საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„შეფი რომ გახდე, მინიმუმ, 5 წელი კარგი „ნაპახავები“ უნდა გქონდეს სამზარეულოში“ - ლევან კობიაშვილი შეფებსა და საკუთარ ცხოვრებაზე
„შეფი რომ გახდე, მინიმუმ, 5 წელი კარგი „ნაპახავები“ უნდა გქონდეს სამზარეულოში“ - ლევან კობიაშვილი შეფებსა და საკუთარ ცხოვრებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნარ­თა ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, არა­ერ­თი რეს­ტორ­ნის ბრენდშეფ­მა და „მას­ტერ­შე­ფის“ ჟი­უ­რის წევ­რმა, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­მა, კუ­ლი­ნა­რი­ას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა 16 წლის ასაკ­ში და­უ­კავ­ში­რა.

რას ნიშ­ნავს, იყო შეფი და რო­გორ უნდა გა­უმკლავ­დე დაბ­რკო­ლე­ბებს კუ­ლი­ნა­რი­ის სეფ­რო­ში, წა­ი­კი­თხეთ ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- რო­დის მიხ­ვდით, რომ კუ­ლი­ნა­რია უფრო მეტი იყო, ვიდ­რე მხო­ლოდ შე­მო­სავ­ლის წყა­რო?

- და­ახ­ლო­ე­ბით, 20 წლის წინ. მა­ნამ­დე არც კი მი­ფიქ­რია, რომ ეს გახ­დე­ბო­და სფე­რო, რო­მელ­საც მთელ ჩემს ცხოვ­რე­ბას და­ვუ­კავ­ში­რებ­დი, მაგ­რამ როცა არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის დრო მო­ვი­და, სა­კი­თხი ასე დად­გა: ან უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მზა­რე­უ­ლი, ან პრო­ფე­სია სა­ერ­თოდ და­მე­ვი­წყე­ბი­ნა და სხვა რამე გა­მე­კე­თე­ბი­ნა. გა­დავ­ხე­დე ჩემს ცხოვ­რე­ბას და მივ­ხვდი, რომ არ ვი­ცო­დი, ამის გარ­და რა უნდა მე­კე­თე­ბი­ნა. ამი­ტომ დავ­რჩი, და­ვი­წყე თვით­გან­ვი­თა­რე­ბა და უფრო და უფრო შე­მიყ­ვარ­და ეს პრო­ფე­სია. ახლა კუ­ლი­ნა­რი­ის გა­რე­შე ჩემი ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია და სხვა არაფ­რის კე­თე­ბა არ მინ­და.

ნუ­ლი­დან და­ი­წყეთ საქ­მი­ა­ნო­ბა. რა გაძ­ლევ­დათ მო­ტი­ვა­ცი­ას, რომ დაბ­რკო­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად თქვე­ნი საქ­მე გა­გეგ­რძე­ლე­ბი­ნათ?

ძა­ლი­ან კარ­გი გა­მო­ნათ­ქვა­მია: „თუ გიყ­ვარს პრო­ფე­სია, მუ­შა­ო­ბა არ გი­წევს.“ ანუ თუკი გიყ­ვარს საქ­მე, რო­მელ­საც აკე­თებ, მის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებ. შე­იძ­ლე­ბა, 20 და მეტი სა­ა­თი და­უთ­მო დღე-ღა­მე­ში და დაღ­ლი­ლო­ბაც კი ვერ იგ­რძნო, რად­გან ამ დროს შე­მოქ­მე­დე­ბი­თად იხარ­ჯე­ბი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მარ­თლა ძა­ლით მუ­შა­ობ, მხო­ლოდ ხელ­ფა­სი­სა და შენი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის­თვის.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვით, როცა შეფი გახ­დით და რამ­დე­ნად აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ასაკს?

შეფი არის თა­ნამ­დე­ბო­ბა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი შრო­მით უნდა მი­აღ­წიო და ასე­თი­ვე შრო­მით შე­ი­ნარ­ჩუ­ნო. ეს ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეა. ისე არ ხდე­ბა, რომ დღეს სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რო და ხვალ უკვე შე­ფად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. მე როცა მთა­ვა­ზობ­დნენ შე­ფო­ბას, 10 წლის შემ­დეგ გავ­ხდი შეფი, 26 წლის ასაკ­ში. მა­ნამ­დე ვერ ვრის­კავ­დი, რად­გან ეს არ არის მხო­ლოდ სტა­ტუ­სი. შეფს ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა: კალ­კუ­ლა­ცია უნდა იცო­დე, კარ­გი მე­ნე­ჯე­რი უნდა იყო, გა­მოც­დი­ლე­ბა უნდა გქონ­დეს, შენი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პა­ტივს უნდა გცემ­დნენ, ყვე­ლა­ზე მეტი უნდა გეს­მო­დეს, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნდა იყო და მუდ­მი­ვად თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ფიქ­რობ­დე. თუ გა­მოც­დი­ლე­ბა არ გაქვს, 16 სა­ა­თი ფეხ­ზე არ მდგარ­ხარ და ეს ყვე­ლა­ფე­რი შენ თავ­ზე არ გა­მო­გიც­დია, შეფი ვერ გახ­დე­ბი. მოკ­ლედ, შეფი რომ გახ­დე, მი­ნი­მუმ, 5 წელი კარ­გი „ნა­პა­ხა­ვე­ბი“ უნდა გქონ­დეს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში.

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც თქვე­ნი პრო­ფე­სი­ის გამო ვინ­მე ან რამე და­გი­კარ­გავთ?

- პრო­ფე­სი­ის გამო არა­ვინ არ და­მი­კარ­გავს, მაგ­რამ ამ პრო­ფე­სი­ის გა­დამ­კი­დე ოჯა­ხის­თვის ისე ვერ ვიც­ლი, რო­გორც უნდა მო­ვი­ცა­ლო. რა თქმა უნდა, ოჯა­ხი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ როცა მუ­შა­ობ და თა­ვით ეშ­ვე­ბი შენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, დრო­ის ისე გა­და­ნა­წი­ლე­ბა, რომ არც საქ­მე და­ზა­რალ­დეს და არც ოჯა­ხი, ძა­ლი­ან რთუ­ლია. რაც მთა­ვა­რია, ოჯა­ხის წევ­რე­ბი ყო­ველ­თვის გვერ­დით მიდ­გა­ნან და მე და ჩემს პრო­ფე­სი­ას გვიძ­ლე­ბენ.

- ოჯახ­ში ვინ არის შეფი?

- იმ­დე­ნად გვი­ან ვბრუნ­დე­ბი სახ­ლში, რომ, თით­ქმის, ვე­რა­სო­დეს ვამ­ზა­დებ. ასე რომ, ოჯა­ხის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ჩემი მე­უღ­ლეა შეფი. პრო­ფე­სი­ით კონ­დი­ტე­რია, ფან­ტას­ტი­კუ­რი ხელი აქვს და კარ­გი გურ­მა­ნია.

- თქვენ რომ ჟი­უ­რის წევ­რი არ იყოთ, ურ­ჩევ­დით თქვენს მე­უღ­ლეს „მას­ტერ­შეფ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას?

- სხვა­თა­შო­რის, ძა­ლი­ან უნდა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, მაგ­რამ ეგ ამ­ბა­ვი არ გა­მო­დის გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო.

- ვინ არის თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ქარ­თვე­ლი კუ­ლი­ნა­რი?

გრი­შა გაგ­ნი­ძე, რო­მელ­საც პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ჩემს ბავ­შვო­ბა­ში სულ მეს­მო­და მისი სა­ხე­ლი და ასე­ვე, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი, კარ­გი ადა­მი­ა­ნი და უდა­ოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, თენ­გიზ ჩიღ­ვი­ნა­ძე - ამე­რი­კის კუ­ლი­ნარ­თა გილ­დი­ის წევ­რი, კუ­ლი­ნა­რი­ის ოს­კა­რი­სა და სხვა მრა­ვა­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი. მას პი­რა­დად ვიც­ნობ­დი, ვმე­გობ­რობ­დით და ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო.

- თქვე­ნი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად თუ გიყ­ვართ რო­მე­ლი­მე?

გა­მი­ჭირ­დე­ბა თქმა. მინ­და ჩემი ყვე­ლა კერ­ძი სრულ­ყო­ფი­ლი იყოს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა და სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­უ­ტანს. როცა კერ­ძის შექ­მნას ვი­წყებ, ჩემს ემო­ცი­ას სიყ­ვა­რულს საქ­მი­სად­მი და ქვეყ­ნი­სად­მი, თეფ­შზე ვა­თავ­სებ.

- თქვენ რომ ჟი­უ­რის წევ­რი არ იყოთ, ურ­ჩევ­დით თქვენს მე­უღ­ლეს „მას­ტერ­შეფ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას?

- სხვა­თა­შო­რის, ძა­ლი­ან უნდა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, მაგ­რამ ეგ ამ­ბა­ვი არ გა­მო­დის გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო.

- ვინ არის თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ქარ­თვე­ლი კუ­ლი­ნა­რი?

- გრი­შა გაგ­ნი­ძე, რო­მელ­საც პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ჩემს ბავ­შვო­ბა­ში სულ მეს­მო­და მისი სა­ხე­ლი და ასე­ვე, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი, კარ­გი ადა­მი­ა­ნი და უდა­ოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, თენ­გიზ ჩიღ­ვი­ნა­ძე - ამე­რი­კის კუ­ლი­ნარ­თა გილ­დი­ის წევ­რი, კუ­ლი­ნა­რი­ის ოს­კა­რი­სა და სხვა მრა­ვა­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი. მას პი­რა­დად ვიც­ნობ­დი, ვმე­გობ­რობ­დით და ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო.

- თქვე­ნი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად თუ გიყ­ვართ რო­მე­ლი­მე?

- გა­მი­ჭირ­დე­ბა თქმა. მინ­და ჩემი ყვე­ლა კერ­ძი სრულ­ყო­ფი­ლი იყოს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა და სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­უ­ტანს. როცა კერ­ძის შექ­მნას ვი­წყებ, ჩემს ემო­ცი­ას სიყ­ვა­რულს საქ­მი­სად­მი და ქვეყ­ნი­სად­მი, თეფ­შზე ვა­თავ­სებ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sss
4

მაგარი პროექტი

ქეთო
0

მიშლენის ვარსკვლავი მისურვებია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

„შეფი რომ გახდე, მინიმუმ, 5 წელი კარგი „ნაპახავები“ უნდა გქონდეს სამზარეულოში“ - ლევან კობიაშვილი შეფებსა და საკუთარ ცხოვრებაზე

„შეფი რომ გახდე, მინიმუმ, 5 წელი კარგი „ნაპახავები“ უნდა გქონდეს სამზარეულოში“ - ლევან კობიაშვილი შეფებსა და საკუთარ ცხოვრებაზე

საქართველოს კულინართა ფედერაციის პრეზიდენტმა, არაერთი რესტორნის ბრენდშეფმა და „მასტერშეფის“ ჟიურის წევრმა, ლევან კობიაშვილმა, კულინარიას თავისი ცხოვრება 16 წლის ასაკში დაუკავშირა.

რას ნიშნავს, იყო შეფი და როგორ უნდა გაუმკლავდე დაბრკოლებებს კულინარიის სეფროში, წაიკითხეთ ლევან კობიაშვილთან ინტერვიუში.

- როდის მიხვდით, რომ კულინარია უფრო მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ შემოსავლის წყარო?

- დაახლოებით, 20 წლის წინ. მანამდე არც კი მიფიქრია, რომ ეს გახდებოდა სფერო, რომელსაც მთელ ჩემს ცხოვრებას დავუკავშირებდი, მაგრამ როცა არჩევანის გაკეთების დრო მოვიდა, საკითხი ასე დადგა: ან უნდა გამეგრძელებინა და ვყოფილიყავი ერთ-ერთი საუკეთესო მზარეული, ან პროფესია საერთოდ დამევიწყებინა და სხვა რამე გამეკეთებინა. გადავხედე ჩემს ცხოვრებას და მივხვდი, რომ არ ვიცოდი, ამის გარდა რა უნდა მეკეთებინა. ამიტომ დავრჩი, დავიწყე თვითგანვითარება და უფრო და უფრო შემიყვარდა ეს პროფესია. ახლა კულინარიის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია და სხვა არაფრის კეთება არ მინდა.

ნულიდან დაიწყეთ საქმიანობა. რა გაძლევდათ მოტივაციას, რომ დაბრკოლებების მიუხედავად თქვენი საქმე გაგეგრძელებინათ?

ძალიან კარგი გამონათქვამია: „თუ გიყვარს პროფესია, მუშაობა არ გიწევს.“ ანუ თუკი გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ, მისგან სიამოვნებას იღებ. შეიძლება, 20 და მეტი საათი დაუთმო დღე-ღამეში და დაღლილობაც კი ვერ იგრძნო, რადგან ამ დროს შემოქმედებითად იხარჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლა ძალით მუშაობ, მხოლოდ ხელფასისა და შენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის.

- რამდენი წლის იყავით, როცა შეფი გახდით და რამდენად აქვს მნიშვნელობა ასაკს?

შეფი არის თანამდებობა, რომელსაც ძალიან დიდი შრომით უნდა მიაღწიო და ასეთივე შრომით შეინარჩუნო. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ისე არ ხდება, რომ დღეს სასწავლებელი დაამთავრო და ხვალ უკვე შეფად დაიწყო მუშაობა. მე როცა მთავაზობდნენ შეფობას, 10 წლის შემდეგ გავხდი შეფი, 26 წლის ასაკში. მანამდე ვერ ვრისკავდი, რადგან ეს არ არის მხოლოდ სტატუსი. შეფს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება: კალკულაცია უნდა იცოდე, კარგი მენეჯერი უნდა იყო, გამოცდილება უნდა გქონდეს, შენი თანამშრომლები პატივს უნდა გცემდნენ, ყველაზე მეტი უნდა გესმოდეს, შემოქმედებითი უნდა იყო და მუდმივად თვითგანვითარებაზე ფიქრობდე. თუ გამოცდილება არ გაქვს, 16 საათი ფეხზე არ მდგარხარ და ეს ყველაფერი შენ თავზე არ გამოგიცდია, შეფი ვერ გახდები. მოკლედ, შეფი რომ გახდე, მინიმუმ, 5 წელი კარგი „ნაპახავები“ უნდა გქონდეს სამზარეულოში.

- ყოფილა შემთხვევა, როდესაც თქვენი პროფესიის გამო ვინმე ან რამე დაგიკარგავთ?

- პროფესიის გამო არავინ არ დამიკარგავს, მაგრამ ამ პროფესიის გადამკიდე ოჯახისთვის ისე ვერ ვიცლი, როგორც უნდა მოვიცალო. რა თქმა უნდა, ოჯახი მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა მუშაობ და თავით ეშვები შენს საქმიანობაში, დროის ისე გადანაწილება, რომ არც საქმე დაზარალდეს და არც ოჯახი, ძალიან რთულია. რაც მთავარია, ოჯახის წევრები ყოველთვის გვერდით მიდგანან და მე და ჩემს პროფესიას გვიძლებენ.

- ოჯახში ვინ არის შეფი?

- იმდენად გვიან ვბრუნდები სახლში, რომ, თითქმის, ვერასოდეს ვამზადებ. ასე რომ, ოჯახის სამზარეულოში ჩემი მეუღლეა შეფი. პროფესიით კონდიტერია, ფანტასტიკური ხელი აქვს და კარგი გურმანია.

- თქვენ რომ ჟიურის წევრი არ იყოთ, ურჩევდით თქვენს მეუღლეს „მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღებას?

- სხვათაშორის, ძალიან უნდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ ეგ ამბავი არ გამოდის გასაგები მიზეზების გამო.

- ვინ არის თქვენთვის ყველაზე დიდი ქართველი კულინარი?

გრიშა გაგნიძე, რომელსაც პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემს ბავშვობაში სულ მესმოდა მისი სახელი და ასევე, ჩემთვის ყველაზე ტიტულოვანი, კარგი ადამიანი და უდაოდ პროფესიონალი, თენგიზ ჩიღვინაძე - ამერიკის კულინართა გილდიის წევრი, კულინარიის ოსკარისა და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი. მას პირადად ვიცნობდი, ვმეგობრობდით და ძალიან კარგი ადამიანი იყო.

- თქვენი მომზადებული კერძებიდან გამორჩეულად თუ გიყვართ რომელიმე?

გამიჭირდება თქმა. მინდა ჩემი ყველა კერძი სრულყოფილი იყოს, რომელიც ადამიანებს ბედნიერებასა და სიამოვნებას მოუტანს. როცა კერძის შექმნას ვიწყებ, ჩემს ემოციას სიყვარულს საქმისადმი და ქვეყნისადმი, თეფშზე ვათავსებ.

- თქვენ რომ ჟიურის წევრი არ იყოთ, ურჩევდით თქვენს მეუღლეს „მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღებას?

- სხვათაშორის, ძალიან უნდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ ეგ ამბავი არ გამოდის გასაგები მიზეზების გამო.

- ვინ არის თქვენთვის ყველაზე დიდი ქართველი კულინარი?

- გრიშა გაგნიძე, რომელსაც პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემს ბავშვობაში სულ მესმოდა მისი სახელი და ასევე, ჩემთვის ყველაზე ტიტულოვანი, კარგი ადამიანი და უდაოდ პროფესიონალი, თენგიზ ჩიღვინაძე - ამერიკის კულინართა გილდიის წევრი, კულინარიის ოსკარისა და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი. მას პირადად ვიცნობდი, ვმეგობრობდით და ძალიან კარგი ადამიანი იყო.

- თქვენი მომზადებული კერძებიდან გამორჩეულად თუ გიყვართ რომელიმე?

- გამიჭირდება თქმა. მინდა ჩემი ყველა კერძი სრულყოფილი იყოს, რომელიც ადამიანებს ბედნიერებასა და სიამოვნებას მოუტანს. როცა კერძის შექმნას ვიწყებ, ჩემს ემოციას სიყვარულს საქმისადმი და ქვეყნისადმი, თეფშზე ვათავსებ.

LIVE: საღამოს ნიუსრუმი "პალიტრანიუსზე"

როგორ ცხოვრობს გერმანიაში თსუ-ს ყოფილი რექტორი, რომელიც ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტის პრეზიდენტია - "ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ოჯახია"

ქართველი მძღოლების გადასამზადებლად ფონიჭალაში სასწავლო ცენტრი აშენდება - ვინ მიიღებს ევროკავშირში აღიარებულ სერტიფიკატს?