პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს
"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

თბი­ლი­სის ზღვა­ზე მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ნო­დარ ცხა­და­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ანი ცხა­და­ძე, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ბექა კვი­ცი­ა­ნის მშობ­ლებს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რა­დი გვერ­დი­დან მი­მარ­თავს და ამ­ბობს, რომ ამ ოჯახ­მა მას მამა წა­არ­თვა.

ბექა კვი­ცი­ა­ნი, რო­მე­ლიც დე­პუ­ტატ ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის ძმის­შვი­ლია, მოკ­ლუ­ლის მე­გო­ბა­რი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლის ნათ­ლი­აა. კვი­ცი­ა­ნი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია, მან მე­გო­ბარს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და მი­ი­მა­ლა. შემ­დეგ ის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

აი, რას წერს ანი ცხა­და­ძე მოკ­ლუ­ლი მა­მი­სა და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ნათ­ლი­ის შე­სა­ხებ:

მოკ­ლუ­ლი ნო­დარ ცხა­და­ძე

"ცხოვ­რე­ბა­ში ვე­რა­ვი­ზე ვამ­ბობ­დი მე­ზი­ზღე­ბა-მეთ­ქი. სა­ერ­თოდ არც კი ვი­ცო­დი ეს რა გრძნო­ბა იყო, მაგ­რამ ახლა მივ­ხვდი. ყვე­ლა­ნი მე­ზი­ზღე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით კი ის, ვინც ჩემი "ნათ­ლია" იყო. ჩემი ცხოვ­რე­ბის ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბი დას­რულ­და. სული მეწ­ვის და გული მტკი­ვა. არც კი ვიცი, რო­გორ შე­ძე­ლით ასე­თი ადა­მი­ა­ნის გაზ­რდა. თქვენ მე მამა წა­მარ­თვით და ამას არას­დროს გა­პა­ტი­ებთ!

უზო­მოდ მე­ნატ­რე­ბა და მაკ­ლია. ჩემი პა­ტა­რა გამ­ძლე­ო­ბით ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ყვე­ლა სა­თა­ნა­დოდ და­ი­სა­ჯოს! მე თუ ვერა, ღმერ­თი ამას ასე არ და­ტო­ვებს. ერთი ის იცო­დეთ, რომ თქვე­ნი ყვე­ლა სი­ტყვა კარ­გად მახ­სოვ­და - შენი ნათ­ლი­ის სა­ხე­ლი ახ­სე­ნე და ია­მა­ყე­ბო, რა­შიც არ უნდა დაგ­ჭირ­დეს შენ­თან იქ­ნე­ბაო. ვი­ა­მა­ყო? ვი­ა­მა­ყო კი არა მრცხვე­ნია! მრცხვე­ნია სა­ერ­თოდ რომ გიც­ნობთ. რომ მე­უბ­ნე­ბო­დით, ახლა რა­საც ვერ გი­კე­თებს მერე გა­გი­კე­თებ­სო, ისე­თი რა­ღაც გა­მი­კე­თა, გული მო­მიკ­ლა.

მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე თქვენ ხართ, ასე­თი შვი­ლი რომ გა­ზარ­დეთ და თან რომ ცდი­ლობთ ხელი და­ა­ფა­როთ. მე ვა­მა­ყობ მა­მა­ჩე­მით და ყო­ველ­თვის ვი­ა­მა­ყებ, თქვენ კი უბ­რა­ლოდ ვერ გი­ტანთ!" - წერს ანი ცხა­და­ძე.

ბექა კვი­ცი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე მუხ­ლით, ასე­ვე, 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nina
0

ეხ როგორ მესმის შენი პატარა გოგონა,მეც მაგ დღეებში დავკარგე მამა,ჩემი ცხოვრების სიძლიერე და იმედი... ერთს გეტყვი ილოცე შენი მამიკოსთვის,ილოცე და მოიქეცი ისე მას შენით ეამაყოს!

ია
3

თურმე ნუ ითტვით და არაფერი ახსოვს ეს რომ მოვიდეს მთავრობაში ყველანაირად ეცდებოდა საქმე ჩაეფარცხა

ავტორი:

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

თბილისის ზღვაზე მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის ნოდარ ცხადაძის ქალიშვილი ანი ცხადაძე, მკვლელობაში ბრალდებულის ბექა კვიციანის მშობლებს "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან მიმართავს და ამბობს, რომ ამ ოჯახმა მას მამა წაართვა.

ბექა კვიციანი, რომელიც დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილია, მოკლულის მეგობარი და მისი ქალიშვილის ნათლიაა. კვიციანი წარსულში ნასამართლევია, მან მეგობარს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. შემდეგ ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

აი, რას წერს ანი ცხადაძე მოკლული მამისა და მკვლელობაში ბრალდებული ნათლიის შესახებ:

მოკლული ნოდარ ცხადაძე

"ცხოვრებაში ვერავიზე ვამბობდი მეზიზღება-მეთქი. საერთოდ არც კი ვიცოდი ეს რა გრძნობა იყო, მაგრამ ახლა მივხვდი. ყველანი მეზიზღებით განსაკუთრებით კი ის, ვინც ჩემი "ნათლია" იყო. ჩემი ცხოვრების ბედნიერი წუთები დასრულდა. სული მეწვის და გული მტკივა. არც კი ვიცი, როგორ შეძელით ასეთი ადამიანის გაზრდა. თქვენ მე მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!

უზომოდ მენატრება და მაკლია. ჩემი პატარა გამძლეობით ყველაფერს გავაკეთებ, მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა სათანადოდ დაისაჯოს! მე თუ ვერა, ღმერთი ამას ასე არ დატოვებს. ერთი ის იცოდეთ, რომ თქვენი ყველა სიტყვა კარგად მახსოვდა - შენი ნათლიის სახელი ახსენე და იამაყებო, რაშიც არ უნდა დაგჭირდეს შენთან იქნებაო. ვიამაყო? ვიამაყო კი არა მრცხვენია! მრცხვენია საერთოდ რომ გიცნობთ. რომ მეუბნებოდით, ახლა რასაც ვერ გიკეთებს მერე გაგიკეთებსო, ისეთი რაღაც გამიკეთა, გული მომიკლა.

მთავარი დამნაშავე თქვენ ხართ, ასეთი შვილი რომ გაზარდეთ და თან რომ ცდილობთ ხელი დააფაროთ. მე ვამაყობ მამაჩემით და ყოველთვის ვიამაყებ, თქვენ კი უბრალოდ ვერ გიტანთ!" - წერს ანი ცხადაძე.

ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

"ამ დაავადების თითქმის ყველა სკნელი გავიარე. ექიმებმა გაიმარჯვეს" - რას წერს ლევან რატიანსა და მის კლინიკაზე covid-19-ს გადარჩენილი პაციენტი

"ელენესა და სხვებზე ISFED-ში ვერც ზეწოლა და ვერც მოსყიდვა ვერ მოახდენდა გავლენას. გამომიცდია და ვიცი" - რას წერს ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

"ყოველ დილით სკოლაში ფეხით მიდის და გაკვეთილს ატარებს საკლასო ოთახიდან, რომ ბავშვებს კლასის განცდა შეუქმნას" - რას წერს ჟურნალისტი