სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე
"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე

"მთავ­რო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს მო­ი­თხო­ვენ... სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკან და­ხე­ვას არ აპი­რებს..." - ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან თბი­ლი­სის საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღას რუ­სუ­ლი მე­დია და რუსი ექ­სპერ­ტე­ბი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მას შემ­დეგ, რაც პარ­ლა­მენ­ტში კენ­ჭისყრა ჩა­ვარ­და, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებ­მა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­მა და ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” და მისი თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნე­ბით საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყეს.

"18 ნო­ემ­ბერს, ქარ­თველ­მა ძა­ლოვ­ნებ­მა პარ­ლა­მენ­ტის ოთხი­ვე შე­სას­ვლე­ლი, რო­მე­ლიც აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მიერ იყო პი­კე­ტი­რე­ბუ­ლი, წყლის ჭავ­ლი­სა და ცრემლსა­დე­ნი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. თუმ­ცა, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი და­ნე­ბე­ბას არ აპი­რე­ბენ" - იუ­წყე­ბა რუ­სუ­ლი მე­დია.

მოს­კო­ვის ჟურ­ნა­ლის­ტთა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე პა­ველ გუ­სე­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო НСН-თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ "ან­ტი­რუ­სულ­მა პო­ლი­ტი­კამ მი­იყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო კრი­ზი­სამ­დე". მისი თქმით, ქვე­ყა­ნა­ში არის რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი, ასე­ვე ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი:

"ან­ტი­რუ­სულ­მა პო­ლი­ტი­კამ სა­ქარ­თვე­ლოს კარ­გი არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნა. ევ­რო­პა შორს არის, ამე­რი­კა - კი­დევ უფრო, რუ­სე­თი კი მე­ზო­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა... თუმ­ცა, უნდა ვთქვა, რომ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­დი­ხარ, ქარ­თველ ხალ­ხს ისე უყ­ვარს რუ­სე­თი და რუსი ხალ­ხი, გა­გიკ­ვირ­დე­ბა კი­დეც... ეს ორი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი რამ არის - ერ­თის მხრივ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ასე­თი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მე­ო­რეს მხრივ, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი რუ­სე­თი­სა და რუსი ხალ­ხის მი­მართ...

მე მა­ინც მგო­ნია, რომ ადრე თუ გვი­ან, მა­ინც დად­გე­ბა დრო, რო­დე­საც ჩვენ ისევ ახლო და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვექ­ნე­ბა ისე, რო­გორც ეს ადრე იყო...” - ამ­ბობს გუ­სე­ვი.

“რას ითხო­ვენ მო­მი­ტინ­გე­ე­ბი თბი­ლის­ში?” - ამ სა­ხელ­წო­დე­ბის სი­უ­ჟე­ტით ეხ­მა­უ­რე­ბა Настоящее Время სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს. სი­უ­ჟეტ­ში ნათ­ქვა­მია, რომ 20 ივ­ნისს, რუსი დე­პუ­ტა­ტის სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი მღელ­ვა­რე­ბა, ჯერ არ ამო­წუ­რუ­ლა.

"მა­შინ ქარ­თულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში და­ა­ნა­შა­უ­ლა და შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და პარ­ლა­მენ­ტის მა­შინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კო­ბა­ხი­ძე გა­და­ა­ყე­ნა და პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ზე და­თან­ხმდა. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მთა­ვა­რი და­პი­რე­ბა, სა­კონ­სტუ­ტი­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ჩა­აგ­დო... სა­ინ­ტე­რე­სოა, რა იქ­ნე­ბა ხვალ და ვის სა­სარ­გებ­ლოდ შე­იც­ვლე­ბა პრო­ცე­სე­ბი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე?" - კი­თხვას სვამს ჟურ­ნა­ლის­ტი.

“სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას მო­უ­წევს შე­თან­მე­ბა...” - წერს ПРИСП-ის ექ­სპერ­ტი, პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი მა­რია მინ­ჩე­ვა პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.

