სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ბიჭი, რომელმაც სავარაუდოდ დედა და და მოკლა - რატომ სთხოვდა ის დაცვას არასამთავრობო ორგანიზაციას
ვინ იყო ბიჭი, რომელმაც სავარაუდოდ დედა და და მოკლა - რატომ სთხოვდა ის დაცვას არასამთავრობო ორგანიზაციას

17 ნო­ემ­ბერს ვა­კე­ში, ატე­ნის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი".

რო­გორც ცენ­ტრის ად­ვო­კატ­მა ეკა ქო­ბე­საშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს უამ­ბო, ლე­ვან აბა­ში­ძემ, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, დედა და და მოკ­ლა, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან შე­ვიწ­რო­ვე­ბის გამო დახ­მა­რე­ბის­თვის ცენ­ტრს რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თა.

ლე­ვან აბა­ში­ძე 2016 წლის 9 სექ­ტემ­ბრით და­თა­რი­ღე­ბულ წე­რილ­ში "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრს" მი­მარ­თავს და წერს, რომ ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან იდევ­ნე­ბა.

ცენ­ტრის ად­ვო­კატ­მა AMBEBI.GE-ს წე­რი­ლის ასლი და ლე­ვან აბა­ში­ძის ფოტო ექ­სკლუ­ზი­უ­რად მი­ა­წო­და.

"არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე (გუ­ლის­ხმობს 2016 წლის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებს, ავტ.) ჩემ­თან სახ­ლში მო­ვიდ­ნენ ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. დე­და­ჩემს სთხო­ვეს, რომ ჩემ­თვის და­ე­რე­კა და ეთ­ქვა ეს ამ­ბა­ვი. დე­დას ვთხო­ვე, და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი­ნა რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი. ვე­სა­უბ­რე მათ­გან ერთ-ერთს და ვთხო­ვე, არ ენერ­ვი­უ­ლე­ბი­ნათ ადა­მი­ა­ნი, ხუთ წუთ­ში სახ­ლში ვიქ­ნე­ბო­დი.

ამ დროს მე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, მე­გო­ბარ­თან. წა­ვე­დი სახ­ლში. სა­დარ­ბა­ზოს­თან დამ­ხვდა ორი შავი "ტო­ი­ო­ტა ქამ­რის" ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც არა­ვინ იჯდა. სახ­ლში დამ­ხვდა ხუთი ან მეტი ადა­მი­ა­ნი, აქე­დან ერთ-ერთი გა­მეც­ნო, რო­გორც ვა­კის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი.

არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ ცი­ხე­ში, არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ ნა­სა­მარ­თლე­ვი. ვერ ვხვდე­ბო­დი რა ხდე­ბო­და. მომ­თხო­ვეს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, თუ არა შენს თავს და­აბ­რა­ლე რაც მო­გი­ვაო და წა­ვიდ­ნენ.

და­ვე­მორ­ჩი­ლე მათ მო­თხოვ­ნას იმ იმე­დით, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ივ­ლი­და და შევ­ძლებ­დი გა­ურ­კვევ­ლო­ბის გარ­კვე­ვას და სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას. მაგ­რამ არა­ვინ არა­ფერს მე­უბ­ნე­ბა, თით­ქოს არც ვარ­სე­ბობ. გთხოვთ, და­მიც­ვათ და და­მეხ­მა­როთ გა­გე­ბა­ში, რა ხდე­ბა ჩემს თავს“ - წერ­და გარ­დაც­ვლი­ლი ლე­ვან აბა­ში­ძე 2016 წელს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

ლე­ვან აბა­ში­ძის წე­რი­ლი

ად­ვო­კატ ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლის თქმით, ის პი­რა­დად გახ­და მოწ­მე, რო­გორ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ უარს მე­სა­ზღვრე­ე­ბი აბა­ში­ძეს გად­მო­ეკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი, ისე რომ არა­ნა­ირ გან­მარ­ტე­ბას არ აძ­ლევ­დნენ:

"2016 წელს ამ ბიჭ­მა მოგ­ვმარ­თა გან­ცხა­დე­ბით, ითხოვ­და სა­მარ­თლებ­რივ დახ­მა­რე­ბას. ამ­ბობ­და, რომ მას სდევ­ნიდ­ნენ და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე შე­მოს­ვლი­სა და გას­ვლის უფ­ლე­ბას უზღუ­დავ­დნენ. მე პი­რა­დად ვარ შემ­სწრე, რო­გორ აუხ­სნე­ლად ეუბ­ნე­ბოდ­ნენ უარს მე­სა­ზღვრე­ე­ბი გად­მო­ეკ­ვე­თა ქვეყ­ნის სა­ზღვა­რი.

არ­სე­ბობს ვი­დე­ო­მი­მარ­თვაც, სა­დაც ეს ადა­მი­ა­ნი დე­ტა­ლუ­რად ყვე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე. წი­თელ ხიდ­ზეც ვი­ყა­ვი ჩემს კო­ლე­გას­თან ერ­თად ჩა­სუ­ლი, რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ ძლივს შე­მო­ვაშ­ვე­ბი­ნეთ ქვე­ყა­ნა­ში.

ვე­კი­თხე­ბო­დი მე­სა­ზღვრეს - რა­ტომ არ უშ­ვებთ სა­ზღვარ­ზე-მეთ­ქი და მპა­სუ­ხობ­და, რომ არ არე­ბობ­და კონ­კრე­ტუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი, ადა­მი­ა­ნი არ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი და არც სხვა რამე სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ "ზე­ვი­დან" ჰქონ­დათ ასე­თი და­ვა­ლე­ბა მი­ცე­მუ­ლი.

2018 წელს აბა­ში­ძე აე­რო­პორ­ტი­დან უკან მი­აბ­რუ­ნეს და ემუქ­რე­ბოდ­ნენ, ნარ­კო­ტი­კი აღ­მოჩ­ნდე­ბა შენს საქ­მე­შიო. ამ ადა­მი­ანს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უნდა გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, თო­რემ მოხ­დე­ბო­და მას­ზე ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. ლიკ­ვი­და­ცი­ი­ის მუ­ქა­რა­ზე არ სა­უბ­რობ­და, მაგ­რამ ში­შობ­და, ნარ­კო­ტი­კი ან ია­რა­ღი არ ჩა­მი­დო­ნო და ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ყა­ვით სა­და­რა­ჯო­ზე" - ამ­ბობს ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი ლე­ვან აბა­ში­ძის ინ­ტე­რე­სებს იცავ­და.

ატე­ნის ქუ­ჩა­ზე 17 ნო­ემ­ბერს მომ­ხდა­რი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა ჯერ კი­დევ ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი. გარ­დაც­ვლი­ლია ერთი ოჯა­ხის სამი წევ­რი - დედა ირი­ნა გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი და შვი­ლე­ბი, თაკო და ლე­ვან აბა­ში­ძე­ე­ბი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გამ­თე­ნი­ი­სას, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯერ დედა და და მოკ­ლა, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა. თუმ­ცა, და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი ოჯა­ხის სამი წევ­რი შე­საძ­ლოა, სულ სხვა პირ­მა მოკ­ლა.

ლე­ვან აბა­ში­ძე ინ­გლი­სი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მე­უღ­ლეს და­შორ­და და დრო­ე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოსო
56

ე.ი. პოლიცია მთლად უმიზეზოდ დაადგა თავზე და ქვეყნიდან წასვლა მოსთხოვა აბსოლუტურად უდანაშაულო ბიჭს? გჯერათ?

ახალი ზღაპარი
72

რაღაც აბსურდულ, შეთითხნილ სცენარს გავს, მთავრობის დიკრედიტაციაზე გათვლილს - პერსონაჟებს ვერ მოიგონებენ მიშას ე.წ. არასამთავროები, თუ ჯერ არ მოუგონიათ. მუხტის შენარჩუნება უნდათ, აშკარაა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ვინ იყო ბიჭი, რომელმაც სავარაუდოდ დედა და და მოკლა - რატომ სთხოვდა ის დაცვას არასამთავრობო ორგანიზაციას

ვინ იყო ბიჭი, რომელმაც სავარაუდოდ დედა და და მოკლა - რატომ სთხოვდა ის დაცვას არასამთავრობო ორგანიზაციას

17 ნოემბერს ვაკეში, ატენის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეში საინტერესო დეტალებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი".

როგორც ცენტრის ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა AMBEBI.GE-ს უამბო, ლევან აბაშიძემ, რომელმაც სავარაუდოდ, დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, სამართალდამცველების მხრიდან შევიწროვების გამო დახმარებისთვის ცენტრს რამდენჯერმე მიმართა.

ლევან აბაშიძე 2016 წლის 9 სექტემბრით დათარიღებულ წერილში "ადამიანის უფლებათა ცენტრს" მიმართავს და წერს, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისგან იდევნება.

ცენტრის ადვოკატმა AMBEBI.GE-ს წერილის ასლი და ლევან აბაშიძის ფოტო ექსკლუზიურად მიაწოდა.

"არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე (გულისხმობს 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს, ავტ.) ჩემთან სახლში მოვიდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. დედაჩემს სთხოვეს, რომ ჩემთვის დაერეკა და ეთქვა ეს ამბავი. დედას ვთხოვე, დაელაპარაკებინა რომელიმე მათგანი. ვესაუბრე მათგან ერთ-ერთს და ვთხოვე, არ ენერვიულებინათ ადამიანი, ხუთ წუთში სახლში ვიქნებოდი.

ამ დროს მე ვიმყოფებოდი აბაშიძის ქუჩაზე, მეგობართან. წავედი სახლში. სადარბაზოსთან დამხვდა ორი შავი "ტოიოტა ქამრის" ტიპის ავტომანქანა, რომელშიც არავინ იჯდა. სახლში დამხვდა ხუთი ან მეტი ადამიანი, აქედან ერთ-ერთი გამეცნო, როგორც ვაკის პოლიციის უფროსი.

არასოდეს ვყოფილვარ ციხეში, არასოდეს ვყოფილვარ ნასამართლევი. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. მომთხოვეს ქვეყნის დატოვება რამდენიმე საათში, თუ არა შენს თავს დააბრალე რაც მოგივაო და წავიდნენ.

დავემორჩილე მათ მოთხოვნას იმ იმედით, რომ არჩევნები ჩაივლიდა და შევძლებდი გაურკვევლობის გარკვევას და სახლში დაბრუნებას. მაგრამ არავინ არაფერს მეუბნება, თითქოს არც ვარსებობ. გთხოვთ, დამიცვათ და დამეხმაროთ გაგებაში, რა ხდება ჩემს თავს“ - წერდა გარდაცვლილი ლევან აბაშიძე 2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გაგზავნილ წერილში.

ლევან აბაშიძის წერილი

ადვოკატ ეკა ქობესაშვილის თქმით, ის პირადად გახდა მოწმე, როგორ ეუბნებოდნენ უარს მესაზღვრეები აბაშიძეს გადმოეკვეთა საქართველოს საზღვარი, ისე რომ არანაირ განმარტებას არ აძლევდნენ:

"2016 წელს ამ ბიჭმა მოგვმართა განცხადებით, ითხოვდა სამართლებრივ დახმარებას. ამბობდა, რომ მას სდევნიდნენ და საქართველოს საზღვარზე შემოსვლისა და გასვლის უფლებას უზღუდავდნენ. მე პირადად ვარ შემსწრე, როგორ აუხსნელად ეუბნებოდნენ უარს მესაზღვრეები გადმოეკვეთა ქვეყნის საზღვარი.

არსებობს ვიდეომიმართვაც, სადაც ეს ადამიანი დეტალურად ყვება ამ ყველაფერზე. წითელ ხიდზეც ვიყავი ჩემს კოლეგასთან ერთად ჩასული, რამდენიმესაათიანი მცდელობის შემდეგ ძლივს შემოვაშვებინეთ ქვეყანაში.

ვეკითხებოდი მესაზღვრეს - რატომ არ უშვებთ საზღვარზე-მეთქი და მპასუხობდა, რომ არ არებობდა კონკრეტული საფუძველი, ადამიანი არ იყო ნასამართლევი და არც სხვა რამე საფუძველი ჰქონდა, მაგრამ "ზევიდან" ჰქონდათ ასეთი დავალება მიცემული.

2018 წელს აბაშიძე აეროპორტიდან უკან მიაბრუნეს და ემუქრებოდნენ, ნარკოტიკი აღმოჩნდება შენს საქმეშიო. ამ ადამიანს ეუბნებოდნენ, რომ საქართველოში არ უნდა გაჩერებულიყო, თორემ მოხდებოდა მასზე ანგარიშსწორება. ლიკვიდაციიის მუქარაზე არ საუბრობდა, მაგრამ შიშობდა, ნარკოტიკი ან იარაღი არ ჩამიდონო და ჩვენ მაქსიმალურად ვიყავით სადარაჯოზე" - ამბობს ეკა ქობესაშვილი, რომელიც გარდაცვლილი ლევან აბაშიძის ინტერესებს იცავდა.

ატენის ქუჩაზე 17 ნოემბერს მომხდარი სასტიკი მკვლელობა ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული. გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი - დედა ირინა გედევანიშვილი და შვილები, თაკო და ლევან აბაშიძეები.

ადგილობრივების ინფორმაციით, გამთენიისას, ახალგაზრდა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთი ოჯახის სამი წევრი შესაძლოა, სულ სხვა პირმა მოკლა.

ლევან აბაშიძე ინგლისიდან ახალი ჩამოსული იყო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მეუღლეს დაშორდა და დროებით საქართველოში დაბრუნდა.

"შვილიშვილმა ბებიას თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა" - შსს ფოთში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

"თავდასხმა პროფესიული ნიშნით იყო, მე ამ ადამიანებთან ცხოვრებაში შეხება არ მქონია" - რა თქვა ვახო სანაიამ პროცესის დაწყებამდე

არსებული ინფორმაციით, ფოთში, შვილიშვილმა ბებია მოკლა