პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა დატოვოს ყველამ საპატრიარქო, პირველ რიგში პატრიარქმა - ისინი ვერ მართავენ ეკლესიას" - თეოლოგი ბექა მინდიაშვილი
"უნდა დატოვოს ყველამ საპატრიარქო, პირველ რიგში პატრიარქმა - ისინი ვერ მართავენ ეკლესიას" - თეოლოგი ბექა მინდიაშვილი

თე­ო­ლოგ ბექა მინ­დი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­პატ­რი­არ­ქო, მე­უ­ფე პეტ­რეს­თან ერ­თად, სი­ნო­დის უკ­ლებ­ლივ მთელ­მა შე­მად­გენ­ლო­ბამ უნდა და­ტო­ვოს, მათ შო­რის, პატ­რი­არ­ქმაც.

რო­გორც მინ­დი­აშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მათ ეკ­ლე­სია კო­ლაფ­სამ­დე და უფსკრუ­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნეს.

„ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არის ის, რომ არ­სე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით, მთე­ლი სი­ნო­დი, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა მღვდელმთა­ვა­რი, ვალ­დე­ბუ­ლია ბო­ლომ­დე გა­აც­ნო­ბი­ე­როს სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში. კო­ლაფ­სის წი­ნა­შე დგას მთე­ლი სა­პატ­რი­არ­ქო, ეკ­ლე­სი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცია.

მათ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ ამ ფორ­მით ვე­ღარ მარ­თა­ვენ ეკ­ლე­სი­ას, აღარ იმ­სა­ხუ­რე­ბენ მრევ­ლის ნდო­ბას და უნდა წა­ვიდ­ნენ თავ-თა­ვი­ანთ მო­ნას­ტრებ­ში. ეს არის ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სა­ვა­ლი.

ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ ფორ­მით ეკ­ლე­სი­ის მარ­თვამ მი­იყ­ვა­ნა ერ­თის მხრივ სა­პატ­რი­არ­ქო, ეკ­ლე­სი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცია, კო­ლაფ­სამ­დე და მე­ო­რეს მხრივ, უზარ­მა­ზა­რი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას, რამ­დე­ნა­დაც მის­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკ­ლე­სი­ის შიდა საქ­მე­ებ­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა, რაც ამო­ვი­კი­თხეთ ია­კო­ბის მო­ნა­თხრო­ბი­დან.

უნდა და­ტო­ვოს ყვე­ლამ სა­პატ­რი­არ­ქო, ყვე­ლას ვგუ­ლის­ხმობ და პირ­ველ რიგ­ში პატ­რი­არ­ქს. თვი­თო­ნაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რა თქმა უნდა. ეს არ არის ერთი დღის საქ­მე. ეს არის ჩემი სურ­ვი­ლი, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ ამას ახ­დე­ნა არ უწე­რია. ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი ეს იქ­ნე­ბო­და. ისი­ნი ვერ მარ­თა­ვენ ეკ­ლე­სი­ას და უფსკრუ­ლის წინ და­ა­ყე­ნეს, ერთი ნა­ბი­ჯია უფსკრუ­ლამ­დე თუ უკვე უფსკრულ­ში არ არის გა­და­ჩე­ხი­ლი, ეკ­ლე­სი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცია - სა­პატ­რი­არ­ქო,“ - გა­ნა­ცხა­და მინ­დი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, აქ მთა­ვა­რია, მღვლდელმთავ­რებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკ­ლე­სი­ა­ში შექ­მნილ უმწვა­ვეს კრი­ზის­ზე.

გარ­და ამი­სა, თე­ო­ლოგ­მა, „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ასე­ვე ისა­უბ­რა, წმინ­და სი­ნო­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ის იშუ­ამ­დგომ­ლებს პრე­ზი­დენ­ტთან დე­კა­ნო­ზის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად.

მინ­დი­აშ­ვი­ლის თქმით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სა­პატ­რი­არ­ქომ მა­მა­ლა­ძის ოჯა­ხის შან­ტაჟს წე­რი­ლის არ­სე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პა­სუ­ხი ამ ფორ­მით გას­ცა.

