სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზი კრიმინალების სისხლიანი გარჩევის ვერსიები - რომელი ე.წ კანონიერი ქურდების სახელები ამოტივტივდა სოხუმში მომხდარ მკვლელობაში
აფხაზი კრიმინალების სისხლიანი გარჩევის ვერსიები - რომელი ე.წ კანონიერი ქურდების სახელები ამოტივტივდა სოხუმში მომხდარ მკვლელობაში

22 ნო­ემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 15:00 სა­ა­თის­თვის, სო­ხუ­მის ცენ­ტრში, კაფე „სან რე­მოს“ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან სამ­მა ნიღ­ბი­ან­მა ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გახ­სნა. თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ცნო­ბა, რომ სრო­ლე­ბის შე­დე­გად 3 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მათ შო­რის კა­ფეს თა­ნამ­შრო­მე­ლი 22 წლის გო­გო­ნა, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ გო­გო­ნა გა­დარ­ჩა, თუმ­ცა, უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბით კო­მა­შია.

შემ­თხვე­ვას ორი მა­მა­კა­ცი ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი, გუ­და­უ­თე­ლი ას­ტა­მურ შამ­ბა, იგი­ვე ას­ტი­კი და ალ­ხაზ ავი­ძ­ბა ემსხვერ­პლნენ. ისი­ნი ასე­ვე გუ­თა­უ­თე­ლი და აფხა­ზეთ­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის" რაულ ბარცბას, იგი­ვე “პი­ზას” დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი და ნათ­ლუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

ბოლო ხა­ნებ­ში აფხა­ზე­ბი აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რობ­დნენ ე.წ. კრი­მა­ნა­ლე­ბის პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებ­ზე, რაც გავ­ლე­ნე­ბის მო­პო­ვე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. გუ­შინ­დელ სის­ხლი­ან თავ­დას­ხმა­საც გავ­ლე­ნე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას უკავ­ში­რე­ბენ.

“პი­ზას” დაჯ­გუ­ფე­ბამ მო­ი­პო­ვა კონ­ტრო­ლი გა­ლის რა­ი­ონ­ზე, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, მათ არე­ა­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა მო­ი­სურ­ვეს, ანუ მათ ან “პი­ზას” სა­ხე­ლის მიღ­მა გა­და­წყვი­ტეს “კა­რი­ე­რის” გა­კე­თე­ბა, რაც შე­საძ­ლოა, ბარცბას გარ­მე­ოც­ვის სხვა წევ­რებ­მა არ აპა­ტი­ეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, ამას მოჰ­ყვა სრო­ლაც" - წე­რენ აფხა­ზე­ბი.

თუმ­ცა, არ­სე­ბობს კი­დევ არა­ერ­თი ვერ­სია - ერთ-ერ­თის თა­ნახ­მად, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ეს რამ­დე­ნი­მე წლის მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა იყოს, რო­დე­საც ამ დაჯ­გუ­ფე­ბას ქარ­თველ კრი­მი­ნალ­თან “ნიკო გაგ­რინ­სკის­თან” იგი­ვე, გაგ­რელ ნიკო დგე­ბუ­ა­ძეს­თან მო­უხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა.

"პიზა" და "ნიკო გაგ­რინ­სკი"

ერთი შე­ხედ­ვით, მკვლე­ლო­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის და­გეგ­მილს ჰგავს... 53 წლის “პი­ზას” გა­რე­მოც­ვა არა­ერ­თხელ “გა­მო­იხ­ში­რა" - მისი ხალ­ხი არა­ერ­თხელ და­უ­პი­რის­პირ­და სხვა კრი­მი­ნა­ლე­ბის, კონ­კრე­ტუ­ლად “ჯან­გვე­ლა­ძის კლანს”, ასე­ვე “ნიკო გაგ­რინ­სკის,” რომ­ლე­ბიც “გუ­ლის”, ანუ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის ნა­დირ სა­ლი­ფო­ვის კლა­ნის წევ­რე­ბი არი­ან.

არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ვერ­სია, რომ შე­საძ­ლოა, 2017 წელს, ასე­ვე სო­ხუ­მის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბის ამ­ბის გაგ­რე­ლე­ბა იყოს. მა­შინ “პი­ზის,” მხარ­დამ­ჭე­რებ­მა, ბარცბას­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი მე­ტო­ქე­ე­ბი - თე­მურ ახუ­ბა, იგი­ვე დინ­დი­რი და თე­მურ გვა­სა­ლია, ანუ “მა­კო­ლია” სას­ტი­კად სცე­მეს და ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის “სტა­ტუ­სიც” ჩა­მო­არ­თვეს.

მა­შინ ად­გი­ლობ­რივ “მი­ლი­ცი­ას” მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბაც არ და­უ­წყია, რად­გან “პი­ზამ” საქ­მე ზედა ეშე­ლო­ნებ­ში მო­აგ­ვა­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, “გული” სხვა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად, “პი­ზას” ეს­ტუმ­რა. მათ შო­რის და­ძა­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი ორ­მხრივ სრო­ლა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა დრო­საც ყვე­ლა მათ­გა­ნი და­იჭ­რა, გუ­და­უ­თე­ლი “ბარცბა” კი სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა.

“ამას აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბა გაგ­რე­ლე­ბა და არას­დროს დამ­თავ­რდე­ბა ეს ამ­ბე­ბი... იმ გო­გო­ნას, აკირ­თა­ვას, 2 წლის შვი­ლი ჰყავს. არა­ვინ იცის, გა­მო­ვა თუ არა კო­მი­დან და თუ გა­მო­ვა, სრულ­ყო­ფილ ცხოვ­რე­ბას თუ შეძ­ლებს.

დიდი მად­ლო­ბა ბა­ტონ ხა­ჯიმ­ბას, ასე­თი სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის და ჩვენს თავ­საც, ასე­თი “თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის" - წე­რენ აფხა­ზე­ბი.

ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, ავ­ტო­მან­ქა­ნა, სა­ი­და­ნაც სრო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, სო­ხუ­მის ერთ-ერთ რა­ი­ონ­ში დამ­წვა­რი იპო­ვეს.

ქა­ლაქ­ში ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მით მოქ­მე­დე­ბენ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. ჩა­კე­ტი­ლია ენ­გუ­რის ხიდი, რა­საც გა­ლე­ლე­ბი სო­ხუმ­ში მომ­ხდარ თავ­დას­ხმას უკავ­ში­რე­ბენ, რად­გან რამ­დე­ნი­მე პირ­ზე ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
maroko
4

teqstshi uamravi shecdomaa

Anna
29

სამწუხაროა ახალგაზრდების, აფხაზების დაღუპვა.. ცოტა არიან, ომმა გაანადგურა, ნარკოტიკები და ავარიები ბევრია..

შეიძლება ქართველებთან თბილი ურთიერთობის დამყარება არ აპატია ოკუპანტის ფსბ-მ?? ახალგაზრდებია, ომში არ იყვნენ და კარგი ურთიერთობა ქონდათ ქართველებთან..

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

აფხაზი კრიმინალების სისხლიანი გარჩევის ვერსიები - რომელი ე.წ კანონიერი ქურდების სახელები ამოტივტივდა სოხუმში მომხდარ მკვლელობაში

აფხაზი კრიმინალების სისხლიანი გარჩევის ვერსიები - რომელი ე.წ კანონიერი ქურდების სახელები ამოტივტივდა სოხუმში მომხდარ მკვლელობაში

22 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათისთვის, სოხუმის ცენტრში, კაფე „სან რემოს“ მიმართულებით, ავტომანქანიდან სამმა ნიღბიანმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ სროლების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის კაფეს თანამშრომელი 22 წლის გოგონა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონა გადარჩა, თუმცა, უმძიმესი დაზიანებით კომაშია.

შემთხვევას ორი მამაკაცი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, გუდაუთელი ასტამურ შამბა, იგივე ასტიკი და ალხაზ ავიძბა ემსხვერპლნენ. ისინი ასევე გუთაუთელი და აფხაზეთში ყველაზე გავლენიანი "კრიმინალური ავტორიტეტის" რაულ ბარცბას, იგივე “პიზას” დაჯგუფების წევრები და ნათლულები იყვნენ.

ბოლო ხანებში აფხაზები აქტიურად საუბრობდნენ ე.წ. კრიმანალების პოლიტიკურ ინტერესებზე, რაც გავლენების მოპოვებას ემსახურებოდა. გუშინდელ სისხლიან თავდასხმასაც გავლენების გადანაწილებას უკავშირებენ.

“პიზას” დაჯგუფებამ მოიპოვა კონტროლი გალის რაიონზე, თუმცა, შესაძლოა, მათ არეალის გაფართოება მოისურვეს, ანუ მათ ან “პიზას” სახელის მიღმა გადაწყვიტეს “კარიერის” გაკეთება, რაც შესაძლოა, ბარცბას გარმეოცვის სხვა წევრებმა არ აპატიეს და სავარაუდოდ, ამას მოჰყვა სროლაც" - წერენ აფხაზები.

თუმცა, არსებობს კიდევ არაერთი ვერსია - ერთ-ერთის თანახმად, არ არის გამორიცხული ეს რამდენიმე წლის მომხდარი შეტაკების გაგრძელება იყოს, როდესაც ამ დაჯგუფებას ქართველ კრიმინალთან “ნიკო გაგრინსკისთან” იგივე, გაგრელ ნიკო დგებუაძესთან მოუხდა დაპირისპირება.

"პიზა" და "ნიკო გაგრინსკი"

ერთი შეხედვით, მკვლელობა პროფესიონალების დაგეგმილს ჰგავს... 53 წლის “პიზას” გარემოცვა არაერთხელ “გამოიხშირა" - მისი ხალხი არაერთხელ დაუპირისპირდა სხვა კრიმინალების, კონკრეტულად “ჯანგველაძის კლანს”, ასევე “ნიკო გაგრინსკის,” რომლებიც “გულის”, ანუ აზერბაიჯანელი ე.წ კანონიერი ქურდის ნადირ სალიფოვის კლანის წევრები არიან.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ შესაძლოა, 2017 წელს, ასევე სოხუმის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი შეტაკების ამბის გაგრელება იყოს. მაშინ “პიზის,” მხარდამჭერებმა, ბარცბასთვის მიუღებელი მეტოქეები - თემურ ახუბა, იგივე დინდირი და თემურ გვასალია, ანუ “მაკოლია” სასტიკად სცემეს და ე.წ კანონიერი ქურდის “სტატუსიც” ჩამოართვეს.

მაშინ ადგილობრივ “მილიციას” მომხდარზე გამოძიებაც არ დაუწყია, რადგან “პიზამ” საქმე ზედა ეშელონებში მოაგვარა. მოგვიანებით, “გული” სხვა თანამოაზრეებთან ერთად, “პიზას” ესტუმრა. მათ შორის დაძაბული საუბარი ორმხრივ სროლაში გადაიზარდა, რა დროსაც ყველა მათგანი დაიჭრა, გუდაუთელი “ბარცბა” კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

“ამას აუცილებლად მოჰყვება გაგრელება და არასდროს დამთავრდება ეს ამბები... იმ გოგონას, აკირთავას, 2 წლის შვილი ჰყავს. არავინ იცის, გამოვა თუ არა კომიდან და თუ გამოვა, სრულყოფილ ცხოვრებას თუ შეძლებს.

დიდი მადლობა ბატონ ხაჯიმბას, ასეთი სტაბილურობისთვის და ჩვენს თავსაც, ასეთი “თავისუფალი ცხოვრებისთვის" - წერენ აფხაზები.

ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების შედეგად, ავტომანქანა, საიდანაც სროლა განხორციელდა, სოხუმის ერთ-ერთ რაიონში დამწვარი იპოვეს.

ქალაქში ე.წ. სამართალდამცავები გაძლიერებული რეჟიმით მოქმედებენ, თუმცა ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. ჩაკეტილია ენგურის ხიდი, რასაც გალელები სოხუმში მომხდარ თავდასხმას უკავშირებენ, რადგან რამდენიმე პირზე ძებნაა გამოცხადებული.

TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი - რას ამბობენ საგარეო უწყებაში

ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

"კორონავირუსის გამო, ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან საზღვარს კეტავს" - მედია