პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიღარიბე დაუბანელ თავში ჩნდება" - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია
"სიღარიბე დაუბანელ თავში ჩნდება" - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია

სი­ღა­რი­ბე და­უ­ბა­ნელ თავ­ში ჩნდე­ბა - 4 ნი­შა­ნი იმის, რომ მისი ფეს­ვე­ბი ფსი­ქი­კა­შია:

1. მენ­ტა­ლი­ტე­ტი

ბავ­შვო­ბა­ში ხში­რად ვსტუმ­რობ­დი ერთ ჩემს თა­ნაკ­ლა­სელს, რო­მელ­საც სახ­ლში ძვე­ლი დი­ვა­ნი ედგა. რო­გორც კი უფ­რო­სე­ბი თვალს მოგ­ვა­შო­რებ­დნენ, მა­შინ­ვე ამ დი­ვან­ზე ხტუნ­ვას ვი­წყებ­დით. ძა­ლი­ან მოგ­ვწონ­და: ზამ­ბა­რე­ბი ამოც­ვე­ნამ­დე იყო, ყო­ველ ახ­ტო­მა-დახ­ტო­მა­ზე მტვრის კო­რი­ან­ტე­ლი დგე­ბო­და.

ამ სახ­ლში ოცი წლის შემ­დე­გაც მო­მი­წია სტუმ­რო­ბამ. ყვე­ლა­ფე­რი ისევ ისე იყო. ის დი­ვა­ნიც კი, რო­მელ­ზეც ვხტუ­ნა­ობ­დით. გა­რე­მო დი­დად არც შეც­ვლი­ლი­ყო, მაგ­რამ ახლა უკვე შემძრა იმ გა­ჭირ­ვე­ბულ­მა ყო­ფამ, იმ სი­ღა­რი­ბემ, რო­მე­ლიც ირ­გვლივ გა­მე­ფე­ბუ­ლი­ყო. გო­ნე­ბა­ში ვით­ვლი­დი, რა ეღი­რე­ბო­და ახა­ლი დი­ვა­ნი, დამ­ტვრე­უ­ლი სკა­მე­ბის, გაბ­ზა­რუ­ლი სარ­კის და ჭურ­ჭლის გა­მოც­ვლა. სა­ნამ ვსა­უბ­რობ­დით წარ­მო­სახ­ვა­ში ვა­თეთ­რებ­დი ჭერს, ვცვლი­დი შპა­ლერს. მინ­დო­და მწე­რე­ბის მიერ დას­ვრი­ლი ფან­ჯრე­ბი და­მეწ­მინ­და, დივ­ნის ქვე­ში­დან გა­მო­მე­ყა­რა ჯო­ხე­ბი და მუ­ყა­ოს ნაგ­ლე­ჯე­ბი, გაბ­ზა­რუ­ლი ქო­თა­ნი… "ეგებ ფი­ნან­სუ­რად უჭირს" - გა­ვი­ფიქ­რე უცებ… მაგ­რამ ტვი­ნი შე­მე­წი­ნა­აღ­მდე­გა, ხომ შე­მეძ­ლო მე­ყი­და თუნ­დაც ძა­ლი­ან ია­ფი­ა­ნი მა­გი­დის გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი? სა­ი­თაც გა­ვი­ხე­დე, ყველ­გან სი­ბინ­ძუ­რე, ჭუ­ჭყი, ლა­ქე­ბი და ნა­გა­ვი და­ვი­ნა­ხე.

მერე ასე­თი კი­თხვა და­მე­ბა­და: რო­გორ ფიქ­რობ, რა­ტომ ახ­ლავს სი­ღა­რი­ბეს სი­ბინ­ძუ­რე მუ­დამ? ჰოდა მეც გე­კი­თხე­ბით…

თუნ­დაც სი­ტყვა "ყო­ველ­თვის" შევ­ცვა­ლოთ სი­ტყვე­ბით - "თით­ქმის ყო­ველ­თვის" ან "ხში­რად", გვერდს მა­ინც ვერ ავუვ­ლით ამ ფაქტს. სი­ბინ­ძუ­რე უფუ­ლო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა არამც და არამც არ არის, ეს მენ­ტა­ლი­ტე­ტია. აბა და­ფიქ­რდით: ჭუ­ჭყი - ეს შე­სა­ბა­მი­სი მენ­ტა­ლი­ტე­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა და რად­გან სი­ღა­რი­ბე და სი­ბინ­ძუ­რე ძა­ლი­ან მე­გობ­რო­ბენ, სი­ღა­რი­ბეც თა­ვი­სე­ბუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტია.

მო­მავ­ლის მო­ლო­დი­ნით ცხოვ­რე­ბას გა­პარ­ტა­ხე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ

2. მეშ­ჩა­ნო­ბა

სკო­ლა­ში ლი­ტე­რა­ტუ­რას ერთი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი მას­წავ­ლი­და, თა­მა­რა ერ­ქვა, ჭკვი­ა­ნი და ძა­ლი­ან გამ­ჭრი­ა­ხი ქალი იყო. ერთხელ ისე­თი ფრა­ზა თქვა, გო­ნე­ბა­ში ჩამ­რჩა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა მახ­სოვს. ვი­ღა­ცამ ჰკი­თხა, მეშ­ჩა­ნო­ბა რას ნიშ­ნავ­სო და უპა­სუ­ხა: "მეშ­ჩა­ნო­ბა ძვე­ლი, გაბ­ზა­რუ­ლი ჭი­ქი­დან წყლის და­ლე­ვაა, როცა გან­ჯი­ნა­ში ახა­ლი გი­დევ­სო". ჩვენს სამ­შობ­ლო­ში ეს ძა­ლი­ან დიდი ხნის პრაქ­ტი­კაა. ჭი­რის­თვის გა­და­ნა­ხუ­ლი ფული და ლხი­ნის­თვის გა­და­ნა­ხუ­ლი ჯამ-ჭურ­ჭე­ლი, ავე­ჯი, ტან­საც­მე­ლი… არა­და, ეს ლხი­ნიც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად დგე­ბა, ჭირი კი იცო­ცხლე… ის, ვინც მო­მავ­ლის მო­ლო­დი­ნით ცხოვ­რობს, მის­თვის მო­მა­ვა­ლი არას­დროს დგე­ბა. ჰოდა მა­შინ მივ­ხვდი: სირ­ცხვი­ლია სი­ღა­რი­ბე, სირ­ცხვი­ლია სი­ბინ­ძუ­რე, სირ­ცხვი­ლია მენ­ტა­ლუ­რად ამ დო­ნემ­დე გა­პარ­ტა­ხე­ბა, რო­მე­ლიც აი­სა­ხე­ბა მთელს ოჯახ­ზე, ბავ­შვე­ბის მენ­ტა­ლი­ტეტ­ზე. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტრულაილა
22

ტრულაილას ფული რად უნდა, ტრულაილა თვითონ ფულია... დღეს დახარჯე რაც გაქვს, არ შეაგროვო და ხვალ მშიერი იყავი... ეს არის ამ სტატიის ავტორის მოტივაცია.

------------
14

100%

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სიღარიბე დაუბანელ თავში ჩნდება" - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია

"სიღარიბე დაუბანელ თავში ჩნდება" - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია

სიღარიბე დაუბანელ თავში ჩნდება - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია:

1. მენტალიტეტი

ბავშვობაში ხშირად ვსტუმრობდი ერთ ჩემს თანაკლასელს, რომელსაც სახლში ძველი დივანი ედგა. როგორც კი უფროსები თვალს მოგვაშორებდნენ, მაშინვე ამ დივანზე ხტუნვას ვიწყებდით. ძალიან მოგვწონდა: ზამბარები ამოცვენამდე იყო, ყოველ ახტომა-დახტომაზე მტვრის კორიანტელი დგებოდა.

ამ სახლში ოცი წლის შემდეგაც მომიწია სტუმრობამ. ყველაფერი ისევ ისე იყო. ის დივანიც კი, რომელზეც ვხტუნაობდით. გარემო დიდად არც შეცვლილიყო, მაგრამ ახლა უკვე შემძრა იმ გაჭირვებულმა ყოფამ, იმ სიღარიბემ, რომელიც ირგვლივ გამეფებულიყო. გონებაში ვითვლიდი, რა ეღირებოდა ახალი დივანი, დამტვრეული სკამების, გაბზარული სარკის და ჭურჭლის გამოცვლა. სანამ ვსაუბრობდით წარმოსახვაში ვათეთრებდი ჭერს, ვცვლიდი შპალერს. მინდოდა მწერების მიერ დასვრილი ფანჯრები დამეწმინდა, დივნის ქვეშიდან გამომეყარა ჯოხები და მუყაოს ნაგლეჯები, გაბზარული ქოთანი… "ეგებ ფინანსურად უჭირს" - გავიფიქრე უცებ… მაგრამ ტვინი შემეწინააღმდეგა, ხომ შემეძლო მეყიდა თუნდაც ძალიან იაფიანი მაგიდის გადასაფარებელი? საითაც გავიხედე, ყველგან სიბინძურე, ჭუჭყი, ლაქები და ნაგავი დავინახე.

მერე ასეთი კითხვა დამებადა: როგორ ფიქრობ, რატომ ახლავს სიღარიბეს სიბინძურე მუდამ? ჰოდა მეც გეკითხებით…

თუნდაც სიტყვა "ყოველთვის" შევცვალოთ სიტყვებით - "თითქმის ყოველთვის" ან "ხშირად", გვერდს მაინც ვერ ავუვლით ამ ფაქტს. სიბინძურე უფულობის გამოვლინება არამც და არამც არ არის, ეს მენტალიტეტია. აბა დაფიქრდით: ჭუჭყი - ეს შესაბამისი მენტალიტეტის გამოვლინებაა და რადგან სიღარიბე და სიბინძურე ძალიან მეგობრობენ, სიღარიბეც თავისებური მენტალიტეტია.

მომავლის მოლოდინით ცხოვრებას გაპარტახებამდე მივყავართ

2. მეშჩანობა

სკოლაში ლიტერატურას ერთი შესანიშნავი მასწავლებელი მასწავლიდა, თამარა ერქვა, ჭკვიანი და ძალიან გამჭრიახი ქალი იყო. ერთხელ ისეთი ფრაზა თქვა, გონებაში ჩამრჩა და მთელი ცხოვრებაა მახსოვს. ვიღაცამ ჰკითხა, მეშჩანობა რას ნიშნავსო და უპასუხა: "მეშჩანობა ძველი, გაბზარული ჭიქიდან წყლის დალევაა, როცა განჯინაში ახალი გიდევსო". ჩვენს სამშობლოში ეს ძალიან დიდი ხნის პრაქტიკაა. ჭირისთვის გადანახული ფული და ლხინისთვის გადანახული ჯამ-ჭურჭელი, ავეჯი, ტანსაცმელი… არადა, ეს ლხინიც ძალიან იშვიათად დგება, ჭირი კი იცოცხლე… ის, ვინც მომავლის მოლოდინით ცხოვრობს, მისთვის მომავალი არასდროს დგება. ჰოდა მაშინ მივხვდი: სირცხვილია სიღარიბე, სირცხვილია სიბინძურე, სირცხვილია მენტალურად ამ დონემდე გაპარტახება, რომელიც აისახება მთელს ოჯახზე, ბავშვების მენტალიტეტზე. წაიკითხეთ სრულად

სკანდალი მინსკი-თბილისის ავიარეისზე - ქართველი მგზავრები ნასვამ თანამემამულეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა

რონალდუ მაგიდასთან კოკა-კოლას დანახვამ გაანაწყენა და ის წყლით ჩაანაცვლა - პორტუგალიელი ფეხბურთელის ქმედება ინტერნეტჰიტად იქცა