პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექიმები საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციას გეგმავენ : "საქმე გვაქვს კარგი ექიმის, ღირსეული ქართველის უკანონო ტყვეობასთან"
ექიმები საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციას გეგმავენ : "საქმე გვაქვს კარგი ექიმის, ღირსეული ქართველის უკანონო ტყვეობასთან"

ტრავ­მა­ტო­ლო­გი და­ვით ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით, კო­ლე­გებს სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მას­შტა­ბუ­რი პრო­ტეს­ტის­კენ მო­უ­წო­დებს. ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს :

"გუ­შინ "გორ­მე­დის" სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის და გო­რის ტრავ­მა­ტო­ლოგ-ორ­თო­პედ­თა სა­ხე­ლით გა­ვავ­რცე­ლეთ გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც გა­მოთ­ქმუ­ლი იყო ჩვე­ნი კო­ლე­გის, ბა­ტონ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმუ­ლი პრო­ტეს­ტი.

გუ­შინ­დელ დღეს­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოგ­ვი­წია ცხინ­ვა­ლის იზო­ლა­ტო­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა. მათი თქმით საქ­მე არის შემ­დეგ­ში: ერ­თა­დერთ რა­მეს ითხო­ვენ ოკუ­პან­ტე­ბი და ოსი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი­სა­გან - აღი­ა­როს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა, რა­ზე­დაც ბა­ტო­ნი ვაჟა კა­ტე­გო­რი­ულ უარს აცხა­დებს და ამ­ბობს, რომ იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქარ­თულ მი­წა­ზე. ვერ გაჭ­რა თურ­მე ვერც ქარ­თველ თა­ნა­საკ­ნელ­თა ხვეწ­ნამ და შე­გო­ნე­ბამ.

შორს წას­ვლა სა­ჭი­რო აღარ არის, აგერ უახ­ლო­ე­სი ის­ტო­რი­ის გმი­რუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი გვაქვს თვალ­წინ, რო­მე­ლი ერთი ჩა­მოვ­თვა­ლოთ - გუ­რამ გა­ბის­კი­რია, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე, არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი...

არა­სო­დეს ცხოვ­რე­ბა­ში!!! - სო­ხუ­მის მე­რის მიერ წარ­მოთ­ქმუ­ლი ეს სი­ტყვე­ბი ყვე­ლა ქარ­თველს უნდა ახ­სოვ­დეს, ყვე­ლა ქარ­თველს და ყვე­ლა ხე­ლი­სუ­ფალს, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოს­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს. აღარ სცა­ლი­ათ, სამ­წუ­ხა­როდ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან საქ­მე­ე­ბი გა­სარ­კვე­ვი, ე.წ. დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ცქმუ­ტა­ვენ, როლ­ში შე­ვიდ­ნენ აშ­კა­რად... ქა­ცა­რა­ვა და მისი რაზ­მი, აგ­რეთ­ვე ის შარ­ვალ­ჩახ­დი­ლე­ბიც აღარ­სად ჩა­ნან. ად­ვი­ლად იშიფ­რე­ბა ხოლ­მე გულ­წრფე­ლი ყალ­ბი­სა­გან...

ასეა თუ ისე, ბა­ტო­ნი ვაჟა კვლავ ოკუ­პან­ტე­ბის ტყვე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და არ ჩანს სამ­წუ­ხა­როდ ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი და პრო­ტეს­ტი, რო­მე­ლიც ღიად უნდა გა­მო­ხა­ტოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, აქ­ტი­უ­რად უნდა იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. საქ­მე გვაქვს ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი, კარ­გი ექი­მის, ღირ­სე­უ­ლი ქარ­თვე­ლის უკა­ნო­ნო ტყვე­ო­ბას­თან. არ უნდა გვქონ­დეს მხო­ლოდ ოკუ­პან­ტე­ბის და სე­პა­რა­ტის­ტე­ბის "კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბის" იმე­დი, არ იცი­ან, რომ ექი­მი ომის დრო­საც ექი­მია (ამის მა­გა­ლი­თად 2008 წლის ომის დროს და­ბომ­ბი­ლი გო­რის ჰოს­პი­ტა­ლი და და­ღუ­პუ­ლი გმი­რი ექი­მი გი­ორ­გი აბ­რა­მიშ­ვი­ლიც კმა­რა).

