პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რომ ეს მისთვის პიარკამპანია იქნებოდა" - რას ნიშნავს უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით
"სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რომ ეს მისთვის პიარკამპანია იქნებოდა" - რას ნიშნავს უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნის სა­სა­მარ­თლო­ში მო­რი­გი მარ­ცხი გა­ნი­ცა­და. უკ­რა­ი­ნის უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ კა­ნო­ნი­ე­რად ცნო უკ­რა­ი­ნე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა 2018 წლის თე­ბერ­ვალ­ში, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­ლო­ნეთ­ში გა­ა­ძე­ვეს.

ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი 2018 წლის 12 თე­ბერ­ვალს უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის სპეც­რაზმმა კი­ევ­ში, მი­ხა­ი­ლოვ­სკის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე რეს­ტო­რან "სულუ­გუნ­ში" და­ა­კა­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ოდე­სის ექს-გუ­ბერ­ნა­ტო­რი და უკ­რა­ი­ნის ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის “ახალ ძალ­თა მოძ­რა­ო­ბის” ლი­დე­რი ბო­რის­პო­ლის აე­რო­პორ­ტის­კენ წა­იყ­ვა­ნეს, იქე­დან კი, კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით პო­ლო­ნეთ­ში გა­ამ­გზავ­რეს.

ახ­ლა­ხან მი­ღე­ბულ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი არ ეთან­ხმე­ბა და უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და­ვას სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში აგ­რძე­ლებს.

მის­მა ად­ვო­კატ­მა რუს­ლან ჩერ­ნო­ლუც­კიმ უკვე მი­მარ­თა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს და უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბის სა­კი­თხზე სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამას წინ უს­წრებ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და უკ­რა­ი­ნის აწ უკვე ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის პეტ­რო პო­რო­შენ­კოს და­პი­რის­პი­რე­ბა. არა­და, რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­რო­შენ­კომ თა­ვის დრო­ზე გაშ­ლი­ლი ხე­ლით მი­ი­ღო და უფრო მე­ტიც, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად იგი ერთ-ერთ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეც კი წა­რად­გი­ნა. თუმ­ცა, შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილ­სა და პო­რო­შენ­კოს შო­რის შავ­მა კა­ტამ გა­ირ­ბი­ნა, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლოდ დას­რულ­და...

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლად 2017 წლის 8 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლად ედე­ბო­და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის დახ­მა­რე­ბა და მისი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის და­ფარ­ვა. 26 იან­ვარს კი­ე­ვის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა, რომ­ლის ვა­დაც 6 თე­ბერ­ვალს ამო­ი­წუ­რა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 2015 წელს მი­ი­ღო უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა გა­უ­უქ­მდა. 2017 წლის ივ­ლის­ში პეტ­რო პო­რო­შენ­კომ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­არ­თვა, თუმ­ცა ახალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ ისევ აღუდ­გი­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა, და­ა­ა­ნონ­სა პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბაც, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ამ მხრივ მისი აქ­ტი­უ­რო­ბა არ შე­იმ­ჩნე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს 20 ნო­ემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, იუ­რის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სია, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი და­მარ­ცხდა და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვე­რა­ნა­ირ გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს პო­ლი­ტი­კო­სის მო­მა­ვალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე.

"სა­სა­მარ­თლო მსჯე­ლობს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს დრო­ის კონ­კრე­ტულ პე­რი­ოდ­ში ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. უკ­რა­ი­ნის სა­სა­მარ­თლო­ებ­მა იმ მო­მენ­ტის­თის, რაც მოხ­და იმის სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა გა­ა­კე­თეს. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თუ ის იმ­ყო­ფე­ბა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მის სა­მარ­თლებ­რივ სტა­ტუსს არა­ფე­რი და­ე­მუქ­რე­ბა.

მთა­ვა­რი მისი სა­მათ­ლებ­რი­ვი სტა­ტუ­სია ანუ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაა. რო­გორც ვიცი, სა­ა­კაშ­ვილს ამა­ზეც აქვს სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ტა­ნი­ლი და ვნა­ხოთ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ი­ტანს სა­სა­მარ­თლო. ამ ორ საქ­მე­ში სა­მარ­თლებ­რივ კავ­შირს ვერ ვხე­დავ" - გა­ნუ­ცხა­და ლე­ვან ალა­ფიშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს.

ანა­ლო­გი­უ­რად ფიქ­რობს იუ­რის­ტი ლია მუ­ხა­შავ­რია. მისი აზ­რი­თაც, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­მა­ვალ­ზე ვე­რა­ნა­ირ გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს.

ანა­ლი­ტი­კო­სი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე ფიქ­რობს, რომ თა­ვის დრო­ზე სა­ა­კაშ­ვილ­მა სარ­ჩე­ლი სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ პი­ა­რის გამო შე­ი­ტა­ნა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­მარ­თლებ­რივ მხა­რეს­თან ერ­თად, პო­ლი­ტი­კოს­მა პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­ცხიც გა­ნი­ცა­და.

"რო­გორც ჩანს, გა­ძე­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვის დრო­ზე სა­მარ­თლებ­რი­ვად სწო­რი იყო და ახლა სა­სა­მარ­თლო სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერ მი­ი­ღებ­და. უკ­რა­ი­ნა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა ნამ­დვი­ლად არ მწამს და არ მჯე­რა, არა მგო­ნია მას დიდი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­დეს. უკ­რა­ი­ნა­ში მისი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა მხო­ლოდ პი­ა­რია და მეტი არა­ფე­რი. რე­ა­ლუ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კა­ში სა­ა­კაშ­ვილს არც ჰქო­ნია და ვერც მო­მა­ვალ­ში მი­ი­ღებს.

სა­ა­კაშ­ვილს იმე­დი ჰქონ­და, რომ მის გა­ძე­ვე­ბას სა­სა­მარ­თლო გა­ამ­ტყუ­ნებ­და და ეს იქ­ნე­ბო­და მის­თვის კი­დევ ერთი პი­არ­კამ­პა­ნია. მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, უკ­რა­ი­ნის სა­სა­მარ­თლო ასე არ ფიქ­რობს და რაც მთა­ვა­რია, ასე არ ფიქ­რობს უკ­რა­ი­ნის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი, რო­მელ­თა­ნაც სა­ა­კაშ­ვი­ლი ცდი­ლობ­და სა­ერ­თო ენა გა­მო­ე­ნა­ხა და უკ­რა­ი­ნულ პო­ლი­ტი­კურ ავან­გარ­დში ყო­ფი­ლი­ყო, თუნ­დაც მე­დი­ის აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით.

თუმ­ცა, რო­გორც ვხე­დავთ უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კის­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო აღარ არის. ვერ გე­ტყვით რა გაგ­რძე­ლე­ბა ექ­ნე­ბა ამ გა­ნა­ჩენს, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ­ჯე­რად რა სტა­ტუ­სით იმ­ყო­ფე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში და მოხ­დე­ბა თუ არა მისი ხელ­მე­ო­რედ გა­ძე­ვე­ბა ქვეყ­ნი­დან" - გვი­თხრა ძა­ბი­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
24

მიშა ბიძიკო არ უწერია ახდომა შენ ოცნებებს

ნიკოლოზი
20

აბა 8 წელია რომ გაიძახი მოვდივარო სადა ხარ? ხვალე თუ არ ჩამოხვალ ენა ჩაიგდე და დაეტიე სადაც ხარ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რომ ეს მისთვის პიარკამპანია იქნებოდა" - რას ნიშნავს უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით

"სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რომ ეს მისთვის პიარკამპანია იქნებოდა" - რას ნიშნავს უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სასამართლოში მორიგი მარცხი განიცადა. უკრაინის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო უკრაინელი მესაზღვრეებისა და სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობა 2018 წლის თებერვალში, როდესაც სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს.

ქართველი პოლიტიკოსი 2018 წლის 12 თებერვალს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა კიევში, მიხაილოვსკის გამზირზე მდებარე რესტორან "სულუგუნში" დააკავა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ოდესის ექს-გუბერნატორი და უკრაინის ოპოზიციური პარტიის “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი ბორისპოლის აეროპორტისკენ წაიყვანეს, იქედან კი, კერძო თვითმფრინავით პოლონეთში გაამგზავრეს.

ახლახან მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ ეთანხმება და უკრაინის წინააღმდეგ დავას სტრასბურგის სასამართლოში აგრძელებს.

მისმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ უკვე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და უკრაინის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების საკითხზე სარჩელი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ ამას წინ უსწრებდა მიხეილ სააკაშვილის და უკრაინის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს დაპირისპირება. არადა, როგორც ცნობილია, სააკაშვილი პოროშენკომ თავის დროზე გაშლილი ხელით მიიღო და უფრო მეტიც, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად იგი ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზეც კი წარადგინა. თუმცა, შემდეგ სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის შავმა კატამ გაირბინა, რაც სააკაშვილისთვის არც ისე სახარბიელოდ დასრულდა...

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში სააკაშვილი პირველად 2017 წლის 8 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის დახმარება და მისი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა. 26 იანვარს კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა, რომლის ვადაც 6 თებერვალს ამოიწურა.

მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, თუმცა ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ისევ აღუდგინა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად უკრაინაში იმყოფება, დააანონსა პოლიტიკური საქმიანობაც, თუმცა ჯერჯერობით ამ მხრივ მისი აქტიურობა არ შეიმჩნევა.

რაც შეეხება უკრაინის უზენაესი სასამართლოს 20 ნოემბრის გადაწყვეტილებას, იურისტები ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესია, სადაც სააკაშვილი დამარცხდა და ეს გადაწყვეტილება ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს პოლიტიკოსის მომავალ საქმიანობაზე.

"სასამართლო მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს დროის კონკრეტულ პერიოდში ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით. უკრაინის სასამართლოებმა იმ მომენტისთის, რაც მოხდა იმის სამართლებრივი შეფასება გააკეთეს. ამ გადაწყვეტილებით, თუ ის იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე, მის სამართლებრივ სტატუსს არაფერი დაემუქრება.

მთავარი მისი სამათლებრივი სტატუსია ანუ მოქალაქეობაა. როგორც ვიცი, სააკაშვილს ამაზეც აქვს სასამართლოში სარჩელი შეტანილი და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო. ამ ორ საქმეში სამართლებრივ კავშირს ვერ ვხედავ" - განუცხადა ლევან ალაფიშვილმა AMBEBI.GE-ს.

ანალოგიურად ფიქრობს იურისტი ლია მუხაშავრია. მისი აზრითაც, ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის მომავალზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ თავის დროზე სააკაშვილმა სარჩელი სასაზღვრო სამსახურის წინააღმდეგ პიარის გამო შეიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივ მხარესთან ერთად, პოლიტიკოსმა პოლიტიკური მარცხიც განიცადა.

"როგორც ჩანს, გაძევების გადაწყვეტილება თავის დროზე სამართლებრივად სწორი იყო და ახლა სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. უკრაინაში სააკაშვილის პოლიტიკა ნამდვილად არ მწამს და არ მჯერა, არა მგონია მას დიდი მომავალი ჰქონდეს. უკრაინაში მისი პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ პიარია და მეტი არაფერი. რეალური მონაწილეობა უკრაინის პოლიტიკაში სააკაშვილს არც ჰქონია და ვერც მომავალში მიიღებს.

სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რომ მის გაძევებას სასამართლო გაამტყუნებდა და ეს იქნებოდა მისთვის კიდევ ერთი პიარკამპანია. მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინის სასამართლო ასე არ ფიქრობს და რაც მთავარია, ასე არ ფიქრობს უკრაინის ახალი პრეზიდენტი ზელენსკი, რომელთანაც სააკაშვილი ცდილობდა საერთო ენა გამოენახა და უკრაინულ პოლიტიკურ ავანგარდში ყოფილიყო, თუნდაც მედიის აქტუალიზაციის თვალსაზრისით.

თუმცა, როგორც ვხედავთ უკრაინის პოლიტიკისთვის სააკაშვილი საინტერესო აღარ არის. ვერ გეტყვით რა გაგრძელება ექნება ამ განაჩენს, თუმცა საინტერესოა, ამჯერად რა სტატუსით იმყოფება უკრაინაში და მოხდება თუ არა მისი ხელმეორედ გაძევება ქვეყნიდან" - გვითხრა ძაბირაძემ.

პარლამენტში ახალი ფრაქცია იქმნება

"შეგვიძლია დავაწეროთ "no comment" და ყველაფერი გასაგები იქნება" - ხუხაშვილი ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს

"მე არ გამექცე ბიჭო... ერთად გავიზარდეთ" - ნიკა მელიამ და ბექა ოდიშარიამ პარლამენტის ეზოში ერთმანეთს "უნამუსო" ეძახეს