მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იციან, რომ სამსახურიდან, ღამის 11 საათზე მოსული იქ უნდა მიპოვონ" - ცნობილი ჟურნალისტის უცნობი საქმე და რჩევები მცენარეების მოყვარულებს
"იციან, რომ სამსახურიდან, ღამის 11 საათზე მოსული იქ უნდა მიპოვონ" - ცნობილი ჟურნალისტის უცნობი საქმე და რჩევები მცენარეების მოყვარულებს

"სამ­სა­ხუ­რი­დან შინ ღა­მის 11 სა­ათ­ზე მო­სუ­ლი, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს რომ მოვ­რჩე­ბი, ბო­ლოს ჩემს ყვა­ვი­ლებ­თან ვი­ნაც­ვლებ, აი­ვან­ზე, და შინ უკვე იცი­ან, რომ იქ უნდა მი­პო­ვონ. თით­ქოს ძი­ლის წინ რი­ტუ­ა­ლი მაქვს, რომ ჩემს ქოთ­ნის ყვა­ვი­ლებს დავ­ხე­დო­, რო­მელ­თა შეგ­რო­ვე­ბა და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა 6 წლის წინ და­ვი­წყე", - გვე­უბ­ნე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო არა­ზაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "დი­ლის­ გა­და­ცე­მით" იც­ნობ­და, დღეს კი გა­და­ცე­მის "პირ­ვე­ლამ­დე" წამ­ყვა­ნი და მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რია. უზო­მოდ უყ­ვარს მცე­ნა­რე­ე­ბი და მათ­ზე ზრუნ­ვა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბაა. ნინო არა­ზაშ­ვი­ლი სწო­რედ ამ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბი ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და, მაგ­რამ როცა დე­და­ჩემ­თან ვცხოვ­რ­ობდი, ფან­ჯრე­ბი და­სავ­ლე­თის მხა­რეს­ იყო და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა ძნე­ლია იქ რა­მის­ გა­ხა­რე­ბა, მწველ მზე­ზე. ახლა ჩემი აი­ვა­ნი­ ბა­გებ­ში ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის მხა­რე­საა­ და მზის სხი­ვე­ბი ჩემს მცე­ნა­რე­ებს ძა­ლი­ან სწყა­ლობს. როცა მინ­და ვინ­მეს ყვა­ვი­ლე­ბი­ ვა­ჩუ­ქო, ქოთ­ნით ვჩუქ­ნი, რომ მას­ზე იზ­რუ­ნოს­. მიყ­ვარს ყვა­ვი­ლე­ბის და­თეს­ვა, თეს­ლი არას­დროს მი­ყი­დია, მსი­ა­მოვ­ნებს, თვი­თონ რომ მო­ვი­პო­ვებ, ვაშ­რობ, ვი­ნა­ხავ და მერე ვთე­სავ.

ყვა­ვი­ლო­ბა "უვა­დოდ"

ყვე­ლა ყვა­ვილს და­თეს­ვის თა­ვი­სი პე­რი­ო­დი აქვს. თუმ­ცა ვარ­ღვევ ვა­დებს და ხში­რად შე­უ­ფე­რე­ბელ სე­ზონ­ზე ვთე­სავ.რაკი ზამ­თარ­ში აივ­ნი­დან მა­ინც სახ­ლში, სით­ბო­ში უნდა შე­მო­ვი­ტა­ნო, ამი­ტომ ნე­ბის­მი­ერ დროს ვთე­სავ,­ რათა სახ­ლში მუდ­მი­ვად რა­ღაც ყვა­ო­დეს.

ეზო­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ვი­ღა­ცას გულყვი­თე­ლა და­ურ­გავს. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ფორ­თოხ­ლის­ფე­რი ყვა­ვი­ლე­ბი აქვს. ყო­ველ გავ­ლა-გა­მოვ­ლა­ზე ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რო­გორ და­ჭკნა, რო­გორ გა­ი­კე­თა თეს­ლი. მერე პეშ­ვი შე­ვუშ­ვი­რე, გად­მოვ­ყა­რე, გა­ვაშ­რე და სულ ერთი კვი­რის წინ ჩავ­ყა­რე მი­წა­ში. უკვე ამო­ყელ­ყე­ლავ­და და ვე­ფო­ფი­ნე­ბი. fb პა­ტა­რა ბინა მაქვს და უკ­ვირთ, ამ­დე­ნი ყვა­ვი­ლი რო­გორ გაქვს სახ­ლშიო. ამა­სო­ბა­ში ვის­წავ­ლე, რო­გორ გა­ვა­კე­თო სათ­ბუ­რი. ყვა­ვი­ლე­ბის ნა­წილს აი­ვან­ზე ვტო­ვებ,­ მაგ­რამ სათ­ბურს ვუ­კე­თებ. ბა­გებ­ში ყო­ველ­თვის 2 გრა­დუ­სით გრი­ლა, ვიდ­რე ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში. ამ სხვა­ო­ბის გამო ჩემი ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბი უფრო ადრე შე­მაქვს სახ­ლში, ყინ­ვამ ნო­ემ­ბერ­ში რომ და­არ­ტყას და მო­მი­ყი­ნოს? ამი­ტომ ამ სე­ზონ­ზე ვფრ­თხი­ლობ. აი­ვა­ნიც მოზ­რდი­ლია და სივ­რცე მაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ იქ ზამ­თარ­ში სათ­ბუ­რი მო­ვა­წყო.

სათ­ბუ­რი

სათ­ბუ­რის­თვის ცე­ლო­ფანს ვყი­დუ­ლობ, მეტ­რო­ბით ია­ფია, 2 მეტ­რი 5 ლა­რამ­დე ჯდე­ბა და ყვე­ლა ქო­თანს ჰყოფ­ნის, რო­მელ­ზეც ორ ფე­ნად უნდა გა­და­ვაკ­რა. აივ­ნის გრძელ ქოთ­ნებ­ში საყ­რდენს (ხის ან პლასტმა­სის) ჩა­ვა­სობ შუ­ა­ში, მოვრწყავ მცე­ნა­რე­ებს და ზე­მო­დან ცე­ლო­ფანს გა­დავ­ჭი­მავ. გარ­შე­მო თო­კით ვკო­ჭავ, სარ­ტყელს ვუ­კე­თებ ან სკო­ჩი­თაც მიც­დია, ასე კი­დევ უკე­თე­სია. ამ­გვა­რად შიგ­ნით ჰა­ე­რი თით­ქმის არ შე­დის. შე­იძ­ლე­ბა ერთ-ორ ად­გი­ლას ნას­ვრე­ტე­ბი გა­ვუ­კე­თო­ სა­ჰა­ე­როდ. შიგ­ნით­ვე ხდე­ბა ნეს­ტის აორ­თქლე­ბაც და კონ­დი­ცი­რე­ბაც. არა­ნა­ი­რი მორ­წყვა არ სჭირ­დე­ბა. ასე გა­მო­ვა­ზამ­თრე "ივან და მა­რია", სამ­ფე­რა იებს რომ ეძა­ხი­ან.

იე­ბის ფე­რე­ბი

ია მი­წი­დან თავს რომ ამო­ყოფს, უკვე შე­მიძ­ლია სათ­ბურ­ში გა­და­ვი­ტა­ნო და მთელ ზამ­თარს დავ­ტო­ვო. თუ ივ­ლი­სის ბოლო-აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში და­თე­სავ, მა­შინ ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში ამო­ვა. ვთე­სავ სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­შიც. გა­ზა­ფხულ­ზე ცე­ლო­ფანს რომ გა­დავ­ხსნი, უკვე კარ­გად ყვა­ვის.იები სულ 11 ფე­რის მაქვს. ზოგი ნა­ყი­დია, ზოგი მა­ჩუ­ქეს, ზოგი თეს­ლით მო­ვი­პო­ვე და თვი­თონ გა­ვა­ხა­რე. სათ­ბუ­რის ასე გა­კე­თე­ბა კი არა­ვის უს­წავ­ლე­ბია, თვი­თონ მივ­ხვდი, რომ ასე შე­იძ­ლე­ბო­და გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო.

სუ­კუ­ლენ­ტე­ბი და ჭო­რი­კა­ნე­ბი

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტმა, დიდ­ხანს ვი­თა­ნამ­შრომ­ლე სუ­პერპრო­ფე­სი­ო­ნალ ზურა შე­ვარ­დნა­ძეს­თან და მის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. ერთ-ერთი მარ­ტი­ვი სი­კე­თე, რაც მახ­სოვს, ასე­თია - ვი­საც დიდი დრო არა აქვს, სუ­კუ­ლენ­ტე­ბის გა­ხა­რე­ბა ად­ვი­ლია. ეს ფარ­თო და მსუ­ქან­ფოთ­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე იმ­დენ წყალს ინა­ხავს, რომ მორ­წყვაც ნაკ­ლე­ბად სჭირ­დე­ბა. სა­ერ­თოდ კი, როცა ქა­ლა­ქი­დან გავ­დი­ვართ, 10 დღე­ში ერთხე­ლაც რომ შე­მო­ვი­ა­როთ სახ­ლში მე ან ჩემი ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რმა, ყვე­ლამ იცის, რომ მცე­ნა­რე­ე­ბი უნდა მორ­წყას. სუ­კუ­ლენ­ტე­ბის ბა­ღე­ბი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ჭო­რი­კა­ნას ტი­პის მცე­ნა­რე­ე­ბი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას მო­ვი­პო­ვე, მაქვს მუქი მწვა­ნე, ია­სამ­ნის­ფე­რი, რო­მე­ლიც თვი­თონ და­ვა­ფეს­ვი­ა­ნე, ასე­ვე მწვა­ნე თეთ­რი ზო­ლე­ბით და ბად­რიჯ­ნის­ფე­რი თეთ­რი ზო­ლე­ბით. ერთ ქო­თან­ში რომ გა­ი­ზარ­და, სხვა­დას­ხვა ფე­რის ფო­თო­ლი რომ გად­მო­ე­კი­და, ერ­თმა­ნეთს შე­ე­რია, სიგ­რძით 3 მეტ­რი გახ­და, სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვია. მოკ­ლედ, აი­წყვი­ტეს და გა­გიჟ­დნენ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"იციან, რომ სამსახურიდან, ღამის 11 საათზე მოსული იქ უნდა მიპოვონ" - ცნობილი ჟურნალისტის უცნობი საქმე და რჩევები მცენარეების მოყვარულებს

"იციან, რომ სამსახურიდან, ღამის 11 საათზე მოსული იქ უნდა მიპოვონ" - ცნობილი ჟურნალისტის უცნობი საქმე და რჩევები მცენარეების მოყვარულებს

"სამსახურიდან შინ ღამის 11 საათზე მოსული, საოჯახო საქმეებს რომ მოვრჩები, ბოლოს ჩემს ყვავილებთან ვინაცვლებ, აივანზე, და შინ უკვე იციან, რომ იქ უნდა მიპოვონ. თითქოს ძილის წინ რიტუალი მაქვს, რომ ჩემს ქოთნის ყვავილებს დავხედო, რომელთა შეგროვება და მოვლა-პატრონობა 6 წლის წინ დავიწყე", - გვეუბნება ჟურნალისტი ნინო არაზაშვილი, რომელსაც მაყურებელი წლების განმავლობაში "დილის გადაცემით" იცნობდა, დღეს კი გადაცემის "პირველამდე" წამყვანი და მთავარი პროდიუსერია. უზომოდ უყვარს მცენარეები და მათზე ზრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობაა. ნინო არაზაშვილი სწორედ ამ გამოცდილებაზე გვესაუბრება.

- ქოთნის ყვავილები ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ როცა დედაჩემთან ვცხოვრობდი, ფანჯრები დასავლეთის მხარეს იყო და მოგეხსენებათ, რა ძნელია იქ რამის გახარება, მწველ მზეზე. ახლა ჩემი აივანი ბაგებში ჩრდილო-დასავლეთის მხარესაა და მზის სხივები ჩემს მცენარეებს ძალიან სწყალობს. როცა მინდა ვინმეს ყვავილები ვაჩუქო, ქოთნით ვჩუქნი, რომ მასზე იზრუნოს. მიყვარს ყვავილების დათესვა, თესლი არასდროს მიყიდია, მსიამოვნებს, თვითონ რომ მოვიპოვებ, ვაშრობ, ვინახავ და მერე ვთესავ.

ყვავილობა "უვადოდ"

ყველა ყვავილს დათესვის თავისი პერიოდი აქვს. თუმცა ვარღვევ ვადებს და ხშირად შეუფერებელ სეზონზე ვთესავ.რაკი ზამთარში აივნიდან მაინც სახლში, სითბოში უნდა შემოვიტანო, ამიტომ ნებისმიერ დროს ვთესავ, რათა სახლში მუდმივად რაღაც ყვაოდეს.

ეზოში აღმოვაჩინე, რომ ვიღაცას გულყვითელა დაურგავს. ძალიან ლამაზი ფორთოხლისფერი ყვავილები აქვს. ყოველ გავლა-გამოვლაზე ვაკვირდებოდი, როგორ დაჭკნა, როგორ გაიკეთა თესლი. მერე პეშვი შევუშვირე, გადმოვყარე, გავაშრე და სულ ერთი კვირის წინ ჩავყარე მიწაში. უკვე ამოყელყელავდა და ვეფოფინები. fb პატარა ბინა მაქვს და უკვირთ, ამდენი ყვავილი როგორ გაქვს სახლშიო. ამასობაში ვისწავლე, როგორ გავაკეთო სათბური. ყვავილების ნაწილს აივანზე ვტოვებ, მაგრამ სათბურს ვუკეთებ. ბაგებში ყოველთვის 2 გრადუსით გრილა, ვიდრე ქალაქის ცენტრალურ უბნებში. ამ სხვაობის გამო ჩემი ქოთნის ყვავილები უფრო ადრე შემაქვს სახლში, ყინვამ ნოემბერში რომ დაარტყას და მომიყინოს? ამიტომ ამ სეზონზე ვფრთხილობ. აივანიც მოზრდილია და სივრცე მაძლევს საშუალებას, რომ იქ ზამთარში სათბური მოვაწყო.

სათბური

სათბურისთვის ცელოფანს ვყიდულობ, მეტრობით იაფია, 2 მეტრი 5 ლარამდე ჯდება და ყველა ქოთანს ჰყოფნის, რომელზეც ორ ფენად უნდა გადავაკრა. აივნის გრძელ ქოთნებში საყრდენს (ხის ან პლასტმასის) ჩავასობ შუაში, მოვრწყავ მცენარეებს და ზემოდან ცელოფანს გადავჭიმავ. გარშემო თოკით ვკოჭავ, სარტყელს ვუკეთებ ან სკოჩითაც მიცდია, ასე კიდევ უკეთესია. ამგვარად შიგნით ჰაერი თითქმის არ შედის. შეიძლება ერთ-ორ ადგილას ნასვრეტები გავუკეთო საჰაეროდ. შიგნითვე ხდება ნესტის აორთქლებაც და კონდიცირებაც. არანაირი მორწყვა არ სჭირდება. ასე გამოვაზამთრე "ივან და მარია", სამფერა იებს რომ ეძახიან.

იების ფერები

ია მიწიდან თავს რომ ამოყოფს, უკვე შემიძლია სათბურში გადავიტანო და მთელ ზამთარს დავტოვო. თუ ივლისის ბოლო-აგვისტოს დასაწყისში დათესავ, მაშინ ნოემბერ-დეკემბერში ამოვა. ვთესავ სექტემბერ-ოქტომბერშიც. გაზაფხულზე ცელოფანს რომ გადავხსნი, უკვე კარგად ყვავის.იები სულ 11 ფერის მაქვს. ზოგი ნაყიდია, ზოგი მაჩუქეს, ზოგი თესლით მოვიპოვე და თვითონ გავახარე. სათბურის ასე გაკეთება კი არავის უსწავლებია, თვითონ მივხვდი, რომ ასე შეიძლებოდა გაკეთებულიყო.

სუკულენტები და ჭორიკანები

როგორც ჟურნალისტმა, დიდხანს ვითანამშრომლე სუპერპროფესიონალ ზურა შევარდნაძესთან და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ერთ-ერთი მარტივი სიკეთე, რაც მახსოვს, ასეთია - ვისაც დიდი დრო არა აქვს, სუკულენტების გახარება ადვილია. ეს ფართო და მსუქანფოთლოვანი მცენარე იმდენ წყალს ინახავს, რომ მორწყვაც ნაკლებად სჭირდება. საერთოდ კი, როცა ქალაქიდან გავდივართ, 10 დღეში ერთხელაც რომ შემოვიაროთ სახლში მე ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრმა, ყველამ იცის, რომ მცენარეები უნდა მორწყას. სუკულენტების ბაღები მაქვს გაკეთებული. ჭორიკანას ტიპის მცენარეები სხვადასხვა ადგილას მოვიპოვე, მაქვს მუქი მწვანე, იასამნისფერი, რომელიც თვითონ დავაფესვიანე, ასევე მწვანე თეთრი ზოლებით და ბადრიჯნისფერი თეთრი ზოლებით. ერთ ქოთანში რომ გაიზარდა, სხვადასხვა ფერის ფოთოლი რომ გადმოეკიდა, ერთმანეთს შეერია, სიგრძით 3 მეტრი გახდა, საოცარი სანახავია. მოკლედ, აიწყვიტეს და გაგიჟდნენ...წაიკითხეთ სრულად

პატრიარქი - მიყვარხარ საქართველო

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა