საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მძიმე პირობებში იყო, არც საჭმელი ჰქონდა, არც არაფერი" - რას ჰყვება ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე
"ძალიან მძიმე პირობებში იყო, არც საჭმელი ჰქონდა, არც არაფერი" - რას ჰყვება ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე

ცხინ­ვა­ლის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი­სე­ქი­მის ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის მე­უღ­ლის, თა­მი­ლა ლა­ფა­ნაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი მე­უღ­ლე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სამ­დე, ვიდ­რე მას ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვან­დნენ, საკ­მა­ოდ მძი­მე პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც თა­მი­ლა ლა­ფა­ნაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია წი­თე­ლი ჯვრის ორ­გა­ნი­ზა­ცია, თუმ­ცა, დღემ­დე ვერ მო­ხერ­ხდა მისი მე­უღ­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბა და იმის შე­ფა­სე­ბა, თუ რა პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბა. თა­მი­ლა ლა­ფა­ნაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბა უფრო აქ­ტი­უ­რად უნდა ვთხო­ვოთ.

„ვაჟა გა­დაყ­ვა­ნი­ლია ცი­ხე­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­და­რე­ბით ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში. ასე თქვეს, რომ ახა­ლი გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლია ციხე. მა­ნამ­დე ძა­ლი­ან მძი­მე პი­რო­ბებ­ში იყო. ამას ის ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ­ლე­ბიც მას­თან ერ­თად იყ­ვნენ და გა­მო­უშ­ვეს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ზი­კურ ზე­მოქ­მე­დე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძი­მე პი­რო­ბებ­ში იყ­ვნენ, არც საჭ­მე­ლი ჰქონ­დათ, არც არა­ფე­რი.

პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან­ვე კავ­შირ­ზე არი­ან სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი, ცდი­ლო­ბენ დაგ­ვეხ­მა­რონ. ქალ­ბა­ტო­ნი ქეთი ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი პი­რა­დად მე­კონ­ტაქ­ტა, ასე­ვე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე - თა­ვად მი­ნის­ტრი არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ასე­ვე, სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. ყვე­ლა ჩარ­თუ­ლია და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა. დე­ტა­ლებს ალ­ბათ, ვერ მე­ტყვი­ან.

მე, რა თქმა უნდა, პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­უშ­ვე­ბენ, მაგ­რამ რო­დის, არ ვიცი. 2 თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. წი­თე­ლი ჯვა­რია ჩარ­თუ­ლი, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ უძ­ლუ­რია, რომ შე­ვი­დეს მას­თან, ამი­ტომ უფრო უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ, უფრო აქ­ტი­უ­რად უნდა ვთხო­ვოთ დახ­მა­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას. დღემ­დე ვერ შე­ვიდ­ნენ და ვერ მო­ი­ნა­ხუ­ლეს პა­ტი­მა­რი, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

მე იმე­დი მაქვს ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მე­ბი­საც, ვის­თან ერ­თა­დაც ადრე გვის­წავ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და თა­მი­ლა ლა­ფა­ნაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
satana
39

აშშ და ევროპა მომიკითხეთ!?

ასეა ეს
5

ნუ ბლოკავთ სიმართლეს! ამას ქვეყნის ღალატი ჰქვია! აი, რა დაუტოვა შთამომავლობას უტვინო ნაციონალების მთავრობამ. თუმცა, თვითონ კი კაი ფული გააკეთეს იმ ომით მაგრამ იმედია ყველას მოეკითხება თუნდაც იმ პირტიტველა ბიჭებისთვის ვინც უაზროდ შეაკლეს მტერს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ძალიან მძიმე პირობებში იყო, არც საჭმელი ჰქონდა, არც არაფერი" - რას ჰყვება ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე

"ძალიან მძიმე პირობებში იყო, არც საჭმელი ჰქონდა, არც არაფერი" - რას ჰყვება ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველისექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის, თამილა ლაფანაშვილის ინფორმაციით, მისი მეუღლე სასამართლო პროცესამდე, ვიდრე მას ციხეში გადაიყვანდნენ, საკმაოდ მძიმე პირობებში იმყოფებოდა. როგორც თამილა ლაფანაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქმეში ჩართულია წითელი ჯვრის ორგანიზაცია, თუმცა, დღემდე ვერ მოხერხდა მისი მეუღლის მონახულება და იმის შეფასება, თუ რა პირობებში იმყოფება. თამილა ლაფანაშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება უფრო აქტიურად უნდა ვთხოვოთ.

„ვაჟა გადაყვანილია ციხეში, სავარაუდოდ, შედარებით ნორმალურ პირობებში. ასე თქვეს, რომ ახალი გარემონტებულია ციხე. მანამდე ძალიან მძიმე პირობებში იყო. ამას ის ადამიანები ამბობენ, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ და გამოუშვეს. მათი ინფორმაციით, ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ძალიან მძიმე პირობებში იყვნენ, არც საჭმელი ჰქონდათ, არც არაფერი.

პირველივე დღიდანვე კავშირზე არიან სახელმწიფო უწყებები, ცდილობენ დაგვეხმარონ. ქალბატონი ქეთი ციხელაშვილი პირადად მეკონტაქტა, ასევე ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თავად მინისტრი არ არის საქართველოში. ასევე, სახელმწიფო უშიშროების სამსახური, სახალხო დამცველი პირველივე დღიდან არიან ჩართულები. ყველა ჩართულია და მეუბნებიან, რომ ყველაფერი კეთდება. დეტალებს ალბათ, ვერ მეტყვიან.

მე, რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინი მაქვს, რომ აუცილებლად გამოუშვებენ, მაგრამ როდის, არ ვიცი. 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. წითელი ჯვარია ჩართული, რომელიც სამწუხაროდ უძლურია, რომ შევიდეს მასთან, ამიტომ უფრო უნდა გავაძლიეროთ, უფრო აქტიურად უნდა ვთხოვოთ დახმარება საერთაშორისო საზოგადოებას. დღემდე ვერ შევიდნენ და ვერ მოინახულეს პატიმარი, თუ რა მდგომარეობაშია.

მე იმედი მაქვს ადგილობრივი ექიმებისაც, ვისთან ერთადაც ადრე გვისწავლია“, - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ბერა ივანიშვილი შვილის ფოტოს აქვეყნებს

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ბიჭის მშობლები გახდნენ

"ვის ან რის გამო უნდა გადავიტანოთ ამდენი მთელმა ოჯახმა?!" - აქციის დარბევისას თვალდაკარგულ გიორგი სულაშვილს გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდა