მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლებთან  გახსნილები უნდა ვიყოთ, ვფიქრობდი, პრობლემებს თავად მოვაგვარებდი, რაც შეცდომა აღმოჩნდა" - მიხეილ კალანდიას ინტერვიუ ციხიდან
"მშობლებთან  გახსნილები უნდა ვიყოთ, ვფიქრობდი, პრობლემებს თავად მოვაგვარებდი, რაც შეცდომა აღმოჩნდა" - მიხეილ კალანდიას ინტერვიუ ციხიდან

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მი­ხე­ილ კა­ლან­დია თა­ნა­ტო­ლებს ურ­ჩევს, მშობ­ლებ­თან მე­ტად გახ­სნი­ლე­ბი იყ­ვნენ და მათი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნონ.

კა­ლან­დი­ას­თან ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ ჩა­წე­რა. ბრალ­დე­ბუ­ლის თქმით, ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა მა­შინ და­უშ­ვა, როცა ჩათ­ვა­ლა, რომ თა­ნა­ტო­ლებ­თან არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს თა­ვად მო­აგ­ვა­რებ­და.

„ერ­თა­დერ­თი, რაც მაქვს სა­ნა­ნე­ბე­ლი, ის არის, რომ რო­დე­საც მქონ­და შან­სი, მშობ­ლე­ბი არ ჩა­ვა­ყე­ნე საქ­მის კურ­სში და ვი­ფიქ­რე, რომ ჩვენ, ბავ­შვე­ბი თვი­თონ შევ­ძლებ­დით და­ლა­პა­რა­კე­ბას მშვი­დო­ბი­ა­ნად, რაც დიდი შეც­დო­მა აღ­მოჩ­ნდა.

ვფიქ­რობ, რომ არ ვარ იმ ასაკ­ში და იმ გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის პატ­რო­ნი, რომ ჩემს თა­ნა­ტო­ლებ­სა და უმ­ცრო­სებს რჩე­ვა-და­რი­გე­ბე­ბი ვაძ­ლიო, მაგ­რამ გუ­ლით რისი თქმაც მინ­და, ის არის, რომ მშობ­ლებ­თან ვი­ყოთ გახ­სნი­ლე­ბი და ისი­ნი ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ ჩა­ვა­ყე­ნოთ საქ­მის კურ­სში. ეს აუ­ცი­ლებ­ლად აღ­კვეთს იმ მრა­ვალ პრობ­ლე­მას, რო­მე­ლიც მო­ზარ­დებს გვაქვს“, - აცხა­დებს კა­ლან­დია.

კა­ლან­დია ფიქ­რობს, რომ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მის შე­სა­ხებ ფლობს, მხო­ლოდ ცალ­მხრი­ვია.

„მსურს, რომ ვკი­თხო სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ჯგუ­ფებს, რომ­ლე­ბიც ნე­გა­ტი­უ­რად იყ­ვნენ გან­წყო­ბი­ლე­ბი და უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბებს ის­როდ­ნენ ჩემ მი­მართ, რა იცით ჩემს შე­სა­ხებ იმის გარ­და, რა­საც აცხა­დებ­დნენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და ამ საქ­მის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რის მი­ცე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი? მინ­და და­ფიქ­რდეთ და შე­ა­ფა­სოთ, რომ ის ინ­ფორ­მა­ცია, რა­საც თქვენ ჩემ­ზე ფლობ­დით, იყო ცალ­მხრი­ვი და შე­სა­ბა­მი­სად, ის დას­კვნე­ბი, რაც თქვენ გა­მო­გ­ქონ­დათ, იყო ცალ­მხრი­ვი და არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი. იმე­დი მაქვს, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ მო­ნე­ტას ორი მხა­რე აქვს“, - აცხა­დებს კა­ლან­დია.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ მომ­ხდარს და შე­კი­თხვას, რას შეც­ვლი­და, ეს რომ შე­ეძ­ლოს, ბრალ­დე­ბულ კა­ლან­დი­ას თქმით, „დამ­დგა­რი შე­დე­გის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­და“.

„ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რაც მოხ­და. მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, არაფ­რის შეც­ვლა არ შე­მიძ­ლია. რომ შე­მეძ­ლოს, აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა­ფერს ვი­ზამ­დი, რა­საც შევ­ძლებ­დი, რათა თა­ვი­დან ამე­ცი­ლე­ბი­ნა დამ­დგა­რი შე­დე­გი“, - გან­მარ­ტავს კა­ლან­დია.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია პო­ლი­ტი­კო­სებ­მა თა­ვი­ანთ სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნეს და ის 19 წლის ასაკ­ში პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია.

„თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ტრა­გე­დია გარ­კვე­ულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ჯგუ­ფებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ და ამ შემ­ზა­რავ დამ­დგარ შე­დეგს პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი შეს­ძი­ნეს. ამის­თვის გა­მო­მი­ყე­ნეს მე, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დუმ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ სა­უბ­რობ­და თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ზე. გავ­ლე­ნი­ან­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ხალ­ხს და­ა­ჯე­რეს, თით­ქოს მე დამ­ნა­შა­ვე ვარ და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ ვიმ­ყო­ფე­ბი, რაც ძა­ლი­ან დიდი ტყუ­ი­ლია. ამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წნე­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ წარ­მო­ად­გი­ნა გა­უ­გე­ბა­რი, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრა­ლი და 19 წლის ასაკ­ში, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი ვარ“, - აცხა­დებს კა­ლან­დია „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
maro
5

ნეტა ცოცხალი იყოს და იყოს პოლიტიკური პატიმარი,შენ ცოცხალი ხარ

tbiliseli
3

სიტყვა: პოლიტპატიმარი რომ არ იყოს, რა ეშველებოდათ ამ ხალხს!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მშობლებთან  გახსნილები უნდა ვიყოთ, ვფიქრობდი, პრობლემებს თავად მოვაგვარებდი, რაც შეცდომა აღმოჩნდა" - მიხეილ კალანდიას ინტერვიუ ციხიდან

"მშობლებთან  გახსნილები უნდა ვიყოთ, ვფიქრობდი, პრობლემებს თავად მოვაგვარებდი, რაც შეცდომა აღმოჩნდა" - მიხეილ კალანდიას ინტერვიუ ციხიდან

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია თანატოლებს ურჩევს, მშობლებთან მეტად გახსნილები იყვნენ და მათი პრობლემების შესახებ საქმის კურსში ჩააყენონ.

კალანდიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ „ინტერპრესნიუსმა“ ჩაწერა. ბრალდებულის თქმით, ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა ჩათვალა, რომ თანატოლებთან არსებულ პრობლემებს თავად მოაგვარებდა.

„ერთადერთი, რაც მაქვს სანანებელი, ის არის, რომ როდესაც მქონდა შანსი, მშობლები არ ჩავაყენე საქმის კურსში და ვიფიქრე, რომ ჩვენ, ბავშვები თვითონ შევძლებდით დალაპარაკებას მშვიდობიანად, რაც დიდი შეცდომა აღმოჩნდა.

ვფიქრობ, რომ არ ვარ იმ ასაკში და იმ გამოცდილებისა და ცოდნის პატრონი, რომ ჩემს თანატოლებსა და უმცროსებს რჩევა-დარიგებები ვაძლიო, მაგრამ გულით რისი თქმაც მინდა, ის არის, რომ მშობლებთან ვიყოთ გახსნილები და ისინი ჩვენი პრობლემების შესახებ ჩავაყენოთ საქმის კურსში. ეს აუცილებლად აღკვეთს იმ მრავალ პრობლემას, რომელიც მოზარდებს გვაქვს“, - აცხადებს კალანდია.

კალანდია ფიქრობს, რომ ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოება მის შესახებ ფლობს, მხოლოდ ცალმხრივია.

„მსურს, რომ ვკითხო საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც ნეგატიურად იყვნენ განწყობილები და უსაფუძვლო ბრალდებებს ისროდნენ ჩემ მიმართ, რა იცით ჩემს შესახებ იმის გარდა, რასაც აცხადებდნენ დაზარალებული და ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემით დაინტერესებული პოლიტიკოსები? მინდა დაფიქრდეთ და შეაფასოთ, რომ ის ინფორმაცია, რასაც თქვენ ჩემზე ფლობდით, იყო ცალმხრივი და შესაბამისად, ის დასკვნები, რაც თქვენ გამოგქონდათ, იყო ცალმხრივი და არაობიექტური. იმედი მაქვს, ყველასთვის ცნობილია, რომ მონეტას ორი მხარე აქვს“, - აცხადებს კალანდია.

რაც შეეხება უშუალოდ მომხდარს და შეკითხვას, რას შეცვლიდა, ეს რომ შეეძლოს, ბრალდებულ კალანდიას თქმით, „დამდგარი შედეგის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებდა“.

„ძალიან ვწუხვარ, რაც მოხდა. მაგრამ სამწუხაროდ, არაფრის შეცვლა არ შემიძლია. რომ შემეძლოს, აუცილებლად ყველაფერს ვიზამდი, რასაც შევძლებდი, რათა თავიდან ამეცილებინა დამდგარი შედეგი“, - განმარტავს კალანდია.

გარდა ამისა, როგორც ის აღნიშნავს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია პოლიტიკოსებმა თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს და ის 19 წლის ასაკში პოლიტპატიმარია.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტრაგედია გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოიყენეს თავის სასარგებლოდ და ამ შემზარავ დამდგარ შედეგს პოლიტიკური ელფერი შესძინეს. ამისთვის გამომიყენეს მე, ადამიანი, რომელიც დუმდა და საზოგადოებაში არ საუბრობდა თავის პოზიციაზე. გავლენიანმა პოლიტიკოსებმა ხალხს დააჯერეს, თითქოს მე დამნაშავე ვარ და მაღალჩინოსნების მფარველობის ქვეშ ვიმყოფები, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ამ საზოგადოებრივი წნეხიდან გამომდინარე, პროკურატურამ წარმოადგინა გაუგებარი, დაუსაბუთებელი ბრალი და 19 წლის ასაკში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვარ“, - აცხადებს კალანდია „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

19 წლის ბიჭს, რომელმაც დედა და ბებია ნაჯახით მოკლა, პატიმრობა შეეფარდა

"ოთხი სკოლა აქვს გამოცვლილი ბავშვს... იყო ბულინგის მსხვერპლი" - რას ამბობს ადვოკატი დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულზე

ახალი ჩანაწერი გუდაურის მკვლელობის საქმეზე - "ჩანს, რომ კობიაშვილი აკეთებს გამაფრთხილებელ გასროლას ფეხის მიმართულებით"