მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებული უმცროსი ომარ გამყრელიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა
ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებული უმცროსი ომარ გამყრელიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

ყან­და­უ­რა­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ზე, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძის და მისი შვი­ლიშ­ვი­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა გა­ი­მარ­თა. სხდო­მა­ზე დაც­ვის მხა­რემ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლა მო­ი­თხო­ვა, რაც მო­სა­მარ­თლე მა­მუ­კა წიკ­ლა­ურ­მა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და უმ­ცრო­სი ომარ გამ­ყრე­ლი­ძე 2000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"მად­ლო­ბა ყვე­ლას, ჩემ­თვის ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სა­სი­ხა­რუ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. ახლა მე­ტის თქმა არ შე­მიძ­ლია, ემო­ცი­ებ­ში ვარ" - აღ­ნიშ­ნა ომარ გამ­ყრე­ლი­ძემ.

პრო­ცე­სის მომ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, კვლავ ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე, სო­ფელ ყან­და­უ­რის ტე­რი­რო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს რწმუ­ნე­ბუ­ლი ნანა ტა­ვე­ლიშ­ვი­ლი და­ი­კი­თხა. მას­თან კი­თხვე­ბი ქონ­და ყვე­ლა მხა­რეს.

პრო­კუ­რო­რი ვლა­დი­მერ ბე­ქიშ­ვი­ლი ტა­ვე­ლიშ­ვილს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს მიმ­დი­ნა­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სებ­ზე უს­ვამ­და კი­თხვებს. მოწ­მემ დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სნა მკვლე­ლო­ბის დღეს გამ­ყრე­ლი­ძე­ე­ბის სახ­ლში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის ერთ-ერ­თმა მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა მოწ­მემ გან­მარ­ტა, რომ მომ­ხდა­რის დღეს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქმს ხელი ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა მო­ა­წე­რა. ვი­თა­რე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ კი, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის ოქ­მზე ხელ­მო­წე­რის გა­უქ­მე­ბა და პირ­ვან­დე­ლი ჩვე­ნე­ბის შეც­ვლა მო­ი­თხო­ვა.

ამას­თან, ტა­ვე­ლიშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ა­ში და­ი­ბა­რეს და და­ე­მუქრნენ, რომ მათ­თვის სა­სურ­ველ ჩვე­ნე­ბას ხელი. მოწ­მე გან­მარ­ტავს, რომ პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი კა­ხე­თის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას ახ­დენ­დნენ.

"13 მა­ი­ასს კა­ხე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ა­ში და­მი­ბა­რეს. მის­ვლის­თა­ნა­ვე და­ი­წყო ჩემ­ზე ზე­წო­ლა, და­მახ­ვედ­რეს გამ­ზა­დე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბა შაბ­ლო­ნის სა­ხით. მე ხელი არ მო­ვა­წე­რე და გან­ვუ­მარ­ტე, რომ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს იქ არ ვყო­ფილ­ვარ, მე მხო­ლოდ ვი­ყა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ლუქ­ვის დროს. მე რომ უარი გან­ვა­ცხა­დე ხე­ლის მო­წე­რა­ზე, და­ი­წყეს მუ­ქა­რა, მახ­სე­ნენ­დნენ, რომ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე ვი­ყა­ვი, ჩემს ოჯახ­საც შე­ეხ­ნენ, შე­მახ­სე­ნეს, რომ მან­ქა­ნით ვმოძ­რა­ობ­დი და და­მი­ჭერ­დნენ. მთე­ლი ეს მუ­ქა­რე­ბი 4 სა­ა­თი გრძელ­დე­ბო­და. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი გა­და­ვი­ტა­ნე. ვი­თხოვ­დი ად­ვო­კატ­თან და­რეკ­ვას. დამ­ცი­ნოდ­ნენ, და­რე­კეო, მაგ­რამ ტე­ლე­ფო­ნი ჩა­მორ­თმე­უ­ლი მქონ­და." გა­ნა­ცხა­და ნანა ტა­ვე­ლიშ­ვილ­მა

სა­სა­მარ­თლო სხდო­მას ეს­წრე­ბა მხო­ლოდ უმ­ცრო­სი ომარ გამ­ყრე­ლი­ძე, რაც შე­ე­ხე­ბა 85 წლის ომარ გამ­ყრე­ლი­ძეს, ავად­მყო­ფო­ბის გამო სა­სა­მარ­თლო­ზე დას­წრე­ბა ვერ შეძ­ლო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
4

მალე დამტკიცდება, რომ მკვლელობა თავად მოკლულმა ჩაიდინა. ჯერ სად ხართ.

მზია
0

ამდენი ხალხი დაიხოცა და ვინ გააკეთა ეს , არავინ იცის? საერთოდ, ამ ქვეყანაში ყველამ ყველაფერი იცის, ვინ ვის რა გადაულაპარაკა და წინ რა უძღვის ხოლმე ასეთ ამბებს , მაგრამ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებული უმცროსი ომარ გამყრელიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებული უმცროსი ომარ გამყრელიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე, თელავის რაიონულ სასამართლოში 85 წლის ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. სხდომაზე დაცვის მხარემ აღკვეთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა და უმცროსი ომარ გამყრელიძე 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.

"მადლობა ყველას, ჩემთვის ეს მოულოდნელი და სასიხარულო გადაწყვეტილება იყო. ახლა მეტის თქმა არ შემიძლია, ემოციებში ვარ" - აღნიშნა ომარ გამყრელიძემ.

პროცესის მომდინარეობისას, კვლავ ბრალდების მხარის მოწმე, სოფელ ყანდაურის ტერირორიული ორგანოს რწმუნებული ნანა ტაველიშვილი დაიკითხა. მასთან კითხვები ქონდა ყველა მხარეს.

პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი ტაველიშვილს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მიმდინარე საგამოძიებო პროცესებზე უსვამდა კითხვებს. მოწმემ დეტალურად გაიხსნა მკვლელობის დღეს გამყრელიძეების სახლში არსებული ვითარება.

დღევანდელ სხდომაზე გახმაურებული საქმის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა მოწმემ განმარტა, რომ მომხდარის დღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ხელი ემოციურ მდგომარეობაში მყოფმა მოაწერა. ვითარების შესწავლის შემდეგ კი, დათვალიერების დასრულების ოქმზე ხელმოწერის გაუქმება და პირვანდელი ჩვენების შეცვლა მოითხოვა.

ამასთან, ტაველიშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ სამხარეო პოლიციაში დაიბარეს და დაემუქრნენ, რომ მათთვის სასურველ ჩვენებას ხელი. მოწმე განმარტავს, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები კახეთის მთავარ სამმართველოში 4 საათის განმავლობაში ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.

"13 მაიასს კახეთის სამხარეო პოლიციაში დამიბარეს. მისვლისთანავე დაიწყო ჩემზე ზეწოლა, დამახვედრეს გამზადებული ჩვენება შაბლონის სახით. მე ხელი არ მოვაწერე და განვუმარტე, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იქ არ ვყოფილვარ, მე მხოლოდ ვიყავი მტკიცებულებების დალუქვის დროს. მე რომ უარი განვაცხადე ხელის მოწერაზე, დაიწყეს მუქარა, მახსენენდნენ, რომ საჯარო მოხელე ვიყავი, ჩემს ოჯახსაც შეეხნენ, შემახსენეს, რომ მანქანით ვმოძრაობდი და დამიჭერდნენ. მთელი ეს მუქარები 4 საათი გრძელდებოდა. ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანე. ვითხოვდი ადვოკატთან დარეკვას. დამცინოდნენ, დარეკეო, მაგრამ ტელეფონი ჩამორთმეული მქონდა." განაცხადა ნანა ტაველიშვილმა

სასამართლო სხდომას ესწრება მხოლოდ უმცროსი ომარ გამყრელიძე, რაც შეეხება 85 წლის ომარ გამყრელიძეს, ავადმყოფობის გამო სასამართლოზე დასწრება ვერ შეძლო.

თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარია - თავად ბექა კვიციანს ამ დრომდე ეძებენ

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის  მაღალჩინოსნები დააკავეს, მასტერას და ლევან ქარდავას კი ბრალი წარუდგინეს

"რომელი ქვეყნის საკონსულოსთან დამინახა? - ჩემს ქვეყანაში მაქვს სიმართლე დასამტკიცებელი" - თამთა თოდაძე  მარიამ კუბლაშვილს პასუხობს