"ახლა ქვე­ყა­ნას “რუხი კარ­დი­ნა­ლი” ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თავს, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ნა­ირ პოსტს არ იკა­ვებს, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის მუ­შა­ო­ბას აკონ­ტრო­ლებს. ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მიღ­მაც ის დგას... თუმ­ცა, ქარ­თვე­ლე­ბი ჯი­უ­ტი ხალ­ხია. ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შეძ­ლო და ისი­ნი ბრძო­ლას გა­ნაგ­რძო­ბენ" - წერს მინ­ჩე­ვა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ი­დან­ზე "და­ი­ტეს­ტა" - მი­იჩ­ნევს რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა ВЗГЛЯД-ი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი - ნა­ტა­ლია მა­კა­რო­ვა და იური ზა­ი­ნა­შე­ვი წე­რენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში "მო­რი­გი ფე­რა­დი რე­ვო­ლუ­ცია არ შედ­გა".

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წე­რენ, რომ ოპო­ზი­ცი­ამ შეძ­ლო ხელ­ში ჩა­ეგ­დო პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის შე­სას­ვლე­ლე­ბი, თუმ­ცა ორი დღის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რე­ზი­ნის ხელ­კე­ტე­ბი­თა და წყლის ჭავ­ლით და­შა­ლეს მო­მი­ტინ­გე­ე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ, აშშ და ევ­რო­პა მო­უ­წო­დებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძალა არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ.

ექ­სპერ­ტის, დსთ-ს ქვეყ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის ვლა­დი­მირ ჟა­რი­ხი­ნის თქმით, და­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლოს არ ექ­ცე­ვა, რო­გორც ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვე­ყა­ნას:

"და­სავ­ლელ­მა დიპ­ლო­მა­ტებ­მა მო­უ­წო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა იგი­ვე, რაც ცოტა ხნით ადრე მაკ­რონ­მა საფ­რან­გეთ­ში გა­ა­კე­თა - ბრძა­ნე­ბა გას­ცა, პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხელ­კე­ტე­ბი­თა და ცრემლსა­დე­ნი გზით და­ე­შა­ლათ.

მაკ­რო­ნის­თვის ეს შე­იძ­ლე­ბა და თქვენ­თვის არა? რა­ტომ? იმი­ტომ რომ, თქვენ ხართ არა­ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი! ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის კი შე­იძ­ლე­ბა. ივა­ნიშ­ვილ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ ისიც ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლია და უფ­ლე­ბა აქვს იგი­ვე გა­ა­კე­თოს არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი მი­ტინ­გის მო­ნა­წი­ლე­თა წი­ნა­აღ­მდეგ და ვფიქ­რობ, ის მარ­თა­ლია" - დას­ძი­ნა ჟა­რი­ხინ­მა ВЗГЛЯД-თან სა­უბ­რი­სას.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha-ს
13

მიდი დაწერე რამე სახალისო და სადიდებელი ვლადიმერ ვლადიმიროვიჩზე,,,

ალექს
6

ვინ,თუ არა რუსებმა,იციან,რომ სულერთია რა საარჩევნო სისტემაა ,მთავარია ვინ ითვლის !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე

"მთავრობის მოწინააღმდეგეები ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ... საქართველოს ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს..." - ასე ეხმაურებიან თბილისის საპროტესტო ტალღას რუსული მედია და რუსი ექსპერტები.

მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც პარლამენტში კენჭისყრა ჩავარდა, სამოქალაქო აქტივისტებმა, ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა “ქართული ოცნება” და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და პროპორციული არჩევნების მოთხოვნებით საპროტესტო აქციები დაიწყეს.

"18 ნოემბერს, ქართველმა ძალოვნებმა პარლამენტის ოთხივე შესასვლელი, რომელიც აქციების მონაწილეების მიერ იყო პიკეტირებული, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით გაათავისუფლეს. თუმცა, ოპოზიციის ლიდერები დანებებას არ აპირებენ" - იუწყება რუსული მედია.

მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე პაველ გუსევი საინფორმაციო სააგენტო НСН-თან საუბარში ამბობს, რომ "ანტირუსულმა პოლიტიკამ მიიყვანა საქართველო კრიზისამდე". მისი თქმით, ქვეყანაში არის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კრიზისი:

"ანტირუსულმა პოლიტიკამ საქართველოს კარგი არაფერი მოუტანა. ევროპა შორს არის, ამერიკა - კიდევ უფრო, რუსეთი კი მეზობელი ქვეყანაა... თუმცა, უნდა ვთქვა, რომ როდესაც საქართველოში ჩადიხარ, ქართველ ხალხს ისე უყვარს რუსეთი და რუსი ხალხი, გაგიკვირდება კიდეც... ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი რამ არის - ერთის მხრივ, ხელისუფლების მხრიდან ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება და მეორეს მხრივ, ხალხის სიყვარული რუსეთისა და რუსი ხალხის მიმართ...

მე მაინც მგონია, რომ ადრე თუ გვიან, მაინც დადგება დრო, როდესაც ჩვენ ისევ ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვექნება ისე, როგორც ეს ადრე იყო...” - ამბობს გუსევი.

“რას ითხოვენ მომიტინგეები თბილისში?” - ამ სახელწოდების სიუჟეტით ეხმაურება Настоящее Время საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. სიუჟეტში ნათქვამია, რომ 20 ივნისს, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტით გამოწვეული მღელვარება, ჯერ არ ამოწურულა.

"მაშინ ქართულმა ოპოზიციამ ადგილობრივი ხელისუფლება რუსეთის ინტერესების გატარებაში დაანაშაულა და შს ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიასა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვა.

ხელისუფლებამ კობახიძე გადააყენა და პროპორციულ არჩევნებზე დათანხმდა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, მთავარი დაპირება, საკონსტუტიციო ცვლილებების შესახებ, ჩააგდო... საინტერესოა, რა იქნება ხვალ და ვის სასარგებლოდ შეიცვლება პროცესები ქართულ პოლიტიკურ ველზე?" - კითხვას სვამს ჟურნალისტი.

“საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწევს შეთანმება...” - წერს ПРИСП-ის ექსპერტი, პოლიტტექნოლოგი მარია მინჩევა პუბლიკაციაში.

"ახლა ქვეყანას “რუხი კარდინალი” ბიძინა ივანიშვილი მართავს, რომელიც ოფიციალურად არანაირ პოსტს არ იკავებს, თუმცა არსებული ინფორმაციით, ყველა სახელმწიფო უწყების მუშაობას აკონტროლებს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიღმაც ის დგას... თუმცა, ქართველები ჯიუტი ხალხია. ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა გაერთიანება შეძლო და ისინი ბრძოლას განაგრძობენ" - წერს მინჩევა.

"საქართველოს ხელისუფლება მაიდანზე "დაიტესტა" - მიიჩნევს რუსული გამოცემა ВЗГЛЯД-ი. როგორც ჟურნალისტები - ნატალია მაკაროვა და იური ზაინაშევი წერენ, საქართველოში "მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა".

ჟურნალისტები წერენ, რომ ოპოზიციამ შეძლო ხელში ჩაეგდო პარლამენტის შენობის შესასვლელები, თუმცა ორი დღის შემდეგ სამართალდამცველებმა რეზინის ხელკეტებითა და წყლის ჭავლით დაშალეს მომიტინგეები, მიუხედავად იმისა რომ, აშშ და ევროპა მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას ძალა არ გამოეყენებინა პროტესტის მონაწილეების მიმართ.

ექსპერტის, დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის ვლადიმირ ჟარიხინის თქმით, დასავლეთი საქართველოს არ ექცევა, როგორც ცივილიზებულ ქვეყანას:

"დასავლელმა დიპლომატებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ გაეკეთებინა იგივე, რაც ცოტა ხნით ადრე მაკრონმა საფრანგეთში გააკეთა - ბრძანება გასცა, პროტესტის მონაწილეები ხელკეტებითა და ცრემლსადენი გზით დაეშალათ.

მაკრონისთვის ეს შეიძლება და თქვენთვის არა? რატომ? იმიტომ რომ, თქვენ ხართ არაცივილიზებულები! ცივილიზებულებისათვის კი შეიძლება. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ისიც ცივილიზებულია და უფლება აქვს იგივე გააკეთოს არასანქცირებული მიტინგის მონაწილეთა წინააღმდეგ და ვფიქრობ, ის მართალია" - დასძინა ჟარიხინმა ВЗГЛЯД-თან საუბრისას.

დედამიწას მწყობრიდან გამოსული გიგანტური ჩინური რაკეტა უახლოვდება - რა საფრთხეებზე საუბრობენ პენტაგონში

"დონალდ ტრამპის მიმართ არასათანადო სასჯელი იქნა გამოიყენებული" - რა წერია "ფეისბუქის" სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნაში?

უიშვიათესი შემთხვევა - მალელმა ქალმა 9 ბავშვი გააჩინა