თბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შუა ხნის ქალი და მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ავარიის შედეგად დაშავდა ასევე სამი ადამიანი, რომელიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.
რომელიმე ტაქსი იქნებოდა ეს საშინელება ტაქსისტები საშინლად დადიან სადაც უნდა ჭრიან გზას კლიენტს რომ დაინახავენ უდა დარეგულისრდეს სასწრაფოდ ეს უნახავები ესენი
ზეპირად ნუ ლაპარაკობთ. არცერთი არ იყო ტაქსი, სურათზე არა ჩანს მესამე მანქანა, რომელიც ტროტუარზე იყო გადავარდნილი და რომელიც ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობდა!(თვითმხილველი)