საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობელი ვარ გუბაზის, ვალერის, ჩვენი ბიჭების" - მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა
"მადლობელი ვარ გუბაზის, ვალერის, ჩვენი ბიჭების" - მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­ევ­ში ყო­ფილ დე­პუ­ტა­ტებს გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს და ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ანს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­მა­სა­ლას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე ავ­რცე­ლებს.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ყვე­ლა მათ­განს ერთი რამ - სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი აერ­თი­ა­ნებთ.

„დღეს, გი­ორ­გო­ბის დღეს, შევ­ხვდით ჩვენს ძველ თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან და ოპო­ნენ­ტებ­თან ერ­თად. ის ხალ­ხი, ვინც ერ­თმა­ნეთს ვებ­რძო­დით, მაგ­რამ დღეს არის ერ­თი­ა­ნო­ბის დღე. დღეს არის დიდი დღე­სას­წა­უ­ლი. ჩვენ ყვე­ლას ერთი რამ გვა­ერ­თა­ნებს - გვიყ­ვარს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, სა­ქარ­თვე­ლო. ნა­ხეთ, რა მა­გა­რი ახალ­გაზ­რდო­ბა წა­მო­ვი­და. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რომ ამ ახალ­გაზ­რდებს გზა გა­ვუხ­სნათ სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნი­სა და მარ­თვის­კენ. ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ გუ­ბა­ზის, ვა­ლე­რის, ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის, რომ კი­ევ­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ჩემ­თვის ნი­შან­დობ­ლი­ვი სა­უბ­რე­ბი გვქონ­და. მარ­თლაც, ყვე­ლა­ფერს, ასაკ­თან, დროს­თან და გა­მოც­დი­ლე­ბას­თან ერ­თად ბევრ რა­ღაცს გა­და­ხე­დავს ადა­მი­ა­ნი. დრო­ის გად­მო­სა­ხე­დი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი რა­ღაც სხვა­ნა­ი­რად ჩანს. ერთი რამ ზუს­ტად ვიცი, რომ ერ­თი­ა­ნო­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს და გა­მარ­ჯვე­ბას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ წინ ვე­რა­ფე­რი და­უდ­გე­ბა. ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვართ გან­წყო­ბი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ამას­თან, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე აცხა­დებს, რომ ისი­ნი მო­ე­რივ­ნენ სა­კუ­თარ „მეს“, ეგო­იზმს, რად­გან გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თი­ა­ნო­ბაა.

“მინ­და მო­გი­წო­დოთ, ვი­ყოთ საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა­ზე, იმი­ტომ, რომ საქ­მე ეხე­ბა ჩვენს სამ­შობ­ლოს. ჩვენ სხვა­გან სამ­შობ­ლო არა გვაქვს. ჩვენ გა­დავ­დგით ნა­ბი­ჯი, ჩვენ გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩვენს თავ­საც გა­და­ვახ­ტით, მო­ვე­რი­ეთ ჩვენს ში­ნა­გან „მე“-ს, ეგო­იზმს და მიგ­ვაჩ­ნია ერთი რამ, რომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერ­თი­ა­ნო­ბაა ჩვე­ნი გა­მო­სა­ვა­ლი. მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­რაზმვა არის გა­მო­სა­ვა­ლი და ვფიქ­რობ, ჩვენ ამას მო­ვა­ხერ­ხებთ. იმი­ტომ, რომ ჩვენ, წე­სით, უნდა ვი­ყოთ ღირ­სე­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ნი ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის“, - გა­ნა­ცხა­და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ.

ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით კი, ისი­ნი 23 ნო­ემ­ბერს სიმ­ბო­ლუ­რად შე­იკ­რიბ­ნენ.

„ერის მო­მავ­ლის­თვის, სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის მო­მავ­ლის­თვის და ამ ერი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს შეკ­ვრი­სათ­ვის სა­ჭი­რო არის ერ­თი­ა­ნო­ბა, სა­ჭი­რო არის ბრძო­ლა და ჩვენ დღეს შე­ვიკ­რი­ბეთ სიმ­ბო­ლუ­რად 23 ნო­ემ­ბერს, კი­დევ ერთხელ ჩვენ ერს უნდა მივ­მარ­თოთ, რო­მელ­საც გა­უვ­ლია ბრძო­ლა სამ­შობ­ლოს გუ­ლის­თვის. ჩვე­ნი თა­ო­ბის ვა­ლია, რომ ამ კრი­ზი­სი­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ქვე­ყა­ნა”, - გა­ნა­ცხა­და ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ან­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 81 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფოთელი
46

თქვენ ქვეყნის სიყვარული გალაპარაკებთ თუ ფული, თქვენ დააქციეთ ქვეყანა თქვე სატანებო, გუბაზია!! ხომ გამოჩნდა ვინ ხარ, ერის მოღალატე,გამყიდველი, ფულისთვის რომ ყველაფერს იკადრებთ. გვარის შემრცხვენი. მრცხვენია რომ ვარ ქართველი თქვენი საქციელის შემყურე, ღმერთმა განგსაჯოთ

მიხო
32

ჩვენც მადლობელი ვართ ბატონი გუბაზის ქვეყნის გადასარჩენად ამდენს რომ წვალობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მადლობელი ვარ გუბაზის, ვალერის, ჩვენი ბიჭების" - მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა

"მადლობელი ვარ გუბაზის, ვალერის, ჩვენი ბიჭების" - მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ყოფილ დეპუტატებს გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ყველა მათგანს ერთი რამ - საქართველოს სიყვარული აერთიანებთ.

„დღეს, გიორგობის დღეს, შევხვდით ჩვენს ძველ თანამებრძოლებთან და ოპონენტებთან ერთად. ის ხალხი, ვინც ერთმანეთს ვებრძოდით, მაგრამ დღეს არის ერთიანობის დღე. დღეს არის დიდი დღესასწაული. ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერთანებს - გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, საქართველო. ნახეთ, რა მაგარი ახალგაზრდობა წამოვიდა. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ახალგაზრდებს გზა გავუხსნათ საქართველოს გადარჩენისა და მართვისკენ. ძალიან მადლობელი ვარ გუბაზის, ვალერის, ჩვენი ბიჭების, რომ კიევში ჩამოვიდნენ. ძალიან საინტერესო და ჩემთვის ნიშანდობლივი საუბრები გვქონდა. მართლაც, ყველაფერს, ასაკთან, დროსთან და გამოცდილებასთან ერთად ბევრ რაღაცს გადახედავს ადამიანი. დროის გადმოსახედიდან ძალიან ბევრი რაღაც სხვანაირად ჩანს. ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს და გამარჯვებას ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ წინ ვერაფერი დაუდგება. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ისინი მოერივნენ საკუთარ „მეს“, ეგოიზმს, რადგან გამოსავალი ერთიანობაა.

“მინდა მოგიწოდოთ, ვიყოთ საბრძოლო განწყობაზე, იმიტომ, რომ საქმე ეხება ჩვენს სამშობლოს. ჩვენ სხვაგან სამშობლო არა გვაქვს. ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, ჩვენ გარკვეულწილად ჩვენს თავსაც გადავახტით, მოვერიეთ ჩვენს შინაგან „მე“-ს, ეგოიზმს და მიგვაჩნია ერთი რამ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობაა ჩვენი გამოსავალი. მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დარაზმვა არის გამოსავალი და ვფიქრობ, ჩვენ ამას მოვახერხებთ. იმიტომ, რომ ჩვენ, წესით, უნდა ვიყოთ ღირსეული მემკვიდრენი ჩვენი წინაპრების“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ვალერი გელბახიანის განცხადებით კი, ისინი 23 ნოემბერს სიმბოლურად შეიკრიბნენ.

„ერის მომავლისთვის, სახელმწიფოს მშენებლობის მომავლისთვის და ამ ერისა და სახელმწიფოს შეკვრისათვის საჭირო არის ერთიანობა, საჭირო არის ბრძოლა და ჩვენ დღეს შევიკრიბეთ სიმბოლურად 23 ნოემბერს, კიდევ ერთხელ ჩვენ ერს უნდა მივმართოთ, რომელსაც გაუვლია ბრძოლა სამშობლოს გულისთვის. ჩვენი თაობის ვალია, რომ ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ ქვეყანა”, - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

სააკაშვილი ეპოქის გმირია, მისი პოლიტიკური წონის გარეშე ივანიშვილს ძვრას ვერავინ უყოფს - ბოდიში მომითხოვია და ნურავინ იბრიქება - გუბაზ სანიკიძე

LIVE "ნიუსრუმიდან" - გუბაზ სანიკიძე

"ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი" - თბილისის მერია "ფეიკ ნიუსების" წინააღმდეგ კამპანიას იწყებს