მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის(GAPD) მიერ, თბილისში, რიგით მესამე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა
საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის(GAPD) მიერ, თბილისში, რიგით მესამე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა

სა­ქარ­თვე­ლოს ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის(GAPD) მიერ, თბი­ლის­ში, რი­გით მე­სა­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრე­სი გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც ეძღვნე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლოს ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ წევ­რო­ბას მსოფ­ლიო ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ა­ცი­ა­ში.

სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ კონ­გრე­სის­თვის თბი­ლი­სის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ეწ­ვია ასო­ცი­ა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი არი კუ­პი­ეც­კი, რო­მე­ლიც პოსტ-კონ­გრეს კურსს, 4 ნო­ემ­ბერს გა­მარ­თავს, შემ­დე­გი თე­მე­ბით: ქცე­ვი­თი მე­ნე­ჯმენ­ტი და ად­გი­ლობ­რი­ვი ან­სე­თე­ზია.

სა­ქარ­თვე­ლოს ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ნინო ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, არი კუ­პი­ეც­კი, ხვალ თბი­ლი­სის სა­ხელ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ლექ­ტო­რებს შეხ­ვდე­ბა და მათ­გან მო­ის­მენს თუ რო­გორ ხდე­ბა სწავ­ლე­ბა ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გი­ის. მისი თქმით, კუ­პი­ეც­კი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რე­კო­მენ­და­ცი­ა­საც გას­ცემს.

„სა­ქარ­თველს ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის კონ­გრესს 350-ზე მეტი ექი­მი ეს­წრე­ბა. ამ წლის ივ­ლის­ში, კან­კუნ­ში, ჩა­ტარ­და ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გე­ბის სა­მი­ტი და ჩვე­ნი ასო­ცი­ა­ცია გახ­და მსოფ­ლიო ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლია მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, არი კუ­პი­ეც­კი, პროგ­რა­მით „Teach the teachers”. ხვალ, თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მარ­თავს შეხ­ვედ­რას სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან, მო­ის­მენს მათ­გან თუ რო­გორ ხდე­ბა სწავ­ლე­ბა ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გას­ცემს რე­კო­მენ­და­ცი­ას და სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ნინო ბე­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ვი­ნა­ი­დან ად­რე­უ­ლი კა­რი­ე­სი არის ყვე­ლა­ზე ხში­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სწო­რად შე­ფას­დეს ეტი­ო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბი, მოხ­დეს და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცია და ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე გა­მოვ­ლე­ნა, რაც ხელს შე­უ­წყობს უფრო ჯან­მრთე­ლი თა­ო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

რო­გორც მსოფ­ლი­ოს ტრავ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი სტო­მა­ტო­ლო­გი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ზა­ფერ ჩეჰ­რელ­მა გა­ნა­ცხა­და, დღე­ვან­დელ კონ­გრეს­ზე სა­უბ­რის თემა შე­ე­ხე­ბო­და ად­რე­ულ ასაკ­ში კბი­ლის ტრავ­მებ­სა და მისი მკურ­ნა­ლო­ბის გზებს.

„რაც შე­ე­ხე­ბა დრე­ვან­დელ თე­მებს, ეს იყო ად­რე­უ­ლი ასა­კის ტრავ­მე­ბი, ანუ ბავშთა ასაკ­ში კბი­ლის ტრავ­მე­ბი და მისი მკუ­რან­ლო­ბის გზე­ბი დ მე­თო­დე­ბი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კბი­ლი, რო­მე­ლიც მო­ტე­ხი­ლია ან სხვა ტი­პის ტრავ­მა აქვს მი­ღე­ბუ­ლი ან მუდ­მი­ვი კბი­ლე­ბის (და არა სარ­ძე­ვე) არ­ხის მკუ­რან­ლო­ბა. ამ თე­მის მთე­ლი პა­კე­ტი წარ­მო­ვად­გი­ნე, რო­გორ უნდა ვუმ­კურ­ნა­ლოთ და რა პრობ­ლე­მაა დას­მუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ფერ­მა.

რო­გორც ექი­მი-პე­დი­ატ­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, თე­მურ მი­ქე­ლა­ძე აცხა­დებს, მსგავ­სი ტი­პის კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სხვა­დას­ხვა სერ­ვი­სე­ბი გან­ვი­თა­რე­ბას.

„ასე­თი მა­ღა­ლი წარ­მო­ამ­დგენ­ლო­ბი­თი დო­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი ხელს შე­უ­წყო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სხვა­დას­ხვა სერ­ვი­სე­ბი გან­ვი­თა­რე­ბას. მე ვთვლი, რომ ჯან­მრთლე­ო­ბის დაც­ვის სერ­ვი­სე­ბის მხრივ, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლია რე­გი­ონ­ში. მე დღე­ვან­დელ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი მქონ­და ყე­ლის ტკი­ვი­ლის მარ­თვა­ზე და ცხე­ლე­ბის მარ­თვა­ზე. ასე­თი მო­მიჯ­ნა­ვე სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით, კი­დევ ერთხელ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელს შე­ვუ­წყობთ ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სე­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და თე­მურ მი­ქე­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, მე­სა­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრე­სის ოქ­როს სპონ­სო­რია „პსპ“, ვერ­ცხლის სპონ­სო­რი - კომ­პა­ნია „ბი­უ­თი ენდ ფა­უ­ე­რი“, სინ­ქრო­ნუ­ლი თარ­გმა­ნის და გახ­მო­ვა­ნე­ბის სპონ­სო­რი - კომ­პა­ნია „გეფა“-ს. სპონ­სო­რე­ბი: „სა­პა­რუს“, „გეა“. კონ­გრე­სის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან პრო­ფე­სი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი - ჯეო-პე­რიო, რა­დიქ­სი, სა­ქარ­თვე­ლოს ორ­თო­დონტთა ასო­ცი­ა­ცია, ნინო ბე­რი­ძის ორ­თო­დონ­ტი­უ­ლი და ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრე­ბი, კომ­პა­ნია „ფო­რეს­ტა­დენ­ტი“. მე­დია-პარტნი­ო­რე­ბი - „პა­ლიტ­რა“, „მკურ­ნა­ლი“, რა­დიო „ფორ­ტუ­ნა“.

კონ­გრეს­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუმ­რის სტა­ტუ­სით მოწ­ვე­უ­ლია ლუ­ი­ზი­ა­ნი­სა (აშშ) და ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის (თურ­ქე­თი) პრო­ფე­სო­რი ზა­ფერ ჩეჰ­რე­ლი. ის 100-ზე მეტი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის და რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის ავ­ტო­რია. არის მსოფ­ლი­ოს ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის, ამე­რი­კის პე­დი­ატ­რი­უ­ლი სტო­მა­ტო­ლო­გი­ის ასო­ცი­ა­ცი­ი­სა და დენ­ტა­ლუ­რი კვლე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის აქ­ტი­უ­რი წევ­რი. ამავდრო­უ­ლად არის სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის (IADT) დი­რექ­ტო­რი. მი­ღე­ბუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო.

შე­გახ­სე­ნებთ, მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში, კან­კუნ­ში (მექ­სი­კა) გა­ი­მარ­თულ მსოფ­ლი­ოს ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის(IAPD) კრე­ბა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გე­ბის ასო­ცი­ა­ცია, (GAPD) მსოფ­ლიო ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და.

ასო­ცი­ა­ცია 2016 წელს და­ფუძნ­და. 2017-2018 წლებ­ში ასო­ცი­ა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით უკვე ჩა­ტარ­და პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრე­სი, რომ­ლებ­საც ეს­წრე­ბო­და მრა­ვა­ლი ექი­მი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან (სომ­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა). ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასო­ცი­ა­ცია გა­ი­ზარ­და, გან­ვი­თარ­და და უკვე წელს, ივ­ლის­ში კან­კუნ­ში (მექ­სი­კა) გა­ი­მარ­თულ მსოფ­ლი­ოს ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის(IAPD) კრე­ბა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გე­ბის ასო­ცი­ა­ცია (GAPD) ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და მსოფ­ლიო ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის(GAPD) მიერ, თბილისში, რიგით მესამე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის(GAPD) მიერ, თბილისში, რიგით მესამე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის(GAPD) მიერ, თბილისში, რიგით მესამე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა, რომელიც ეძღვნებოდა, საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის ოფიციალურ წევრობას მსოფლიო ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციაციაში.

სპეციალურად ამ კონგრესისთვის თბილისის ოფიციალური ვიზიტით ეწვია ასოციაციის გენერალური მდივანი არი კუპიეცკი, რომელიც პოსტ-კონგრეს კურსს, 4 ნოემბერს გამართავს, შემდეგი თემებით: ქცევითი მენეჯმენტი და ადგილობრივი ანსეთეზია.

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის პრეზიდენტის, ნინო ბერიძის განცხადებით, არი კუპიეცკი, ხვალ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში, სხვადასხვა უნივერსიტეტების ლექტორებს შეხვდება და მათგან მოისმენს თუ როგორ ხდება სწავლება ბავშვთა სტომატოლოგიის. მისი თქმით, კუპიეცკი, საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციასაც გასცემს.

„საქართველს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის კონგრესს 350-ზე მეტი ექიმი ესწრება. ამ წლის ივლისში, კანკუნში, ჩატარდა ბავშვთა სტომატოლოგების სამიტი და ჩვენი ასოციაცია გახდა მსოფლიო ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის წევრი. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისში ჩამოსულია მსოფლიო ასოციაციის გენერალური მდივანი, არი კუპიეცკი, პროგრამით „Teach the teachers”. ხვალ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გამართავს შეხვედრას სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, მოისმენს მათგან თუ როგორ ხდება სწავლება ბავშვთა სტომატოლოგიის საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციას და საკუთარ გამოცდილებას“, - აღნიშნა ნინო ბერიძემ.

მისივე თქმით, ვინაიდან ადრეული კარიესი არის ყველაზე ხშირად გავრცელებული ქრონიკული დაავადება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეფასდეს ეტიოლოგიური ფაქტორები, მოხდეს დაავადების პრევენცია და ადრეულ სტადიაზე გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს უფრო ჯანმრთელი თაობის ჩამოყალიბებას.

როგორც მსოფლიოს ტრავმატოლოგიური სტომატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტმა, ზაფერ ჩეჰრელმა განაცხადა, დღევანდელ კონგრესზე საუბრის თემა შეეხებოდა ადრეულ ასაკში კბილის ტრავმებსა და მისი მკურნალობის გზებს.

„რაც შეეხება დრევანდელ თემებს, ეს იყო ადრეული ასაკის ტრავმები, ანუ ბავშთა ასაკში კბილის ტრავმები და მისი მკურანლობის გზები დ მეთოდები. ეს შეიძლება იყოს დაზიანებული კბილი, რომელიც მოტეხილია ან სხვა ტიპის ტრავმა აქვს მიღებული ან მუდმივი კბილების (და არა სარძევე) არხის მკურანლობა. ამ თემის მთელი პაკეტი წარმოვადგინე, როგორ უნდა ვუმკურნალოთ და რა პრობლემაა დასმული“, - განაცხადა ზაფერმა.

როგორც ექიმი-პედიატრი, მედიცინის დოქტორი, თემურ მიქელაძე აცხადებს, მსგავსი ტიპის კონფერენციები ხელს შეუწყობს საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა სერვისები განვითარებას.

„ასეთი მაღალი წარმოამდგენლობითი დონის კონფერენციები ხელს შეუწყობენ საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა სერვისები განვითარებას. მე ვთვლი, რომ ჯანმრთლეობის დაცვის სერვისების მხრივ, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წარმატებულია რეგიონში. მე დღევანდელ კონფერენციაზე საუბარი მქონდა ყელის ტკივილის მართვაზე და ცხელების მართვაზე. ასეთი მომიჯნავე სპეციალობების დაახლოებით, კიდევ ერთხელ, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ჯანმრთელობის დაცვის სევისების განვითარებას“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ.

ცნობისთვის, მესამე საერთაშორისო კონგრესის ოქროს სპონსორია „პსპ“, ვერცხლის სპონსორი - კომპანია „ბიუთი ენდ ფაუერი“, სინქრონული თარგმანის და გახმოვანების სპონსორი - კომპანია „გეფა“-ს. სპონსორები: „საპარუს“, „გეა“. კონგრესის მხარდამჭერები არიან პროფესიული ასოციაციები - ჯეო-პერიო, რადიქსი, საქართველოს ორთოდონტთა ასოციაცია, ნინო ბერიძის ორთოდონტიული და ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრები, კომპანია „ფორესტადენტი“. მედია-პარტნიორები - „პალიტრა“, „მკურნალი“, რადიო „ფორტუნა“.

კონგრესზე განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით მოწვეულია ლუიზიანისა (აშშ) და ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტების (თურქეთი) პროფესორი ზაფერ ჩეჰრელი. ის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და რამდენიმე წიგნის ავტორია. არის მსოფლიოს ბავშვთა სტომატოლოგიის ასოციაციის, ამერიკის პედიატრიული სტომატოლოგიის ასოციაციისა და დენტალური კვლევის საერთაშორისო ასოციაციის აქტიური წევრი. ამავდროულად არის სტომატოლოგიური ტრავმატოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის (IADT) დირექტორი. მიღებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივლისში, კანკუნში (მექსიკა) გაიმართულ მსოფლიოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის(IAPD) კრებაზე, საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაცია, (GAPD) მსოფლიო ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის წევრი ოფიციალურად გახდა.

ასოციაცია 2016 წელს დაფუძნდა. 2017-2018 წლებში ასოციაციის ორგანიზებით უკვე ჩატარდა პირველი და მეორე საერთაშორისო კონგრესი, რომლებსაც ესწრებოდა მრავალი ექიმი, როგორც საქართველოს, ისე მეზობელი ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა). ამ წლების განმავლობაში ასოციაცია გაიზარდა, განვითარდა და უკვე წელს, ივლისში კანკუნში (მექსიკა) გაიმართულ მსოფლიოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის(IAPD) კრებაზე, საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაცია (GAPD) ოფიციალურად გახდა მსოფლიო ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის წევრი.

პური, ხორცი, ხილი, ბოსტნეული, რძე, თევზეული და ტკბილეული გაძვირდა

"პუტინის კარზე არ გვიმღერია... განვიხილავდით შემოთავაზებას" - რატომ დაიშალა ტრიო "მანდილი" და როგორ შეიქმნა ტრიო "ლავდილა"

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება