პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წილკნის ეპარქია მეუფე ზოსიმეს მისამართით გამოთქმულ  სკანდალურ ბრალდებაზე : "ვთხოვთ მოსახლეობას: ნუ ავყვებით ბოროტის ენას"
წილკნის ეპარქია მეუფე ზოსიმეს მისამართით გამოთქმულ  სკანდალურ ბრალდებაზე : "ვთხოვთ მოსახლეობას: ნუ ავყვებით ბოროტის ენას"

წილკ­ნი­სა და დუ­შე­თის ეპარ­ქი­ის სამ­ღვდე­ლო­ე­ბა და სამ­წყსო შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ იმ ბრალ­დე­ბი­სა და სა­ში­ნე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბის გამო, რო­მელ­საც მიტ­რო­პო­ლიტ ზო­სი­მეს ეკ­ლე­სი­ი­დან დიდი ხნის წინ გან­დგო­მი­ლი პი­რე­ბი უყე­ნე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ წილკ­ნი­სა და დუ­შე­თის ეპარ­ქი­ი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მას­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რა­საც ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლი პი­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის სი­ძულ­ვი­ლით ლა­პა­რა­კო­ბენ, მით უფრო მა­შინ, რო­დე­საც საქ­მე 31 წლის წი­ნან­დელ მოვ­ლე­ნებს ეხე­ბა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თუ მღვდელმთა­ვა­რი ასეთ ცოდ­ვა­ში იყო შემ­ჩნე­უ­ლი, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მას შემ­დეგ ერთხელ მა­ინც არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო მსგავ­სი ფაქ­ტი.

გან­ცხა­დე­ბას „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„წილკ­ნი­სა და დუ­შე­თის ეპარ­ქი­ის სამ­ღვდე­ლო­ე­ბა და სამ­წყსო შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ იმ ბრალ­დე­ბი­სა და სა­ში­ნე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბის გამო, რო­მელ­საც მიტ­რო­პო­ლიტ ზო­სი­მეს ეკ­ლე­სი­ი­დან დიდი ხნის წინ გან­დგო­მი­ლი პი­რე­ბი უყე­ნე­ბენ.

და­უშ­ვე­ბე­ლია ამ­გვა­რი დის­კრე­დი­ტა­ცია პი­როვ­ნე­ბი­სა, რომ­ლის უკა­ნაც დგას ეპარ­ქია და მის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას მინ­დო­ბი­ლი სამ­წყსო. და­უშ­ვე­ბე­ლია მით უფრო მა­შინ, რო­დე­საც არა­ნა­ი­რი ფაქ­ტი არ არ­სე­ბობს, გარ­და გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი „სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის“ ბრალ­დე­ბე­ბი­სა, რო­მელ­თა მთა­ვარ მი­ზან­საც წლე­ბის წინ მე­უ­ფე ზო­სი­მეს პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თვა წარ­მო­ად­გენ­და.

ბრალ­მდებ­ლე­ბის სიც­რუ­ეს მათ მიერ გან­ვლი­ლი გზაც ადას­ტუ­რებს: მათ თა­ვი­ან­თი მო­მა­ვა­ლი არა ღვთის სი­ტყვის ქა­და­გე­ბას, არა­მედ მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ლან­ძღვა­სა და კრი­ტი­კას და­უთ­მეს.

ადა­მი­ან­მა, რომ­ლის სა­ხე­ლი­თაც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი „მღვდლე­ბი“ სა­უბ­რო­ბენ, დიდი ხნის წინ ითხო­ვა შენ­დო­ბა და მო­ი­ნა­ნია თა­ვი­სი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლი. დღეს, რო­დე­საც მსგავს ბრალ­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს ილია მე­ო­რეს უყე­ნე­ბენ, ამ თე­მის ხე­ლახ­ლა წა­მოჭ­რა პირ­და­პირ მი­მარ­თუ­ლია ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, რათა მრევ­ლში შე­ირ­ყეს წმინ­და ფა­სე­უ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ გაგ­ვაჩ­ნია.

უმორ­ჩი­ლე­სად ვთხოვთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მმარ­თვე­ლო­ბა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მი­ი­ღონ სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი, რათა შე­წყდეს მსგავ­სი ცი­ლის­წა­მე­ბა. ვთხოვთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ მსგავს სა­კი­თხებ­ზე სა­უბ­რი­სას, რად­გან თემა მე­ტად სა­თუთ და წმინ­და ფა­სე­უ­ლო­ბებს ეხე­ბა. და­უშ­ვე­ბე­ლია მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რა­საც ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლი პი­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის სი­ძულ­ვი­ლით ლა­პა­რა­კო­ბენ, მით უფრო მა­შინ, რო­დე­საც საქ­მე 31 წლის წი­ნან­დელ მოვ­ლე­ნებს ეხე­ბა. თუ მღვდელმთა­ვა­რი ასეთ ცოდ­ვა­ში იყო შემ­ჩნე­უ­ლი, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მას შემ­დეგ ერთხელ მა­ინც არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო მსგავ­სი ფაქ­ტი. ამას ადას­ტუ­რებს სამ­ღვდე­ლო­ე­ბა და ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც წლე­ბია, მე­უ­ფე ზო­სი­მეს სი­ახ­ლო­ვეს ტრი­ა­ლებს.

წილკ­ნი­სა და დუ­შე­თის ეპარ­ქი­ის სამ­ღვდე­ლო­ე­ბა და სამ­წყსო თა­ნად­გო­მას უცხა­დებს ჩვენს უხუ­ცეს და ღვაწლ­მო­სილ მღვდელმთა­ვარს და მად­ლო­ბას უხ­დის იმ უდი­დე­სი სა­ეკ­ლე­სიო აღმშე­ნებ­ლო­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მოღ­ვა­წე­ო­ბი­სათ­ვის, რო­მელ­საც წლე­ბია, იგი ეპარ­ქი­ა­ში და­უ­ღა­ლა­ვად ეწე­ვა. მე­უ­ფე ზო­სი­მეს მიერ გან­ვლი­ლი გზის შე­დე­გია ჩვენს მხა­რე­ში სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის აღორ­ძი­ნე­ბა, ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის აღ­დგე­ნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მისი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მოღ­ვა­წე­ო­ბა. მე­უ­ფე ავ­ტო­რია უამ­რა­ვი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი­სა, სა­დაც მკი­თხვე­ლი ნათ­ლად ხე­დავს მღვდელმთავ­რის გან­ვლილ გზას, ყვე­ლა იმ სირ­თუ­ლეს, რო­მე­ლიც სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე შეხ­ვდა. გან­მარ­ტე­ბუ­ლი აქვს ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმის წიგ­ნე­ბი, არის მრა­ვა­ლი თარ­გმა­ნი­სა და ქა­და­გე­ბა­თა კრე­ბუ­ლის ავ­ტო­რი. მისი ლოც­ვა-კურ­თხე­ვით აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ცე­მა სა­ეკ­ლე­სიო გა­ზე­თი და ეპარ­ქი­ა­ში მოქ­მე­დებს სამ­რევ­ლო სკო­ლე­ბი, სა­დაც მრევ­ლი სუ­ლი­ერ გა­ნათ­ლე­ბას სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ იღებს.

მე­უ­ფე ზო­სი­მე არის ეპარ­ქი­ის დიდი მო­ა­მა­გე, რო­მე­ლიც ჩუ­მად, ყო­ველ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­რე­შე აკე­თებს თა­ვის საქ­მეს და ამას, წლე­ბია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­დავს. მის ირ­გვლივ არა­სო­დეს ყო­ფი­ლა მსგავ­სი ცი­ლის­წა­მე­ბა, მე­უ­ფის მოღ­ვა­წე­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­ტი­ე­ბი­სა თუ ან­ტი­პა­ტი­ე­ბი­სა­გან. 35 წელ­ზე მე­ტია, იგი ღირ­სე­უ­ლად მი­უყ­ვე­ბა მღვდელმთავ­რის გზას და, გთხოვთ, თავი შე­ი­კა­ვოთ იმ ტა­ლა­ხის სრო­ლი­სა­გან, რო­მე­ლიც ვე­რა­სო­დეს შე­უ­რა­ცხყოფს მარ­თა­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ხელს.

ვთხოვთ მო­სახ­ლე­ო­ბას: ნუ ავ­ყვე­ბით ბო­რო­ტის ენას და ნუ ჩავ­დგე­ბით ცი­ლის­წა­მე­ბის უმ­ძი­მეს ცოდ­ვა­ში", - ნათ­ქვა­მია წილკ­ნი­სა და დუ­შე­თის ეპარ­ქი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
pante
278
მოსახლეობა კიარა წვერებით ხართ ჩამოსაკიდი!!!
სირცხვილია
11
ჩაფარცხეთ ჩაფარცხეთ :)))))
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

წილკნის ეპარქია მეუფე ზოსიმეს მისამართით გამოთქმულ  სკანდალურ ბრალდებაზე : "ვთხოვთ მოსახლეობას: ნუ ავყვებით ბოროტის ენას"

წილკნის ეპარქია მეუფე ზოსიმეს მისამართით გამოთქმულ  სკანდალურ ბრალდებაზე : "ვთხოვთ მოსახლეობას: ნუ ავყვებით ბოროტის ენას"

წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სამღვდელოება და სამწყსო შეშფოთებული ვართ იმ ბრალდებისა და საშინელი ცილისწამების გამო, რომელსაც მიტროპოლიტ ზოსიმეს ეკლესიიდან დიდი ხნის წინ განდგომილი პირები უყენებენ, - ამის შესახებ წილკნისა და დუშეთის ეპარქიიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ დაუშვებელია მტკიცებით ფორმაში იმაზე საუბარი, რასაც ქვეყნიდან გაქცეული პირები საქართველოს ეკლესიის სიძულვილით ლაპარაკობენ, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე 31 წლის წინანდელ მოვლენებს ეხება. მათივე ინფორმაციით, თუ მღვდელმთავარი ასეთ ცოდვაში იყო შემჩნეული, შეუძლებელი იქნებოდა მას შემდეგ ერთხელ მაინც არ დაფიქსირებულიყო მსგავსი ფაქტი.

განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სამღვდელოება და სამწყსო შეშფოთებული ვართ იმ ბრალდებისა და საშინელი ცილისწამების გამო, რომელსაც მიტროპოლიტ ზოსიმეს ეკლესიიდან დიდი ხნის წინ განდგომილი პირები უყენებენ.

დაუშვებელია ამგვარი დისკრედიტაცია პიროვნებისა, რომლის უკანაც დგას ეპარქია და მის ლოცვა-კურთხევას მინდობილი სამწყსო. დაუშვებელია მით უფრო მაშინ, როდესაც არანაირი ფაქტი არ არსებობს, გარდა გაბოროტებული „სასულიერო პირების“ ბრალდებებისა, რომელთა მთავარ მიზანსაც წლების წინ მეუფე ზოსიმეს პოლიტიკაში აქტიური ჩართვა წარმოადგენდა.

ბრალმდებლების სიცრუეს მათ მიერ განვლილი გზაც ადასტურებს: მათ თავიანთი მომავალი არა ღვთის სიტყვის ქადაგებას, არამედ მთლიანად საქართველოს ეკლესიის ლანძღვასა და კრიტიკას დაუთმეს.

ადამიანმა, რომლის სახელითაც ზემოხსენებული „მღვდლები“ საუბრობენ, დიდი ხნის წინ ითხოვა შენდობა და მოინანია თავისი ცილისმწამებლური საქციელი. დღეს, როდესაც მსგავს ბრალდებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს უყენებენ, ამ თემის ხელახლა წამოჭრა პირდაპირ მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ, რათა მრევლში შეირყეს წმინდა ფასეულობა, რომელიც ჯერ კიდევ გაგვაჩნია.

უმორჩილესად ვთხოვთ საქართველოს ეკლესიის მმართველობასა და ხელისუფლებას, მიიღონ სათანადო ზომები, რათა შეწყდეს მსგავსი ცილისწამება. ვთხოვთ მედიასაშუალებებს, სიფრთხილე გამოიჩინონ მსგავს საკითხებზე საუბრისას, რადგან თემა მეტად სათუთ და წმინდა ფასეულობებს ეხება. დაუშვებელია მტკიცებით ფორმაში იმაზე საუბარი, რასაც ქვეყნიდან გაქცეული პირები საქართველოს ეკლესიის სიძულვილით ლაპარაკობენ, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე 31 წლის წინანდელ მოვლენებს ეხება. თუ მღვდელმთავარი ასეთ ცოდვაში იყო შემჩნეული, შეუძლებელი იქნებოდა მას შემდეგ ერთხელ მაინც არ დაფიქსირებულიყო მსგავსი ფაქტი. ამას ადასტურებს სამღვდელოება და ყველა ის ადამიანი, ვინც წლებია, მეუფე ზოსიმეს სიახლოვეს ტრიალებს.

წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სამღვდელოება და სამწყსო თანადგომას უცხადებს ჩვენს უხუცეს და ღვაწლმოსილ მღვდელმთავარს და მადლობას უხდის იმ უდიდესი საეკლესიო აღმშენებლობისა და საგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის, რომელსაც წლებია, იგი ეპარქიაში დაუღალავად ეწევა. მეუფე ზოსიმეს მიერ განვლილი გზის შედეგია ჩვენს მხარეში სულიერი ცხოვრების აღორძინება, ეკლესია-მონასტრების აღდგენა.

აღსანიშნავია მისი საგანმანათლებლო მოღვაწეობა. მეუფე ავტორია უამრავი ავტობიოგრაფიული წიგნისა, სადაც მკითხველი ნათლად ხედავს მღვდელმთავრის განვლილ გზას, ყველა იმ სირთულეს, რომელიც სულიერი ცხოვრების გზაზე შეხვდა. განმარტებული აქვს ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, არის მრავალი თარგმანისა და ქადაგებათა კრებულის ავტორი. მისი ლოცვა-კურთხევით აქტიურად გამოიცემა საეკლესიო გაზეთი და ეპარქიაში მოქმედებს სამრევლო სკოლები, სადაც მრევლი სულიერ განათლებას სრულიად უსასყიდლოდ იღებს.

მეუფე ზოსიმე არის ეპარქიის დიდი მოამაგე, რომელიც ჩუმად, ყოველგვარი განცხადებების გარეშე აკეთებს თავის საქმეს და ამას, წლებია, საზოგადოება ხედავს. მის ირგვლივ არასოდეს ყოფილა მსგავსი ცილისწამება, მეუფის მოღვაწეობა თავისუფალია ყველანაირი პოლიტიკური სიმპატიებისა თუ ანტიპატიებისაგან. 35 წელზე მეტია, იგი ღირსეულად მიუყვება მღვდელმთავრის გზას და, გთხოვთ, თავი შეიკავოთ იმ ტალახის სროლისაგან, რომელიც ვერასოდეს შეურაცხყოფს მართალი ადამიანის სახელს.

ვთხოვთ მოსახლეობას: ნუ ავყვებით ბოროტის ენას და ნუ ჩავდგებით ცილისწამების უმძიმეს ცოდვაში", - ნათქვამია წილკნისა და დუშეთის ეპარქიის განცხადებაში.

ვარსკვლავი

ხმაური "ამირანთან", აქციის მონაწილეები კინოთეატრში შეღწევას ცდილობენ - LIVE ადგილიდან

ვინ არის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" გმირის საყვარელი ქალი და რას ჰყვება სკანდალურ დრამაზე