სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლინიკაში არ დატოვეს... სახლში მოვედით, დავაწვინე და ხელებში ჩამაკვდა" - 65 წლის ქალის გარდაცვალებაში შვილი ექიმებს ადანაშაულებს
"კლინიკაში არ დატოვეს... სახლში მოვედით, დავაწვინე და ხელებში ჩამაკვდა" - 65 წლის ქალის გარდაცვალებაში შვილი ექიმებს ადანაშაულებს

არ­ცთუ ისე იშ­ვი­ა­თად პა­ცი­ენ­ტე­ბი და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ექი­მებს და­უ­დევ­რო­ბა­ში, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და გულ­გრი­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო არა­ერთ ასეთ სა­ჩი­ვარს გა­ნი­ხი­ლავს. არა­ერ­თი ექი­მი დას­ჯი­ლა ჩა­დე­ნი­ლი გა­დაც­დო­მის­თვის. ექიმს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­უ­ჩერ­დეს ერ­თი­დან 6 თვემ­დე, ან, თუ შემ­თხვე­ვა უმ­ძი­მე­სია, გა­უ­უქ­მდეს სერ­ტი­ფი­კა­ტი.

ხში­რად მათ რამ­დე­ნი­მე თვით უჩე­რე­ბენ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას და შემ­დეგ სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ, ეს კი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის პრო­ტესტს იწ­ვევს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

გვან­ცა ფო­ფხა­ძე დე­დის, ხა­თუ­ნა (ნა­ტა­ლია) ჩი­მა­კა­ძის სიკ­ვდილ­ში ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლებს და უკვე მე­ექ­ვსე თვეა, მათ დას­ჯას ელო­დე­ბა.

- 65 წლის დე­დას წნე­ვის გარ­და არა­ფე­რი აწუ­ხებ­და. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი თვით ადრე თავ­ბრუ და­ეხ­ვა, სამ­სა­ხურ­ში კი­ბე­ზე წა­ბორ­ძიკ­და და ეს გა­დაღ­ლი­ლო­ბას და­ვაბ­რა­ლეთ, თუმ­ცა მა­შინ­ვე მი­ვე­დით რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექიმ ზვი­ად მა­თეშ­ვილ­თან. რა­საც დედა ად­რეც სვამ­და - წნე­ვის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელს და გუ­ლის მკვე­ბავს - ისი­ნი მო­უხ­სნა და და­უ­ნიშ­ნა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი.

ვი­ყი­დეთ­ და და­ი­წყო მკურ­ნა­ლო­ბა, მაგ­რამ სამ­ჯერ გული წა­უ­ვი­და. რამ­დენ­ჯერ­მე და­ვუ­რე­კე ექიმს, რომ დედა წამ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ ცუ­დად იყო და ხომ არ აჯო­ბებ­და შეგ­ვე­წყვი­ტა მკურ­ნა­ლო­ბა. გვი­თხრა, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, გა­აგ­რძე­ლეთ მკურ­ნა­ლო­ბაო. ასეც მო­ვი­ქე­ცით, მაგ­რამ რაც დრო გა­დი­ო­და, უფრო ცუ­დად გრძნობ­და თავს. ექი­მი ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ მისი და­ნიშ­ნუ­ლი წამ­ლე­ბი უკუჩ­ვე­ნე­ბას არ გა­მო­იწ­ვევ­და­, არა­და ყვე­ლა წა­მალს ინ­სტრუქ­ცი­ა­ში სწო­რედ ის უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი ეწე­რა, რაც დე­დას სჭირ­და.

მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბი­დან ერთი თვის შემ­დეგ დე­დას სამ­სა­ხურ­ში გული წა­უ­ვი­და. "სას­წრა­ფომ" ისევ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიგ­ვიყ­ვა­ნა და ისევ ექიმ მა­თეშ­ვი­ლის ხელ­ში აღ­მოვ­ჩნდით. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი­აო, გვი­თხრეს. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იწვა და მხო­ლოდ გა­დას­ხმას უკე­თებ­დნენ.

- მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მო­უხ­სნეს?

- მო­უხ­სნეს. მე­ო­რე დღეს ჩვეუ­ლებ­რი­ვად­ იყო. მარ­კეტ­ში ნა­ყი­დი მა­წო­ნი ვა­ჭა­მე - ახლა მე­უბ­ნე­ბი­ან, თით­ქოს მაწ­ვნით მო­ი­წამ­ლა და ამი­ტომ გარ­და­იც­ვა­ლა! მას შემ­დეგ, რაც კო­რო­ნა­როგ­რა­ფია გა­უ­კე­თეს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სა­ღა­მოს მდგო­მა­რე­ო­ბა­ და­უმ­ძიმ­და, მა­ინც პა­ლა­ტა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იქა­უ­რი პა­ლა­ტა და პი­რო­ბე­ბი ცალ­კე თე­მაა - 80-იანი წლე­ბის გად­მო­ნაშ­თია!

დედა ვერ სუნ­თქავ­და, კი­დევ უფრო ცუ­დად შე­იქ­ნა და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თან გა­მო­მი­ცხა­დეს, მა­წონ­მა მო­წამ­ლაო (არა­და ქილა კი­დევ ერთხელ გა­და­ვა­მოწ­მე და ვა­და­გა­სუ­ლი არ იყო). თა­ნაც წი­ნა­დღეს ნა­ჭამ­მა მა­წონ­მა მე­ო­რე სა­ღა­მოს მო­წამ­ლა?

იმ ღა­მეს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და­ტო­ვეს. მე­ო­რე­ დი­ლით დე­დამ 7 სა­ათ­ზე და­მი­რე­კა, ახლა ერთ გა­დას­ხმას გა­მი­კე­თე­ბენ და 9 სა­ათ­ზე­ მო­მა­კი­თხეთ, ექი­მი სახ­ლში მიშ­ვებ­სო. ჩემი აზ­რით, დე­დას შე­ტე­ვა იყო კო­რო­ნა­როგ­რა­ფი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი, და­ით­რომ­ბა სის­ხლი და ამან გა­მო­იწ­ვია ღე­ბი­ნე­ბა. ხელი ერთი სა­ა­თი ჰქონ­და გა­დახ­ვე­უ­ლი, არა­და, მთე­ლი დღე უნდა ჰქო­ნო­და! ამ­ხე­ლა­ პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ თა­ვი­სი ფე­ხით ატა­რეს! ეტლი ვერ ვნა­ხე, რომ და­მეს­ვა და პა­ლა­ტამ­დე მი­მეყ­ვა­ნა!

სა­ნამ წა­ვიყ­ვან­დი, მა­თეშ­ვილს ვკი­თხე, ხომ არ ჯო­ბია, კლი­ნი­კა­ში დავ­ტო­ვოთ-მეთ­ქი. არაო, მი­თხრა, ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტი აღარ არის, კო­რო­ნა­როგ­რა­ფი­ის დას­კვნით­ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია, 10 დღე­ში მო­მიყ­ვა­ნე­ და 90 წლამ­დე იცო­ცხლებს, პი­რო­ბას გაძ­ლე­ვო.

და­სუს­ტე­ბუ­ლი ძლივს ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე ეზო­ში. ორ­ჯერ გა­ჩერ­და გზა­ში, მაგ­რამ იძულ­ებუ­ლი ვი­ყა­ვი, წა­მო­მეყ­ვა­ნა, რად­გან კლი­ნი­კა­ში არ და­ტო­ვეს. ჩავ­სვი მან­ქა­ნა­ში და 10 წუთ­ში სახ­ლში ვი­ყა­ვით. რო­გორც კი შე­ვე­დით, დე­დამ ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ და და­მაწ­ვი­ნეო. და­ვაწ­ვი­ნე და ხე­ლებ­ში ჩა­მაკ­ვდა...დედა ექი­მე­ბის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და გულ­გრი­ლო­ბას შე­ე­წი­რა!

ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ რეს­პუბ­ლი­კურ­ში მი­სულს პა­ლა­ტის ექი­მი ლალი ფა­ცია და­მე­მა­ლა. გან­ყო­ფილ­ების გამ­გე მა­მუ­კა ქო­ბა­ლა­ვა დამ­პირ­და, რომ მე­ო­რე დღეს და­ნიშ­ნავ­და თათ­ბირს და მო­იწ­ვევ­და სპე­ცი­ა­ლის­ტებს, მაგ­რამ... ეს ექი­მე­ბი დღემ­დე მუ­შა­ო­ბენ. ფა­ცია იმ დღე­ებ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და. არც ადარ­დებს, მისი უცო­დი­ნა­რო­ბით პა­ცი­ენ­ტი რომ გარ­და­იც­ვა­ლა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
განდეგილი
6

კიდევ მრავალი ექვსი თვე გაივლის ამ განუკითხავ წუთისოფელში,უბრალო ადამიანები სამართალს ვერ ვიპოვით.უფალს ებარებოდეს!

ლალი
10

რახან დაინახეთ, რომ წამალი წყენდა, თვითონვე უნდა შეგეწყვიტათ და სხვა ექიმთან მიგეყვანათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კლინიკაში არ დატოვეს... სახლში მოვედით, დავაწვინე და ხელებში ჩამაკვდა" - 65 წლის ქალის გარდაცვალებაში შვილი ექიმებს ადანაშაულებს

"კლინიკაში არ დატოვეს... სახლში მოვედით, დავაწვინე და ხელებში ჩამაკვდა" - 65 წლის ქალის გარდაცვალებაში შვილი ექიმებს ადანაშაულებს

არცთუ ისე იშვიათად პაციენტები და მათი ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში, არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობაში ადანაშაულებენ. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო არაერთ ასეთ საჩივარს განიხილავს. არაერთი ექიმი დასჯილა ჩადენილი გადაცდომისთვის. ექიმს უფლებამოსილება შეიძლება შეუჩერდეს ერთიდან 6 თვემდე, ან, თუ შემთხვევა უმძიმესია, გაუუქმდეს სერტიფიკატი.

ხშირად მათ რამდენიმე თვით უჩერებენ უფლებამოსილებას და შემდეგ სამედიცინო საქმიანობას აგრძელებენ, ეს კი დაზარალებული ოჯახების პროტესტს იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტი გარდაიცვალა.

გვანცა ფოფხაძე დედის, ხათუნა (ნატალია) ჩიმაკაძის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს და უკვე მეექვსე თვეა, მათ დასჯას ელოდება.

- 65 წლის დედას წნევის გარდა არაფერი აწუხებდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე თავბრუ დაეხვა, სამსახურში კიბეზე წაბორძიკდა და ეს გადაღლილობას დავაბრალეთ, თუმცა მაშინვე მივედით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმ ზვიად მათეშვილთან. რასაც დედა ადრეც სვამდა - წნევის მარეგულირებელს და გულის მკვებავს - ისინი მოუხსნა და დაუნიშნა ძვირად ღირებული მედიკამენტები.

ვიყიდეთ და დაიწყო მკურნალობა, მაგრამ სამჯერ გული წაუვიდა. რამდენჯერმე დავურეკე ექიმს, რომ დედა წამლების მიღების შემდეგ ცუდად იყო და ხომ არ აჯობებდა შეგვეწყვიტა მკურნალობა. გვითხრა, არავითარ შემთხვევაში, გააგრძელეთ მკურნალობაო. ასეც მოვიქეცით, მაგრამ რაც დრო გადიოდა, უფრო ცუდად გრძნობდა თავს. ექიმი ირწმუნებოდა, რომ მისი დანიშნული წამლები უკუჩვენებას არ გამოიწვევდა, არადა ყველა წამალს ინსტრუქციაში სწორედ ის უკუჩვენებები ეწერა, რაც დედას სჭირდა.

მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ დედას სამსახურში გული წაუვიდა. "სასწრაფომ" ისევ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიგვიყვანა და ისევ ექიმ მათეშვილის ხელში აღმოვჩნდით. განსაკუთრებული არაფერიაო, გვითხრეს. რეანიმაციაში იწვა და მხოლოდ გადასხმას უკეთებდნენ.

- მედიკამენტები მოუხსნეს?

- მოუხსნეს. მეორე დღეს ჩვეულებრივად იყო. მარკეტში ნაყიდი მაწონი ვაჭამე - ახლა მეუბნებიან, თითქოს მაწვნით მოიწამლა და ამიტომ გარდაიცვალა! მას შემდეგ, რაც კორონაროგრაფია გაუკეთეს, იმის მიუხედავად, რომ საღამოს მდგომარეობა დაუმძიმდა, მაინც პალატაში გადაიყვანეს. იქაური პალატა და პირობები ცალკე თემაა - 80-იანი წლების გადმონაშთია!

დედა ვერ სუნთქავდა, კიდევ უფრო ცუდად შეიქნა და რეანიმაციაში გადაიყვანეს, თან გამომიცხადეს, მაწონმა მოწამლაო (არადა ქილა კიდევ ერთხელ გადავამოწმე და ვადაგასული არ იყო). თანაც წინადღეს ნაჭამმა მაწონმა მეორე საღამოს მოწამლა?

იმ ღამეს რეანიმაციაში დატოვეს. მეორე დილით დედამ 7 საათზე დამირეკა, ახლა ერთ გადასხმას გამიკეთებენ და 9 საათზე მომაკითხეთ, ექიმი სახლში მიშვებსო. ჩემი აზრით, დედას შეტევა იყო კორონაროგრაფიით გამოწვეული, დაითრომბა სისხლი და ამან გამოიწვია ღებინება. ხელი ერთი საათი ჰქონდა გადახვეული, არადა, მთელი დღე უნდა ჰქონოდა! ამხელა პროცედურის შემდეგ თავისი ფეხით ატარეს! ეტლი ვერ ვნახე, რომ დამესვა და პალატამდე მიმეყვანა!

სანამ წავიყვანდი, მათეშვილს ვკითხე, ხომ არ ჯობია, კლინიკაში დავტოვოთ-მეთქი. არაო, მითხრა, ჩვენი პაციენტი აღარ არის, კორონაროგრაფიის დასკვნით ყველაფერი წესრიგშია, 10 დღეში მომიყვანე და 90 წლამდე იცოცხლებს, პირობას გაძლევო.

დასუსტებული ძლივს ჩამოვიყვანე ეზოში. ორჯერ გაჩერდა გზაში, მაგრამ იძულებული ვიყავი, წამომეყვანა, რადგან კლინიკაში არ დატოვეს. ჩავსვი მანქანაში და 10 წუთში სახლში ვიყავით. როგორც კი შევედით, დედამ ძალიან ცუდად ვარ და დამაწვინეო. დავაწვინე და ხელებში ჩამაკვდა...დედა ექიმების არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობას შეეწირა!

ამ ტრაგედიის შემდეგ რესპუბლიკურში მისულს პალატის ექიმი ლალი ფაცია დამემალა. განყოფილების გამგე მამუკა ქობალავა დამპირდა, რომ მეორე დღეს დანიშნავდა თათბირს და მოიწვევდა სპეციალისტებს, მაგრამ... ეს ექიმები დღემდე მუშაობენ. ფაცია იმ დღეებში დასასვენებლად საზღვარგარეთ წავიდა. არც ადარდებს, მისი უცოდინარობით პაციენტი რომ გარდაიცვალა წაიკითხეთ ვრცლად

პატრიარქი - სამწუხარო ფაქტია, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის

რომელი ცნობილი ქართველი ვარსკვლავის სიძეა მიხეილ ყაველაშვილი - პარლამენტარის ოჯახური ფოტოები

როგორ მოვამზადო ავტომობილი ტექ-დათვალიერებისთვის