­რუნ­დნენ სა­პარ­ლა­მე­ნო ფორ­მა­ტებს, ის რაც აქვთ სათ­ქმე­ლი, არუგმენ­ტე­ბი, თქვან ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ფორ­მა­ტით, იქ­ნე­ბა ეს პლე­ნა­რუ­ლი თუ სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვე­ბი, წარ­მო­ად­გი­ნონ, და­უ­პი­რის­პი­რონ სხვა არ­გუ­მენ­ტებს. ამის­თვის პარ­ლა­მენ­ტში არ­სე­ბობს მზად­ყოფ­ნა და ამის­თვი­საა პარ­ლა­მენ­ტი და კი­დევ ერთხელ მინ­და მივ­მარ­თო, რომ და­უბ­რუნ­დნენ ნორ­მა­ლურ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს პარ­ლა­მენ­ტში,“ - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პარ­ლა­მენ­ტი გა­აგ­რძე­ლებს თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას იმის­თვის, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად:

„გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს ეხე­ბა, ეხე­ბა პენ­სი­ო­ნე­რებს, ექი­მებს, ჯა­რის­კა­ცებს, შშმ პი­რებს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ მო­ქა­ლა­ქე­ებს და ინფრას­ტრუქ­ტუ­რას რე­გი­ო­ნებ­სა თუ დე­და­ქა­ლაქ­ში - ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტის და მთავ­რო­ბის მხრი­დან.

პარ­ლა­მენტს აქვს მი­სა­ღე­ბი 2020 წლის ბი­უ­ჯე­ტი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ძა­ლი­ან ბევ­რი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის, მთე­ლი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­შია. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ვი­საც სურს გა­მო­ხა­ტოს პრო­ტეს­ტი, ეს უფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი და მე­ო­რე მხრივ იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბიც, ვინც ელო­დე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა აგ­რძე­ლებს ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, იქ­ნე­ბა ასე­ვე გა­ნუხ­რე­ლად და­ცუ­ლი.

ეს არის პო­ლი­ტი­კა, ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი და პო­ლი­ტი­კო­სებ­მა უნდა ვი­მუ­შა­ოთ ისე, რომ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სით არ და­ზა­რალ­დნენ უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. არ და­ზა­რალ­დნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ პოლ­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტში,“ - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, გია ვოლ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, რომ უხერ­ხუ­ლო­ბას უქ­მნის პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბა პრო­ტეს­ტის ფონ­ზე რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხი უნდა გან­ვი­ხი­ლოთ კა­ნო­ნის ჭრილ­ში. ვფიქ­რობ, არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვინც კომ­ფორ­ტს გრძნობს შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, მაგ­რამ არ­სე­ბობს კონ­სტი­ტუ­ცია, რო­მელ­საც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა გერ­მა­ნუ­ლი მო­დე­ლი. თუმ­ცა ნე­ბის­მი­ე­რი მო­დე­ლის შემ­თხვე­ვა­ში, არ მგო­ნია, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ რამე წარ­მა­ტე­ბა ჰქონ­დეს.

ვფიქ­რობ, მათი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა იმ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილ­მა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა ჯერ კი­დევ 2014 წელს და დღეს ფიქ­რო­ბენ, რომ ამის­თვის სა­უ­კე­თე­სო მო­მენ­ტია. ვფიქ­რობ, კა­ნონს არ უნდა გავ­ცდეთ, არც ისი­ნი და არც ჩვენ“ - აღ­ნიშ­ნა ვოლ­სკიმ.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე სოფო კი­ლა­ძე კი აცხა­დებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კა­ნო­ნი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა უნდა მო­ახ­დი­ნოს, როცა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წას­ვლას ცდი­ლობს.

„ჩვენ­თვის და პი­რა­დად, ჩემ­თვის, არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, ვი­ღა­ცამ ალ­კოჰო­ლუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო ამ მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ფარ­გლებ­ში. აქ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნის­მი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა. ჩვენ შევ­ხე­დეთ, რომ პო­ლი­ცი­ამ წინა შემ­თხვე­ვა­შიც და ამ დი­ლი­თაც მაქ­სი­მა­ლუ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი გა­მოვ­ლი­ნა, ისე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კი­ლა­ძემ.