„ორი წე­ლია გვეს­მის დე­კა­ნო­ზის­გან და მისი დამ­ცვე­ლი პი­რე­ბის­გან, ასე­ვე ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან, რომ არ­სე­ბობს რა­ღაც წე­რი­ლი. ეს ჰგავს შან­ტაჟს და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მარ­თლაც ესე მოხ­და, ამ შან­ტაჟს ამ ტი­პის პა­სუ­ხი გას­ცეს, რომ აღარ მი­ე­ცეს მსვლე­ლო­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და მინ­დი­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
23
ყველამ დატოვოს და ეს და წმინდა ხუხა მიხედავენ საქმეს
?!
12
ანუ ვეღარ ფარავთ,რომ გინდათ ეკლესია დაიშალოს?! არ გამოგივათ არასოდეს!!!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"უნდა დატოვოს ყველამ საპატრიარქო, პირველ რიგში პატრიარქმა - ისინი ვერ მართავენ ეკლესიას" - თეოლოგი ბექა მინდიაშვილი

"უნდა დატოვოს ყველამ საპატრიარქო, პირველ რიგში პატრიარქმა - ისინი ვერ მართავენ ეკლესიას" - თეოლოგი ბექა მინდიაშვილი

თეოლოგ ბექა მინდიაშვილის განცხადებით, საპატრიარქო, მეუფე პეტრესთან ერთად, სინოდის უკლებლივ მთელმა შემადგენლობამ უნდა დატოვოს, მათ შორის, პატრიარქმაც.

როგორც მინდიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათ ეკლესია კოლაფსამდე და უფსკრულამდე მიიყვანეს.

„ჩემი დამოკიდებულება არის ის, რომ არსებული შემადგენლობით, მთელი სინოდი, უკლებლივ ყველა მღვდელმთავარი, ვალდებულია ბოლომდე გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაში. კოლაფსის წინაშე დგას მთელი საპატრიარქო, ეკლესიის ადმინისტრაცია.

მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ამ ფორმით ვეღარ მართავენ ეკლესიას, აღარ იმსახურებენ მრევლის ნდობას და უნდა წავიდნენ თავ-თავიანთ მონასტრებში. ეს არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი.

ჩვენ დავინახეთ, რომ წლების განმავლობაში, ამ ფორმით ეკლესიის მართვამ მიიყვანა ერთის მხრივ საპატრიარქო, ეკლესიის ადმინისტრაცია, კოლაფსამდე და მეორეს მხრივ, უზარმაზარი დარტყმა მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას, რამდენადაც მისცა ხელისუფლებას ეკლესიის შიდა საქმეებში ადმინისტრაციული ჩარევის უფლება, რაც ამოვიკითხეთ იაკობის მონათხრობიდან.

უნდა დატოვოს ყველამ საპატრიარქო, ყველას ვგულისხმობ და პირველ რიგში პატრიარქს. თვითონაა პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა. ეს არ არის ერთი დღის საქმე. ეს არის ჩემი სურვილი, თუმცა, სამწუხაროდ ამას ახდენა არ უწერია. ყველაზე რეალური გამოსავალი ეს იქნებოდა. ისინი ვერ მართავენ ეკლესიას და უფსკრულის წინ დააყენეს, ერთი ნაბიჯია უფსკრულამდე თუ უკვე უფსკრულში არ არის გადაჩეხილი, ეკლესიის ადმინისტრაცია - საპატრიარქო,“ - განაცხადა მინდიაშვილმა.

მისივე თქმით, აქ მთავარია, მღვლდელმთავრებმა გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა ეკლესიაში შექმნილ უმწვავეს კრიზისზე.

გარდა ამისა, თეოლოგმა, „ინტერპრესნიუსთან“ ასევე ისაუბრა, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ის იშუამდგომლებს პრეზიდენტთან დეკანოზის გასათავისუფლებლად.

მინდიაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საპატრიარქომ მამალაძის ოჯახის შანტაჟს წერილის არსებობასთან დაკავშირებით, პასუხი ამ ფორმით გასცა.

„ორი წელია გვესმის დეკანოზისგან და მისი დამცველი პირებისგან, ასევე ოჯახის წევრებისგან, რომ არსებობს რაღაც წერილი. ეს ჰგავს შანტაჟს და არ არის გამორიცხული, მართლაც ესე მოხდა, ამ შანტაჟს ამ ტიპის პასუხი გასცეს, რომ აღარ მიეცეს მსვლელობა,“ - განაცხადა მინდიაშვილმა.

"ივლისიდან დღემდე 17-მა ახალგაზრდამ მოიკლა თავი, მათგან ყველაზე უფროსი 31 წლისაა" - აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

გორში პატრულმა ქალი სიკვდილს გადაარჩინა - "გზაზე დავარდნილი რომ შევნიშნეთ, თავიდან ავტოსაგზაო შემთხვევა გვეგონა"

პეტრე ცაავა  პატრიარქის ბრძანების შესრულებას არ აპირებს - რას ამბობს ყოფილი მიტროპოლიტი  პრემიერის განცხადებაზე