პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მგონი, უბრალოდ სულელები არიან - როგორ აფასებენ ექპერტები  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას
მგონი, უბრალოდ სულელები არიან - როგორ აფასებენ ექპერტები  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას

ექ­სპერ­ტი თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძეაცხა­დებს, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­წე­რი­ლი 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით გა­მარ­თვის კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბა, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­გან ახალ ვი­რეშ­მა­კო­ბას ჰგავს.

რო­გორც თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­და, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას" აღარ აქვს ლე­გი­ტი­მა­ცია, ბოლო ერთი წე­ლიც რომ ჩა­ამ­თავ­როს.

„ეს ახლა ერთი შე­ხედ­ვით ჰგავს „ვი­რეშ­მა­კო­ბას“, რომ 2024-შიც აღარ ჩა­ა­ტა­რონ პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. მაგ­რამ მგო­ნი აქამ­დე საქ­მე არ მივა, „ოც­ნე­ბა" აქამ­დე ვერ გა­ა­ტანს, იმი­ტომ, რომ ისი­ნი მი­დი­ან ყვე­ლა­ნა­ი­რი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის და ხალ­ხის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მათ აღარ შერ­ჩათ ლე­გი­ტი­მა­ცია იმ­დე­ნიც კი, რომ ბოლო ერთი წე­ლიც ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ამ­თავ­რონ და ახლა აბ­სო­ლუ­ტუ­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ 2024-შიც ჩა­ა­ტა­რონ არ­ჩევ­ნე­ბი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლით, რომ­ლის სურ­ვი­ლიც აქვთ“, - გა­ნა­ცხა­და შა­რა­შე­ნი­ძემ.

წერა-კი­თხვის უცო­დი­ნა­რი ორი ადა­მი­ა­ნი - ივა­ნიშ­ვი­ლი და კა­ლა­ძე დაგ­ვცი­ნის ამ­ხე­ლა ხალ­ხს - ცუ­დად დამ­თავ­რდე­ბა ეს ამ­ბა­ვი, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, - ამ სი­ტყვე­ბით შე­ა­ფა­სა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ ლი­დერ­მა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე დღეს პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კახა კა­ლა­ძემ გა­აჟ­ღე­რა და მას „და­ცინ­ვა“ უწო­და.

„რა უნდა ვთქვა?! ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. 2020 წელს რა იქ­ნე­ბა ვის აინ­ტე­რე­სებს, ან ის, რაც ისე­დაც გვაქვს 2024 წელს, რა­ტომ უნდა და­ვა­ყე­ნოთ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ?! კახა კა­ლა­ძე ეტყო­ბა სა­ერ­თოდ არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი რა­მე­ში ერ­კვე­ვა, ოდ­ნავ მა­ინც. ასე­თი და­ცინ­ვა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? ეს არის სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ცი­ნიზ­მი და კი­დევ ნი­შა­ნი იმის, რომ რო­გო­რიც თვი­თო­ნაა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად, ასე­თი ჰგო­ნია მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტი, უცხო­ე­თი, მსოფ­ლიო, თურ­მე კა­ლა­ძის სა­სა­ცი­ლო­ე­ბი ვყო­ფილ­ვართ. ეგ ორი - კა­ლა­ძე და ივა­ნიშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­უჯ­დეს და ერ­თმა­ნეთს დას­ცი­ნონ. ეს ორი წერა კი­თხვის უცო­დი­ნა­რი დაგ­ვცი­ნის ამ­ხე­ლა ხალ­ხს - ცუ­დად დამ­თავ­რდე­ბა ეს ამ­ბა­ვი, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ,“ - გა­ნა­ცხა­და ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ლა­ძის მიერ გაჟღა­რე­ბულ მე­ო­რე ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც ზო­გი­ერთ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში კან­დი­და­ტე­ბის არ­და­ყე­ნე­ბას შე­ე­ხე­ბა, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით პო­ლი­ტი­კუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის და­წე­ვა ვერ მოხ­დე­ბა.

„სი­სუ­ლე­ლეა, მა­გას ვინ ენ­დო­ბა? ჩვენ პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი არ ვართ. ყვე­ლა­ფე­რი ნა­ნა­ხი აქვს ამ ქვე­ყა­ნას უკვე. ამ გან­ცხა­დე­ბით თუ აპი­რე­ბენ ჩა­ახ­შონ ეს მოძ­რა­ო­ბა და და­წი­ონ ტემ­პე­რა­ტუ­რა, მგო­ნი, უბ­რა­ლოდ სუ­ლე­ლე­ბი არი­ან“, - დას­ძი­ნა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

ეს არის პრო­ვინ­ცი­უ­ლი სპექ­ტაკ­ლი, სა­დაც რე­ჟი­სო­რიც და მსა­ხი­ო­ბე­ბიც არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან და უხა­რის­ხო სპექ­ტაკ­ლებს დგა­მენ, - ასე შე­ა­ფა­სა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

მისი თქმით, დღეს სის­ტე­მუ­რი დი­ა­ლო­გის­კენ და კონ­სენ­სუ­სის­კენ გა­დად­გმუ­ლი ვერც ერთი ნა­ბი­ჯი ვერ და­ი­ნა­ხა.

„ჩემ­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლია, რას ეძღვნე­ბო­და დღე­ვან­დე­ლი ბრი­ფინ­გი, სა­დაც ფაქ­ტობ­რი­ვად იყო „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“ აპე­ლი­რე­ბა, ისევ „სის­ხლი­ან 9 წელ­ზე“ რი­ტო­რი­კა და არა­ნა­ი­რი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. ეს ხომ ისე­დაც ვი­ცო­დით?! გუ­შინ შექ­მნეს მო­ლო­დი­ნი, რომ რა­ღა­ცას გა­მო­ა­ცხა­დებ­დნენ და დღეს თქვეს, რომ არც არა­ფერს ვცვლი­თო. ერ­თა­დერ­თი თქვეს, ვი­თომ მა­ჟო­რი­ტა­რებს არ და­ვა­ყე­ნებ­თო, მაგ­რამ ეს მკვდრად­შო­ბი­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვაა. ჯერ ერთი, არ არ­სე­ბობს კრი­ტე­რი­უ­მი, რი­თაც ამ სი­ტუ­ა­ცი­ის მო­დე­ლი­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, გარ­და ამი­სა, მათ ამით ვი­რეშ­მა­კუ­ლი გეგ­მა გა­შიფ­რეს, ისევ ფსევ­დო­და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტა­ტებ­ზე აპი­რე­ბენ აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბას, რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი ვი­თომ. გვე­თა­მა­შე­ბი­ან და ჩვენ ყვე­ლა ვგო­ნი­ვართ ბრიყ­ვე­ბი. ამას პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­აც არ ჰქვია, ეს არის პრო­ვინ­ცი­უ­ლი უხა­რის­ხო თა­მა­შის მცდე­ლო­ბის შე­ფუთ­ვის მცდე­ლო­ბა და მეტი არა­ფე­რი. ეს არის პრო­ვინ­ცი­უ­ლი სპექ­ტაკ­ლი, სა­დაც რე­ჟი­სო­რიც არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, მსა­ხი­ო­ბე­ბიც არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან და დგა­მენ უხა­რის­ხო სპექ­ტაკ­ლებს და­წყე­ბუ­ლი მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის ე.წ. ამ­ბო­ხე­ბი­დან, დღემ­დე და ჩვენც იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ ამ პრო­ვინ­ცი­ულ სპექ­ტაკლს ვუ­ყუ­როთ იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ სხვა ამ სო­ფელ­ში გა­სარ­თო­ბი არა­ფე­რი არ არის. იდი­ო­ტიზ­მში ამ­ყო­ფე­ბენ მთელ ქვე­ყა­ნას“,-გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა და იქვე დას­ძი­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ისევ კონფრონ­ტა­ცი­ა­ზე მი­დის და აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი ში­შია, თუმ­ცა რისი შიში, რო­გორც ექ­სპერ­ტი ამ­ბობს, თა­ვად „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ვერ გა­ურ­კვე­ვია.

„ისევ კუნ­თე­ბის თა­მაშ­ზე აკე­თე­ბენ აქ­ცენ­ტებს და ისევ ემ­ზა­დე­ბი­ან მო­რი­გი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ის შე­სა­თხა­ზა­ვად, რო­გორ თხრის მიშა ლონ­დო­ნი­დან ბომ­ბე­ის­კენ გვი­რაბს. ეს აფექ­ტის ბრა­ლია, გა­და­უ­ლა­ხა­ვი ში­შია თუ კი­დევ რა არის მი­ზე­ზი, ამას სე­რი­ო­ზუ­ლი დი­აგ­ნო­ზი სჭირ­დე­ბა და ეს დი­აგ­ნო­ზი ალ­ბათ და­ის­მე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მზა­დაა, სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის სა­კი­თხზე პლე­ბის­ცი­ტი 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო, ან 2021 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის დღეს ჩა­ტარ­დეს. ამას­თან, რო­გორც დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, გა­და­წყვი­ტეს, არ და­ა­ყე­ნონ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კან­დი­და­ტე­ბი იმ მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქებ­ში, სა­დაც, „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ და მისი და­ნა­მა­ტე­ბის გარ­და, ოპო­ზი­ცი­ის და­ნარ­ჩენ წარ­მო­მად­გენ­ლებს ექ­ნე­ბათ გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუკა
28

ბახმაროსქარებიხართ თქვენ

მურმანი
23

რა მაინტერესებს იცით მე მგონი სააკაშვილი აგენს უჯერებდა და იმიტომ დაიღუპა თავი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მგონი, უბრალოდ სულელები არიან - როგორ აფასებენ ექპერტები  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას

მგონი, უბრალოდ სულელები არიან - როგორ აფასებენ ექპერტები  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" მიერ კონსტიტუციით გაწერილი 2024 წლის არჩევნების პროპორციული წესით გამართვის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების მცდელობა, მმართველი პარტიისგან ახალ ვირეშმაკობას ჰგავს.

როგორც თორნიკე შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, „ქართულ ოცნებას" აღარ აქვს ლეგიტიმაცია, ბოლო ერთი წელიც რომ ჩაამთავროს.

„ეს ახლა ერთი შეხედვით ჰგავს „ვირეშმაკობას“, რომ 2024-შიც აღარ ჩაატარონ პროპორციული არჩევნები. მაგრამ მგონი აქამდე საქმე არ მივა, „ოცნება" აქამდე ვერ გაატანს, იმიტომ, რომ ისინი მიდიან ყველანაირი კანონზომიერების და ხალხის ნების წინააღმდეგ. მათ აღარ შერჩათ ლეგიტიმაცია იმდენიც კი, რომ ბოლო ერთი წელიც ნორმალურად ჩაამთავრონ და ახლა აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ 2024-შიც ჩაატარონ არჩევნები მაჟორიტარულით, რომლის სურვილიც აქვთ“, - განაცხადა შარაშენიძემ.

წერა-კითხვის უცოდინარი ორი ადამიანი - ივანიშვილი და კალაძე დაგვცინის ამხელა ხალხს - ცუდად დამთავრდება ეს ამბავი, ამაში დარწმუნებული ვარ, - ამ სიტყვებით შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება.

ბერძენიშვილი მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააჟღერა და მას „დაცინვა“ უწოდა.

„რა უნდა ვთქვა?! ძალიან არასერიოზულია. 2020 წელს რა იქნება ვის აინტერესებს, ან ის, რაც ისედაც გვაქვს 2024 წელს, რატომ უნდა დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ?! კახა კალაძე ეტყობა საერთოდ არ არის დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხი რამეში ერკვევა, ოდნავ მაინც. ასეთი დაცინვა როგორ შეიძლება? ეს არის სრულიად წარმოუდგენელი ცინიზმი და კიდევ ნიშანი იმის, რომ როგორიც თვითონაა ინტელექტუალურად, ასეთი ჰგონია მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, უცხოეთი, მსოფლიო, თურმე კალაძის სასაცილოები ვყოფილვართ. ეგ ორი - კალაძე და ივანიშვილი ერთმანეთს დაუჯდეს და ერთმანეთს დასცინონ. ეს ორი წერა კითხვის უცოდინარი დაგვცინის ამხელა ხალხს - ცუდად დამთავრდება ეს ამბავი, ამაში დარწმუნებული ვარ,“ - განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება კალაძის მიერ გაჟღარებულ მეორე ინიციატივას, რომელიც ზოგიერთ საარჩევნო ოლქში კანდიდატების არდაყენებას შეეხება, ბერძენიშვილი ამბობს, რომ ამ ინიციატივით პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა ვერ მოხდება.

„სისულელეა, მაგას ვინ ენდობა? ჩვენ პატარა ბავშვები არ ვართ. ყველაფერი ნანახი აქვს ამ ქვეყანას უკვე. ამ განცხადებით თუ აპირებენ ჩაახშონ ეს მოძრაობა და დაწიონ ტემპერატურა, მგონი, უბრალოდ სულელები არიან“, - დასძინა ლევან ბერძენიშვილმა.

ეს არის პროვინციული სპექტაკლი, სადაც რეჟისორიც და მსახიობებიც არაპროფესიონალები არიან და უხარისხო სპექტაკლებს დგამენ, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება.

მისი თქმით, დღეს სისტემური დიალოგისკენ და კონსენსუსისკენ გადადგმული ვერც ერთი ნაბიჯი ვერ დაინახა.

„ჩემთვის გაურკვეველია, რას ეძღვნებოდა დღევანდელი ბრიფინგი, სადაც ფაქტობრივად იყო „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აპელირება, ისევ „სისხლიან 9 წელზე“ რიტორიკა და არანაირი კონსტრუქციული შემოთავაზება. ეს ხომ ისედაც ვიცოდით?! გუშინ შექმნეს მოლოდინი, რომ რაღაცას გამოაცხადებდნენ და დღეს თქვეს, რომ არც არაფერს ვცვლითო. ერთადერთი თქვეს, ვითომ მაჟორიტარებს არ დავაყენებთო, მაგრამ ეს მკვდრადშობილი ინიციატივაა. ჯერ ერთი, არ არსებობს კრიტერიუმი, რითაც ამ სიტუაციის მოდელირებაა შესაძლებელი, გარდა ამისა, მათ ამით ვირეშმაკული გეგმა გაშიფრეს, ისევ ფსევდოდამოუკიდებელ დეპუტატებზე აპირებენ აქცენტის გაკეთებას, როგორც სალომე ზურაბიშვილი იყო დამოუკიდებელი დეპუტატი ვითომ. გვეთამაშებიან და ჩვენ ყველა ვგონივართ ბრიყვები. ამას პოლიტიკური ტექნოლოგიაც არ ჰქვია, ეს არის პროვინციული უხარისხო თამაშის მცდელობის შეფუთვის მცდელობა და მეტი არაფერი. ეს არის პროვინციული სპექტაკლი, სადაც რეჟისორიც არაპროფესიონალია, მსახიობებიც არაპროფესიონალები არიან და დგამენ უხარისხო სპექტაკლებს დაწყებული მაჟორიტარების ე.წ. ამბოხებიდან, დღემდე და ჩვენც იძულებულები ვართ ამ პროვინციულ სპექტაკლს ვუყუროთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სხვა ამ სოფელში გასართობი არაფერი არ არის. იდიოტიზმში ამყოფებენ მთელ ქვეყანას“,-განაცხადა გია ხუხაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ხელისუფლება ისევ კონფრონტაციაზე მიდის და აღნიშნულის მიზეზი შიშია, თუმცა რისი შიში, როგორც ექსპერტი ამბობს, თავად „ქართულ ოცნებას“ ვერ გაურკვევია.

„ისევ კუნთების თამაშზე აკეთებენ აქცენტებს და ისევ ემზადებიან მორიგი შეთქმულების თეორიის შესათხაზავად, როგორ თხრის მიშა ლონდონიდან ბომბეისკენ გვირაბს. ეს აფექტის ბრალია, გადაულახავი შიშია თუ კიდევ რა არის მიზეზი, ამას სერიოზული დიაგნოზი სჭირდება და ეს დიაგნოზი ალბათ დაისმება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი 2020 წლის საპარლამენტო, ან 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დღეს ჩატარდეს. ამასთან, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, გადაწყვიტეს, არ დააყენონ „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც, „ნაცმოძრაობის“ და მისი დანამატების გარდა, ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს ექნებათ გამარჯვების შანსი.