პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„მე უკვე ვგეგმავ აქ დაბრუნებას, რათა უფრო მეტი ვნახო“ - Traveller-ის ჟურნალისტი ბათუმზე
„მე უკვე ვგეგმავ აქ დაბრუნებას, რათა უფრო მეტი ვნახო“ - Traveller-ის ჟურნალისტი ბათუმზე

„ეხლა კი და­ვი­წყებ თხრო­ბას ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ლავ მოკ­ლე დას­ვე­ნე­ბად იქცა ჩემს სა­მოგ­ზა­უ­რო პრაქ­ტი­კა­ში, თა­ვი­სი ულა­მა­ზე­სი მთის და ზღვის პე­ი­ზა­ჟე­ბით, ეგ­ზო­ტი­კუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი და ღვი­ნით, თბი­ლი, კონ­ტაქ­ტუ­რი ხალ­ხი­თა და ძა­ლი­ან ექ­სცენ­ტრუ­ლი ურ­ბა­ნუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რით. მე უკვე ვგეგ­მავ აქ დაბ­რუ­ნე­ბას, რათა უფრო მეტი ვნა­ხო“ - იწყებს ბა­თუმ­ზე წე­რას ბრი­ტა­ნეთ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტალ Traveller-ის ჟურ­ნა­ლის­ტი პა­ო­ლა ტო­ტა­რო, რო­მელ­მაც რე­გი­ონ­ში აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მოწ­ვე­ვით ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს იმოგ­ზა­უ­რა.

ბლოგ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი ბა­თუ­მის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­სა და ძი­რი­თად ტუ­რის­ტულ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ე­ბებ­ზე სა­უბ­რობს, ბა­თუმს კი ლას ვე­გა­სის, იტა­ლი­უ­რი რე­ნე­სან­სი­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სინ­თეზს უწო­დებს.

ქა­ლა­ქის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი­დან ჟურ­ნა­ლის­ტი გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ცენტს ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ზე აკე­თებს, სა­დაც მკი­თხვე­ლებს სე­ირ­ნო­ბას მზის ჩას­ვლი­სას ურ­ჩევს „ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში მზის ჩას­ვლის დროს გა­სე­ირ­ნე­ბა ნამ­დვი­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. 1881 წელს, ფრან­გი მე­ბა­ღის, მი­ხე­ილ დალ­ფონ­სის მიერ გა­შე­ნე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია სა­ნა­პი­როს და მცე­ნა­რე­ებ­ში ჩაფ­ლულ ალე­ებს მო­ი­ცავს. ყვა­ვი­ლე­ბის კას­კა­დებ­სა და ხე­ე­ბის ჩრდილ­ში კა­ფე­ე­ბი, ტე­ნი­სის მა­გი­დე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და ბავ­შვთა ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბია მო­თავ­სე­ბუ­ლი, დას­ხე­დით, მი­ირ­თვით აპე­რი­ტი­ვი და უც­ქი­რეთ ალის­ფერ, ჩა­მა­ვალ მზეს“.

ბა­თუმ­ში ყოფ­ნი­სას ჟურ­ნა­ლის­ტი ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­სა და მტი­რა­ლას ეროვ­ნულ პარკსაც სტუმ­რობ­და, რაც სა­ინ­ტე­რე­სო­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი Traveller-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ბლოგ­ში. „ჩვენ­თვის პირ­ვე­ლი და­უ­ვი­წყა­რი სი­ურპრი­ზი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი იყო, სა­დაც ზურ­მუხ­ტის­ფე­რი ტე­რა­სე­ბი კონ­ცხს გა­დაჰ­ყუ­რებს და ყვე­ლა ხედს სეკ­ვო­ი­ას, ევ­რო­პუ­ლი წიწ­ვე­ბი­სა და შავი ზღვის ფონი ახ­ლავს თან“ წერს ჟურ­ნა­ლის­ტი და ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღი­დან მტი­რა­ლას ეროვ­ნულ პარკში ინაც­ვლებს, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე, ნა­ტუ­რა­ლურ პრო­დუქ­ტებ­სა და ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას.

ბლოგ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი ასე­ვე, ეხე­ბა რო­მა­ე­ლე­ბი­სა და ბი­ზან­ტი­ე­ლე­ბის კვალს ბა­თუმ­ში და მკი­თხვე­ლებს გო­ნიო-აფ­სა­რო­სის ციხე-მუ­ზე­უ­მის მო­ნა­ხუ­ლე­ბას ურ­ჩევს „ადით კედ­ლებ­ზე, სა­ი­და­ნაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა და ‘ჩა­ი­სუნ­თქეთ’ ის­ტო­რია, სა­ნამ მთებ­ში დაბ­რუნ­დე­ბით, ჰო­ბი­ტე­ბის სამ­ყა­როს მსგავ­სი, მა­ხუნ­ცე­თის თა­ღო­ვა­ნი ხი­დის სა­ნა­ხა­ვად“. ბლო­გი აჭა­რა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის სა­ჭი­რო პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბით სრულ­დე­ბა. ის Traveller-ზე შე­მოდ­გო­მის და­სა­წყის­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ბლო­გის ბმუ­ლი იხი­ლეთ - https://www.traveller.com.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

„მე უკვე ვგეგმავ აქ დაბრუნებას, რათა უფრო მეტი ვნახო“ - Traveller-ის ჟურნალისტი ბათუმზე

„მე უკვე ვგეგმავ აქ დაბრუნებას, რათა უფრო მეტი ვნახო“ - Traveller-ის ჟურნალისტი ბათუმზე

„ეხლა კი დავიწყებ თხრობას ჩემი მოგზაურობის შესახებ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მომხიბლავ მოკლე დასვენებად იქცა ჩემს სამოგზაურო პრაქტიკაში, თავისი ულამაზესი მთის და ზღვის პეიზაჟებით, ეგზოტიკური სამზარეულოთი და ღვინით, თბილი, კონტაქტური ხალხითა და ძალიან ექსცენტრული ურბანული არქიტექტურით. მე უკვე ვგეგმავ აქ დაბრუნებას, რათა უფრო მეტი ვნახო“ - იწყებს ბათუმზე წერას ბრიტანეთში პოპულარული ინტერნეტპორტალ Traveller-ის ჟურნალისტი პაოლა ტოტარო, რომელმაც რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ზაფხულის ბოლოს იმოგზაურა.

ბლოგში ჟურნალისტი ბათუმის არქიტექტურასა და ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაოებებზე საუბრობს, ბათუმს კი ლას ვეგასის, იტალიური რენესანსისა და საბჭოთა კავშირის სინთეზს უწოდებს.

ქალაქის ღირსშესანიშნაობებიდან ჟურნალისტი განსაკუთრებულ აქცენტს ბათუმის ბულვარზე აკეთებს, სადაც მკითხველებს სეირნობას მზის ჩასვლისას ურჩევს „ბათუმის ბულვარში მზის ჩასვლის დროს გასეირნება ნამდვილი სიამოვნებაა. 1881 წელს, ფრანგი მებაღის, მიხეილ დალფონსის მიერ გაშენებული ტერიტორია სანაპიროს და მცენარეებში ჩაფლულ ალეებს მოიცავს. ყვავილების კასკადებსა და ხეების ჩრდილში კაფეები, ტენისის მაგიდები, რესტორნები და ბავშვთა ატრაქციონებია მოთავსებული, დასხედით, მიირთვით აპერიტივი და უცქირეთ ალისფერ, ჩამავალ მზეს“.

ბათუმში ყოფნისას ჟურნალისტი ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და მტირალას ეროვნულ პარკსაც სტუმრობდა, რაც საინტერესოდაა გადმოცემული Traveller-ზე გამოქვეყნებულ ბლოგში. „ჩვენთვის პირველი დაუვიწყარი სიურპრიზი ბოტანიკური ბაღი იყო, სადაც ზურმუხტისფერი ტერასები კონცხს გადაჰყურებს და ყველა ხედს სეკვოიას, ევროპული წიწვებისა და შავი ზღვის ფონი ახლავს თან“ წერს ჟურნალისტი და ბოტანიკური ბაღიდან მტირალას ეროვნულ პარკში ინაცვლებს, სადაც ადგილობრივ სამზარეულოზე, ნატურალურ პროდუქტებსა და ველურ ბუნებაზე ამახვილებს ყურადღებას.

ბლოგში ჟურნალისტი ასევე, ეხება რომაელებისა და ბიზანტიელების კვალს ბათუმში და მკითხველებს გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმის მონახულებას ურჩევს „ადით კედლებზე, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება და ‘ჩაისუნთქეთ’ ისტორია, სანამ მთებში დაბრუნდებით, ჰობიტების სამყაროს მსგავსი, მახუნცეთის თაღოვანი ხიდის სანახავად“. ბლოგი აჭარაში მოგზაურობისთვის საჭირო პრაქტიკული რჩევებით სრულდება. ის Traveller-ზე შემოდგომის დასაწყისში გამოქვეყნდა.

ბლოგის ბმული იხილეთ - https://www.traveller.com.

„თეთრი და შავი პური“, რომელს აქვს სასარგებლო თვისებები და რომელი უნდა გამოვიყენოთ დიეტების, ანუ სწორი კვების დროს

ახალგაზრდობა, სილამაზე და დადებითი განწყობა - როგორ მოქმედებს ჩინური ჩაი „პუ ერი“ ადამიანის ორგანიზმზე

არ იცი ბავშვი რომელ სკოლაში ან წრეზე შეიყვანო? - სკოლების გამოფენა 7-8 დეკემბერს გაიმართება