საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
22-23 ნოემბერს მუსიკის ფორუმი გაიმართება "დღემდე არ მჯერა, რომ მოხერხდა ამ პროფესიონალების თბილისში შეკრება"
22-23 ნოემბერს მუსიკის ფორუმი გაიმართება "დღემდე არ მჯერა, რომ მოხერხდა ამ პროფესიონალების თბილისში შეკრება"

სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად, 22 და 23 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში მუ­სი­კის ფო­რუ­მი გა­ი­მარ­თე­ბა. ფო­რუ­მის ფარ­გლებ­ში თბი­ლისს ევ­რო­პის მუ­სი­კა­ლურ წრე­ებ­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ეწ­ვე­ვი­ან. ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზანს სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­სი­კის ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე გას­ვლა წარ­მო­ად­გენს.

ფო­რუ­მი ტარ­დე­ბა პრო­მო­უ­ტე­რე­ბის, სა­კონ­ცერ­ტო სივ­რცე­ე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბის, მუ­სი­კო­სე­ბის, არ­ტისტ მე­ნე­ჯე­რე­ბის, პრო­დი­უ­სე­რე­ბის, ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი­სა და მუ­სი­კის ინ­დუსტრი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის. ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი სპი­კე­რე­ბი ერ­თად გა­ნი­ხი­ლა­ვენ მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­დუსტრი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს, ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარს, გა­მოწ­ვე­ვებ­სა და მიღ­წე­ვებს.

მუ­სი­კა­ლუ­რი ფო­რუ­მი სტარტს 22 ნო­ემ­ბერს, "ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში" ექ­სპერტთა და­ხუ­რუ­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რით აი­ღებს.

23 ნო­ემ­ბერს, სა­პა­ნე­ლო დის­კუ­სი­ე­ბი Expo Georgia-ს III პა­ვი­ლი­ონ­ში გა­ნახ­ლდე­ბა, რო­მელ­ზე დას­წრე­ბა­საც ონ­ლა­ინ რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლის შემ­დეგ ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლი შეძ­ლებს. ამ დღის მთა­ვა­რი თე­მე­ბი იქ­ნე­ბა არ­ტის­ტის შე­მოქ­მე­დე­ბი­სა და აუ­დი­ტო­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბა, ტუ­რიზ­მი და ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, კულ­ტუ­რუ­ლი გაც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ფორ­მა­ტე­ბი, მუ­სი­კის ექ­სპორ­ტი.

სა­ღა­მოს 8 სა­ა­თი­დან ფო­რუ­მის შო­უ­ქე­ი­სი და კონ­ცერ­ტი ჯაზ კლუბ Singer-სა და "ფაბ­რი­კა­ში" გა­ი­მარ­თე­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის სპი­კე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან:

ბილ ბრა­გი­ნი - აბუ-და­ბი­ში NYU-ს ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი და globalFESTის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. New York Times ბრა­გინს სა­შემ­სრუ­ლებ­ლო მუ­სი­კა­ლუ­რი ბიზ­ნე­სის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ფი­გუ­რას უწო­დებს. ასე­ვე, რულ ვა­ნჰუ­კი – BOZAR-ის (ხე­ლოვ­ნე­ბის ცნო­ბი­ლი ცენ­ტრი ბრი­უ­სელ­ში) მუ­სი­კა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის დი­რექ­ტო­რი. ფრან­ჩეს­კა ჩე­რე­ტა­ნი – ევ­რო­პის ჯაზ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი.

მუ­სი­კის ფო­რუ­მი ტარ­დე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ის და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით.

ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ კავ­კაზ ჯა­ზის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მუ­სი­კის ფო­რუ­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ელე­ნე მე­ჩი­თო­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა:

- რო­გორ გაჩ­ნდა თბი­ლის­ში მუ­სი­კის ფო­რუ­მის ჩა­ტა­რე­ბის იდეა?