რო­გორც ის ამ­ბობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პარ­ტი­ებ­მა და­ირ­ქვეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე წინა ხაზ­ზე მა­ინც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რე­ბი ჩა­ნან და ცდი­ლო­ბენ ყვე­ლა­ნა­ირ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­ვიდ­ნენ.

„პარ­ლა­მენტს ბო­ი­კოტს უცხა­დებს ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა“ და მისი და­ნა­ყო­ფე­ბის გარ­და, აქ არი­ან „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და სოფო კი­ლა­ძემ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რმა ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, უყუ­რებ­და თუ არა აქ­ცი­ის დაშ­ლას პირ­და­პირ ეთერ­ში უპა­სუ­ხა, რომ აქ­ცი­ის დაშ­ლას არ უყუ­რებ­და პირ­და­პირ ეთერ­ში, რად­გან ქა­ლაქ­ში არ იყო.

"მე, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, აქ­ცია მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ი­შა­ლა. მი­თხა­რით, რამე მოხ­და?! ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, მაგ­რამ ეს არის პარ­ლა­მენ­ტი, ეს არ არის სა­ლო­ბიე, რომ ხან გა­მო­ცხვე­ბა ლო­ბიო და ხან არა. ამი­ტომ, აქ უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ქან­თა­რი­ამ

თა­ვის მხრივ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კი­დევ ერ­თმა წევ­რმა, გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლამ­დე გა­ნუ­ცხა­და, რომ პარ­ლა­მენ­ტში ის სა­მუ­შა­ოდ მი­ვი­და.

"ეს არის ჩემი სამ­სა­ხუ­რი, ამა­ში მიხ­დი­ან ხელ­ფასს", - გა­ნა­ცხა­და მაღ­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პარ­ლა­მენ­ტის პი­კე­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს, რათა მმარ­თვე­ლი გუნ­დის­თვის პლე­ნა­რუ­ლი სე­სი­ის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცათ. თუმ­ცა, გამ­თე­ნი­ი­სას სპეც­რაზმმა პარ­ლა­მენ­ტის შე­სას­ვლე­ლე­ბი წყლის ჭავ­ლის დახ­მა­რე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
voot.
30

შენამდეც ალსებობდა ბიწო ეგ პალლამენტი. მალე გამოგყრით ხალხი, იცოდეთ.

გელა
5

სალობიეც აღარაა

ავტორი:

"ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე" - საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა სხდომას მართავს

"ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე" - საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა სხდომას მართავს

პარლამენტში სხდომა დაიწყო - მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი, აქციის მონაწილეები კი კვლავაც რჩებიან პარლამენტის წინ.

პლენარული სესია 12 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა და კვორუმი, რომლისთვისაც 76 დეპუტატის დასწრებაა სავალდებულო, შედგა.

ცნობილია, რომ პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები. სხდომას არ ესწრებიან ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც. სხდომათა დარბაზში იმყოფებიან დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი, მათ შორის ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ლევან კობერიძე.

სხდომის დაწყებამდე კომენტარები გააკეთეს პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა. არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას საპარლამენტო ფორმატში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

"მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დაუბრუნდნენ საპარლამენო ფორმატებს, ის რაც აქვთ სათქმელი, არუგმენტები, თქვან ნებისმიერი პოლიტიკური ფორმატით, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო განხილვები, წარმოადგინონ, დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს. ამისთვის პარლამენტში არსებობს მზადყოფნა და ამისთვისაა პარლამენტი და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტი გააგრძელებს თავის საქმიანობას იმისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად:

„გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება, ეხება პენსიონერებს, ექიმებს, ჯარისკაცებს, შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და ინფრასტრუქტურას რეგიონებსა თუ დედაქალაქში - ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი პარლამენტის და მთავრობის მხრიდან.

პარლამენტს აქვს მისაღები 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქის, მთელი ქვეყნის ინტერესებშია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კანონმდებლობის ფარგლებში, ვისაც სურს გამოხატოს პროტესტი, ეს უფლება იქნება დაცული და მეორე მხრივ იმ მოქალაქეების ინტერესებიც, ვინც ელოდება, რომ ქვეყანა აგრძელებს ნორმალურ ფუნქციონირებას, იქნება ასევე განუხრელად დაცული.

ეს არის პოლიტიკა, ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკოსებმა უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ ამ პოლიტიკური პროცესით არ დაზარალდნენ უბრალო მოქალაქეები. არ დაზარალდნენ ის ადამიანები, ვისაც აქვს მოლოდინი, რომ პოლტიკური პროცესი იქნება პარლამენტში,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ უხერხულობას უქმნის პარლამენტის მუშაობა პროტესტის ფონზე რომ მიმდინარეობს.

„ნებისმიერი საკითხი უნდა განვიხილოთ კანონის ჭრილში. ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, ვინც კომფორტს გრძნობს შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ არსებობს კონსტიტუცია, რომელსაც არ შეესაბამება გერმანული მოდელი. თუმცა ნებისმიერი მოდელის შემთხვევაში, არ მგონია, „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე წარმატება ჰქონდეს.

ვფიქრობ, მათი მთავარი ამოცანაა იმ რევოლუციური სცენარის განვითარება, რომელიც სააკაშვილმა შემოგვთავაზა ჯერ კიდევ 2014 წელს და დღეს ფიქრობენ, რომ ამისთვის საუკეთესო მომენტია. ვფიქრობ, კანონს არ უნდა გავცდეთ, არც ისინი და არც ჩვენ“ - აღნიშნა ვოლსკიმ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ კანონიერი რეაგირება უნდა მოახდინოს, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციაზე წასვლას ცდილობს.

„ჩვენთვის და პირადად, ჩემთვის, არ არის სასიამოვნო, რომ გარკვეულწილად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ვიღაცამ ალკოჰოლური ინტოქსიკაცია მიიღო ამ მანიფესტაციის ფარგლებში. აქ აუცილებელია სახელმწიფოს კანონისმიერი რეაგირება. ჩვენ შევხედეთ, რომ პოლიციამ წინა შემთხვევაშიც და ამ დილითაც მაქსიმალური პროფესიონალიზმი გამოვლინა, ისეთი პროფესიონალიზმი, რომელიც ევროპული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი“, - განაცხადა კილაძემ.

როგორც ის ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ პარტიებმა დაირქვეს გაერთიანებული ოპოზიცია, რუსთაველის გამზირზე წინა ხაზზე მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ჩანან და ცდილობენ ყველანაირ პროვოკაციაზე წავიდნენ.

„პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიციის ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი დანაყოფების გარდა, აქ არიან „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები და დამოუკიდებელი დეპუტატები“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

"ქართული ოცნების" წევრმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტის კითხვაზე, უყურებდა თუ არა აქციის დაშლას პირდაპირ ეთერში უპასუხა, რომ აქციის დაშლას არ უყურებდა პირდაპირ ეთერში, რადგან ქალაქში არ იყო.

"მე, რამდენადაც ვიცი, აქცია მშვიდობიანად დაიშალა. მითხარით, რამე მოხდა?! ძალიან უხერხული სიტუაციაა, მაგრამ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე, რომ ხან გამოცხვება ლობიო და ხან არა. ამიტომ, აქ უნდა მიმდინარეობდეს კანონების მიღება", - განაცხადა ქანთარიამ

თავის მხრივ, "ქართული ოცნების" კიდევ ერთმა წევრმა, გუგული მაღრაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლამდე განუცხადა, რომ პარლამენტში ის სამუშაოდ მივიდა.

"ეს არის ჩემი სამსახური, ამაში მიხდიან ხელფასს", - განაცხადა მაღრაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს, რათა მმართველი გუნდისთვის პლენარული სესიის ჩატარების საშუალება არ მიეცათ. თუმცა, გამთენიისას სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელები წყლის ჭავლის დახმარებით გაათავისუფლა.

რამდენიმე ბინა, ანაბრები და 22 300 ლარის ხელფასი თვენახევარში - რა ქონებას ფლობს ვანო ზარდიაშვილი

LIVE "ნიუსრუმიდან" - ლევან ხაბეიშვილი

"ბერაზე მინდოდა დამეწერა და ეს სტატუსი ისევ "ფეიკმოღვაწეობაზეა"... საშინელი ტრაგედიაც კი გამოიყენეს საკუთარი მიზნისთვის" - კალაძე