მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დალომბარდებულ ბეჭდებს თითო გრამი აკლდა" - რა პრობლემებს აწყდებიან მომხმარებლები ლომბარდებში და რატომ ვერ კონტროლდება ბაზარი
"დალომბარდებულ ბეჭდებს თითო გრამი აკლდა" - რა პრობლემებს აწყდებიან მომხმარებლები ლომბარდებში და რატომ ვერ კონტროლდება ბაზარი

მიმ­დი­ნა­რე წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ლომ­ბარ­დე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას არა­ნა­ი­რი რე­გუ­ლა­ცია არ ეხე­ბო­და, რაც ბა­ზარ­ზე მათი საქ­მი­ა­ნო­ბის წესს გან­სა­ზღვრავ­და. შე­დე­გად, ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ მძი­მე ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნა და ლომ­ბარ­დე­ბის მი­მართ დაგ­რო­ვილ­მა და­ვა­ლი­ა­ნე­ბამ შე­უ­სა­ბა­მოდ მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­აღ­წია.

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2017 წელს ლომ­ბარ­დე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ 400 მი­ლი­ონ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. იმა­ვე წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ლომ­ბარ­დის ვალი 609 000 ადა­მი­ანს ჰქონ­და. მარ­თა­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით უახ­ლე­სი სტა­ტის­ტი­კა არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა თუ სა­ფი­ნან­სო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, სა­ვა­რა­უ­დოდ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი­დევ უფრო გაზ­რდი­ლი იქ­ნე­ბა.

ამ უკონ­ტრო­ლო სფე­რო­ში პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბა აღი­ა­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც - მო­სახ­ლე­ო­ბის ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბის მთა­ვარ მი­ზე­ზად ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ლომ­ბარ­დე­ბი და მათი და­უ­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მი­იჩ­ნია. სწო­რედ ბახ­ტა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა ცვლი­ლე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვრი­დან ამოქ­მედ­და.

მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც სა­ლომ­ბარ­დე საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი­ან, ეროვ­ნულ ბან­კში რე­გის­ტრა­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ე­კის­რათ. თუ აქამ­დე ლომ­ბარ­დებს არ გა­აჩ­ნდათ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის ზღვა­რი და მას სურ­ვი­ლი­სა­მებრ გან­სა­ზღვრავ­დნენ, ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის და­წეს­და საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის ჭე­რის ერ­თნა­ი­რი სტან­დარ­ტი - 50%-ზე მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტის გან­სა­ზღვრა სეს­ხის გამ­ცემ ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ეკ­რძა­ლე­ბა.

კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხუ­ლი­დან ამოქ­მედ­და. "სეს­ხის გამ­ცე­მი სუ­ბი­ექ­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბან­კში რე­გის­ტრა­ცი­ის, რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბი­სა და რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის დამ­ტკი­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე“ კა­ნონ­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბით, სეს­ხის გამ­ცემ სუ­ბი­ექტს ეკ­რძა­ლე­ბა გა­ცე­მუ­ლი სეს­ხის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად მი­ღე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის გა­და­გი­რა­ვე­ბა.

ამ ცვლი­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ეროვ­ნუ­ლი ბან­კი იმით ხსნის, რომ და­გი­რა­ვე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის გა­და­გი­რა­ვე­ბა არ­სე­ბი­თად ზრდი­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ქო­ნე­ბის და­კარ­გვის რისკს და აჭი­ა­ნუ­რებ­და სეს­ხის გა­დახ­დის შემ­დეგ ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცესს.

რე­გუ­ლა­ცი­ებს ლომ­ბარ­დე­ბი სი­ხა­რუ­ლით არ შეხ­ვედ­რი­ან. კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მეტ-ნაკ­ლე­ბად იცავ­დნენ სა­ფი­ნან­სო ბაზ­რის თა­მა­შის წე­სებს, რე­გუ­ლა­ცი­ებს შე­ე­გუვ­ნენ და ფეხი აუ­წყეს, ხოლო პა­ტა­რა კომ­პა­ნი­ებ­მა, რომ­ლე­ბიც კლი­ენ­ტე­ბის­თვის შე­უ­სა­ბა­მოდ მა­ღა­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის და­წე­სე­ბის ხარ­ჯზე არ­სე­ბობ­დნენ, ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა შე­წყვი­ტეს.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცია" (აფბა) ყვე­ლა ცვლი­ლე­ბას მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­იჩ­ნევს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი პა­ა­ტა ბა­ი­რახ­ტა­რი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ეფექტსა და სფე­რო­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე სა­უბ­რობს.

"ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცია, რო­მე­ლიც ამოქ­მედ­და, იყო გეგ­მა­ზო­მი­ე­რი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ლომ­ბარ­დე­ბი ჯერ კი­დევ რჩე­ბა ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად რე­გუ­ლი­რე­ბულ დარ­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში. ის შე­ი­ცავს არამ­ხო­ლოდ ფი­ნან­სურ რის­კებს, არა­მედ კრი­მი­ნა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლიც ხში­რად ხდე­ბა.

სრუ­ლი უკონ­ტრო­ლო­ბაა მა­გა­ლი­თად, არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის მიერ სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბის და­ტო­ვე­ბის პრო­ცე­დუ­რებ­ში. ხში­რად ყო­ველ­გვა­რი დო­კუ­მენ­ტის გა­რე­შე იტო­ვე­ბენ ნივ­თებს, ან სხვი­სი პი­რა­დო­ბი­თაც აბა­რე­ბენ კლი­ენ­ტე­ბი ამა თუ იმ ნივთს, რაც ზრდის მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბის გა­სა­ღე­ბის საფრ­თხეს.

იყო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ჩარ­თუ­ლი­ყო ამ სა­კი­თხში, ლომ­ბარ­დებ­თან ეთა­ნამ­შრომ­ლა. სა­უ­ბა­რი იყო ერ­თი­ა­ნი ბა­ზის შე­მო­ღე­ბა­ზე, სა­დაც შსს-საც ექ­ნე­ბო­და წვდო­მა და მი­ი­ღებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ეჭ­ვო და­ლომ­ბარ­დე­ბულ ნივ­თებ­ზე. ეს რე­გუ­ლა­ცია არ ამოქ­მე­დე­ბუ­ლა. სა­ერ­თო ჯამ­ში მცდე­ლო­ბა იმი­სა, რომ ერ­თი­ა­ნი, სა­მარ­თლი­ა­ნი სტან­დარ­ტი და­წეს­დეს ფი­ნან­სურ ბა­ზარ­ზე ყვე­ლა მო­თა­მა­შე­სათ­ვის და მე­ტად იყოს მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია" - ამ­ბობს პა­ა­ტა ბა­ი­რახ­ტა­რი.

პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლე­ბიც AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტებს ლომ­ბარ­დებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შე­ექ­მნათ, კარ­გად წარ­მო­ა­ჩენს იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რაც ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს ამ სფე­რო­ში.

მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, ამ­ბობს, რომ ერთ-ერთ ლომ­ბარ­დში ჩა­დე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბის ბეჭ­დე­ბი შეც­ვლი­ლი წო­ნით და­უბ­რუ­ნეს.

"ჩემი და ჩემი მე­უღ­ლის ჯვრის­წე­რის ბეჭ­დე­ბი მი­ვი­ტა­ნე. ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბო­და იმ მო­მენ­ტში ფული. რომ იბა­რებ­დნენ სინ­ჯი აი­ღეს, აწო­ნეს და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­აც გა­ფორმ­და. თვე­ე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც სრუ­ლი თან­ხა დავ­ფა­რე და ნივ­თე­ბი გა­მო­ვი­ტა­ნე, აღ­მოჩ­ნდა, რომ თითო ბე­ჭედს ერთი გრა­მი აკ­ლდა წო­ნა­ში. აშ­კა­რად ეტყო­ბო­და, რომ ნა­მუ­შე­ვა­რი იყო მათ­ზე, ფორ­მა ჰქონ­დათ შეც­ვლი­ლი.

ძა­ლი­ან გა­ვაპ­რო­ტეს­ტე, თუმ­ცა სა­ნამ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნამ­დე არ მი­ვი­და საქ­მე, მა­ნამ­დე არა­ფე­რი მო­უ­მოქ­მე­დე­ბი­ათ. როცა გა­ი­გეს, რომ სარ­ჩელს ვამ­ზა­დებ­დი, და­მი­რე­კა კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა და მთხო­ვა, რომ პი­რა­დად თვი­თონ აი­ღებ­და ჩემს ნივ­თებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. შე­დე­გად, და­ა­მა­ტეს დაკ­ლე­ბუ­ლი გრა­მე­ბი და ბეჭ­დე­ბი სრუ­ლი წო­ნით და­მიბ­რუ­ნეს. მაგ­რამ გული იმა­ზე მწყდე­ბა, რომ ჯვარ­და­წე­რი­ლი ბეჭ­დე­ბია და ფორ­მა მა­ინც შეც­ვლი­ლი აქვს. რომ არ ამე­ტე­ხა ეს ამ­ბა­ვი, ხომ შერ­ჩე­ბო­დათ?!“ - ამ­ბობს მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

კი­დევ ერთი მომ­ხმა­რებ­ლის მტკი­ცე­ბით, ლომ­ბარ­დი­დან ქორ­წი­ნე­ბის ბე­ჭე­დი "ჩაჭ­რი­ლი" და­უბ­რუ­ნეს

AMBEBI.GE-ს მე­ო­რე რეს­პო­დენ­ტი ამ­ბობს, რომ ლომ­ბარ­დმა და­არ­ღვია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცია, რაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფის საგ­ნის გა­და­გი­რა­ვე­ბის აკ­რძალ­ვას გუ­ლის­ხმობს.

"რო­გორც იქნა, გა­დავ­წყვი­ტე ლომ­ბარ­დი­დან ნივ­თი გა­მო­მე­ტა­ნა. გა­და­ვი­ხა­დე სრუ­ლი თან­ხა და მე­უბ­ნე­ბი­ან: ნივთს ოთხ დღე­ში მო­ა­კი­თხეთ, ბან­კი­დან უნდა გა­მო­ვი­თხო­ვოთ, ად­გილ­ზე არ გვაქ­ვსო. კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ მო­მე­ცით რა­საც მე­უბ­ნე­ბით იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი, რომ თან­ხა გა­და­ვი­ხა­დე და რომ ნივთს ნამ­დვი­ლად ოთხ დღე­ში და­მიბ­რუ­ნებთ-მეთ­ქი. ასე­თი დო­კუ­მენ­ტი არ არ­სე­ბობ­სო!

ამის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვუხ­სნი­დი ოპე­რა­ტორს ელე­მენ­ტა­რულ რა­მეს, რომ სი­ტყვა­ზე ვერ ვენ­დო­ბო­დი კერ­ძო კომ­პა­ნი­ას და ოთხ დღე­ში რომ მი­თხრათ ნივ­თი გა­ტა­ნი­ლი გაქვთ, მე რო­გორ და­ვამ­ტკი­ცო სი­მარ­თლე-მეთ­ქი?

სხვა­თა­შო­რის მსმე­ნია, რომ არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი ლომ­ბარ­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ - რო­გორ გა­და­ა­გი­რა­ვეს მათ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნივ­თე­ბი ბან­კში და რო­გორ ვერ და­იხ­სნეს, და­უ­კარ­გეს კლი­ენ­ტებს. მო­ვი­თხო­ვე გა­დახ­დი­ლი თან­ხა და­მიბ­რუ­ნეთ და როცა ნივ­თი ად­გილ­ზე იქ­ნე­ბა მა­შინ მო­ვალ და გა­და­ვიხ­დი-მეთ­ქი. თან­ხას ვერ და­გიბ­რუ­ნებ­თო! მე­ნე­ჯერ­თა­ნაც რომ ვე­რა­ფერს გავ­ხდი, ბო­ლოს ვუ­თხა­რი - ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ და ამ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა­ზე მა­სა­ლას მო­ვამ­ზა­დებ-მეთ­ქი...

მხო­ლოდ მა­შინ ინე­ბეს და ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ და­მიბ­რუ­ნეს თან­ხა უკან. ოთხ დღე­ში ნივთს და­გახ­ვედ­რებთ ად­გილ­ზე და მობ­რძან­დი­თო" - გვიყ­ვე­ბა რეს­პონ­დენ­ტი, რო­მელ­მაც მოკ­ვლე­ვის და­წყე­ბის მიზ­ნით ეროვ­ნულ ბანკს უკვე მი­მარ­თა.

რო­გორც სებ-ში აცხა­დე­ბენ, ერთ კვი­რა­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი მოკ­ვლე­ვის შე­დე­გე­ბი და ისიც, ამოქ­მედ­დე­ბა თუ არა სან­ქცი­ე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის მი­მართ.

მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას არ­თუ­ლებს ის, რომ ეროვ­ნულ ბანკს არ აქვს მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და დარ­ღვე­ვის გა­მოვ­ლე­ნის მე­ქა­ნიზ­მი, თუ სა­გან­გე­ბოდ არ მი­მარ­თავს კონ­კრე­ტუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა შე­საძ­ლოა ვე­რა­სო­დეს გა­ი­გოს, იცა­ვენ თუ არა ლომ­ბარ­დე­ბი დად­გე­ნილ წე­სებს.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ხსნა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ში არ არის. მისი მო­საზ­რე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სი­ღა­რი­ბეს უნდა ებ­რძო­ლოს და არა სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნი­ებს.

"რო­დე­საც ამ სფე­რო­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე ვსა­უბ­რობთ, აქ უმ­თავ­რე­სი ის არის, რომ ძა­ლი­ან დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა აქვს ნა­სეს­ხე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას ლომ­ბარ­დე­ბი­დან. პრობ­ლე­მაა ისიც, რომ ეს ფი­ნან­სუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი ამ­ხე­ლა პორ­ტფელს ფლო­ბენ ბა­ზარ­ზე. მხო­ლოდ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ვერ იქ­ნე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი. ნე­ბის­მი­ერ კა­ნონ­ში შე­იძ­ლე­ბა პა­ტა­რა ხვრე­ლის პოვ­ნა. თუ ადა­მი­ანს უნდა ფუ­ლის სეს­ხე­ბა, ამის­თვის ყვე­ლა­ნა­ირ გზას იპოვ­ნის. ამი­ტომ მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ვერ უშ­ვე­ლის სი­ტუ­ა­ცი­ას.

სა­ჭი­როა სა­ხელ­მწი­ფომ იზ­რუ­ნოს ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ამ­დე­ნი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ იყოს ქვე­ყა­ნა­ში. პრობ­ლე­მას ის კი არ ქმნის, რომ ფუ­ლის გამ­სეს­ხე­ბე­ლი არ­სე­ბობს და თუნ­დაც ის, რომ და­უ­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი იყო ეს სფე­რო, პრობ­ლე­მაა ასე­თი სი­დუ­ხ­ჭი­რე, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან ისეს­ხონ ფული ნე­ბის­მი­ე­რი პი­რო­ბე­ბით. მხო­ლოდ ლომ­ბარ­დე­ბის ბრა­ლი არ არის ეს, სა­ჭი­როა მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ ადა­მი­ა­ნებს, რომ ჰქონ­დეთ ფი­ნან­სურ სა­კი­თხში გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის უფრო მა­ღა­ლი დონე. რა ეკო­ნო­მი­კაც გვაქვს, ისე­თი პი­რო­ბე­ბია, ბან­კშიც, ლომ­ბარ­დებ­შიც და ა.შ. ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა და მეტი ინ­ფორ­მა­ცია თუ არ ექ­ნათ ადა­მი­ა­ნებს, ხან ლომ­ბარ­დი და­ა­ზა­რა­ლებს, ხან ბან­კი და კერ­ძო მე­ვახ­შე გა­მო­ა­სახ­ლებს სახ­ლი­დან. თუ მე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას არ ვკი­თხუ­ლობ, არ მა­ინ­ტე­რე­სებს რა პრო­ცენ­ტში გა­მაქვს, რა ჯა­რი­მა და­მე­კის­რე­ბა, ეს ხომ ჩემი ბრა­ლია? ამა­საც ლომ­ბარ­დებს ხომ ვერ და­ვაბ­რა­ლებთ", - ამ­ბობს კე­პუ­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
2

ძარცვა ქართულად! აი ეს ხერხი აკლდა ევროპას და ამასაც აითვისებენ, თუმცა უკვე გვიანია, გვიანი!!! მაყუთს ღუნავს შტერი პატრონიანი.

ლია
0

მე პირადად, რამდენიმე წლის უკან ჩემი მეგობრისაგან, რომელსაც უკიდურესად უჭირდა, საბაზრო ფასად, შევიძინე ოქროს სამაჯური და ყელსაბამი, რომელიც მანამდე ლომბატდში ჰქონდა დაგირავებული. ნათესავმა, რომელიც ერკვეოდა ოქროში, მითხრა, მგონი ყალბიაო. შევამოწმებინეთ და აღმოჩნდა, რომ შესაკრავები და ბოლო და შუა ნაწილი კი იყო ოქრო, მაგრამ ჩანართები ჰქონდა დაფერილი სპილენძის. მეგობარმა , ისე, რომ არ მოინდომა ლომბარდთან ჭიდილი, იმავე ლომბარდში დააგირავა - ადრინდელი შეფასება გაუკეტეს - აბა, ხომ არ ეტყოდნენ, გამოცვლილიაო... რა თქმა უნდა, საბაზრო ფასი არ გადაუხდიათ, და აღარ გამოუტანია, მე კი სხვაობა, არც ისე ცოტა, ვიზარალე :) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დალომბარდებულ ბეჭდებს თითო გრამი აკლდა" - რა პრობლემებს აწყდებიან მომხმარებლები ლომბარდებში და რატომ ვერ კონტროლდება ბაზარი

"დალომბარდებულ ბეჭდებს თითო გრამი აკლდა" - რა პრობლემებს აწყდებიან მომხმარებლები ლომბარდებში და რატომ ვერ კონტროლდება ბაზარი

მიმდინარე წლამდე საქართველოში ლომბარდების საქმიანობას არანაირი რეგულაცია არ ეხებოდა, რაც ბაზარზე მათი საქმიანობის წესს განსაზღვრავდა. შედეგად, ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ვითარება შეიქმნა და ლომბარდების მიმართ დაგროვილმა დავალიანებამ შეუსაბამოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს ლომბარდების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 400 მილიონ ლარს გადააჭარბა. იმავე წლის მონაცემებით, საქართველოში ლომბარდის ვალი 609 000 ადამიანს ჰქონდა. მართალია, ჯერჯერობით უახლესი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა თუ საფინანსო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზრდილი იქნება.

ამ უკონტროლო სფეროში პრობლემის არსებობა აღიარა ხელისუფლებამაც - მოსახლეობის ჭარბვალიანობის მთავარ მიზეზად ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები და მათი დაურეგულირებელი საქმიანობა მიიჩნია. სწორედ ბახტაძის ინიციატივით დაიწყო მუშაობა ცვლილებებზე, რომლებიც მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა.

მოქმედი რეგულაციებით ორგანიზაციებს, რომლებიც სალომბარდე საქმიანობას ეწევიან, ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ. თუ აქამდე ლომბარდებს არ გააჩნდათ საპროცენტო განაკვეთის ზღვარი და მას სურვილისამებრ განსაზღვრავდნენ, ცვლილებების შემდეგ ყველა საფინანსო ორგანიზაციისთვის დაწესდა საპროცენტო განაკვეთის ჭერის ერთნაირი სტანდარტი - 50%-ზე მაღალი პროცენტის განსაზღვრა სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას ეკრძალება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მიმდინარე წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. "სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ კანონში შესული ცვლილებით, სესხის გამცემ სუბიექტს ეკრძალება გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების გადაგირავება.

ამ ცვლილების საჭიროებას ეროვნული ბანკი იმით ხსნის, რომ დაგირავებული ქონების გადაგირავება არსებითად ზრდიდა აღნიშნული ქონების დაკარგვის რისკს და აჭიანურებდა სესხის გადახდის შემდეგ ქონების დაბრუნების პროცესს.

რეგულაციებს ლომბარდები სიხარულით არ შეხვედრიან. კომპანიები, რომლებიც მეტ-ნაკლებად იცავდნენ საფინანსო ბაზრის თამაშის წესებს, რეგულაციებს შეეგუვნენ და ფეხი აუწყეს, ხოლო პატარა კომპანიებმა, რომლებიც კლიენტებისთვის შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთის დაწესების ხარჯზე არსებობდნენ, ფუნქციონირება შეწყვიტეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" (აფბა) ყველა ცვლილებას მიზანშეწონილად მიიჩნევს. ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი AMBEBI.GE-სთან საუბარში ახალი რეგულაციების ეფექტსა და სფეროში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.

"ყველა რეგულაცია, რომელიც ამოქმედდა, იყო გეგმაზომიერი. მიუხედავად ამისა, ლომბარდები ჯერ კიდევ რჩება ყველაზე ნაკლებად რეგულირებულ დარგად საქართველოში. ის შეიცავს არამხოლოდ ფინანსურ რისკებს, არამედ კრიმინალური ფაქტების წამახალისებელიც ხშირად ხდება.

სრული უკონტროლობაა მაგალითად, არასრულწლოვანების მიერ სხვადასხვა ნივთების დატოვების პროცედურებში. ხშირად ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე იტოვებენ ნივთებს, ან სხვისი პირადობითაც აბარებენ კლიენტები ამა თუ იმ ნივთს, რაც ზრდის მოპარული ნივთების გასაღების საფრთხეს.

იყო ინიციატივა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულიყო ამ საკითხში, ლომბარდებთან ეთანამშრომლა. საუბარი იყო ერთიანი ბაზის შემოღებაზე, სადაც შსს-საც ექნებოდა წვდომა და მიიღებდა ინფორმაციას საეჭვო დალომბარდებულ ნივთებზე. ეს რეგულაცია არ ამოქმედებულა. საერთო ჯამში მცდელობა იმისა, რომ ერთიანი, სამართლიანი სტანდარტი დაწესდეს ფინანსურ ბაზარზე ყველა მოთამაშესათვის და მეტად იყოს მომხმარებლის უფლებები დაცული, მისასალმებელია" - ამბობს პაატა ბაირახტარი.

პრობლემები, რომელებიც AMBEBI.GE-ს რესპონდენტებს ლომბარდებთან ურთიერთობაში შეექმნათ, კარგად წარმოაჩენს იმ გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს ამ სფეროში.

მომხმარებელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ ერთ-ერთ ლომბარდში ჩადებული ქორწინების ბეჭდები შეცვლილი წონით დაუბრუნეს.

"ჩემი და ჩემი მეუღლის ჯვრისწერის ბეჭდები მივიტანე. ძალიან მჭირდებოდა იმ მომენტში ფული. რომ იბარებდნენ სინჯი აიღეს, აწონეს და შესაბამისი დოკუმენტაციაც გაფორმდა. თვეების შემდეგ, როდესაც სრული თანხა დავფარე და ნივთები გამოვიტანე, აღმოჩნდა, რომ თითო ბეჭედს ერთი გრამი აკლდა წონაში. აშკარად ეტყობოდა, რომ ნამუშევარი იყო მათზე, ფორმა ჰქონდათ შეცვლილი.

ძალიან გავაპროტესტე, თუმცა სანამ სასამართლოში სარჩელის შეტანამდე არ მივიდა საქმე, მანამდე არაფერი მოუმოქმედებიათ. როცა გაიგეს, რომ სარჩელს ვამზადებდი, დამირეკა კომპანიის დირექტორმა და მთხოვა, რომ პირადად თვითონ აიღებდა ჩემს ნივთებზე პასუხისმგებლობას. შედეგად, დაამატეს დაკლებული გრამები და ბეჭდები სრული წონით დამიბრუნეს. მაგრამ გული იმაზე მწყდება, რომ ჯვარდაწერილი ბეჭდებია და ფორმა მაინც შეცვლილი აქვს. რომ არ ამეტეხა ეს ამბავი, ხომ შერჩებოდათ?!“ - ამბობს მომხმარებელი.

კიდევ ერთი მომხმარებლის მტკიცებით, ლომბარდიდან ქორწინების ბეჭედი "ჩაჭრილი" დაუბრუნეს

AMBEBI.GE-ს მეორე რესპოდენტი ამბობს, რომ ლომბარდმა დაარღვია ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაცია, რაც უზრუნველყოფის საგნის გადაგირავების აკრძალვას გულისხმობს.

"როგორც იქნა, გადავწყვიტე ლომბარდიდან ნივთი გამომეტანა. გადავიხადე სრული თანხა და მეუბნებიან: ნივთს ოთხ დღეში მოაკითხეთ, ბანკიდან უნდა გამოვითხოვოთ, ადგილზე არ გვაქვსო. კი ბატონო, მაგრამ მომეცით რასაც მეუბნებით იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ თანხა გადავიხადე და რომ ნივთს ნამდვილად ოთხ დღეში დამიბრუნებთ-მეთქი. ასეთი დოკუმენტი არ არსებობსო!

ამის შემდეგ, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ვუხსნიდი ოპერატორს ელემენტარულ რამეს, რომ სიტყვაზე ვერ ვენდობოდი კერძო კომპანიას და ოთხ დღეში რომ მითხრათ ნივთი გატანილი გაქვთ, მე როგორ დავამტკიცო სიმართლე-მეთქი?

სხვათაშორის მსმენია, რომ არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები ლომბარდების წინააღმდეგ - როგორ გადააგირავეს მათ მომხმარებლების ნივთები ბანკში და როგორ ვერ დაიხსნეს, დაუკარგეს კლიენტებს. მოვითხოვე გადახდილი თანხა დამიბრუნეთ და როცა ნივთი ადგილზე იქნება მაშინ მოვალ და გადავიხდი-მეთქი. თანხას ვერ დაგიბრუნებთო! მენეჯერთანაც რომ ვერაფერს გავხდი, ბოლოს ვუთხარი - ჟურნალისტი ვარ და ამ განუკითხაობაზე მასალას მოვამზადებ-მეთქი...

მხოლოდ მაშინ ინებეს და ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ დამიბრუნეს თანხა უკან. ოთხ დღეში ნივთს დაგახვედრებთ ადგილზე და მობრძანდითო" - გვიყვება რესპონდენტი, რომელმაც მოკვლევის დაწყების მიზნით ეროვნულ ბანკს უკვე მიმართა.

როგორც სებ-ში აცხადებენ, ერთ კვირაში გახდება ცნობილი მოკვლევის შედეგები და ისიც, ამოქმედდება თუ არა სანქციები კონკრეტული კომპანიის მიმართ.

მომხმარებელთა უფლებების დაცვას ართულებს ის, რომ ეროვნულ ბანკს არ აქვს მონიტორინგისა და დარღვევის გამოვლენის მექანიზმი, თუ საგანგებოდ არ მიმართავს კონკრეტული მომხმარებელი, მარეგულირებელმა შესაძლოა ვერასოდეს გაიგოს, იცავენ თუ არა ლომბარდები დადგენილ წესებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ხსნა რეგულაციების დაწესებაში არ არის. მისი მოსაზრებით, ხელისუფლებამ სიღარიბეს უნდა ებრძოლოს და არა საფინანსო კომპანიებს.

"როდესაც ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ, აქ უმთავრესი ის არის, რომ ძალიან დიდი ოდენობით თანხა აქვს ნასესხები საქართველოს ღარიბ მოსახლეობას ლომბარდებიდან. პრობლემაა ისიც, რომ ეს ფინანსური კომპანიები ამხელა პორტფელს ფლობენ ბაზარზე. მხოლოდ რეგულაციები ვერ იქნება გამოსავალი. ნებისმიერ კანონში შეიძლება პატარა ხვრელის პოვნა. თუ ადამიანს უნდა ფულის სესხება, ამისთვის ყველანაირ გზას იპოვნის. ამიტომ მკაცრი რეგულაციები ვერ უშველის სიტუაციას.

საჭიროა სახელმწიფომ იზრუნოს ეკონომიკის განვითარებაზე და ამდენი გაჭირვებული ადამიანი არ იყოს ქვეყანაში. პრობლემას ის კი არ ქმნის, რომ ფულის გამსესხებელი არსებობს და თუნდაც ის, რომ დაურეგულირებელი იყო ეს სფერო, პრობლემაა ასეთი სიდუხჭირე, რის გამოც ადამიანები იძულებულები არიან ისესხონ ფული ნებისმიერი პირობებით. მხოლოდ ლომბარდების ბრალი არ არის ეს, საჭიროა მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ადამიანებს, რომ ჰქონდეთ ფინანსურ საკითხში გაცნობიერების უფრო მაღალი დონე. რა ეკონომიკაც გვაქვს, ისეთი პირობებია, ბანკშიც, ლომბარდებშიც და ა.შ. ფინანსური განათლება და მეტი ინფორმაცია თუ არ ექნათ ადამიანებს, ხან ლომბარდი დააზარალებს, ხან ბანკი და კერძო მევახშე გამოასახლებს სახლიდან. თუ მე ხელშეკრულებას არ ვკითხულობ, არ მაინტერესებს რა პროცენტში გამაქვს, რა ჯარიმა დამეკისრება, ეს ხომ ჩემი ბრალია? ამასაც ლომბარდებს ხომ ვერ დავაბრალებთ", - ამბობს კეპულაძე.

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ბოლო მონაცემები

"საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო შვილი... გამოვრიცხავ, დაპირისპირებაში მონაწილეობა მიეღო" - "საბურთალოს" პრეზიდენტი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ოპოზიციის გეგმები; მზადება არჩევნებისთვის; ხელისუფლების პოზიცია