შსს-ს გორის პოლიციის სამმართველოსთან მოძრაობა „სირცხვილიას“ წვერები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ყველა იმ ქალაქში აპირებენ ჩასვლას, სადაც 18 ნოემბერს დაკავებული აქტივისტები იმყოფებიან.
„ჩვენ ჩავალთ ყველგან, სადაც იმყოფებიან 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულები. ამით გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მათ და ყველას დავანახოთ, რომ ამ ფორმით პროტესტს ვერ შეაჩერებენ. დააკავეს გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ზუკა ბერძენიშვილი და სხვები, მაგრამ გარეთ ვართ ჩვენ და ამ პროტესტს ჩვენ გავაგრძელებთ. იმ შემთხვევაში, თუ მეც დამაკავებენ სხვები შეძლებენ გაპროტესტებას“, - განაცხდა გორის პოლიციის იზოლატორთან „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა თამარ კაკაბაძემ.
გორის იზოლატორთან გამართული აქციის მოაწილეებმა დღესვე დააანონსეს 25 ნოემბრის აქცია პარლამენტთან და ხალხს მოუწოდეს, რომ აქციაზე მივიდნენ.
მართლ სირცხვილია ვისც და რასაც ემსაურებით,
გეთანხმები გოგა, მართლა სირცხვილია ეს უსაქმურები და უსირცხველოები ასე, რომ იქცევიან და კანონმდებლობა, რომ მათ ამდენ უფლებებს აძლევს.მარტო, რომ არიან ვერ ხვდებიან? თუ ყველაზე ჭკვიანი და საქართველოს მოყვარულებათ და მისი სიკეთისათვის გამორჩეულ პირებად თვლიან თავს, ვაი საცოდავო საქართველო მათი მსგავსების ხელში. ანალოგიურია ვითომ მოძრაობა გაბედეს წევრებიც.