მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფო კილაძის ყოფილი მეუღლის პირველი კომენტარი: "გაყრა ვთხოვე... მანიპულირებდა ბავშვით, არ მაჩვენებდა"
სოფო კილაძის ყოფილი მეუღლის პირველი კომენტარი: "გაყრა ვთხოვე... მანიპულირებდა ბავშვით, არ მაჩვენებდა"

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, სოფო კი­ლა­ძის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ფსი­გო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს. ავ­თან­დილ ხა­რა­ძე, რომ­ლის მი­მარ­თაც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი აქვს გა­მო­წე­რი­ლი, "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ექ­სკლუ­ზი­უ­რად ესა­უბ­რა.

ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე, სოფო კი­ლა­ძე­ზე რო­გორც ფი­ზი­კურ, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას. რო­გორც თა­ვად ავ­თან­დილ ხა­რა­ძე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, ყო­ფილ მე­უღ­ლე­ებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი 5 წლის შვი­ლია.

"6 წე­ლია, სოფო კი­ლა­ძეს­თან ვიმ­ყო­ფე­ბი სა­ეკ­ლე­სიო და სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში. 2 თვის წინ ვთხო­ვე გაყ­რის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბა. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ერ­თად არ ვცხოვ­რობთ, სოფო მა­ნი­პუ­ლი­რებს ბავ­შვით, არ მაჩ­ვე­ნებს ბავ­შვს, მე­უბ­ნე­ბა, რომ გაჩ­ვე­ნე­ბო, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, ბავ­შვთან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევს. ორ თვე­ში შვი­ლი სულ თი­თებ­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლად, ხუთ­ჯერ ვნა­ხე. ვნა­ხუ­ლობ მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც ბავ­შვი გა­მომ­ყავს ბა­ღი­დან, რო­დე­საც პა­ტა­რა დაღ­ლი­ლია, დღის ბო­ლოა. გვი­ა­ნი შე­მოდ­გო­მაა, ადრე ღამ­დე­ბა,

ფი­ზი­კუ­რად ბავ­შვის წაყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს არ­სად, გარ­და გა­სარ­თო­ბის ცენ­ტრი­სა, სკვე­რი­სა და ა.შ. სოფო არ მაჩ­ვე­ნებს ჩემს შვილს და ჩემი აზ­რით, ის არ­ღვევს რო­გორც ჩემს, ისე ბავ­შვის უფ­ლე­ბებს. მით უმე­ტეს, ამას თან ერ­თვის, რომ ჩვენ ხელი გა­წე­რი­ლი არ გვაქვს და არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი უფ­ლე­ბა არ აქვს, ერთი სრუ­ლი დღე არ მა­ნა­ხოს ჩემი შვი­ლი. მან იმის­თვის, რომ არ მე­ნა­ხა ჩემი შვი­ლი, გა­მო­წე­რა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი, რათა არ მივ­სუ­ლი­ყა­ვი ჩვენ სახ­ლში. ასე­ვე, პო­ლი­ცი­ამ გან­მი­მარ­ტა, რომ არ უნდა დავ­კავ­ში­რე­ბო­დი არც ერთი კო­ნუ­მი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, არ უნდა მე­ნა­ხა პი­რა­დად და არ უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი სახ­ლში 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­საც პირ­ნათ­ლად ვას­რუ­ლებ. ვარ კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მო­ქა­ლა­ქე“ - გა­ნა­ცხა­და ავ­თან­დილ ხა­რა­ძემ.

ხა­რა­ძის თქმით სა­ნამ სო­ფიო კი­ლა­ძე ტე­ლე­ე­თე­რით კო­მენ­ტა­რებს გა­ა­კე­თებ­და, ამას წინ შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა უძღო­და.

"2 ნო­ემ­ბერს მე ვთხო­ვე ბავ­შვის წაყ­ვა­ნა ქუ­თა­ის­ში, ჩემ მშობ­ლებ­თან. აქვე ვი­ტყვი, რომ და­ბა­დე­ბი­დან 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ შვილს დე­და­ჩე­მი ზრდი­და, მა­შინ, რო­დე­საც სო­ფოს არ ეცა­ლა და კა­რი­ე­რის აწყო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. 4 წლის რომ გახ­და ბავ­შვი, ჩემი და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ჩვენ­თან თბი­ლის­ში. იმა­ზე, რომ ბავ­შვი გამ­ზრდელ ბე­ბი­ას ენა­ხა, სო­ფომ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და. ამი­ტო­მაც მი­ვე­დი იმა­ვე პო­ლი­ცი­ა­ში, სა­დაც შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­მი­წე­რე, დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა რომ 24 სა­ა­თით მიმ­ყავ­და შვი­ლი ქუ­თა­ის­ში და 24 სა­ა­თის შემ­დეგ ჩა­მო­ვიყ­ვან­დი უკან - ასეც მო­ვი­ქე­ცი. შა­ბათს წა­ვიყ­ვა­ნე, კვი­რას და­ვაბ­რუ­ნე და დღეს კი ტე­ლე­ე­თე­რე­ბით ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­და სო­ფოს მხრი­დან, რაც ყვე­ლამ მო­ის­მი­ნა“- აცხა­დებს „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ავ­თან­დილ ხა­რა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ბავ­შვზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა და მცი­რე­წლო­ვა­ნი სტრე­სის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

"ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა, ბავ­შვი არის შე­ში­ნე­ბუ­ლი. ჩემ­თან ერ­თად როცა არის, 5 წლის ბავ­შვი, რო­მელ­მაც სა­ა­თის ცნო­ბა არ იცის, მე­უბ­ნე­ბა, რომ ერთი სა­ა­თი უკვე გა­ვი­და და სახ­ლში უნდა დავ­ბრუნ­დე, იმი­ტომ, რომ დედა გაბ­რაზ­დე­ბა და გა­ღი­ზი­ან­დე­ბა. ახლა ქუ­თა­ის­ში როცა მყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი, როცა ვბრუნ­დე­ბო­დით, შე­ბინ­დდა, გვაგ­ვი­ან­დე­ბო­და და ბავ­შვმა და­ი­წყო ტი­რი­ლი, დედა არ გაგ­ვი­ღებს კარს იმი­ტომ, რომ გვაგ­ვი­ან­დე­ბა უკ­ვეო, დედა წაგ­ვე­ჩხუ­ბე­ბაო - ამის ვი­დეო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაც მაქვს. მას ას­წავ­ლი­ან ტყუ­ი­ლებს, რომ თქვას ისე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­უ­წყოს სო­ფოს თე­ო­რი­უ­ლად“, - აცხა­დებს დე­პუ­ტა­ტის მე­უღ­ლე.

"ახლა ამ ინ­ტერ­ვი­უს მო­ცე­მაც ჩემ­თვის ჯო­ჯო­ხე­თის გავ­ლაა, მე არ ვარ ამ პრო­ცე­სებს შეჩ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ ჩემ შვილს ვერ დავ­თმობ. რო­მელ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი - 6 წლის მან­ძილ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად გვერ­დში ვე­დე­ქი. ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, ვი­ღა­ცას რა­ღაც და­აბ­რა­ლო და შემ­დეგ იმან იმარ­თლოს თავი. მარ­ტი­ვია მხო­ლოდ რა­ღა­ცე­ე­ბის დაბ­რა­ლე­ბა და იმის თქმა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ვარო. მან შე­ლა­ხა ჩემი რე­პუ­ტა­ცია, ფეხ­ქვე­შ­გა­თე­ლა და მთე­ლი ქვეყ­ნის სა­ლა­პა­რა­კო გამ­ხა­და. ჯერ სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმა­ში ვერ გა­ერ­კვა ფსი­ო­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი თუ ფი­ზი­კურ­ზე. ძა­ლა­დო­ბა იმ­დე­ნად სენ­სი­ტი­უ­რი თე­მაა, რო­დე­საც ეს­მით ეს სი­ტყვა, სხვას არა­ფერს აქვს შემ­დეგ მნიშ­ვნე­ლო­ბა.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ არც ფი­ზი­კურ და არც ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ჩემი შვი­ლი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია, მას არა და ვერ დავ­თმობ. მით უმე­ტეს, რო­დე­საც არც ერთი მი­ზე­ზი და სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს იმის, რომ ჩემს შვილ­თან თვე­ში 24 სა­ა­თი მა­ინც არ გა­ვა­ტა­რო. აუ­ცი­ლებ­ლად, ყვე­ლა­ნა­ირ სა­მარ­თლებ­რივ ფორ­მას გა­მო­ვი­ყე­ნებ ჩემი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად“- გა­ნა­ცხა­და ავ­თან­დილ ხა­რა­ძემ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე სოფო კი­ლა­ძემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მხრი­დან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

კი­ლა­ძე ადას­ტუ­რებს იმა­საც, რომ მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს პო­ლი­ცი­ამ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­უ­წე­რა, თუმ­ცა ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას უარ­ყოფს.

