სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონა ფილმიდან "ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა"  - როგორ ცხოვრობს მარიკა გიორგობიანი რეჟისორ მეუღლესთან ერთად გერმანიაში
გოგონა ფილმიდან "ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა"  - როგორ ცხოვრობს მარიკა გიორგობიანი რეჟისორ მეუღლესთან ერთად გერმანიაში

"ოთხი შარ­ვა­ლი და ერთი ჩი­თის კაბა" - რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ გა­და­ღე­ბუ­ლი ალე­კო ნი­ნუ­ას ეს ფილ­მი სოფ­ლის მე­ქა­ნი­ზა­ტორ ფი­რუ­ზა­სა და დე­დი­სერ­თა­ ნუ­ნუ­კას სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავს მოგ­ვი­თხრობს. "ნუ­ნუ­კა, გე­ნაც­ვა­ლოს დედა, ოთა­რი­სა­გან წე­რი­ლი მი­ვი­ღეთ. შენ­თვის თურ­მე დუბ­ლი­ონ­კა უყი­დია. ცო­ცხა­ლი თა­ვით უმან­ქა­ნოდ არ ჩა­მო­ვალ­თო, გეს­მის?" - ამა­ოდ ლა­მობს მა­ტე­რი­ა­ლუ­რით მო­ხიბ­ლოს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­აც­ვლე­ვი­ნოს ჩი­თის­კა­ბი­ან სა­პა­ტარ­ძლოს დე­და­მის­მა. ნუ­ნუ­კას მაზ­ლე­ბი კი აქეთ ცდი­ლო­ბენ თავი მო­ა­წო­ნონ ფი­რუ­ზას ცხვი­რაბ­ზუ­ე­ბულ სა­სი­დედ­როს: "მოვ­რჩე­ბით ხვნას და სახ­ლის გა­მარ­თვა­საც და­ვი­წყებთ. ცივ ნი­ავს არ მი­ვა­კა­რებთ ნუ­ნუ­კა­სა. აი, ფი­რუ­ზა ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ა­ბა­რებს. ფე­რად ტე­ლე­ვი­ზორ­საც გა­მო­ვი­ტანთ, კრუხ­საც დავ­სვამთ".

ნუ­ნუ­კას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მა­რი­კა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი­ ოჯახ­თან ერ­თად ბერ­ლინ­ში ცხოვ­რობს. მისი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძეა. რო­დე­საც ფილ­მი გა­მო­ვი­და, მა­შინ მა­რი­კა 14 წლის ყო­ფი­ლა.

- 55-ე სკო­ლა­ში კი­ნოს­ტუ­დი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ, ფილ­მის­თვის გო­გო­ნას ეძებ­დნენ, და მე­ო­რე რე­ჟი­სორ­მა, აზა ქო­რელ­მა კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში წა­მიყ­ვა­ნა­. ფი­რუ­ზას როლ­ზე უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ჰყავ­დათ გეგა კო­ბა­ხი­ძე, მა­შინ 16 წლის იყო, მაგ­რამ უკვე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ.გა­და­ღე­ბა გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გარ­და­ტენ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.­ მე, რო­გორც არას­რულ­წლო­ვანს, ბე­ბია მახ­ლდა. სა­სა­ცი­ლო ის იყო, ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი და ცოტა ქალს რომ დავ­მსგავ­სე­ბო­დი, სპე­ცი­ა­ლუ­რი კორ­სე­ტი მო­მარ­გეს, გრიმ­საც მი­კე­თებ­დნენ.

- "ფი­რუ­ზი, მოდი, კა­კაო და­ლიე" - ფილ­მის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფრა­ზა იყო.

- ფილ­მი რომ გა­მო­ვი­და, ვინც კი და­მი­ნა­ხავ­და, ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი, ყვე­ლა ამ ფრა­ზას მო­მა­ძა­ხებ­და. თა­ვი­დან ძა­ლი­ან მომ­წონ­და, მერე ცოტა დამ­ღლე­ლი იყო.

