მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაჩემის რჩევას დავუჯერე და მილიარდერი გავხდი" - როგორ  გამდიდრდა ღარიბი ინდოელი ბიჭი
"მამაჩემის რჩევას დავუჯერე და მილიარდერი გავხდი" - როგორ  გამდიდრდა ღარიბი ინდოელი ბიჭი

„ჩემი, რო­გორც მე­წარ­მის წარ­მა­ტე­ბა, მა­მა­ჩე­მის ერთი რჩე­ვის შე­დე­გია“ - ამ­ბობს ინ­დო­ე­ლი ბჰა­ვინ ტუ­რა­ქია, რო­მელ­მაც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის და­არ­სე­ბა ჯერ კი­დევ მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში და­ი­წყო.

1990-იან წლებ­ში, რო­დე­საც ინ­დო­ეთ­ში ინ­ტერ­ნე­ტის მოხ­მა­რე­ბის „ბუმი“ და­ი­წყო, ძმას­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი გა­მო­ი­მუ­შა­ვა - ისი­ნი მომ­ხმა­რებ­ლებს ვებ ჰოს­ტინ­გი­სა და დო­მე­ი­ნის სა­ხე­ლის რე­გის­ტრა­ცი­ას სთა­ვა­ზობ­დნენ.

„მა­მა­ჩე­მი ყო­ველ დღე დი­ლის 9 სა­ა­თი­დან ღა­მის 9 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ობ­და, რომ რო­გორ­მე თავი გვერ­ჩი­ნა. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ახლა გა­მაჩ­ნია, მა­მა­ჩე­მის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ის ბავ­შვო­ბა­ში მუდ­მი­ვად მი­მე­ო­რებ­და ერთ რჩე­ვას - იმ­დე­ნად ხში­რად, რომ ვპა­სუ­ხობ­დით „ვი­ცით, მამა!“ რჩე­ვა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იყო, სულ ერთი წი­ნა­და­დე­ბა - „ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წევ, თუ გო­ნე­ბა­ში კარ­გად ჩა­ი­ბეჭ­დავ, რისი გა­კე­თე­ბაც გინ­და“. თუ ამის გა­თა­ვი­სე­ბას მო­ა­ხერ­ხებთ, მა­შინ­ვე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბით, ფი­ზი­კის ფუნ­და­მენ­ტუ­რი კა­ნო­ნე­ბის დარ­ღვე­ვის გარ­და ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა, თუ გო­ნე­ბას შე­სა­ბა­მი­სად გა­ნა­წყობ“, - ამ­ბობს ტუ­რა­ქია.

კო­დი­რე­ბა მან 10 წლის ასაკ­ში ის­წავ­ლა. სა­ჭი­რო წიგ­ნე­ბით მამა ამა­რა­გებ­და.

„სა­გა­ნი ერთი ნახ­ვით შე­მიყ­ვარ­და, უამ­რავ დროს ვა­ტა­რებ­დი კომ­პი­უ­ტე­რის ოთახ­ში სკო­ლა­ში, მა­შინ არ გვქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, კომ­პი­უ­ტე­რი სახ­ლში გვქო­ნო­და.“

პირ­ვე­ლი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში სწავ­ლის დროს შექ­მნა.

„რო­დე­საც სრუ­ლი­ად ახალ იდე­ა­ზე ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას სულ სხვა სივ­რცე­სა და ინ­დუსტრი­ა­ში, რო­მელ­ზეც წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მაქვს, ყო­ველ­თვის მაქვს ში­ნა­გა­ნი რწმე­ნა, რომ ყვე­ლა­ფერს მი­ვაღ­წევ, თუ გო­ნე­ბას შე­სა­ბა­მი­სად გან­ვა­წყობ“.

სა­კუ­თა­რი და­არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის გა­ყიდ­ვის შე­დე­გად ტუ­რა­ქი­ამ 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. ახლა ის ორი უმ­სხვი­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
bobo
0

mieciT nichsa gza farto... igbalic sachiroa.. warmatebebi... miugweveli araferia tu moindomeb

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მამაჩემის რჩევას დავუჯერე და მილიარდერი გავხდი" - როგორ  გამდიდრდა ღარიბი ინდოელი ბიჭი

"მამაჩემის რჩევას დავუჯერე და მილიარდერი გავხდი" - როგორ  გამდიდრდა ღარიბი ინდოელი ბიჭი

„ჩემი, როგორც მეწარმის წარმატება, მამაჩემის ერთი რჩევის შედეგია“ - ამბობს ინდოელი ბჰავინ ტურაქია, რომელმაც ტექნოლოგიური კომპანიების დაარსება ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში დაიწყო.

1990-იან წლებში, როდესაც ინდოეთში ინტერნეტის მოხმარების „ბუმი“ დაიწყო, ძმასთან ერთად რამდენიმე მილიონი გამოიმუშავა - ისინი მომხმარებლებს ვებ ჰოსტინგისა და დომეინის სახელის რეგისტრაციას სთავაზობდნენ.

„მამაჩემი ყოველ დღე დილის 9 საათიდან ღამის 9 საათამდე მუშაობდა, რომ როგორმე თავი გვერჩინა. ყველაფერი, რაც ახლა გამაჩნია, მამაჩემის მნიშვნელოვანი დამსახურებაა. ის ბავშვობაში მუდმივად მიმეორებდა ერთ რჩევას - იმდენად ხშირად, რომ ვპასუხობდით „ვიცით, მამა!“ რჩევა ძალიან მარტივი იყო, სულ ერთი წინადადება - „ყველაფერს მიაღწევ, თუ გონებაში კარგად ჩაიბეჭდავ, რისი გაკეთებაც გინდა“. თუ ამის გათავისებას მოახერხებთ, მაშინვე თავდაჯერებული გახდებით, ფიზიკის ფუნდამენტური კანონების დარღვევის გარდა ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ გონებას შესაბამისად განაწყობ“, - ამბობს ტურაქია.

კოდირება მან 10 წლის ასაკში ისწავლა. საჭირო წიგნებით მამა ამარაგებდა.

„საგანი ერთი ნახვით შემიყვარდა, უამრავ დროს ვატარებდი კომპიუტერის ოთახში სკოლაში, მაშინ არ გვქონდა საშუალება, კომპიუტერი სახლში გვქონოდა.“

პირველი დეველოპერული კომპანია ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს შექმნა.

„როდესაც სრულიად ახალ იდეაზე ვიწყებ მუშაობას სულ სხვა სივრცესა და ინდუსტრიაში, რომელზეც წარმოდგენაც კი არ მაქვს, ყოველთვის მაქვს შინაგანი რწმენა, რომ ყველაფერს მივაღწევ, თუ გონებას შესაბამისად განვაწყობ“.

საკუთარი დაარსებული კომპანიების გაყიდვის შედეგად ტურაქიამ 1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ახლა ის ორი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია.

როგორ გავიფართოვოთ პროფესიული სანაცნობო წრე? – 27 თებერვალს დავით ჩიკვაიძის მასტერკლასი გაიმართება

"მოჩვენებების სოფელი“ უდაბნოში, სადაც სახლებს კარი და ფანჯრები არ აქვთ - რატომ გაიქცნენ ადამიანები ალ მადამიდან

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ჩემოდნებით ხელში - "მეამბოხე წყვილის“ პირველი ერთობლივი ფოტოები კანადიდან