მკითხველის კომენტარები / 66 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყველაფერში სიმახინჯე
17
ქალი თავისი ოჯახის წევრების უფლებებს არღვევს ის სხვა ადამიანის უფლებებს დაიცავს?
gosha
12
ყვლეა ეგეთი როგორ უნდა იყოს ამ ოცნებაში სად შეიკრიბეთ სად გიპოვათ ბიძინამ?
ავტორი:

სოფო კილაძის ყოფილი მეუღლის პირველი კომენტარი: "გაყრა ვთხოვე... მანიპულირებდა ბავშვით, არ მაჩვენებდა"

სოფო კილაძის ყოფილი მეუღლის პირველი კომენტარი: "გაყრა ვთხოვე... მანიპულირებდა ბავშვით, არ მაჩვენებდა"

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ყოფილი მეუღლე ფსიგოლოგიური ძალადობის შესახებ ბრალდებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. ავთანდილ ხარაძე, რომლის მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი, "ინტერპრესნიუსს" ექსკლუზიურად ესაუბრა.

ის კატეგორიულად გამორიცხავს ყოფილ მეუღლეზე, სოფო კილაძეზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას. როგორც თავად ავთანდილ ხარაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, ყოფილ მეუღლეებს შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი 5 წლის შვილია.

"6 წელია, სოფო კილაძესთან ვიმყოფები საეკლესიო და სამოქალაქო ქორწინებაში. 2 თვის წინ ვთხოვე გაყრის პროცედურის დაწყება. ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ერთად არ ვცხოვრობთ, სოფო მანიპულირებს ბავშვით, არ მაჩვენებს ბავშვს, მეუბნება, რომ გაჩვენებო, მაგრამ რეალურად, ბავშვთან კომუნიკაციის საშუალებას არ მაძლევს. ორ თვეში შვილი სულ თითებზე ჩამოსათვლელად, ხუთჯერ ვნახე. ვნახულობ მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი გამომყავს ბაღიდან, როდესაც პატარა დაღლილია, დღის ბოლოა. გვიანი შემოდგომაა, ადრე ღამდება,

ფიზიკურად ბავშვის წაყვანის საშუალება არ მაქვს არსად, გარდა გასართობის ცენტრისა, სკვერისა და ა.შ. სოფო არ მაჩვენებს ჩემს შვილს და ჩემი აზრით, ის არღვევს როგორც ჩემს, ისე ბავშვის უფლებებს. მით უმეტეს, ამას თან ერთვის, რომ ჩვენ ხელი გაწერილი არ გვაქვს და არანაირი სამართლებრივი უფლება არ აქვს, ერთი სრული დღე არ მანახოს ჩემი შვილი. მან იმისთვის, რომ არ მენახა ჩემი შვილი, გამოწერა შემაკავებელი ორდერი, რათა არ მივსულიყავი ჩვენ სახლში. ასევე, პოლიციამ განმიმარტა, რომ არ უნდა დავკავშირებოდი არც ერთი კონუმიკაციის საშუალებით, არ უნდა მენახა პირადად და არ უნდა მივსულიყავი სახლში 30 დღის განმავლობაში, რასაც პირნათლად ვასრულებ. ვარ კანონმორჩილი მოქალაქე“ - განაცხადა ავთანდილ ხარაძემ.

ხარაძის თქმით სანამ სოფიო კილაძე ტელეეთერით კომენტარებს გააკეთებდა, ამას წინ შვილთან დაკავშირებული უთანხმოება უძღოდა.

"2 ნოემბერს მე ვთხოვე ბავშვის წაყვანა ქუთაისში, ჩემ მშობლებთან. აქვე ვიტყვი, რომ დაბადებიდან 4 წლის განმავლობაში ჩვენ შვილს დედაჩემი ზრდიდა, მაშინ, როდესაც სოფოს არ ეცალა და კარიერის აწყობით იყო დაკავებული. 4 წლის რომ გახდა ბავშვი, ჩემი დაჟინებული თხოვნით წამოვიყვანეთ ჩვენთან თბილისში. იმაზე, რომ ბავშვი გამზრდელ ბებიას ენახა, სოფომ კატეგორიული უარი განაცხადა. ამიტომაც მივედი იმავე პოლიციაში, სადაც შემაკავებელი ორდერი გამომიწერე, დავწერე განცხადება რომ 24 საათით მიმყავდა შვილი ქუთაისში და 24 საათის შემდეგ ჩამოვიყვანდი უკან - ასეც მოვიქეცი. შაბათს წავიყვანე, კვირას დავაბრუნე და დღეს კი ტელეეთერებით ეს განცხადებები გაკეთდა სოფოს მხრიდან, რაც ყველამ მოისმინა“- აცხადებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ავთანდილ ხარაძე.

მისივე თქმით, ბავშვზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა და მცირეწლოვანი სტრესის ქვეშ იმყოფება.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში ბავშვზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა, ბავშვი არის შეშინებული. ჩემთან ერთად როცა არის, 5 წლის ბავშვი, რომელმაც საათის ცნობა არ იცის, მეუბნება, რომ ერთი საათი უკვე გავიდა და სახლში უნდა დავბრუნდე, იმიტომ, რომ დედა გაბრაზდება და გაღიზიანდება. ახლა ქუთაისში როცა მყავდა წაყვანილი, როცა ვბრუნდებოდით, შებინდდა, გვაგვიანდებოდა და ბავშვმა დაიწყო ტირილი, დედა არ გაგვიღებს კარს იმიტომ, რომ გვაგვიანდება უკვეო, დედა წაგვეჩხუბებაო - ამის ვიდეო მტკიცებულებაც მაქვს. მას ასწავლიან ტყუილებს, რომ თქვას ისეთი რაღაცეები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს სოფოს თეორიულად“, - აცხადებს დეპუტატის მეუღლე.

"ახლა ამ ინტერვიუს მოცემაც ჩემთვის ჯოჯოხეთის გავლაა, მე არ ვარ ამ პროცესებს შეჩვეული, მაგრამ ჩემ შვილს ვერ დავთმობ. რომელ ფიზიკურ ძალადობაზეა საუბარი - 6 წლის მანძილზე მაქსიმალურად გვერდში ვედექი. ძალიან ადვილია, ვიღაცას რაღაც დააბრალო და შემდეგ იმან იმართლოს თავი. მარტივია მხოლოდ რაღაცეების დაბრალება და იმის თქმა, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ვარო. მან შელახა ჩემი რეპუტაცია, ფეხქვეშგათელა და მთელი ქვეყნის სალაპარაკო გამხადა. ჯერ საზოგადოება იმაში ვერ გაერკვა ფსიოქოლოგიურ ძალადობაზეა საუბარი თუ ფიზიკურზე. ძალადობა იმდენად სენსიტიური თემაა, როდესაც ესმით ეს სიტყვა, სხვას არაფერს აქვს შემდეგ მნიშვნელობა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ჩემი შვილი ჩემთვის ყველაფერია, მას არა და ვერ დავთმობ. მით უმეტეს, როდესაც არც ერთი მიზეზი და საფუძველი არ არსებობს იმის, რომ ჩემს შვილთან თვეში 24 საათი მაინც არ გავატარო. აუცილებლად, ყველანაირ სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად“- განაცხადა ავთანდილ ხარაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დაადასტურა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

კილაძე ადასტურებს იმასაც, რომ მის ყოფილ მეუღლეს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, თუმცა ფიზიკურ ძალადობას უარყოფს.

"თუ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე 7 ევროპარლამენტარის განცხადება საკმარისი არ არის, მე-8 ვიქნები, ვინც ამ განცხადებას შეუერთდება" - გრეგოროვა

"ტყუილად  შეხვალთ პარლამენტში, გამოგრეკავთ გახარია - საერთოდ "გაფარჩაკებულები" იქნებით" - დავით ჭიჭინაძე ვახტანგ მეგრელიშვილს

"თალაკვაძე უტრიალდებოდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, ქაღალდს უშვერდა - თქვენ თუ მოაწერთ ხელს, მეც ვაწერო" - მეგრელიშვილი