ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რაც სააგენტოს თავად ლევან კალანდაძემ დაუდასტურა.
კალანდაძის თქმით, მან და ირაკლი ლექვინაძემ გადადგომის შესახებ განცხადებები 8 ნოემბერს დაწერეს.
„მიზეზებთან დაკავშირებით კომენტარს პრესსამსახური გააკეთებს. ეს მოხდა ჩვენი სურვილით. რაიმე პოლიტიკურ ჩარევას კატეგორიულად გამოვრიცხავ“, - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, ის და ირაკლი ლექვინაძე სავარაუდოდ, ისევ ერთ სტრუქტურაში განაგრძობენ მუშაობას, თუმცა სად, კალანდაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესომბუდსმენს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.
ქალაქში ჭორი დადის ლევან კალანდაძე ევგენი მიქელაძის სახელობის ოპრკესტრის დირიჟორად ინიშნებაო. თუ ვინმე ფლობთ ზუსტ ინფორმაციას, გვაცნოდეთ და კმაყოფილი დაგრჩებით.
ამ ომბუცმენმა უცნაური,რამ თქვა-ტოტალიზატორების რეკლამა,რომ ავკრძალოთ მათი და მერეკლამეების ბიზნესი დაზიანდებაო-გესმით ხალხო!!? ე.ი.ახალგაზრდები,რომ ღატაკდებიან თავებს იკლავენ,მაგაზე ღირებული თურმე ბიზნესმენების ჯიბის გასქელება ყოფილა! წარმოგიდგენიათ!! ეს იმ წუთშივე იყო გასაშვები.