პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდობა, სილამაზე და დადებითი განწყობა - როგორ მოქმედებს ჩინური ჩაი „პუ ერი“ ადამიანის ორგანიზმზე
ახალგაზრდობა, სილამაზე და დადებითი განწყობა - როგორ მოქმედებს ჩინური ჩაი „პუ ერი“ ადამიანის ორგანიზმზე

„მუდ­მი­ვი ახალ­გაზ­რდო­ბის და სი­ლა­მა­ზის სას­მე­ლი“ - სწო­რედ ასე უწო­დე­ბენ ჩი­ნეთ­ში ჩაი „პუ ერს“, რომ­ლის ის­ტო­რია 2000 წლის წინ და­ი­წყო. წლე­ბის შემ­დეგ კი „პუ ერი“ სამ­შობ­ლოს სა­ზღვრებს გას­ცდა და დღეს მას მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში რო­გორ „სი­ლა­მა­ზის და „ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლის ელექ­სირს“ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­ირ­თმევს. მათ შო­რის, ისე­თი სე­ლებ­რი­თე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ჯოს სტო­უ­ნი და ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მი. ისი­ნი რო­გორც წო­ნის კო­რექ­ცი­ის, ისე და­ბე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ რე­გუ­ლა­რუ­ლად სვა­მენ „პუ ერის“.

„პუ ერი“ ჩაის უძ­ვე­ლე­სი სა­ხე­ო­ბაა. ის პირ­ვე­ლად 2000 წლის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მისი ის­ტო­რია ჩი­ნე­თის, იუ­ნა­ნის პრო­ვინ­ცი­ი­დან იწყე­ბა. ჩაის სა­ხელ­წო­დე­ბა ქა­ლაქ პუ­ერს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩაის დამ­ზა­დე­ბის დიდი ხნის ტრა­დი­ცია არ­სე­ბობს.

„პუ ერის“ ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია - დაძ­ვე­ლე­ბა. ის რაც უფრო ძვე­ლია, მით უფრო სა­სარ­გებ­ლოა. „პუ ერს“ ზოგ­ჯერ ღვი­ნო­საც ადა­რე­ბენ, რად­გან წლე­ბი მას მხო­ლოდ უფრო უკე­თესს ხდის და დაძ­ვე­ლე­ბა ამ­დიდ­რებს სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბით.

„პუ ერის“ ჩაი მდი­და­რი არო­მა­ტით ხა­სი­ათ­დე­ბა. მას უძ­ვე­ლე­სი ხის ფოთ­ლე­ბის­გან ამ­ზა­დე­ბენ, რომ­ლე­ბიც 500-1000 წლი­საც შე­იძ­ლე­ბა იყოს. ხის ნედ­ლი და მწი­ფე ფოთ­ლე­ბი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად მუ­შავ­დე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ „პუ­ე­რის“ ჩაის ორ სა­ხეს იღე­ბენ. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი დამ­ზა­დე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კა მათ გან­სხვა­ვე­ბულ გე­მოს, არო­მატ­სა და შე­სა­ხე­და­ო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ზა­დე­ბას, ესეც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ჩი­ნეთ­ში „პუ ერის“ ჩაის მომ­ზა­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის უძ­ვე­ლე­სი რი­ტუ­ა­ლი არ­სე­ბობს. რი­ტუ­ა­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის ზუსტ, თან­მიმ­დევ­რულ შეს­რუ­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს და დიდ დრო­საც მო­ი­თხოვს. თავ­და­პირ­ვე­ლად ჩაის ოს­ტა­ტე­ბი სპე­ცი­ა­ლურ პა­ტა­რა ჩა­ი­დან­ში გამ­ხმარ ფოთ­ლებს ადუ­ღე­ბულ წყალ­ში რამ­დე­ნი­მე წა­მით აჩე­რე­ბენ, შემ­დეგ ჭი­ქებ­ში ას­ხა­მენ და ღვრი­ან, რათა თა­ვი­დან აი­რი­დონ არა­სა­სურ­ვე­ლი გემო. პრო­ცესს რაც უფრო მეტ­ჯერ იმე­ო­რე­ბენ ჩაი მით უფრო ღია ფერ­სა და რბილ არო­მატს იძენს.

გარ­და არო­მა­ტი­სა, „პუ ერის“ ჩაი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. მისი ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბა და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს სხე­უ­ლის კო­რექ­ცი­ა­ზე. ამ თვი­სე­ბის გამო „პუ ერი“ მა­ლე­ვე გახ­და ცნო­ბი­ლი და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­გორც ბუ­ნებ­რივ სა­შუ­ა­ლე­ბას აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს. გარ­და წო­ნის კო­რექ­ცი­ი­სა, „პუ ერი“ ხელს უშ­ლის და­ბე­რე­ბას და იცავს კანს მზით გა­მოწ­ვე­უ­ლი ნა­ო­ჭე­ბის­გან.

ამას­თან, ამ ჩაის აქვს ისე­თი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი, რაც და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს გან­წყო­ბა­ზე. მისი მი­ღე­ბის შემ­დეგ იზ­რდე­ბა ენ­დორ­ფი­ნე­ბის დონე, ბედ­ნი­ე­რე­ბის ჰორ­მო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან კარგ გან­წყო­ბა­ზე. ამი­ტომ, ეს ჩაი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მათ­თვის, ვინც ხში­რად გა­ნიც­დის დეპ­რე­სი­ას ან მარ­ტო­ო­ბას.

მსოფ­ლი­ო­ში „პუ ერის“ არ­სე­ბობს ორი სა­ხის - შენ პუ ერი და შუ პუ ერი.„პუ ერი“ შე­იძ­ლე­ბა იყოს დაპ­რე­სი­ლი ან ფოთ­ლო­ვა­ნი. ყვე­ლა­ზე ხში­რად გვხვდე­ბა დაპ­რე­სი­ლი სა­ხით, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ფორ­მა აქვს. ამას­თან, მუქი ყა­ვის­ფე­რი ფოთ­ლი­დან ვი­თარ­დე­ბა ძლი­ე­რი, პი­კან­ტუ­რი არო­მა­ტი და მი­წის გემო. ნა­ყენს გა­აჩ­ნია მუქი წი­თე­ლი ფერი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „პუ ერის“ ჩაის სა­ქარ­თვე­ლო­შიც შეხ­ვდე­ბით. ის „ჩა­ი­მა­ნი­ას“ ქსელ­ში უკვე წლე­ბია იყი­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

ისეთი ფასი ექნება მაგის მაგივრად ბანანს და შოკოლადს შევჭამ კარგი განწყობისთვის

ნანა
1

სხვისი არ ვიცი, მე კი სხვადასხვა ჩინურ „უკვდავების" და გასახდომ ჩაის ეჭვის თვალით ვუყურებ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ახალგაზრდობა, სილამაზე და დადებითი განწყობა - როგორ მოქმედებს ჩინური ჩაი „პუ ერი“ ადამიანის ორგანიზმზე

ახალგაზრდობა, სილამაზე და დადებითი განწყობა - როგორ მოქმედებს ჩინური ჩაი „პუ ერი“ ადამიანის ორგანიზმზე

„მუდმივი ახალგაზრდობის და სილამაზის სასმელი“ - სწორედ ასე უწოდებენ ჩინეთში ჩაი „პუ ერს“, რომლის ისტორია 2000 წლის წინ დაიწყო. წლების შემდეგ კი „პუ ერი“ სამშობლოს საზღვრებს გასცდა და დღეს მას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში როგორ „სილამაზის და „ხანგრძლივი სიცოცხლის ელექსირს“ ბევრი ადამიანი მიირთმევს. მათ შორის, ისეთი სელებრითები, როგორებიც არიან ჯოს სტოუნი და ვიქტორია ბექჰემი. ისინი როგორც წონის კორექციის, ისე დაბერების საწინააღმდეგოდ რეგულარულად სვამენ „პუ ერის“.

„პუ ერი“ ჩაის უძველესი სახეობაა. ის პირველად 2000 წლის წინ აღმოაჩინეს. მისი ისტორია ჩინეთის, იუნანის პროვინციიდან იწყება. ჩაის სახელწოდება ქალაქ პუერს უკავშირდება, რომელშიც აღნიშნული ჩაის დამზადების დიდი ხნის ტრადიცია არსებობს.

„პუ ერის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია - დაძველება. ის რაც უფრო ძველია, მით უფრო სასარგებლოა. „პუ ერს“ ზოგჯერ ღვინოსაც ადარებენ, რადგან წლები მას მხოლოდ უფრო უკეთესს ხდის და დაძველება ამდიდრებს სასარგებლო თვისებებით.

„პუ ერის“ ჩაი მდიდარი არომატით ხასიათდება. მას უძველესი ხის ფოთლებისგან ამზადებენ, რომლებიც 500-1000 წლისაც შეიძლება იყოს. ხის ნედლი და მწიფე ფოთლები სხვადასხვაგვარად მუშავდება და საბოლოოდ „პუერის“ ჩაის ორ სახეს იღებენ. თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელი დამზადების სპეციალური ტექნიკა მათ განსხვავებულ გემოს, არომატსა და შესახედაობას განაპირობებს.

რაც შეეხება მომზადებას, ესეც განსხვავებულია. ჩინეთში „პუ ერის“ ჩაის მომზადების ცერემონიის უძველესი რიტუალი არსებობს. რიტუალი მოქმედებების ზუსტ, თანმიმდევრულ შესრულებას ითვალისწინებს და დიდ დროსაც მოითხოვს. თავდაპირველად ჩაის ოსტატები სპეციალურ პატარა ჩაიდანში გამხმარ ფოთლებს ადუღებულ წყალში რამდენიმე წამით აჩერებენ, შემდეგ ჭიქებში ასხამენ და ღვრიან, რათა თავიდან აირიდონ არასასურველი გემო. პროცესს რაც უფრო მეტჯერ იმეორებენ ჩაი მით უფრო ღია ფერსა და რბილ არომატს იძენს.

გარდა არომატისა, „პუ ერის“ ჩაი განსაკუთრებული სასარგებლო თვისებებით ხასიათდება. მისი ყოველდღიური მოხმარება დადებითად მოქმედებს სხეულის კორექციაზე. ამ თვისების გამო „პუ ერი“ მალევე გახდა ცნობილი და ბევრი ადამიანი, როგორც ბუნებრივ საშუალებას აქტიურად იყენებს. გარდა წონის კორექციისა, „პუ ერი“ ხელს უშლის დაბერებას და იცავს კანს მზით გამოწვეული ნაოჭებისგან.

ამასთან, ამ ჩაის აქვს ისეთი სასარგებლო თვისებები, რაც დადებით გავლენას ახდენს განწყობაზე. მისი მიღების შემდეგ იზრდება ენდორფინების დონე, ბედნიერების ჰორმონები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კარგ განწყობაზე. ამიტომ, ეს ჩაი რეკომენდებულია მათთვის, ვინც ხშირად განიცდის დეპრესიას ან მარტოობას.

მსოფლიოში „პუ ერის“ არსებობს ორი სახის - შენ პუ ერი და შუ პუ ერი.„პუ ერი“ შეიძლება იყოს დაპრესილი ან ფოთლოვანი. ყველაზე ხშირად გვხვდება დაპრესილი სახით, რომელსაც სხვადასხვა ფორმა აქვს. ამასთან, მუქი ყავისფერი ფოთლიდან ვითარდება ძლიერი, პიკანტური არომატი და მიწის გემო. ნაყენს გააჩნია მუქი წითელი ფერი.

აღსანიშნავია, რომ „პუ ერის“ ჩაის საქართველოშიც შეხვდებით. ის „ჩაიმანიას“ ქსელში უკვე წლებია იყიდება.

Georgia Real Estate Holding-მა საერთო სამუშაო სივრცე m2 Collective გახსნა

„მე უკვე ვგეგმავ აქ დაბრუნებას, რათა უფრო მეტი ვნახო“ - Traveller-ის ჟურნალისტი ბათუმზე

„თეთრი და შავი პური“, რომელს აქვს სასარგებლო თვისებები და რომელი უნდა გამოვიყენოთ დიეტების, ანუ სწორი კვების დროს