- ბოლო წლებ­ში ხში­რად მიწ­ვე­ვენ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში პრო­ფე­სი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. ბევრ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე თით­ქმის პირ­ვე­ლი ვარ, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი გა­აქვს მსოფ­ლიო მუ­სი­კა­ლურ წრე­ებ­ში.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ კი, სა­შემ­სრუ­ლებ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის კონ­გრე­სი­სის სამ­გზის სტი­პენ­დი­ან­ტი გავ­ხდი. სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვეს­წრე­ბო­დი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­ხე­ლოვ­ნე­ბო კრე­ბას (New York ISPA CONGRESS), სა­დაც მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა კონ­ტაქ­ტე­ბი და­მემ­ყა­რე­ბი­ნა კო­ლე­გებ­თან.

ეს კონ­გრე­სი და შემ­დგომ ევ­რო­პუ­ლი ჯა­ზის კონ­ფე­რენ­ცია გახ­და ჩემი ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­რო. აქი­დან და­ი­ბა­და იდეა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა. ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა ჩემი ხედ­ვა ბევრ სა­კი­თხზე, არა­მარ­ტო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. იქ მივ­ხვდი, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა ბევ­რად მე­ტია, ვიდ­რე ჩვენ გვგო­ნია.

- ვინ არი­ან ის მუ­სი­კო­სე­ბი და სპი­კე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ფო­რუ­მის ფარ­გლებ­ში ეწ­ვე­ვი­ან სა­ქარ­თვე­ლოს?

- ჩვენ ტრა­დი­ცი­ებს არ ვარ­ღვევთ და რე­გი­ო­ნულ მუ­სი­კო­სებს ვე­პა­ტი­ჟე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, სომ­ხე­თი­დან და თურ­ქე­თი­დან. რო­გორც ცნო­ბი­ლი, ასე­ვე ახალ­ბე­და მუ­სი­კო­სე­ბიც მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ფო­რუმ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფო­რუ­მის­თვის სა­გან­გე­ბოდ ჩა­მოგ­ვყავს სა­შემ­სრუ­ლებ­ლო სფე­როს, კერ­ძოდ მუ­სი­კის მე­ნე­ჯმენ­ტის სექ­ტორ­ში წამ­ყვა­ნი გლო­ბა­ლუ­რი ლი­დე­რე­ბი. ამ ადა­მი­ა­ნებს უჭი­რავთ ხელი პულსზე და გვა­ო­ცე­ბენ თა­ვი­სი პრო­ექ­ტე­ბით და სი­ახ­ლე­ე­ბით.

მათ შო­რის არი­ან: ევ­რო­პა­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ჯაზ ფეს­ტი­ვა­ლის „ბო­ჰე­მია ჯაზ ფეს­ტი­ვა­ლის“ დი­რექ­ტო­რი; ბრი­უ­სე­ლის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ცენ­ტრის BOZAR-ის მუ­სი­კა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი; აბუ­და­ბის, ნიუ იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დი­რექ­ტო­რი და აშშ-ში არ­სე­ბუ­ლი globalFest-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი; მუ­სი­კა­ლუ­რი ექ­სპორ­ტის ოფი­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უკ­რა­ი­ნი­დან; მუ­სი­კის სფე­როს ცნო­ბილ და გავ­ლე­ნი­ან სპი­კე­რებს შო­რის არი­ან ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბი და მო­დე­რა­ტო­რე­ბი. დღემ­დე არ მჯე­რა, რომ მო­ხერ­ხდა ამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის თბი­ლის­ში შეკ­რე­ბა.

- რო­გო­რი ფორ­მა­ტი ექ­ნე­ბა და სად ჩა­ტარ­დე­ბა ფო­რუ­მი?

- ეს არის ორ­დღი­ა­ნი, შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა. პირ­ველ დღეს, 22 ნო­ემ­ბერს გვექ­ნე­ბა და­ხუ­რუ­ლი სე­სია მხო­ლოდ ეს­პქერ­ტებ­თან, სა­დაც უნდა გა­მო­იკ­ვე­თოს ის სა­ჭი­რო თე­მე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია და ნაც­ნო­ბია მთე­ლი რე­გი­ო­ნის­თვის.

ამ რე­ზი­უ­მეს ბა­ზა­ზე გა­იხ­სნე­ბა 23 ნო­ემ­რის ფო­რუ­მი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ე­ბის და დე­ბა­ტე­ბის ფორ­მა­ტი, პა­რა­ლე­ლუ­რი სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ ისეთ თე­მებს, რო­გო­რე­ბი­ცაა ტუ­რიზ­მი და ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კულ­ტუ­რუ­ლი გაც­ვლა და მუ­სი­კა­ლუ­რი ექ­სპორ­ტი. სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში კი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის მუ­სი­კო­სე­ბის მიერ ჩა­ტარ­დე­ბა შო­უ­ქე­ი­სი და მუ­სი­კა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ჯაზ კლუბ „ზინ­გერ­ში“.

- რით იქ­ნე­ბა ფო­რუ­მი გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის­თვის?

- პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ სე­რი­ო­ზულ და პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე პირ­ვე­ლად ვი­წყებთ ამ ფორ­მატ­ში მუ­შა­ო­ბას. ასე­თი ტი­პის კრე­ბა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა ამ სფე­რო­ში. მუ­სი­კო­სე­ბი და მუ­სი­კის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ი­გე­ბენ თუ რა ხდე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­ში, გა­ვი­გებთ თუ რა ბიზ­ნეს მო­დე­ლებს იყე­ნე­ბენ, რა არის დღეს ტრენ­დუ­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რა მიზ­ნე­ბი უნდა დავ­სა­ხოთ, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ. რაც მთა­ვა­რია, ეს არის უნი­კა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და ნეთ­ვორ­ქინ­გის იმ ადა­მი­ა­ებ­თან, რომ­ლებ­თა­ნაც წვდო­მა ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში ძალ­ზედ რთუ­ლია.

- ვი­სა­უბ­როთ "კავ­კაზ ჯაზ ფეს­ტი­ვა­ლის" შე­სა­ხებ, მოგ­ვი­ყე­ვით რო­დი­დან იღებს სტარტს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი და რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­გა­ყე­ნათ მან?

- წელს, "კავ­კაზ ჯაზ ფეს­ტი­ვა­ლი" 10 წლის გახ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩვენ და­ვი­წყეთ მშვი­დო­ბის პლატ­ფორ­მა კავ­კა­სი­ელ ხალ­ხთა შო­რის, კულ­ტუ­რუ­ლი დი­ა­ლო­გის გან­მტკი­ცე­ბის­თვის. ნელ-ნელა ვა­ფარ­თო­ვებ­დით ჩვე­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბის არე­ალს.ყო­ველ­თვის ვფო­კუ­სირ­დე­ბო­დით ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სებ­ზე. გვქონ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბე­ბი ამე­რი­კელ და ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან, მუ­სი­კო­სე­ბი გაგ­ვყავ­და უცხო­ეთ­ში.

გა­მოწ­ვე­ვე­ბი იყო და არის ბევ­რი, და­წყე­ბუ­ლი ფი­ნან­სე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბით. სა­კონ­ცერ­ტო სივ­რცე­ე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, რომ­ლე­ბიც ტექ­ნი­კუ­რა­დაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი იქ­ნე­ბოდ­ნენ. თა­ნამ­შრო­მო­ბა და ღი­ა­ო­ბა დღეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ინ­ფორ­მა­ცი­ის, გა­მოწ­ვე­ვე­ბის ურ­თი­ერ­თგაც­ვლა მხო­ლოდ მოგ­ვეხ­მა­რე­ბა კოს­ნო­ლი­და­ცი­ა­ში და მათ მოგ­ვა­რე­ბა­ში.

ავ­ტო­რი: თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

22-23 ნოემბერს მუსიკის ფორუმი გაიმართება "დღემდე არ მჯერა, რომ მოხერხდა ამ პროფესიონალების თბილისში შეკრება"

22-23 ნოემბერს მუსიკის ფორუმი გაიმართება "დღემდე არ მჯერა, რომ მოხერხდა ამ პროფესიონალების თბილისში შეკრება"

საქართველოში პირველად, 22 და 23 ნოემბერს თბილისში მუსიკის ფორუმი გაიმართება. ფორუმის ფარგლებში თბილისს ევროპის მუსიკალურ წრეებში სახელგანთქმული პროფესიონალები ეწვევიან. ღონისძიების მიზანს საქართველოში მუსიკის ინდუსტრიის განვითარება და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა წარმოადგენს.

ფორუმი ტარდება პრომოუტერების, საკონცერტო სივრცეების მენეჯერების, მუსიკოსების, არტისტ მენეჯერების, პროდიუსერების, ფესტივალების ორგანიზატორებისა და მუსიკის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისათვის. ქართველი და უცხოელი სპიკერები ერთად განიხილავენ მუსიკალური ინდუსტრიის თანამედროვე სტანდარტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარს, გამოწვევებსა და მიღწევებს.

მუსიკალური ფორუმი სტარტს 22 ნოემბერს, "ქორთიარდ მარიოტში" ექსპერტთა დახურული სამუშაო შეხვედრით აიღებს.

23 ნოემბერს, საპანელო დისკუსიები Expo Georgia-ს III პავილიონში განახლდება, რომელზე დასწრებასაც ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ამ დღის მთავარი თემები იქნება არტისტის შემოქმედებისა და აუდიტორიის განვითარება, ტურიზმი და ფესტივალები, კულტურული გაცვლის შესაძლებლობები და ფორმატები, მუსიკის ექსპორტი.

საღამოს 8 საათიდან ფორუმის შოუქეისი და კონცერტი ჯაზ კლუბ Singer-სა და "ფაბრიკაში" გაიმართება.

ღონისძიების სპიკერები იქნებიან:

ბილ ბრაგინი - აბუ-დაბიში NYU-ს ხელოვნების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და globalFESTის თანადამფუძნებელი. New York Times ბრაგინს საშემსრულებლო მუსიკალური ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას უწოდებს. ასევე, რულ ვანჰუკი – BOZAR-ის (ხელოვნების ცნობილი ცენტრი ბრიუსელში) მუსიკალური პროგრამების დირექტორი. ფრანჩესკა ჩერეტანი – ევროპის ჯაზ გაერთიანების კოორდინატორი.

მუსიკის ფორუმი ტარდება თბილისის მერიის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

ღონისძიების შესახებ კავკაზ ჯაზის დამფუძნებელი და მუსიკის ფორუმის ორგანიზატორი, ელენე მეჩითოვა გვესაუბრება:

- როგორ გაჩნდა თბილისში მუსიკის ფორუმის ჩატარების იდეა?

- ბოლო წლებში ხშირად მიწვევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პროფესიულ ღონისძიებებზე. ბევრ საერთაშორისო სახელოვნებო ღონისძიებაზე თითქმის პირველი ვარ, ვისაც საქართველოს სახელი გააქვს მსოფლიო მუსიკალურ წრეებში.

რამდენიმე წლის წინ კი, საშემსრულებლო ხელოვნების კონგრესისის სამგზის სტიპენდიანტი გავხდი. სამი წლის განმავლობაში ვესწრებოდი მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელოვნებო კრებას (New York ISPA CONGRESS), სადაც მქონდა საშუალება კონტაქტები დამემყარებინა კოლეგებთან.

ეს კონგრესი და შემდგომ ევროპული ჯაზის კონფერენცია გახდა ჩემი ინსპირაციის წყარო. აქიდან დაიბადა იდეა, რომ საქართველოშიც ჩაგვეტარებინა მსგავსი ღონისძიება. ამ გამოცდილებამ სრულიად შეცვალა ჩემი ხედვა ბევრ საკითხზე, არამარტო ხელოვნებაში. იქ მივხვდი, რომ ხელოვნება ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენ გვგონია.

- ვინ არიან ის მუსიკოსები და სპიკერები, რომლებიც ფორუმის ფარგლებში ეწვევიან საქართველოს?

- ჩვენ ტრადიციებს არ ვარღვევთ და რეგიონულ მუსიკოსებს ვეპატიჟებით აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. როგორც ცნობილი, ასევე ახალბედა მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას ფორუმში.

აღსანიშნავია, რომ ფორუმისთვის საგანგებოდ ჩამოგვყავს საშემსრულებლო სფეროს, კერძოდ მუსიკის მენეჯმენტის სექტორში წამყვანი გლობალური ლიდერები. ამ ადამიანებს უჭირავთ ხელი პულსზე და გვაოცებენ თავისი პროექტებით და სიახლეებით.

მათ შორის არიან: ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჯაზ ფესტივალის „ბოჰემია ჯაზ ფესტივალის“ დირექტორი; ბრიუსელის სახელოვნებო ცენტრის BOZAR-ის მუსიკალური დეპარტამენტის დირექტორი; აბუდაბის, ნიუ იორკის უნივერსიტეტის დირექტორი და აშშ-ში არსებული globalFest-ის დამფუძნებელი; მუსიკალური ექსპორტის ოფისის წარმომადგენელი უკრაინიდან; მუსიკის სფეროს ცნობილ და გავლენიან სპიკერებს შორის არიან ქართველი მუსიკოსები და მოდერატორები. დღემდე არ მჯერა, რომ მოხერხდა ამ პროფესიონალების თბილისში შეკრება.

- როგორი ფორმატი ექნება და სად ჩატარდება ფორუმი?

- ეს არის ორდღიანი, შედეგზე ორიენტირებული ღონისძიება. პირველ დღეს, 22 ნოემბერს გვექნება დახურული სესია მხოლოდ ესპქერტებთან, სადაც უნდა გამოიკვეთოს ის საჭირო თემები და გამოწვევები, რომლებიც წარმოდგენილია და ნაცნობია მთელი რეგიონისთვის.

ამ რეზიუმეს ბაზაზე გაიხსნება 23 ნოემრის ფორუმი, რომელსაც ექნება საჯარო დისკუსიების და დებატების ფორმატი, პარალელური სამუშაო ჯგუფები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ტურიზმი და ფესტივალები, საერთაშორისო კულტურული გაცვლა და მუსიკალური ექსპორტი. საღამოს საათებში კი სამხრეთ კავკასიის მუსიკოსების მიერ ჩატარდება შოუქეისი და მუსიკალური წარმოდგენები ჯაზ კლუბ „ზინგერში“.

- რით იქნება ფორუმი გამორჩეული ქართველი მუსიკოსებისთვის?

- პირველ რიგში, ჩვენ სერიოზულ და პროფესიულ დონეზე პირველად ვიწყებთ ამ ფორმატში მუშაობას. ასეთი ტიპის კრება არ ჩატარებულა ამ სფეროში. მუსიკოსები და მუსიკის სფეროში მომუშავე ადამიანები გაიგებენ თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში, გავიგებთ თუ რა ბიზნეს მოდელებს იყენებენ, რა არის დღეს ტრენდული, მნიშვნელოვანი და რა მიზნები უნდა დავსახოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. რაც მთავარია, ეს არის უნიკალური საშუალება კომუნიკაციისა და ნეთვორქინგის იმ ადამიაებთან, რომლებთანაც წვდომა ჩვეულებრივ რეჟიმში ძალზედ რთულია.

- ვისაუბროთ "კავკაზ ჯაზ ფესტივალის" შესახებ, მოგვიყევით როდიდან იღებს სტარტს აღნიშნული პროექტი და რა გამოწვევების წინაშე დაგაყენათ მან?

- წელს, "კავკაზ ჯაზ ფესტივალი" 10 წლის გახდა. თავდაპირველად, ჩვენ დავიწყეთ მშვიდობის პლატფორმა კავკასიელ ხალხთა შორის, კულტურული დიალოგის განმტკიცებისთვის. ნელ-ნელა ვაფართოვებდით ჩვენი მოღვაწეობის არეალს.ყოველთვის ვფოკუსირდებოდით ახალგაზრდა მუსიკოსებზე. გვქონდა არაჩვეულებრივი საერთაშორისო თანამშრომლობები ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მუსიკოსები გაგვყავდა უცხოეთში.

გამოწვევები იყო და არის ბევრი, დაწყებული ფინანსებით დამთავრებული პროფესიონალი ადამიანური რესურსების ნაკლებობით. საკონცერტო სივრცეების ნაკლებობა, რომლებიც ტექნიკურადაც უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ. თანამშრომობა და ღიაობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ინფორმაციის, გამოწვევების ურთიერთგაცვლა მხოლოდ მოგვეხმარება კოსნოლიდაციაში და მათ მოგვარებაში.

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

როგორ ხედავენ სამყაროს შშმ ადამიანები  -  ზაქარია ჭელიძის მორიგი უნიკალური ფოტოპროექტი

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები