საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი ჩემი თანამებრძოლი, ამ პარტიამ გარიყა" - რას ამბობს მიშა მესხი თანამდებობიდან წასვლის შესახებ
"ბევრი ჩემი თანამებრძოლი, ამ პარტიამ გარიყა" - რას ამბობს მიშა მესხი თანამდებობიდან წასვლის შესახებ

მიშა მეს­ხის სა­ხელს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ კი­დევ იმ დრო­ი­დან იც­ნობს, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი გუნ­დი იყო. მეს­ხი თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასა­კი­დან იბ­რძო­და, რის გა­მოც არა­ერ­თხელ და­ა­კა­ვეს, გა­ი­ტა­ცეს და ქვეყ­ნი­და­ნაც დევ­ნიდ­ნენ.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, მის­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ ქუ­ჩი­დან კა­ბი­ნეტ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და ის საკ­რე­ბუ­ლოს პრო­პორ­ცი­ულ სი­ა­შიც იყო, კრწა­ნის­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეც გახ­ლდათ და "ოც­ნე­ბის" მხარ­და­ჭე­რას ღიად გა­მო­ხა­ტავ­და. თუმ­ცა, ის პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს ჩა­მო­შორ­და და ახლა ძი­რი­თად დროს ოჯახს უთ­მობს. რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი დუ­მი­ლი მიშა მეს­ხმა „რე­ი­ტინგთან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში და­არ­ღვია.

- მიშა, რატო აღარ ჩან­ხართ სა­ჯა­როდ, აღარ ხართ „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“?

- წლე­ბის წინ გა­ვა­უქ­მე "ფე­ის­ბუ­ქი" და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღარ ვარ აქ­ტი­უ­რი. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას, თით­ქმის ორი წე­ლია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტს აღარ ვი­კა­ვებ კრწა­ნი­სის რა­ი­ონ­ში. ახლა ამ პოსტზე ჩემი ნა­თელ-მი­რო­ნი ბექა ოდი­შა­რი­აა, რო­მე­ლიც ამა­ვე რა­ი­ო­ნის დე­პუ­ტა­ტია.

მუდ­მი­ვი ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი არ არის და არც და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ტი­ის აქ­ტი­უ­რი წევ­რი აღარ ვარ, თუმ­ცა ამ გუნდთან ერ­თად ბევ­რი გა­მარ­ჯვე­ბა ვი­ზე­ი­მე, მათ­თან ერ­თად ბევ­რი ვიბ­რძო­ლე და ვრჩე­ბი მისი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. მე მარ­თლა „ნამ­დვი­ლი“ ვარ და 2012 წლი­დან ამ გუნ­დის გვერ­დით ვი­დე­ქი, მინ­და ამ გუნ­დმა ბევ­რი კარ­გი საქ­მე გა­ა­კე­თოს ჩემი ქვეყ­ნის­თვის, და­ნარ­ჩენს დრო გვიჩ­ვე­ნებს.

- თქვე­ნი ნე­ბით და­ტო­ვეთ და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა?

- პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს ყო­ველ­წლი­უ­რად ირ­ჩე­ვენ. ეს არის ჯან­სა­ღი პრო­ცე­სი. როცა ძვე­ლი თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი გამ­გებ­ლე­ბი გახ­დნენ, იქ და­სათ­მო­ბი არა­ფე­რი იყო.

- ნა­წყე­ნი ხართ „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“?

- პარ­ტი­ის თავ­მჯო­მა­რე კი არა ბოლო დროს თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად ცვლი­ან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებს. წყე­ნას რაც შე­ე­ხე­ბა, ბევ­რი ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლი, რო­მელ­მაც თავი გა­და­დო და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა „ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თვის, ამ პარ­ტი­ამ გა­რი­ყა. ისი­ნი არ არი­ან და­ფა­სე­ბუ­ლი. სულ უფრო მე­ტად უჭირს არ­ჩევ­ნებ­ზე „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, როცა გვერ­დით აღარ გყავს ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვის­თან ერ­თა­დაც შავ პურს ჭამ­დი ცუ­დია. ალ­ბათ და­უ­ფა­სე­ბენ ამ ადა­მი­ა­ნებს რაც უბ­რძო­ლი­ათ და და­ი­ყე­ნე­ბენ გვერ­დით.

„ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ თა­ვი­დან პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე იყო ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, შემ­დეგ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, კვი­რი­კაშ­ვი­ლი და ა.შ. გა­და­ხა­ლი­სე­ბა მოხ­და, ზოგს ეწყი­ნა და წა­ვი­და, ზოგი ძა­ლით ჩა­ა­ჩო­ჩეს...

ვერ ვი­ტყვი ვინ­მემ ძა­ლით ჩა­მა­ჩო­ჩა, ბევ­რი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თან, თუნ­დაც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან და კახა კა­ლა­ძეს­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შაკო
6

შენისთანების გამოა ოცნებას რომ მშობელი აღარ ყავს

pem
2

კარგი ტუჩებია 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბევრი ჩემი თანამებრძოლი, ამ პარტიამ გარიყა" - რას ამბობს მიშა მესხი თანამდებობიდან წასვლის შესახებ

"ბევრი ჩემი თანამებრძოლი, ამ პარტიამ გარიყა" - რას ამბობს მიშა მესხი თანამდებობიდან წასვლის შესახებ

მიშა მესხის სახელს საზოგადოება ჯერ კიდევ იმ დროიდან იცნობს, როდესაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი იყო. მესხი თანამებრძოლებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თინეიჯერობის ასაკიდან იბრძოდა, რის გამოც არაერთხელ დააკავეს, გაიტაცეს და ქვეყნიდანაც დევნიდნენ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მისმა საქმიანობამ ქუჩიდან კაბინეტში გადაინაცვლა და ის საკრებულოს პროპორციულ სიაშიც იყო, კრწანისში მმართველი პარტიის თავმჯდომარეც გახლდათ და "ოცნების" მხარდაჭერას ღიად გამოხატავდა. თუმცა, ის პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორდა და ახლა ძირითად დროს ოჯახს უთმობს. რამდენიმეწლიანი დუმილი მიშა მესხმა „რეიტინგთან“ ინტერვიუში დაარღვია.

- მიშა, რატო აღარ ჩანხართ საჯაროდ, აღარ ხართ „ქართულ ოცნებაში“?

- წლების წინ გავაუქმე "ფეისბუქი" და სოციალურ ქსელში აღარ ვარ აქტიური. რაც შეეხება პოლიტიკურ საქმიანობას, თითქმის ორი წელია „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის პოსტს აღარ ვიკავებ კრწანისის რაიონში. ახლა ამ პოსტზე ჩემი ნათელ-მირონი ბექა ოდიშარიაა, რომელიც ამავე რაიონის დეპუტატია.

მუდმივი ცხოვრებაში არაფერი არ არის და არც დაკავებული თანამდებობა. „ქართული ოცნების“ პარტიის აქტიური წევრი აღარ ვარ, თუმცა ამ გუნდთან ერთად ბევრი გამარჯვება ვიზეიმე, მათთან ერთად ბევრი ვიბრძოლე და ვრჩები მისი გულშემატკივარი. მე მართლა „ნამდვილი“ ვარ და 2012 წლიდან ამ გუნდის გვერდით ვიდექი, მინდა ამ გუნდმა ბევრი კარგი საქმე გააკეთოს ჩემი ქვეყნისთვის, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

- თქვენი ნებით დატოვეთ დაკავებული თანამდებობა?

- პარტიის თავმჯდომარეს ყოველწლიურად ირჩევენ. ეს არის ჯანსაღი პროცესი. როცა ძველი თავმჯდომარეები გამგებლები გახდნენ, იქ დასათმობი არაფერი იყო.

- ნაწყენი ხართ „ქართულ ოცნებაზე“?

- პარტიის თავმჯომარე კი არა ბოლო დროს თითქმის ყოველდღიურად ცვლიან პრემიერ-მინისტრებს. წყენას რაც შეეხება, ბევრი ჩემი თანამებრძოლი, რომელმაც თავი გადადო და ყველაფერი გააკეთა „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთვის, ამ პარტიამ გარიყა. ისინი არ არიან დაფასებული. სულ უფრო მეტად უჭირს არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“, როცა გვერდით აღარ გყავს ის ადამიანები ვისთან ერთადაც შავ პურს ჭამდი ცუდია. ალბათ დაუფასებენ ამ ადამიანებს რაც უბრძოლიათ და დაიყენებენ გვერდით.

„ქართულ ოცნებაში“ თავიდან პარტიის თავმჯდომარე იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, შემდეგ ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი და ა.შ. გადახალისება მოხდა, ზოგს ეწყინა და წავიდა, ზოგი ძალით ჩააჩოჩეს...

ვერ ვიტყვი ვინმემ ძალით ჩამაჩოჩა, ბევრი მაღალი თანამდებობის პირთან, თუნდაც ირაკლი კობახიძესთან და კახა კალაძესთან კარგი ურთიერთობა მაქვს წაიკითხეთ ვრცლად

ხმაური რიონის ხეობაში, ჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნა და დამატებითი საპოლიციო ძალები - რას აცხადებენ შსს - ში?

გამყრელიძის თქმით, განცხადება ჩინური ვაქცინების ეფექტიანობაზე  ეხებოდა არა "სინოფარმს“, არამედ "სინოვაკს“

ვინ არის "5/35-ოქროს ბურთის’’ ჯეკპოტის, 211 084 ლარის გამარჯვებული?