მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიღბიანები მეუბნებოდნენ: მამაო, ილოცე ჩვენზე, ჩვენი ოჯახის წევრებიც აქ დგანანო" - ვინ არის ბერი, რომელიც აქციაზე სპეცრაზმსა და ხალხს შორის იდგა
"ნიღბიანები მეუბნებოდნენ: მამაო, ილოცე ჩვენზე, ჩვენი ოჯახის წევრებიც აქ დგანანო" - ვინ არის ბერი, რომელიც აქციაზე სპეცრაზმსა და ხალხს შორის იდგა

მამა ნექ­ტა­რი­ოს მჭედ­ლი­ძის ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რავ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა გა­ა­ზი­ა­რა. პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე, სპეც­რაზმსა და ხალ­ხს შო­რის მდგა­რი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი სა­ნა­ხა­ვი იყო...

მამა ნექ­ტა­რი­ო­სის შე­სა­ხებ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პირ­ვე­ლად მა­შინ გა­ი­გო, რო­დე­საც 5 ნო­ემ­ბერს, სამ­ტრე­დი­ა­ში ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში და­ღუ­პული 24 წლის შაკო ბა­რა­მი­ძის­თვის წე­სის აგე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა (ბა­რა­მი­ძე "გირ­ჩის" რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ბიბ­ლი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის" წევ­რი იყო, რის გა­მოც ად­გი­ლობ­რივ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს წე­სის აგე­ბა­ზე უარი უთხრა, ავტ).

რო­გორ მოხ­ვდა საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პირი, რო­მე­ლიც სა­ბერ­ძნე­თის ეკ­ლე­სი­ის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში ირი­ცხე­ბა და რა ხდე­ბო­და აქ­ცი­ა­ზე - ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს მამა ნექ­ტა­რი­ო­სი თა­ვად ესა­უბ­რა:

- მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ტე­ლე­ვი­ზი­ით ვუ­ყუ­რებ­დი და რო­დე­საც სი­ტუ­ა­ცია და­ი­ძა­ბა, ვი­ფიქ­რე, რომ სა­დაც ჩემი მო­ტყუ­ე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა იდგა, იქ იყო ჩემი ად­გი­ლი. წა­ვე­დი პარ­ლა­მენ­ტის წინ და ჩავ­დე­ქი სპეც­რაზმსა და მო­მი­ტინ­გე­ებს შო­რის.

ძა­ლი­ან მძი­მე გა­რე­მო იყო, ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - მა­მაო ილო­ცე ჩვენ­ზე, მოგ­ვიხ­სე­ნიე ლოც­ვებ­ში, ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც აქ დგა­ნა­ნო...

- რა რე­აქ­ცია ჰქონ­დათ სპეც­რაზ­მე­ლებს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის და­ნახ­ვა­ზე?

- რაც შე­მიძ­ლია ვთქვა და თა­ვა­დაც შე­იძ­ლე­ბა და­ა­დას­ტუ­როს, რო­დე­საც გიგა მა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა და­ი­წყეს, მივ­მარ­თე არ და­არ­ტყათ-მეთ­ქი და მარ­თლა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს. მათი მე­თა­უ­რე­ბი იყ­ვნენ აგ­რე­სი­უ­ლე­ბი, თო­რემ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი - არა.

- რამ­დენ ხანს იყა­ვით აქ­ცი­ა­ზე?

- ბო­ლომ­დე, წყლის ჭავ­ლი რომ გა­მო­ი­ყე­ნეს, იქ ვი­ყა­ვი და რად­გან ძა­ლი­ან დავ­სველ­დი, ვე­ღარ შევ­ძე­ლი და წა­მო­ვე­დი. მე იქ მაკო გო­მუ­რის გა­მოც ვი­ყა­ვი. სხვა­თა­შო­რის, ორი დღის წი­ნაც ვი­ყა­ვი აქ­ცი­ა­ზე, რო­დე­საც მთავ­რო­ბა თვა­ლებ­ში ნა­ცარს გაყ­რის, გა­ტყუ­ებს, იმ მთავ­რო­ბას რა უნდა და­უ­ჯე­რო?!

- სხვა აქ­ცი­ებ­შიც თუ მი­გი­ღი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- მე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვცხოვ­რობ, პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მოვ­დი­ვარ, რად­გან სა­ბერ­ძნეთ­ში ვმოღ­ვა­წე­ობ. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­დი­ცი­ა­ში რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მა­ინც იქ ვიდ­გე­ბო­დი. მე არა­ვის მონა არ ვარ, მარ­ტო ღვთის მონა ვარ, ერ­თა­დერ­თი ღმერ­თს ვე­მო­ნე­ბი. მე ვთვლი, რომ სწო­რედ იქ უნდა ვმდგა­რი­ყა­ვი, სა­დაც ვი­დე­ქი.