ძვირ­ფა­სო კო­ლე­გე­ბო, მე­გობ­რე­ბო, მო­გი­წო­დებთ შე­ვიკ­რი­ბოთ, გა­ვერ­თი­ან­დეთ და ერ­თად გა­მოვ­ხა­ტოთ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი პრო­ტეს­ტი თუნ­დაც ე.წ. სა­ო­კუ­პა­ციო ზოლ­თან ახ­ლოს, რო­მე­ლიც გა­შუქ­დე­ბა რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის, აგ­რეთ­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თაც".

შე­გახ­სე­ნებთ, ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ი­ტა­ცეს. მას ე.წ. სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თას ედა­ვე­ბი­ან. ოსუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს წი­ნას­წა­რი ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

საოცარი ადამიანი, ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა. საინტერესოა, რა ნაბიჯები გადადგა სახელმწიფომ.

გუჯა მთიბავს
0

ამ მართლა გმირი ადამიანის და დიდი პროფესიონალის ეს უსიამოვნება მიშას ომობანას თამაშის შედეგია. ხომ მოსპო ერგნეთის ფაქტორი და მერე კრემლის ნანგრევებზე გადაწყვიტა ქართული დროში აფრიალება. 

და ესენი რაიმე საარჩევნო სიტემით აპირებენ მობრუნებას?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ექიმები საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციას გეგმავენ : "საქმე გვაქვს კარგი ექიმის, ღირსეული ქართველის უკანონო ტყვეობასთან"

ექიმები საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციას გეგმავენ : "საქმე გვაქვს კარგი ექიმის, ღირსეული ქართველის უკანონო ტყვეობასთან"

ტრავმატოლოგი დავით ღვინიაშვილი, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, კოლეგებს საოკუპაციო ხაზთან მასშტაბური პროტესტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს :

"გუშინ "გორმედის" სამედიცინო ქსელის და გორის ტრავმატოლოგ-ორთოპედთა სახელით გავავრცელეთ განცხადება, რომელშიც გამოთქმული იყო ჩვენი კოლეგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით გამოთქმული პროტესტი.

გუშინდელ დღესვე პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით საქმე არის შემდეგში: ერთადერთ რამეს ითხოვენ ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ვაჟა გაფრინდაშვილისაგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ.

შორს წასვლა საჭირო აღარ არის, აგერ უახლოესი ისტორიის გმირული მაგალითები გვაქვს თვალწინ, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - გურამ გაბისკირია, გიორგი ანწუხელიძე, არჩილ ტატუნაშვილი...

არასოდეს ცხოვრებაში!!! - სოხუმის მერის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს, ყველა ქართველს და ყველა ხელისუფალს, ყველა პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს. აღარ სცალიათ, სამწუხაროდ, რუსთაველის გამზირზე აქვთ ერთმანეთთან საქმეები გასარკვევი, ე.წ. დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებით არიან დაკავებულები. გახარებულები არიან, ცქმუტავენ, როლში შევიდნენ აშკარად... ქაცარავა და მისი რაზმი, აგრეთვე ის შარვალჩახდილებიც აღარსად ჩანან. ადვილად იშიფრება ხოლმე გულწრფელი ყალბისაგან...

ასეა თუ ისე, ბატონი ვაჟა კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება და არ ჩანს სამწუხაროდ ქმედითი ნაბიჯები და პროტესტი, რომელიც ღიად უნდა გამოხატოს ხელისუფლებამ, აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საქმე გვაქვს ძალიან ცნობილი, კარგი ექიმის, ღირსეული ქართველის უკანონო ტყვეობასთან. არ უნდა გვქონდეს მხოლოდ ოკუპანტების და სეპარატისტების "კეთილგონიერების" იმედი, არ იციან, რომ ექიმი ომის დროსაც ექიმია (ამის მაგალითად 2008 წლის ომის დროს დაბომბილი გორის ჰოსპიტალი და დაღუპული გმირი ექიმი გიორგი აბრამიშვილიც კმარა).

ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, მოგიწოდებთ შევიკრიბოთ, გავერთიანდეთ და ერთად გამოვხატოთ მრავალრიცხოვანი პროტესტი თუნდაც ე.წ. საოკუპაციო ზოლთან ახლოს, რომელიც გაშუქდება როგორც ჩვენი ქვეყნის, აგრეთვე საერთაშორისო მედიასაშუალებებითაც".

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ოსური მედიის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს

პოლიციას ალეკო ელისაშვილის დაკავების მცდელობა ჰქონდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამის საშუალება არ მისცეს

პარლამენტთან გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ზურა ჯაფარიძე დააკავეს