სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს
"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

ატე­ნის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა ჯერ კი­დევ ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი. გარ­დაც­ვლი­ლია ერთი ოჯა­ხის სამი წევ­რი - დედა ირი­ნა გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი და შვი­ლე­ბი, თაკო და ლე­ვან აბა­ში­ძე­ე­ბი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გამ­თე­ნი­ი­სას, მა­მა­კაც­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯერ დედა და და მოკ­ლა, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა. თუმ­ცა, და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი ოჯა­ხის სამი წევ­რი შე­საძ­ლოა, სულ სხვა პირ­მა მოკ­ლა.

თაკო აბა­ში­ძე

ლე­ვან აბა­ში­ძე ინ­გლი­სი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მე­უღ­ლეს და­შორ­და და დრო­ე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

გარ­დაც­ვლი­ლი ირი­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი 55 წლის იყო. ქვრი­ვი ქალი ორ შვილს მარ­ტო ზრდი­და. გე­დე­ვა­ნიშ­ვილს კარ­გად იც­ნო­ბენ ფსი­ქო­ლო­გე­ბის წრე­ში, ის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი გახ­ლდათ.

ირი­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი

მოკ­ლუ­ლი ქა­ლის სტუ­დენ­ტე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი შო­კი­რე­ბულ­ნი არი­ან უმ­ძი­მე­სი ამ­ბით:

"უსაყ­ვარ­ლე­სი ირი­ნე... სიყ­ვა­რუ­ლის, სი­კე­თის და ადა­მი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლო ქალი იყო"

"ირი­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი... შოკ­ში ვარ..." - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი.

"...მას პირ­ვე­ლად 2018 წლის აგ­ვის­ტო­ში შევ­ხვდი, იმ დღეს­ვე შეგ­ვიყ­ვარ­და ორი­ვე მხა­რეს ერ­თმა­ნე­თი... როცა აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის წელი და­ი­წყო, ირი­ნეს­თან სი­ა­რუ­ლიც სის­ტე­მა­ტი­უ­რი გახ­და, შე­ვი­სის­ხლხორ­ცეთ ერ­თმა­ნე­თის ყვე­ლა­ფე­რი, კარ­გი და ცუდი... არ მახ­სენ­დე­ბა მის­გან ნე­გა­ტი­ვი ან პე­სი­მიზ­მი... ირი­ნეს ბოლო და­ბა­დე­ბის დღე­საც ერ­თად შევ­ხვდით.... ნე­ტავ სცოდ­ნო­და, რამ­დე­ნად ლა­მა­ზი იყო ში­ნა­გა­ნი და გა­რე­გა­ნი სი­ლა­მა­ზით....

ჩემი ძა­ლი­ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ირი­ნე... მჯე­რა, სა­მუ­და­მო სიყ­ვა­რუ­ლი გვა­კავ­ში­რებს მას­თან!" - წერს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მოს­წავ­ლე მა­რი­ამ გვე­ლე­სი­ა­ნი.

მოკ­ლუ­ლი თაკო აბა­ში­ძე და ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ეკო ფან­გა­ნი მე­გობ­რობ­დნენ. ფან­გან­მა მე­გო­ბა­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი ფო­ტო­თი და სი­ტყვე­ბით გა­იხ­სე­ნა:

"Baby... I love you more than we could imagine. მგო­ნია, რომ ეს ღამე არა­სო­დეს არ გა­თენ­დე­ბა, თუმ­ცა გუ­შინ­დე­ლი არ უნდა გა­თე­ნე­ბუ­ლი­ყო, თურ­მე... თაკო! ეს ფოტო უკვე 10 წლის ყო­ფი­ლა..." - წერს ფან­გა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგი
8

მიცვალებულზე ან კ ა რ გ ს ამბობენ ან არაფერს, ეს ქართველი ბრძენის მოფიქრებულია

ზურა
7

Baby... I love you more than we could imagine. უკვე ინგლისურათაც დავიწყეთ ფეისბუქზე მისმძიმრება? ჯაან მალე შევალთ ევროპაში

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

ატენის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობა ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული. გარდაცვლილია ერთი ოჯახის სამი წევრი - დედა ირინა გედევანიშვილი და შვილები, თაკო და ლევან აბაშიძეები.

ადგილობრივების ინფორმაციით, გამთენიისას, მამაკაცმა, სავარაუდოდ, ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთი ოჯახის სამი წევრი შესაძლოა, სულ სხვა პირმა მოკლა.

თაკო აბაშიძე

ლევან აბაშიძე ინგლისიდან ახალი ჩამოსული იყო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მეუღლეს დაშორდა და დროებით საქართველოში დაბრუნდა.

გარდაცვლილი ირინე გედევანიშვილი 55 წლის იყო. ქვრივი ქალი ორ შვილს მარტო ზრდიდა. გედევანიშვილს კარგად იცნობენ ფსიქოლოგების წრეში, ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორი გახლდათ.

ირინე გედევანიშვილი

მოკლული ქალის სტუდენტები, მოსწავლეები და ახლობლები შოკირებულნი არიან უმძიმესი ამბით:

"უსაყვარლესი ირინე... სიყვარულის, სიკეთის და ადამიანობის სიმბოლო ქალი იყო"

"ირინე გედევანიშვილი, შესანიშნავი ადამიანი... შოკში ვარ..." - წერენ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები.

"...მას პირველად 2018 წლის აგვისტოში შევხვდი, იმ დღესვე შეგვიყვარდა ორივე მხარეს ერთმანეთი... როცა აბიტურიენტობის წელი დაიწყო, ირინესთან სიარულიც სისტემატიური გახდა, შევისისხლხორცეთ ერთმანეთის ყველაფერი, კარგი და ცუდი... არ მახსენდება მისგან ნეგატივი ან პესიმიზმი... ირინეს ბოლო დაბადების დღესაც ერთად შევხვდით.... ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანი და გარეგანი სილამაზით....

ჩემი ძალიან განსაკუთრებული ირინე... მჯერა, სამუდამო სიყვარული გვაკავშირებს მასთან!" - წერს გარდაცვლილი ქალის მოსწავლე მარიამ გველესიანი.

მოკლული თაკო აბაშიძე და ცნობილი ტელეწამყვანი ეკო ფანგანი მეგობრობდნენ. ფანგანმა მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციური ფოტოთი და სიტყვებით გაიხსენა:

"Baby... I love you more than we could imagine. მგონია, რომ ეს ღამე არასოდეს არ გათენდება, თუმცა გუშინდელი არ უნდა გათენებულიყო, თურმე... თაკო! ეს ფოტო უკვე 10 წლის ყოფილა..." - წერს ფანგანი.

"ნიუ-ჰოსპიტალის ეზოში შემოვარდა სატვირთო, რომელმაც რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა" - კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის კადრები

ავარია სოფელ დოესთან - ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა

ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ფეხის არეში მიღებული ჭრილობით საავადმყოფოში მოათავსეს