- სხვა სა­სუ­ლი­ე­რო პირი ხომ არ გი­ნა­ხავთ აქ­ცი­ა­ზე?

- არა, პი­რა­დად არ მი­ნა­ხავს. არც მგო­ნია ვინ­მე ყო­ფი­ლი­ყო.

- ბოლო დროს ხში­რია რო­დე­საც ქარ­თვე­ლე­ბი სა­ბერ­ძნე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში მი­დი­ან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბად... რა­ტომ? იქ უფრო მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა?

- ნამ­დვი­ლად, იქ არ გზღუ­და­ვენ. გა­ვიხ­სე­ნებ სამ­ტრე­დი­ე­ლი ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს, რო­მელ­საც წესს არ უგებ­დნენ, ეს ამ­ბა­ვი ჩემ­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო. ჩემი მღვდელმთა­ვა­რი სა­ბერ­ძნეთ­ში ძა­ლი­ან ჰუ­მა­ნუ­რია. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში რომ ვიყო, არ მექ­ნე­ბო­და უფ­ლე­ბა აქ­ცი­ა­ზე მის­ვლის, მაგ­რამ მა­ინც მი­ვი­დო­დი, იმი­ტომ რომ არც ერ­თნი იყ­ვნენ ბი­ზან­ტი­ე­ლე­ბი და არც მე­ო­რე რო­მა­ე­ლე­ბი, ყვე­ლა­ნი ხომ სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლე­ბი ვართ.

- იმ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან თუ გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში ირი­ცხე­ბი­ან?

- დიახ, უამ­რა­ვი მწერს "ფე­ის­ბუქ­ზე", ყო­ჩაღ, მა­მაო, თქვენს გამ­ბე­და­ო­ბა­სო. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას, მე სა­სუ­ლი­ე­რო პირი არ ვყო­ფილ­ვარ, მა­შინ ერთ-ერთი მღვდელმთავ­რის კურ­თხე­ვით ჟურ­ნალს ვუშ­ვებ­დი.

2017 წლი­დან კი უკვე სა­ბერ­ძნე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში ვი­რი­ცხე­ბი, ათენ­ში წმინ­და კი­მო­თე ეპის­კო­პო­სის ტა­ძარ­ში, სა­დაც ძა­ლი­ან ხში­რად გვა­კი­თხა­ვენ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
99

ნაცების მამაო, პეტრესი რა ხარ? გამომივიდა ეხლა ესეც მამა აბრამიის ბატკანი. ვახ რავა ყველა თამაშობთ?

Mmm
77

მამაო, რა მაკო გომური? გომური იქნება მოძალადე თუ შტომური ამას აზრი არ აქვს ,თუ არ გეცოდება თავი შეასკდი სპეც რაზმს. გაფრთხილებს დაიშალე და ადექი და დაიშალე, როცა იქცევი არასწორად ან ხელს მოიტეხავ ან რაიმეს, მეც ვიყავი ორივე აქციაზე მაგრამ დროულად წამოვედი უვნებელი, 

ავტორი:

"ნიღბიანები მეუბნებოდნენ: მამაო, ილოცე ჩვენზე, ჩვენი ოჯახის წევრებიც აქ დგანანო" - ვინ არის ბერი, რომელიც აქციაზე სპეცრაზმსა და ხალხს შორის იდგა

"ნიღბიანები მეუბნებოდნენ: მამაო, ილოცე ჩვენზე, ჩვენი ოჯახის წევრებიც აქ დგანანო" - ვინ არის ბერი, რომელიც აქციაზე სპეცრაზმსა და ხალხს შორის იდგა

მამა ნექტარიოს მჭედლიძის ფოტოები სოციალურ ქსელში უამრავმა მომხმარებელმა გააზიარა. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სპეცრაზმსა და ხალხს შორის მდგარი სასულიერო პირი, საკმაოდ ემოციური სანახავი იყო...

მამა ნექტარიოსის შესახებ ფართო საზოგადოებამ პირველად მაშინ გაიგო, როდესაც 5 ნოემბერს, სამტრედიაში ავტოავარიაში დაღუპული 24 წლის შაკო ბარამიძისთვის წესის აგების სურვილი გამოთქვა (ბარამიძე "გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" წევრი იყო, რის გამოც ადგილობრივმა სასულიერო პირმა გარდაცვლილის ოჯახს წესის აგებაზე უარი უთხრა, ავტ).

როგორ მოხვდა საპროტესტო ტალღაში სასულიერო პირი, რომელიც საბერძნეთის ეკლესიის იურისდიქციაში ირიცხება და რა ხდებოდა აქციაზე - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს მამა ნექტარიოსი თავად ესაუბრა:

- მოვლენების განვითარებას ტელევიზიით ვუყურებდი და როდესაც სიტუაცია დაიძაბა, ვიფიქრე, რომ სადაც ჩემი მოტყუებული ახალგაზრდობა იდგა, იქ იყო ჩემი ადგილი. წავედი პარლამენტის წინ და ჩავდექი სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის.

ძალიან მძიმე გარემო იყო, ნიღბიანი ადამიანები მეუბნებოდნენ - მამაო ილოცე ჩვენზე, მოგვიხსენიე ლოცვებში, ჩვენი ოჯახის წევრებიც აქ დგანანო...

- რა რეაქცია ჰქონდათ სპეცრაზმელებს სასულიერო პირის დანახვაზე?

- რაც შემიძლია ვთქვა და თავადაც შეიძლება დაადასტუროს, როდესაც გიგა მაქარაშვილის დაკავება დაიწყეს, მივმართე არ დაარტყათ-მეთქი და მართლა გაითვალისწინეს. მათი მეთაურები იყვნენ აგრესიულები, თორემ სპეცრაზმელები - არა.

- რამდენ ხანს იყავით აქციაზე?

- ბოლომდე, წყლის ჭავლი რომ გამოიყენეს, იქ ვიყავი და რადგან ძალიან დავსველდი, ვეღარ შევძელი და წამოვედი. მე იქ მაკო გომურის გამოც ვიყავი. სხვათაშორის, ორი დღის წინაც ვიყავი აქციაზე, როდესაც მთავრობა თვალებში ნაცარს გაყრის, გატყუებს, იმ მთავრობას რა უნდა დაუჯერო?!

- სხვა აქციებშიც თუ მიგიღიათ მონაწილეობა?

- მე საქართველოში არ ვცხოვრობ, პერიოდულად ჩამოვდივარ, რადგან საბერძნეთში ვმოღვაწეობ. თუმცა, საქართველოს საპატრიარქოს იურისდიციაში რომ ვყოფილიყავი, მაინც იქ ვიდგებოდი. მე არავის მონა არ ვარ, მარტო ღვთის მონა ვარ, ერთადერთი ღმერთს ვემონები. მე ვთვლი, რომ სწორედ იქ უნდა ვმდგარიყავი, სადაც ვიდექი.

- სხვა სასულიერო პირი ხომ არ გინახავთ აქციაზე?

- არა, პირადად არ მინახავს. არც მგონია ვინმე ყოფილიყო.

- ბოლო დროს ხშირია როდესაც ქართველები საბერძნეთის ეკლესიაში მიდიან სასულიერო პირებად... რატომ? იქ უფრო მეტი თავისუფლებაა?

- ნამდვილად, იქ არ გზღუდავენ. გავიხსენებ სამტრედიელი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს, რომელსაც წესს არ უგებდნენ, ეს ამბავი ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ჩემი მღვდელმთავარი საბერძნეთში ძალიან ჰუმანურია. მაგალითად, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში რომ ვიყო, არ მექნებოდა უფლება აქციაზე მისვლის, მაგრამ მაინც მივიდოდი, იმიტომ რომ არც ერთნი იყვნენ ბიზანტიელები და არც მეორე რომაელები, ყველანი ხომ საქართველოს შვილები ვართ.

- იმ სასულიერო პირებთან თუ გაქვთ ურთიერთობა, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოში ირიცხებიან?

- დიახ, უამრავი მწერს "ფეისბუქზე", ყოჩაღ, მამაო, თქვენს გამბედაობასო. საქართველოში ცხოვრებისას, მე სასულიერო პირი არ ვყოფილვარ, მაშინ ერთ-ერთი მღვდელმთავრის კურთხევით ჟურნალს ვუშვებდი.

2017 წლიდან კი უკვე საბერძნეთის საპატრიარქოს იურისდიქციაში ვირიცხები, ათენში წმინდა კიმოთე ეპისკოპოსის ტაძარში, სადაც ძალიან ხშირად გვაკითხავენ ქართველი ემიგრანტები.

როგორია ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებსაც ბათუმში აკვირდებოდნენ - გამყრელიძის კომენტარი

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "დედას გიტირებთ, ნაძირალათა ხროვა ხართ დღევანდელი ხელისუფლება"

დაპირისპირება პარლამენტთან - მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა