მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკვე არსებობს გზები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ლეგალურად იმუშაონ აშშ-ში" - ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
"უკვე არსებობს გზები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ლეგალურად იმუშაონ აშშ-ში" - ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

"მო­ვუ­წო­დებ­დი ყვე­ლას, გა­ეც­ნონ იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ეძ­ლე­ვათ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით" - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, ელი­ზა­ბეთ რუდ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ამე­რი­კელ­მა დიპ­ლო­მატ­მა უპა­სუ­ხა სა­ა­გენ­ტოს შე­კი­თხვას, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამე­რი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბის სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ერთ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნას­თან აწარ­მო­ებს.

"უკვე არ­სე­ბობს გზე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ქარ­თვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ, ლე­გა­ლუ­რად იმუ­შა­ონ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. ეს არის სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის ვი­ზე­ბი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, იმუ­შა­ონ აშშ-ში. მო­ვუ­წო­დებ­დი ყვე­ლას, ვინც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, გა­ეც­ნონ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და რუდ­მა.

გარ­და ამი­სა, ელი­ზა­ბეთ რუდი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ი­ნიშ­ნოს. ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტის თქმით, ამე­რი­კას ელ­ჩის სა­ხით უკვე ჰყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

„ამე­რი­კას ჰყავს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ დრო­ის­თვის ეს გახ­ლა­ვართ მე, აშშ-ის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. რა თქმა უნდა, რო­დე­საც ახა­ლი ელჩი დამ­ტკიც­დე­ბა, ის ჩა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში და იქ­ნე­ბა ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო-ამე­რი­კის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად და გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, "სამ­ხრეთ ოსე­თი­სა" და აფხა­ზე­თის სა­კი­თხთან, ჩვენ აქაც გვყავს სპე­ცი­ა­ლუ­რი უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში, ენ­დრიუ შო­ფე­რი, რო­მე­ლიც ჩვენს დე­ლე­გა­ცი­ას ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

ის ძა­ლი­ან მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან იმი­სათ­ვის, რომ პა­სუ­ხი გა­ე­ცეს უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ გა­მოწ­ვე­ვებს“, - გა­ნუ­ცხა­და ელი­ზა­ბეთ რუდ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საღი აზრი
7

ეს დაცინვაა?ლიზაბეთ,სამუშაო აშშ ში მოგვინახე?მადლობა

A M E R I C A
14

გაუმარჯოს ამერიკას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უკვე არსებობს გზები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ლეგალურად იმუშაონ აშშ-ში" - ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

"უკვე არსებობს გზები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ლეგალურად იმუშაონ აშშ-ში" - ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

"მოვუწოდებდი ყველას, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალური დასაქმების მიმართულებით" - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განუცხადა.

ამერიკელმა დიპლომატმა უპასუხა სააგენტოს შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, ამერიკაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხზე მუშაობა, რასაც საქართველოს ხელისუფლება არაერთ ევროპულ ქვეყანასთან აწარმოებს.

"უკვე არსებობს გზები, რომლის საშუალებითაც ქართველებს შეუძლიათ, ლეგალურად იმუშაონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის სხვადასხვა კატეგორიის ვიზები, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, იმუშაონ აშშ-ში. მოვუწოდებდი ყველას, ვინც დაინტერესებულია, გაეცნონ ამ შესაძლებლობებს“, - განაცხადა რუდმა.

გარდა ამისა, ელიზაბეთ რუდი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნოს. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამერიკას ელჩის სახით უკვე ჰყავს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი.

„ამერიკას ჰყავს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ამ დროისთვის ეს გახლავართ მე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. რა თქმა უნდა, როდესაც ახალი ელჩი დამტკიცდება, ის ჩამოვა საქართველოში და იქნება ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოში, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის საკითხთან, ჩვენ აქაც გვყავს სპეციალური უფროსი მრჩეველი სახელმწიფო დეპარტამენტში, ენდრიუ შოფერი, რომელიც ჩვენს დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელმძღვანელობს.

ის ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან იმისათვის, რომ პასუხი გაეცეს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გამოწვევებს“, - განუცხადა ელიზაბეთ რუდმა „ინტერპრესნიუსს“.

"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

თბილისის რეალური ისტორია "ხოხბის ლეგენდის" მიღმა - "რატომ ვაკლებთ ქალაქს 200 წელს?!"