- რო­გორ გაგ­რძელ­და თქვე­ნი და გე­გას ურ­თი­ერ­თო­ბა?

- ვხვდე­ბო­დით, კი­ნო­ში დავ­დი­ო­დით. გეგა ბევ­რად ღრმა იყო, ვიდ­რე სხვა მისი ასა­კის ბი­ჭე­ბი. მახ­სოვს, პრე­მი­ე­რის შემ­დეგ რო­მე­ლი­ღაც ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი შეგ­ვხვდა. გვკი­თხა, ვინ გინ­დათ ითა­მაშ­ოთო. მე ბავ­შვუ­რად მი­ვუ­გე,­ მიუ­ზი­კლში-მეთ­ქი, გე­გამ კი, მე ჰამ­ლე­ტი მინ­და გან­ვა­სა­ხი­ე­როო.

- თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის ამ­ბა­ვი­ ამ ფილ­მის პრე­მი­ე­რი­დან 6 წლის მერე მოხ­და...

- ამ დრო­ის­თვის უკვე ფეხ­მძ­იმედ ვი­ყა­ვი და იშ­ვი­ა­თად ვურ­თი­ერ­თობ­დით. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ზე­ პირ­ვე­ლად გე­გას­თან ვი­სა­უბ­რე, გა­და­ღე­ბის დროს.

- რას ამ­ბობ­და?

- ამ­ბობ­და, რომ საბ­ჭო­თა სის­ტე­მა ადა­მი­ანს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმს არ­თმევს.­ ის, რომ არ უნ­დო­და საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ცხოვ­რე­ბა, გა­სა­გე­ბი იყო, თუმ­ცა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი ჩემ­თვის შოკი იყო, რად­გან გეგა არ იყო აგ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, მით უმე­ტეს, მკვლე­ლი.

- მიკ­ვირს, თე­ატ­რა­ლურ­ზე რომ არ ჩა­ა­ბა­რეთ...

- ძა­ლი­ან მინ­დო­და, მაგ­რამ ოჯა­ხი კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. ამი­ტომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე­ო­ბა­ზე ჩა­ვა­ბა­რე.

- მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, საკ­მა­ოდ გრძე­ლია თქვე­ნი ფილ­მოგ­რა­ფი­ის სია.

- პირ­ვე­ლი ფილ­მის შემ­დეგ დიდი პა­უ­ზა მქონ­და, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც აღ­მოვ­ჩნდი კი­ნო­ში, ათამ­დე ფილმში ვი­თა­მა­შე.

- გერ­მა­ნი­ა­ში გა­დას­ვლა რო­დის­ გა­და­წყვი­ტეთ?

- ბერ­ლინ­ში 2001 წლი­დან ვცხოვ­რობთ, დი­ტომ გერ­მა­ნუ­ლი ფილ­მი­ გა­და­ი­ღო და დავ­რჩით.­ ახლა გერ­მა­ნულ ენას ვას­წავ­ლი ბერ­ლი­ნის სა­ხალ­ხო უმაღ­ლეს სკო­ლა­ში. ამ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რად ტო­ლე­რან­ტუ­ლი გავ­ხდი, შე­მიძ­ლია ვიყო ის, ვინც ვარ და არ ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი სხვის აზ­რზე.

სა­ქარ­თვე­ლოს ცხოვ­რე­ბას აქე­დან­ უფრო სხვა­ნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლად­ ვერ წყვეტს თა­ვის ბედს. ის ფსევ­დოკ­ო­მუ­ნის­ტუ­რი, გარ­ყვნი­ლი სის­ტე­მის მსხვერ­პლია. თა­ო­ბე­ბი სჭირ­დე­ბა ცვლი­ლე­ბებს.

- ბა­ტონ­მა დი­ტომ ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, რომ­ლის მოწ­მე და ხე­ლის შემ­წყო­ბიც თქვენ ბრძან­დე­ბით.

- დიტო უაღრ­ესად თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნია. სა­ოც­რად უყ­ვარს თა­ვი­სი პრო­ფე­სია.

- რამ­დე­ნი წე­ლია ერ­თად ხართ?

- 30 წელი. გვყავს ერთი სა­ერ­თო შვი­ლი - ნი­კო­ლო­ზი. ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი დათო დი­ტოს­ მა­მას ეძა­ხის.

- "შინ­დი­სი" ბა­ტო­ნი დი­ტოს ბოლო ფილ­მია, რო­მელ­საც დიდი ალ­ბა­თო­ბით "ოს­კარ­ზე" წა­რად­გე­ნენ.

- იმე­დი გვაქვს... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

წარმატებებს და სულიერ სიმშვიდეს ვუსურვებ მარიკა გიორგობიანს, ჩემ კლასელს, საყვარელ გოგოს

nanka
1

saintereso tema iko zalian, mikvars es filmi, ase ar jobiaa gagvaxsenet msaxiobebi, gtxoovt gvitxrat kidev ras saqmianoben - otxi ambavi telefonit- am filmis personajebi

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

გოგონა ფილმიდან "ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა"  - როგორ ცხოვრობს მარიკა გიორგობიანი რეჟისორ მეუღლესთან ერთად გერმანიაში

გოგონა ფილმიდან "ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა"  - როგორ ცხოვრობს მარიკა გიორგობიანი რეჟისორ მეუღლესთან ერთად გერმანიაში

"ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა" - რამდენიმე ათეული წლის წინ გადაღებული ალეკო ნინუას ეს ფილმი სოფლის მექანიზატორ ფირუზასა და დედისერთა ნუნუკას სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. "ნუნუკა, გენაცვალოს დედა, ოთარისაგან წერილი მივიღეთ. შენთვის თურმე დუბლიონკა უყიდია. ცოცხალი თავით უმანქანოდ არ ჩამოვალთო, გესმის?" - ამაოდ ლამობს მატერიალურით მოხიბლოს და გადაწყვეტილება შეაცვლევინოს ჩითისკაბიან საპატარძლოს დედამისმა. ნუნუკას მაზლები კი აქეთ ცდილობენ თავი მოაწონონ ფირუზას ცხვირაბზუებულ სასიდედროს: "მოვრჩებით ხვნას და სახლის გამართვასაც დავიწყებთ. ცივ ნიავს არ მივაკარებთ ნუნუკასა. აი, ფირუზა ინსტიტუტში ჩააბარებს. ფერად ტელევიზორსაც გამოვიტანთ, კრუხსაც დავსვამთ".

ნუნუკას როლის შემსრულებელი მარიკა გიორგობიანი ოჯახთან ერთად ბერლინში ცხოვრობს. მისი მეუღლე ცნობილი რეჟისორი დიმიტრი ცინცაძეა. როდესაც ფილმი გამოვიდა, მაშინ მარიკა 14 წლის ყოფილა.

- 55-ე სკოლაში კინოსტუდიის თანამშრომლები მოვიდნენ, ფილმისთვის გოგონას ეძებდნენ, და მეორე რეჟისორმა, აზა ქორელმა კინოსტუდიაში წამიყვანა. ფირუზას როლზე უკვე დამტკიცებული ჰყავდათ გეგა კობახიძე, მაშინ 16 წლის იყო, მაგრამ უკვე ცნობილი მსახიობი გახლდათ.გადაღება გორის რაიონის სოფელ გარდატენში მიმდინარეობდა. მე, როგორც არასრულწლოვანს, ბებია მახლდა. სასაცილო ის იყო, ძალიან გამხდარი ვიყავი და ცოტა ქალს რომ დავმსგავსებოდი, სპეციალური კორსეტი მომარგეს, გრიმსაც მიკეთებდნენ.

- "ფირუზი, მოდი, კაკაო დალიე" - ფილმის ყველაზე ცნობილი ფრაზა იყო.

- ფილმი რომ გამოვიდა, ვინც კი დამინახავდა, ნაცნობი თუ უცნობი, ყველა ამ ფრაზას მომაძახებდა. თავიდან ძალიან მომწონდა, მერე ცოტა დამღლელი იყო.

- როგორ გაგრძელდა თქვენი და გეგას ურთიერთობა?

- ვხვდებოდით, კინოში დავდიოდით. გეგა ბევრად ღრმა იყო, ვიდრე სხვა მისი ასაკის ბიჭები. მახსოვს, პრემიერის შემდეგ რომელიღაც ტელეჟურნალისტი შეგვხვდა. გვკითხა, ვინ გინდათ ითამაშოთო. მე ბავშვურად მივუგე, მიუზიკლში-მეთქი, გეგამ კი, მე ჰამლეტი მინდა განვასახიეროო.

- თვითმფრინავის ბიჭების ამბავი ამ ფილმის პრემიერიდან 6 წლის მერე მოხდა...

- ამ დროისთვის უკვე ფეხმძიმედ ვიყავი და იშვიათად ვურთიერთობდით. საბჭოთა კავშირზე პირველად გეგასთან ვისაუბრე, გადაღების დროს.

- რას ამბობდა?

- ამბობდა, რომ საბჭოთა სისტემა ადამიანს თავისუფლებასა და ინდივიდუალიზმს ართმევს. ის, რომ არ უნდოდა საბჭოთა კავშირში ცხოვრება, გასაგები იყო, თუმცა ტერორისტული აქტი ჩემთვის შოკი იყო, რადგან გეგა არ იყო აგრესიული ადამიანი, მით უმეტეს, მკვლელი.

- მიკვირს, თეატრალურზე რომ არ ჩააბარეთ...

- ძალიან მინდოდა, მაგრამ ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ამიტომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობაზე ჩავაბარე.

- მიუხედავად ამისა, საკმაოდ გრძელია თქვენი ფილმოგრაფიის სია.

- პირველი ფილმის შემდეგ დიდი პაუზა მქონდა, თუმცა საბოლოოდ მაინც აღმოვჩნდი კინოში, ათამდე ფილმში ვითამაშე.

- გერმანიაში გადასვლა როდის გადაწყვიტეთ?

- ბერლინში 2001 წლიდან ვცხოვრობთ, დიტომ გერმანული ფილმი გადაიღო და დავრჩით. ახლა გერმანულ ენას ვასწავლი ბერლინის სახალხო უმაღლეს სკოლაში. ამ ქვეყანაში ბევრად ტოლერანტული გავხდი, შემიძლია ვიყო ის, ვინც ვარ და არ ვარ დამოკიდებული სხვის აზრზე.

საქართველოს ცხოვრებას აქედან უფრო სხვანაირად ვუყურებ. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ წყვეტს თავის ბედს. ის ფსევდოკომუნისტური, გარყვნილი სისტემის მსხვერპლია. თაობები სჭირდება ცვლილებებს.

- ბატონმა დიტომ ამხელა წარმატებას მიაღწია, რომლის მოწმე და ხელის შემწყობიც თქვენ ბრძანდებით.

- დიტო უაღრესად თავმდაბალი ადამიანია. საოცრად უყვარს თავისი პროფესია.

- რამდენი წელია ერთად ხართ?

- 30 წელი. გვყავს ერთი საერთო შვილი - ნიკოლოზი. ჩემი უფროსი შვილი დათო დიტოს მამას ეძახის.

- "შინდისი" ბატონი დიტოს ბოლო ფილმია, რომელსაც დიდი ალბათობით "ოსკარზე" წარადგენენ.

- იმედი გვაქვს... წაიკითხეთ სრულად

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს დაუბრუნდა? - პაპარაცებმა მსახიობი ჯონი ლი მილერის ბინაში "გამოიჭირეს"

ქეთა თოფურიამ შვილს ზღაპრული დაბადების დღე საქართველოში გადაუხადა - როგორი წვეულება გამართა მომღერალმა წყნეთის აგარაკზე

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის მხურვალე კოცნა - პაპარაცული კადრები, რომელიც წყვილის შერიგებას ადასტურებს