პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქციაზე 11 პირი დააკავეს - შსს განცხადებას ავრცელებს
აქციაზე 11 პირი დააკავეს - შსს განცხადებას ავრცელებს

კი­ნო­თე­ატრ „ამი­რან­თან“ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე პო­ლი­ცი­ამ 11 პირი და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო ანა სუ­ბე­ლი­ან­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტზეც. გარ­და ამი­სა, შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, „თბი­ლის­ში დღეს და­გეგ­მილ​ი ყვე­ლა კი­ნოჩ­ვე­ნე­ბა და­ა­ნონ­სე­ბულ დროს და­ი­წყო და მიმ­დი­ნა­რე­ობს, სე­ან­სე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად კი კი­ნო­დარ­ბა­ზე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

„ფილ­მის ჩვე­ნე­ბის ჩაშ­ლის მიზ­ნით ​თბი­ლის­ში, მე­რაბ კოს­ტა­ვას გამ­ზირ­ზე შეკ­რე­ბი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან რამ­დე­ნი­მე ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. პო­ლი­ცი­ამ კი­ნო­თე­ატრ "ამი­რა­ნის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდარ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ზე, ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 11 პირი და­ა­კა­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ქა­ლა­ქე ანა სუ­ბე­ლი­ან­ზე თავ­დას­ხმის ფაქტს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნულ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ერთი პირი პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ნა­ყო­ფე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით რჩე­ბი­ან ად­გი­ლებ­ზე.

პო­ლი­ცია მო­უ­წო­დებს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, და­იც­ვან კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის თი­თო­ე­ულ ფაქ­ტზე შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენს და კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ყვე­ლა ფაქტს პო­ლი­ცი­ის მხრი­დან მოჰ­ყვე­ბა უმ­კაც­რე­სი ზო­მე­ბი“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

აქციაზე 11 პირი დააკავეს - შსს განცხადებას ავრცელებს

აქციაზე 11 პირი დააკავეს - შსს განცხადებას ავრცელებს

კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 11 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზეც. გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, „თბილისში დღეს დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო და მიმდინარეობს, სეანსების პარალელურად კი კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

„ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ​თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 11 პირი დააკავა.

რაც შეეხება მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტს, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით რჩებიან ადგილებზე.

პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება უმკაცრესი ზომები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ლევან აკინმა ფილმში ბავშვები მოტყუებით გადაიღო, პროკურატურაში სარჩელი შევა... - სანდრო ბრეგაძე

"ვადასტურებ, შევიგინე, ოღონდ არა პოლიციის მიმართ" - კინოთეატრებთან აქციისას დაკავებული 24 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს