სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი" - პატრიარქის საკვირაო ქადაგება
"ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი" - პატრიარქის საკვირაო ქადაგება

ადა­მი­ა­ნის აწ­მყო, მო­მა­ვა­ლი და წარ­სუ­ლი - ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ხელ­შია. ჩვენ ვცხოვ­რობთ რთულ დროს. ისეთ დროს, როცა ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი არამ­ყა­რია, ერთ დღეს შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ყვე­ლა­ფე­რი,-ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბის დროს ბრძა­ნა.

ილია მე­ო­რემ ბედ­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ იქა­და­გა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა უფ­ლის კურ­თხე­ვაა.

“ჩვენ­თან არს ღმერ­თი! დიდ­ხარ შენ უფა­ლო, საკ­ვირ­ვე­ლია საქ­მე­ნი შენ­ნი. ჩვენ ყო­ველ­დღე ვკი­თხუ­ლობთ და­ვი­თის ფსალ­მუ­ნებს და იქ წე­რია ეს სტყვე­ბი: “დიდ­ხარ შენ უფა­ლო და საკ­ვირ­ვე­ლია საქ­მე­ნი შენ­ნი” , ყო­ველ­მა ადა­მი­ან­მა უნდა შე­იგ­ნოს, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა ენი­ჭე­ბა ადა­მი­ანს ღვთი­სა­გან. ბედ­ნი­ე­რე­ბა არის ღვთის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა. ადა­მი­ა­ნი ღირ­სი უნდა იყოს ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა. ლოც­ვა­ში, მა­მაო ჩვე­ნოს რომ ვკი­თხუ­ლობთ, იქ არის სი­ტყვე­ბი - პური ჩვე­ნი არ­სო­ბი­სა მო­მეც ჩვენ დღეს. გი­ფიქ­რი­ათ, რა­ტომ ამ­ბობს უფა­ლი, მო­მეც ჩვენ დღეს? ამ­ბობს იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნის აწ­მყო, მო­მა­ვა­ლი და წარ­სუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ხელ­შია. ჩვენ ვცხოვ­რობთ რთულ დროს. ისეთ დროს, როცა ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი არამ­ყა­რია, ერთ დღეს შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ყვე­ლა­ფე­რი. ნა­პო­ლე­ო­ნი ამ­ბობ­და: “დი­დე­ბი­სა­გან სა­სა­ცი­ლომ­დე ერთი ნა­ბი­ჯი­აო” - ეს უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ერთი ნა­ბი­ჯია დი­დი­სა და მცი­რეს შო­რის.

ჩვენ უნდა აღვზარ­დოთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი სა­ხა­რე­ბის ნი­ა­დაგ­ზე. ჩვენ უნდა ვას­წავ­ლოთ მო­წყა­ლე­ბა. წყა­ლო­ბა ღვთი­სა მე­ტად რთუ­ლი მო­სა­პო­ვა­რია, წყა­ლო­ბა ღვთი­სა უნდა და­იმ­სა­ხუ­როს ადა­მი­ან­მა. ჩვენ ვმად­ლობთ უფალს მისი წყა­ლო­ბის­თვის. დი­დე­ბა უფალს და მად­ლო­ბა უფალს. რთუ­ლი დროა, მაგ­რამ ჩვენ მად­ლო­ბე­ლი უნდა ვი­ყოთ ღვთის წყა­ლო­ბი­სა. ღვთის წყა­ლო­ბა გფარ­ვი­დეთ, ღვთის წყა­ლო­ბამ და­ი­ფა­როს სა­ქარ­თვე­ლო. ერ­თმა­ნეთს და­ვეხ­მა­როთ, ერ­თმა­ნეთს ვუშ­ვე­ლოთ, ნუ და­ვიმ­ძი­მებთ ცხოვ­რე­ბას, ისე­დაც მძი­მეა ცხოვ­რე­ბა. ან­დრია მო­ცი­ქუ­ლი ამ­ბობს, ერ­თმა­ნე­თის სიმ­ძი­მე იტ­ვირ­თეთ. წყა­ლო­ბა ღვთი­სა იყოს თქვენ­თან. ჩვენ­თან არს ღმერ­თი! მო­მა­ვალ შა­ბათს არის გი­ორ­გო­ბა, 15 წელი სრულ­დე­ბა, რაც გი­ორ­გო­ბის დღეს გა­იხ­სნა ეს წმინ­და ტა­ძა­რი. წირ­ვა ლოც­ვა აქ შეს­რულ­დე­ბა. ნათ­ლო­ბა ბავ­შვე­ბის შე­იძ­ლე­ბა შა­ბათს, გი­ორ­გო­ბის დღეს ამ წმინ­და ტა­ძარ­ში”,-ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო წირ­ვა-ლოც­ვას სა­მეგ­რე­ლო­დან ჩა­მო­სუ­ლი მრევ­ლი და სამ­ღვდე­ლო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ilia
79

კ გ ბ ხელდასმულები ჯერ კიდევ გვაბოლებენ 

Borya
26

ვაი შე მართლა თავად კაგებეს ხელდასხმულო!

ავტორი:

"ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი" - პატრიარქის საკვირაო ქადაგება

"ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი" - პატრიარქის საკვირაო ქადაგება

ადამიანის აწმყო, მომავალი და წარსული - ყველაფერი ღვთის ხელშია. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია, ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს ბრძანა.

ილია მეორემ ბედნიერების შესახებ იქადაგა და აღნიშნა, რომ ბედნიერება უფლის კურთხევაა.

“ჩვენთან არს ღმერთი! დიდხარ შენ უფალო, საკვირველია საქმენი შენნი. ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ დავითის ფსალმუნებს და იქ წერია ეს სტყვები: “დიდხარ შენ უფალო და საკვირველია საქმენი შენნი” , ყოველმა ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ ბედნიერება ენიჭება ადამიანს ღვთისაგან. ბედნიერება არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. ადამიანი ღირსი უნდა იყოს ბედნიერებისა. ლოცვაში, მამაო ჩვენოს რომ ვკითხულობთ, იქ არის სიტყვები - პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს. გიფიქრიათ, რატომ ამბობს უფალი, მომეც ჩვენ დღეს? ამბობს იმიტომ, რომ ადამიანის აწმყო, მომავალი და წარსული, ყველაფერი ღვთის ხელშია. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია, ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. ნაპოლეონი ამბობდა: “დიდებისაგან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო” - ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ნაბიჯია დიდისა და მცირეს შორის.

ჩვენ უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები სახარების ნიადაგზე. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მოწყალება. წყალობა ღვთისა მეტად რთული მოსაპოვარია, წყალობა ღვთისა უნდა დაიმსახუროს ადამიანმა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი წყალობისთვის. დიდება უფალს და მადლობა უფალს. რთული დროა, მაგრამ ჩვენ მადლობელი უნდა ვიყოთ ღვთის წყალობისა. ღვთის წყალობა გფარვიდეთ, ღვთის წყალობამ დაიფაროს საქართველო. ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს ვუშველოთ, ნუ დავიმძიმებთ ცხოვრებას, ისედაც მძიმეა ცხოვრება. ანდრია მოციქული ამბობს, ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ. წყალობა ღვთისა იყოს თქვენთან. ჩვენთან არს ღმერთი! მომავალ შაბათს არის გიორგობა, 15 წელი სრულდება, რაც გიორგობის დღეს გაიხსნა ეს წმინდა ტაძარი. წირვა ლოცვა აქ შესრულდება. ნათლობა ბავშვების შეიძლება შაბათს, გიორგობის დღეს ამ წმინდა ტაძარში”,-ბრძანა პატრიარქმა.

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვას სამეგრელოდან ჩამოსული მრევლი და სამღვდელოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მამუკა ბახტაძის 6-წლიანი საიდუმლო სიყვარულის ამბავი გამჟღავნდა - ვინ არის ყოფილი პრემიერის რჩეული

BTU-ში იდეათონი - „ტექნოლოგიების და მეწარმეობის სფეროში ქალთა როლის გაძლიერება„ ჩატარდა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი