სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისე უხამსად მოიქცა სინოდის სხდომაზე, იძულებულნი გავხდით ხელით გაგვეყვანა" - როგორ აფასებენ სასულიერო პირები მე­უ­ფე პეტ­რეს განცხადებას
"ისე უხამსად მოიქცა სინოდის სხდომაზე, იძულებულნი გავხდით ხელით გაგვეყვანა" - როგორ აფასებენ სასულიერო პირები მე­უ­ფე პეტ­რეს განცხადებას

ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლი­ტის მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის გან­ცხა­დე­ბით, სი­ნო­დი არ აპი­რებ­და ჭყონ­დი­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი მე­უ­ფე პეტ­რე მღვდელმთავ­რო­ბი­დან გა­და­ე­ყე­ნე­ბი­ნა, თუმ­ცა მის­მა უხამსმა საქ­ცი­ელ­მა წმინ­და კრე­ბას სხვა გზა არ და­უ­ტო­ვა.

ამის შე­სა­ხებ სი­ნო­დის კრე­ბი­დან გა­მო­სულ­მა მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა:

"ისე უხამ­სად მო­იქ­ცა სი­ნო­დის სხდო­მა­ზე, რომ ჩვენ იძუ­ლე­ბულ­ნი გავ­ხდით ხე­ლით გაგ­ვეყ­ვა­ნა სხდო­მი­დან, ხელი მოგ­ვე­კი­და და ისე გაგ­ვეყ­ვა­ნა. უხამ­სი სი­ტყვე­ბით უხამ­სო­ბა ილა­პა­რა­კა... ფაქ­ტია, რომ ის მო­იქ­ცა ისეთ­ნა­ი­რად, მთე­ლი სი­ნო­დი ვუხ­სნი­დით, ვცდი­ლობ­დით გაგ­ვე­გე­ბი­ნე­ბი­ნა, რომ შე­უ­რა­ცხყო­ფის მო­ყე­ნე­ბა, მით უმე­ტეს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი­სა და პატ­რი­არ­ქის­თვის, არ არის მხი­ლე­ბის ფორ­მა, არ არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი საქ­ცი­ე­ლი. ვცდი­ლობ­დით ეს აგ­ვეხ­სნა მის­თვის.

სა­ერ­თოდ, მხი­ლე­ბა გან­სხვავ­დე­ბა ცი­ლის­წა­მე­ბის­გან იმით, რომ მხი­ლე­ბი­სას არ­გუ­მენ­ტე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, შემ­დეგ დას­კვნა. ცი­ლის­წა­მე­ბაა, როცა ჯერ ამ­ბობ და მერე პირ­დე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ წარ­მო­ად­გენ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს.

...მე­უ­ფე პეტ­რემ, არა­ერ­თხელ მი­ა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა პატ­რი­არ­ქს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. გა­აგ­რძე­ლა კი­დევ და დღე­საც ასე მო­იქ­ცა.

მე­უ­ფე პეტ­რე მთლი­ა­ნად არ მოკ­ვე­თი­ლა, გან­ყე­ნე­ბუ­ლია მსა­ხუ­რე­ბის­გან და მღვდელმთავ­რო­ბის­გან და მის ნაც­ვლად და­ი­ნიშ­ნა წალ­კე­ლი ეპის­კო­პო­სი მე­უ­ფე გრი­გო­ლი" - გან­მარ­ტა ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა.

ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ეპის­კო­პო­სის, მე­უ­ფე სა­ბას გან­ცხა­დე­ბით კი, მე­უ­ფე პეტ­რეს სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბაა.

რო­გორც მე­უ­ფე სა­ბამ წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­პატ­რი­არ­ქოს­თან მყოფ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­ნუ­ცხა­და, მე­უ­ფე პეტ­რემ ეს ბრალ­დე­ბა უნდა და­ა­სა­ბუ­თოს.

"ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი თქვას, მაგ­რამ რო­დე­საც მას არ აქვს და­სა­ბუ­თე­ბა, ეს არის ცი­ლის­წა­მე­ბა და ბრალ­დე­ბა. რო­დე­საც ხდე­ბო­და მე­უ­ფე პეტ­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი სა­კი­თხის გან­ხილ­ვა, ჩვენ ვცდი­ლობ­დით, რომ მას გა­მო­ეთ­ქვა სი­ნა­ნუ­ლი, რად­გა­ნაც თუკი არის ეკ­ლე­სი­ა­ში პრობ­ლე­მე­ბი, მან უნდა ისა­უბ­როს ამა­ზე სი­ნოდ­ზე.

მან და­არ­ღვია ამით კა­ნო­ნი­კუ­რი კუ­თხე და სი­ნო­დის ნაც­ვლად, სა­ჯა­როდ რო­დე­საც მი­დის სა­უ­ბა­რი და თა­ნაც და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბი, ჩვენ­გან იყო მი­სად­მი მო­თხოვ­ნა, რომ მას შენ­დო­ბა ეთხო­ვა. მაგ­რამ გა­დაგ­ვიჭ­რა ყვე­ლა გზა. მე ვი­ყა­ვი პი­რა­დად ერთ-ერთი მათ­გა­ნი, რო­მე­ლიც ვა­პი­რებ­დი დავ­ჩო­ქი­ლი­ყა­ვი წმინ­და სი­ნო­დის მღვდელმთავ­რე­ბის წი­ნა­შე და მე­თხო­ვა, რომ მიგ­ვე­ცა შან­სი მე­უ­ფე პეტ­რეს­თვის, მაგ­რამ მან გა­დაჭ­რა ყვე­ლა გზა.

ის ბრალ­დე­ბა კი, რო­მელ­საც აყე­ნებს, უნდა და­ა­სა­ბუ­თოს“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე სა­ბამ და დას­ძი­ნა, რომ მე­უ­ფე პეტ­რეს გა­და­ყე­ნე­ბის სა­კითხს წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­მა ერ­თხმად და­უ­ჭი­რეს მხა­რი.

ჭყონ­დი­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი მე­უ­ფე პეტ­რე მღვდელმთავ­რო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნეს. მისი თქმით, პი­რა­დად პატ­რი­არ­ქმა გა­და­ა­ყე­ნა მღვდელმთავ­რის პოს­ტი­დან. მე­უ­ფის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი ის გა­რე­მო­ე­ბა გახ­და, რომ პატ­რი­არ­ქი ამ­ხი­ლა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემო
13
მგონი რუის ურბნისიც აღარ გვიშველის..
)))
31
აი თურმე რა გადაწყდა მცხეთის სერობაზე.
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ისე უხამსად მოიქცა სინოდის სხდომაზე, იძულებულნი გავხდით ხელით გაგვეყვანა" - როგორ აფასებენ სასულიერო პირები მე­უ­ფე პეტ­რეს განცხადებას

"ისე უხამსად მოიქცა სინოდის სხდომაზე, იძულებულნი გავხდით ხელით გაგვეყვანა" - როგორ აფასებენ სასულიერო პირები მე­უ­ფე პეტ­რეს განცხადებას

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სინოდი არ აპირებდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადაეყენებინა, თუმცა მისმა უხამსმა საქციელმა წმინდა კრებას სხვა გზა არ დაუტოვა.

ამის შესახებ სინოდის კრებიდან გამოსულმა მეუფე ნიკოლოზმა მედიასთან ისაუბრა:

"ისე უხამსად მოიქცა სინოდის სხდომაზე, რომ ჩვენ იძულებულნი გავხდით ხელით გაგვეყვანა სხდომიდან, ხელი მოგვეკიდა და ისე გაგვეყვანა. უხამსი სიტყვებით უხამსობა ილაპარაკა... ფაქტია, რომ ის მოიქცა ისეთნაირად, მთელი სინოდი ვუხსნიდით, ვცდილობდით გაგვეგებინებინა, რომ შეურაცხყოფის მოყენება, მით უმეტეს სასულიერო პირისა და პატრიარქისთვის, არ არის მხილების ფორმა, არ არის გამართლებული საქციელი. ვცდილობდით ეს აგვეხსნა მისთვის.

საერთოდ, მხილება განსხვავდება ცილისწამებისგან იმით, რომ მხილებისას არგუმენტებია წარმოდგენილი, შემდეგ დასკვნა. ცილისწამებაა, როცა ჯერ ამბობ და მერე პირდები საზოგადოებას, რომ წარმოადგენ მტკიცებულებებს.

...მეუფე პეტრემ, არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა პატრიარქს წლების განმავლობაში. გააგრძელა კიდევ და დღესაც ასე მოიქცა.

მეუფე პეტრე მთლიანად არ მოკვეთილა, განყენებულია მსახურებისგან და მღვდელმთავრობისგან და მის ნაცვლად დაინიშნა წალკელი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი" - განმარტა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბას განცხადებით კი, მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება დაუსაბუთებელი ბრალდებაა.

როგორც მეუფე საბამ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოსთან მყოფ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, მეუფე პეტრემ ეს ბრალდება უნდა დაასაბუთოს.

"ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვას, მაგრამ როდესაც მას არ აქვს დასაბუთება, ეს არის ცილისწამება და ბრალდება. როდესაც ხდებოდა მეუფე პეტრესთან დაკავშირებით მისი საკითხის განხილვა, ჩვენ ვცდილობდით, რომ მას გამოეთქვა სინანული, რადგანაც თუკი არის ეკლესიაში პრობლემები, მან უნდა ისაუბროს ამაზე სინოდზე.

მან დაარღვია ამით კანონიკური კუთხე და სინოდის ნაცვლად, საჯაროდ როდესაც მიდის საუბარი და თანაც დაუსაბუთებელი ბრალდებები, ჩვენგან იყო მისადმი მოთხოვნა, რომ მას შენდობა ეთხოვა. მაგრამ გადაგვიჭრა ყველა გზა. მე ვიყავი პირადად ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ვაპირებდი დავჩოქილიყავი წმინდა სინოდის მღვდელმთავრების წინაშე და მეთხოვა, რომ მიგვეცა შანსი მეუფე პეტრესთვის, მაგრამ მან გადაჭრა ყველა გზა.

ის ბრალდება კი, რომელსაც აყენებს, უნდა დაასაბუთოს“, - განაცხადა მეუფე საბამ და დასძინა, რომ მეუფე პეტრეს გადაყენების საკითხს წმინდა სინოდის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. მისი თქმით, პირადად პატრიარქმა გადააყენა მღვდელმთავრის პოსტიდან. მეუფის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ პატრიარქი ამხილა.

"ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის "ურჯულო" ქვეყანაში დაბრუნებულიყო" - ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი

ოთხი მცირეწლოვანი შვილის მამას ძვირად ღირებული სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება - ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

"მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან, დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ..." - მიტროპოლიტი გრიგოლი