პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაჩაგრული ქალების სახე ვიქნები" - რატომ გადაწყვიტა ბარბარა სამხარაძემ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა
"დაჩაგრული ქალების სახე ვიქნები" - რატომ გადაწყვიტა ბარბარა სამხარაძემ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა

„სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­კვლა­ვის“ კონ­კუ­რამ­დე 2016 წელს პრო­ექ­ტი „ნი­ჭე­რი“ იყო, რო­მელ­მაც ლა­გო­დე­ხელ, 15 წლის გო­გო­ნას ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძეს არ­ნა­ხუ­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა. ის მე­გა­შო­უს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და...

ახლა, როცა უკვე სრულ­წლო­ვა­ნია და 18 წლის გახ­და, იმე­დი აქვს, რომ მის­თვის, ახალ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­მოწ­ვე­ვე­ბი იწყე­ბა, რის­თვი­საც მზად არის.

ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე:

- ეს­პა­ნეთ­ში ვი­ყა­ვი, ქას­თინ­გის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გე. დავ­ფიქ­რდი, რა შე­ეძ­ლო ამ პრო­ექტს ჩემ­თვის მო­ე­ტა­ნა, რა შე­იძ­ლე­ბო­და, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და­წყე­ბუ­ლი­ყო, თუ ჩა­ვერ­თვე­ბო­დი. მივ­ხვდი, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­კვლა­ვი“ იმის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გას­ცდე და ქვეყ­ნის სა­ხე­ლით მოხ­ვდე დიდ კონ­კურ­სზე ევ­რო­პა­ში. მოკ­ლედ, გა­დავ­წყვი­ტე, კი­დევ ერთხელ მე­ცა­და ბედი. ოჯა­ხის წევ­რებ­მა და­მი­ჭი­რეს მხა­რი. სულ იმას მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - ცხოვ­რე­ბა­ში მო­სუ­ლი შან­სი უნდა გა­მო­ი­ყე­ნოო. თუმ­ცა თა­ვი­დან ეი­ფო­რი­ა­ში კი ვი­ყა­ვი, ვერ ვხვდე­ბო­დი, მინ­დო­და თუ არა, ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- მოკ­ლედ, გა­ი­ა­რე კას­ტინ­გი და დღეს უკვე სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში ხარ. რა მო­ლო­დი­ნი გაქვს, რას ელი ამ პრო­ექ­ტის­გან?

- პირ­ველ რიგ­ში, ველი ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, უკვე სრულ­წლო­ვა­ნი ვარ და მე­ტად შე­მიძ­ლია ისი­ნი გა­მო­ვი­ყე­ნო. წინა კონ­კურ­სზე, რო­დე­საც გა­ვი­მარ­ჯვე, მა­შინ სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი და სო­ფელ­ში დავ­ბრუნ­დი, ახლა უკვე ქა­ლაქ­ში ვარ, გზე­ბიც ვის­წავ­ლე და ბევ­რი რამ... შე­მიძ­ლია ყვე­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა გან­ვი­ხი­ლო და ჩემს სა­სი­კე­თოდ მოვ­მარ­თო.

- ამ პრო­ექ­ტის მიღ­მა რას საქ­მი­ა­ნობ?

- გა­სულ წელს შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და გა­რე­მოს დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ წელს რა­ღაც ცვლი­ლე­ბე­ბი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ამას­თან, ეს პრო­ექ­ტიც გა­მოჩ­ნდა და მივ­ხვდი, რომ ეგ დარ­გე­ბი სა­ერ­თოდ არ იყო ჩემი. მო­მა­ვალ­ში ამ სპე­ცი­ა­ლო­ბით ვერ ვი­მუ­შა­ვებ­დი და თავი და­ვა­ნე­ბე. ძა­ლი­ან მინ­და ფსი­ქო­ლო­გო­ბა.

ახლა, ძი­რი­თა­დად, რო­მა­ნის წე­რით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. წიგნ­ზე უკვე 2 წე­ლია, ვმუ­შა­ობ. ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ვწერ. არ მე­გო­ნა, თუ ასე გაგ­რძელ­დე­ბო­და ეს პრო­ცე­სი, მაგ­რამ მუზა როცა მეწ­ვე­ვა და წე­რის სურ­ვი­ლი შე­მო­მაწ­ვე­ბა ხოლ­მე, მა­შინ ვმუ­შა­ობ.

- შენი კონ­კუ­რენ­ტე­ბი არი­ან ასე­ვე შენ­სა­ვით სხვა კონ­კურ­სებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტე­ბიც და ახალ­ბე­დე­ბი. გა­მო­უც­დე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბის წი­ნა­შე უნე­ბუ­რად უპი­რა­ტე­სო­ბით რომ სარ­გებ­ლობ, ამა­ზე რას იტყვი?

- კი, ხალ­ხი ამის წი­ნა­აღ­მდე­გია, რომ კონ­კურ­სებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი რა­ტომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბე­ნო? ამა­ზე ასე­თი პა­სუ­ხი მაქვს, - პირ­ზე ხელს არა­ვის ვა­ფა­რებთ, რომ არ იმ­ღე­რონ და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ გა­მო­ავ­ლი­ნონ. „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს სახე იქ­ნე­ბა. წელს რა რო­გორ იქ­ნე­ბა, არ ვიცი, ყვე­ლა­ფე­რი ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტია, აქაც და იქაც.

- ამ­ჯე­რად მა­ყუ­რე­ბე­ლი რო­გორ ბარ­ბა­რას იხი­ლავს?

- ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე სი­გი­ჟე და პირ­ველ რიგ­ში, სი­ახ­ლე ჩემ­გან! სულ სხვა ბარ­ბა­რას იხი­ლავს მა­ყუ­რე­ბე­ლი. ბარ­ბა­რა, რო­მე­ლიც და­ჩაგ­რუ­ლი ქა­ლე­ბის სახე იქ­ნე­ბა. მოკ­ლედ, ისე­თი სიმ­ღე­რე­ბი მაქვს, ძა­ლი­ან ჩაგ­რუ­ლი ქა­ლე­ბის დამ­ცვე­ლად მო­ვევ­ლი­ნე­ბი მა­ყუ­რე­ბელს.

- სა­ინ­ტე­რე­სოა...

- კი, ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იმარ­თე­ბი­ან ქმრე­ბის­გან, არი­ან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ინ­გლი­სურ ენა­ზე შეს­რულ­დე­ბა და ტექ­სტე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს იტყვის. ის სიბ­რა­ზე, ემო­ცია, რაც ამ სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბი­სას უნდა დაგ­როვ­დეს, ყვე­ლა­ფერს ვაგ­რო­ვებ. მოკ­ლედ, ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და მის და­საძ­ლე­ვად ჩემს სათ­ქმელს ვი­ტყვი. ასე მგო­ნია, რომ ეს სიმ­ღე­რე­ბი ჩემ­თვი­საა შექ­მნი­ლი, რომ თუნ­დაც ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვა, სცე­ნი­დან ჩხუ­ბი და იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ რაც სხვა გზით არა და სი­ტყვით და სიმ­ღე­რით შე­იძ­ლე­ბა. მე ამას გა­ვა­კე­თებ და შევ­ძლებ. თუ ეს შე­მიძ­ლია, რა­ტო­მაც არა!

- ე.ი. ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვა შე­გიძ­ლია?

- ერთი ეპი­ზო­დი გა­მახ­სენ­და, - თბი­ლის­ში, ჩემი სახ­ლის წინ, ბიჭი გო­გოს სცემ­და. ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი, ავ­ნერ­ვი­ულ­დი, არ ვი­ცო­დი, რა მექ­ნა და 112-ში დავ­რე­კე. მოკ­ლედ, ის გოგო გა­და­ვარ­ჩი­ნე, სახ­ლში მშვი­დად წა­ვი­და... ვი­მე­ო­რებ, ჩემი სიმ­ღე­რე­ბი, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­სა­მარ­თით გზავ­ნი­ლე­ბი იქ­ნე­ბა.

- გა­მო­დის, ძლი­ე­რი და მებ­რძო­ლი ქალი ხარ.

- უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ყო­ველ­თვის გა­ვი­ლაშ­ქრებ. ჩემი რო­მა­ნიც ზუს­ტად ამ თე­მა­ზე იქ­ნე­ბა. ჩემი პერ­სო­ა­ჟი ძა­ლი­ან ძლი­ე­რია, მაგ­რამ შე­საძ­ლოა, სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­თან სუს­ტიც იყო. რო­მან­ში გა­ი­დე­ა­ლე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მაქვს ნაჩ­ვე­ნე­ბი, თუნ­დაც მე­გობ­რე­ბის მი­მართ. ვე­ცა­დე ისი­ნი რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ანუ ისე­თი, რო­გო­რიც გვინ­და, რომ იყოს. რო­მანს „მერე რა...?!“ - ასე და­ვარ­ქვი. რი­ტო­რი­კუ­ლი სა­თა­უ­რია.

- და­ვუშ­ვათ, გა­ი­მარ­ჯვე და „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზეც“ მო­გი­წია წას­ვლამ. რამ­დე­ნად შეძ­ლებ ევ­რო­პულ აუ­დი­ტო­რი­ას თავი და­ა­მახ­სოვ­რო?

- რო­დე­საც იგე­ბენ, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში“ ვმო­ნა­წი­ლე­ობ, მა­შინ­ვე 2018 წლის „ევ­რო­ვი­ზი­ის“ გა­მარ­ჯვე­ბულ ნე­ტას იხ­სე­ნე­ბენ - მას­თან მა­ი­გი­ვე­ბენ. მინ­და, ყვე­ლას ვუ­თხრა, რომ ყვე­ლა მსუ­ქა­ნი გოგო არ არის ნეტა, რო­მე­ლიც ისურ­ვებს, „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ წა­ვი­დეს. ყვე­ლას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს, რომ თა­ვის თავი წარ­მო­ა­ჩი­ნოს. არ ვიცი, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა სიმ­ღე­რით მოვ­ხიბ­ლო მა­ყუ­რე­ბე­ლი, რად­გა­ნაც ამას მე არ ვირ­ჩევ, ჩემი კომ­პე­ტენ­ცია არ არის. რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­პელ მა­ყუ­რე­ბელს, ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს ევ­რო­პა­ში და ვიცი, რომ მათ­თვის სიმ­ღე­რა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია, როცა ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი წა­მო­ი­წევს ხოლ­მე წინ. თუმ­ცა ვფიქ­რობ, ამ სინ­თე­ზით - ადა­მი­ა­ნო­ბით, სიმ­ღე­რით, გა­რეგ­ნო­ბით რა­ტომ­ღაც არ უნდა გა­მი­ჭირ­დეს. ასე რომ, ჩემი თა­ვის იმე­დი მაქვს!

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
30

ეს საიდღან გაიჩითა ამ გამწვავებულ პოლიტიკურ არეულობაში..??...

ო როგორი ჩატრენინგებულია?!
37

ლიბერასტული აზრები რომ არ აწუხებდეს ვინ აირჩევდა და რა დამსახურებისთვის ?! ამაზე უკეთესები და ბევრად ძლიერი მომღერლები დაბლოკეს,მოკლედ რაააა......)დ

 

ავტორი:

"დაჩაგრული ქალების სახე ვიქნები" - რატომ გადაწყვიტა ბარბარა სამხარაძემ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა

"დაჩაგრული ქალების სახე ვიქნები" - რატომ გადაწყვიტა ბარბარა სამხარაძემ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა

„საქართველოს ვარკვლავის“ კონკურამდე 2016 წელს პროექტი „ნიჭერი“ იყო, რომელმაც ლაგოდეხელ, 15 წლის გოგონას ბარბარა სამხარაძეს არნახული წარმატება მოუტანა. ის მეგაშოუს გამარჯვებული გახდა...

ახლა, როცა უკვე სრულწლოვანია და 18 წლის გახდა, იმედი აქვს, რომ მისთვის, ახალ პროექტში მონაწილეობით, ახალი ცხოვრება და გამოწვევები იწყება, რისთვისაც მზად არის.

ბარბარა სამხარაძე:

- ესპანეთში ვიყავი, ქასთინგის შესახებ რომ გავიგე. დავფიქრდი, რა შეეძლო ამ პროექტს ჩემთვის მოეტანა, რა შეიძლებოდა, ჩემს ცხოვრებაში დაწყებულიყო, თუ ჩავერთვებოდი. მივხვდი, რომ „საქართველოს ვარკვლავი“ იმის საშუალებას იძლევა, საქართველოს ფარგლებს გასცდე და ქვეყნის სახელით მოხვდე დიდ კონკურსზე ევროპაში. მოკლედ, გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მეცადა ბედი. ოჯახის წევრებმა დამიჭირეს მხარი. სულ იმას მეუბნებოდნენ, - ცხოვრებაში მოსული შანსი უნდა გამოიყენოო. თუმცა თავიდან ეიფორიაში კი ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, მინდოდა თუ არა, ამ კონკურსში მონაწილეობა.

- მოკლედ, გაიარე კასტინგი და დღეს უკვე საუკეთესო ათეულში ხარ. რა მოლოდინი გაქვს, რას ელი ამ პროექტისგან?

- პირველ რიგში, ველი ახალ შესაძლებლობებს, უკვე სრულწლოვანი ვარ და მეტად შემიძლია ისინი გამოვიყენო. წინა კონკურსზე, როდესაც გავიმარჯვე, მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და სოფელში დავბრუნდი, ახლა უკვე ქალაქში ვარ, გზებიც ვისწავლე და ბევრი რამ... შემიძლია ყველა შემოთავაზება განვიხილო და ჩემს სასიკეთოდ მოვმართო.

- ამ პროექტის მიღმა რას საქმიანობ?

- გასულ წელს შრომის უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვის მიმართულებით ვსწავლობდი, მაგრამ წელს რაღაც ცვლილებები იყო ჩემს ცხოვრებაში, ამასთან, ეს პროექტიც გამოჩნდა და მივხვდი, რომ ეგ დარგები საერთოდ არ იყო ჩემი. მომავალში ამ სპეციალობით ვერ ვიმუშავებდი და თავი დავანებე. ძალიან მინდა ფსიქოლოგობა.

ახლა, ძირითადად, რომანის წერით ვარ დაკავებული. წიგნზე უკვე 2 წელია, ვმუშაობ. ადამიანურ ურთიერთობებზე ვწერ. არ მეგონა, თუ ასე გაგრძელდებოდა ეს პროცესი, მაგრამ მუზა როცა მეწვევა და წერის სურვილი შემომაწვება ხოლმე, მაშინ ვმუშაობ.

- შენი კონკურენტები არიან ასევე შენსავით სხვა კონკურსებში გამარჯვებულები, ნახევარფინალისტებიც და ახალბედები. გამოუცდელი კონკურსანტების წინაშე უნებურად უპირატესობით რომ სარგებლობ, ამაზე რას იტყვი?

- კი, ხალხი ამის წინააღმდეგია, რომ კონკურსებში გამარჯვებულები რატომ მონაწილეობენო? ამაზე ასეთი პასუხი მაქვს, - პირზე ხელს არავის ვაფარებთ, რომ არ იმღერონ და საკუთარი შესაძლებლობები არ გამოავლინონ. „ევროვიზიაზე“ ნებისმიერი საქართველოს სახე იქნება. წელს რა როგორ იქნება, არ ვიცი, ყველაფერი ხალხის გადასაწყვეტია, აქაც და იქაც.

- ამჯერად მაყურებელი როგორ ბარბარას იხილავს?

- ეს იქნება ყველაზე სიგიჟე და პირველ რიგში, სიახლე ჩემგან! სულ სხვა ბარბარას იხილავს მაყურებელი. ბარბარა, რომელიც დაჩაგრული ქალების სახე იქნება. მოკლედ, ისეთი სიმღერები მაქვს, ძალიან ჩაგრული ქალების დამცველად მოვევლინები მაყურებელს.

- საინტერესოა...

- კი, ქალები, რომლებიც იმართებიან ქმრებისგან, არიან ძალადობის მსხვერპლნი, ეს ყველაფერი ინგლისურ ენაზე შესრულდება და ტექსტები ამ ყველაფერს იტყვის. ის სიბრაზე, ემოცია, რაც ამ სიმღერის შესრულებისას უნდა დაგროვდეს, ყველაფერს ვაგროვებ. მოკლედ, ძალადობის წინააღმდეგ და მის დასაძლევად ჩემს სათქმელს ვიტყვი. ასე მგონია, რომ ეს სიმღერები ჩემთვისაა შექმნილი, რომ თუნდაც ადამიანების დაცვა, სცენიდან ჩხუბი და იმის დამტკიცება, რომ რაც სხვა გზით არა და სიტყვით და სიმღერით შეიძლება. მე ამას გავაკეთებ და შევძლებ. თუ ეს შემიძლია, რატომაც არა!

- ე.ი. ადამიანების დაცვა შეგიძლია?

- ერთი ეპიზოდი გამახსენდა, - თბილისში, ჩემი სახლის წინ, ბიჭი გოგოს სცემდა. ძალიან შევწუხდი, ავნერვიულდი, არ ვიცოდი, რა მექნა და 112-ში დავრეკე. მოკლედ, ის გოგო გადავარჩინე, სახლში მშვიდად წავიდა... ვიმეორებ, ჩემი სიმღერები, ასეთი ადამიანების მისამართით გზავნილები იქნება.

- გამოდის, ძლიერი და მებრძოლი ქალი ხარ.

- უსამართლობის წინააღმდეგ ყოველთვის გავილაშქრებ. ჩემი რომანიც ზუსტად ამ თემაზე იქნება. ჩემი პერსოაჟი ძალიან ძლიერია, მაგრამ შესაძლოა, საკუთარ გრძნობებთან სუსტიც იყო. რომანში გაიდეალებული ურთიერთობები მაქვს ნაჩვენები, თუნდაც მეგობრების მიმართ. ვეცადე ისინი რეალური სამყაროსგან განსხვავებული ყოფილიყო, ანუ ისეთი, როგორიც გვინდა, რომ იყოს. რომანს „მერე რა...?!“ - ასე დავარქვი. რიტორიკული სათაურია.

- დავუშვათ, გაიმარჯვე და „ევროვიზიაზეც“ მოგიწია წასვლამ. რამდენად შეძლებ ევროპულ აუდიტორიას თავი დაამახსოვრო?

- როდესაც იგებენ, რომ „საქართველოს ვარსკვლავში“ ვმონაწილეობ, მაშინვე 2018 წლის „ევროვიზიის“ გამარჯვებულ ნეტას იხსენებენ - მასთან მაიგივებენ. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ყველა მსუქანი გოგო არ არის ნეტა, რომელიც ისურვებს, „ევროვიზიაზე“ წავიდეს. ყველას ინდივიდუალური შესაძლებლობები აქვს, რომ თავის თავი წარმოაჩინოს. არ ვიცი, რამდენად შეიძლება სიმღერით მოვხიბლო მაყურებელი, რადგანაც ამას მე არ ვირჩევ, ჩემი კომპეტენცია არ არის. რაც შეეხება ევროპელ მაყურებელს, ბევრი მეგობარი მყავს ევროპაში და ვიცი, რომ მათთვის სიმღერა მეორეხარისხოვანია, როცა ადამიანური თვისებები წამოიწევს ხოლმე წინ. თუმცა ვფიქრობ, ამ სინთეზით - ადამიანობით, სიმღერით, გარეგნობით რატომღაც არ უნდა გამიჭირდეს. ასე რომ, ჩემი თავის იმედი მაქვს!

"ევროვიზიის" გამარჯვებული სკანდალში გაეხვა - საზოგადოების აზრით, ის სცენაზე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო: რას აცხადებს მომღერალი

"მითხრა: "გაიხადე", მე უბრალოდ გავიყინე და მერე არაფერი მახსოვს... თვეების მანძილზე ავად ვიყავი" - ლედი გაგამ მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა გაიხსენა

"ევროვიზია 2021"-ის გამარჯვებული იტალია გახდა