პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Bocus d’Or Estonia-ს გამარჯვებული ქართული Bocus d’Or-ის ჩემპიონატის ჟიურის წევრი იქნება
Bocus d’Or Estonia-ს გამარჯვებული ქართული Bocus d’Or-ის ჩემპიონატის ჟიურის წევრი იქნება

Bocus d’Or-ის ეროვ­ნუ­ლი შე­სარ­ჩე­ვი ჩემ­პი­ო­ნა­ტის ერ­თერ­თი ჟი­უ­რის წევ­რის სკამს 2008 წლის ეს­ტო­ნე­თის Bocuse d’Or-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ევ­რო­პის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ზე მე-7 ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი ვლა­დის­ლავ დი­ა­ჩუ­კი და­ი­კა­ვებს.

Bocus d’Or Georgia-ს შე­სა­ხებ „გას­ტრო­ნავ­ტი“ ვლა­დის­ლავს ვრცლად ესა­უბ­რა.

ეს­ტო­ნე­თის Bocus d’Or-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვლა­დის­ლავ დი­ა­ჩუ­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 2019 წლის მა­ის­ში ჩა­მო­ვი­და და, რო­გორც თა­ვად აცხა­დებს, გა­ა­ო­ცა ქვე­ყა­ნამ, კულ­ტუ­რამ და ქარ­თულ­მა გას­ტრო­ნო­მი­ამ. უფრო მე­ტიც, სულ მალე Tbilisi Hills Golf and Residences-ის მთა­ვა­რი შეფ-მზა­რე­უ­ლიც გახ­და.

„მა­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ წიგ­ნე­ბი­დან, ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან მქონ­და გა­გე­ბუ­ლი და ვი­ცო­დი მისი ის­ტო­რი­ი­სა თუ სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­სა­ხებ. ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი ად­გი­ლი ვნა­ხე და სხვა­დას­ხვა კუ­თხის კერ­ძი და­ვა­გე­მოვ­ნე, რა­მაც ჩემი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. აღ­ვნიშ­ნავ იმა­საც, რომ თქვენს ქვე­ყა­ნას, ისე­ვე რო­გორც ეს­ტო­ნეთს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მარ­წუ­ხე­ბი­დან დახ­სნის შემ­დეგ დიდი დრო დას­ჭირ­და გან­ვი­თა­რე­ბის რელ­სებ­ზე და­სად­გო­მად. აქაც, ისე­ვე რო­გორც ჩვენ­თან, გას­ტრო­ნო­მი­ის სფე­რო 10 -15 წლის და­ბა­დე­ბუ­ლია და ჯერ კი­დევ დახ­ვე­წა სჭირ­დე­ბა“- აღ­ნიშ­ნა ვლა­დის­ლავ­მა.

რო­გორც ვლა­დის­ლავ­მა გან­მარ­ტა, Bocus d’Or ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კონ­კურ­სია მთელ მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ მო­ნა­წი­ლე ქვე­ყა­ნას იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, რომ თა­ვის გას­ტრო­ნო­მი­ულ კულ­ტუ­რას აზი­ა­როს და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­რო: „ეს შან­სია იმი­სათ­ვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მარ­ტი­ვად აჩ­ვე­ნოთ სამ­ყა­როს ვინ ხართ და რო­გო­რი გა­სა­ო­ცა­რი სამ­ზა­რე­უ­ლო გაქვთ. სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის ეს კონ­კურ­სი ინ­სპი­რა­ცი­ი­სა და ახა­ლი იდე­ე­ბის წყა­რო გახ­დე­ბა“.

ვლა­დის­ლა­ვის თქმით, Bocus d’Or Georgia-ს ჟი­უ­რის წევ­რო­ბა მის­თვის ახა­ლი და ამავდრო­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვაა. გემო, დახ­ვე­წი­ლი ტექ­ნი­კა, სუფ­თად მუ­შა­ო­ბა, კერ­ძის მომ­ზა­დე­ბი­სას ავ­თენ­ტუ­რი კომ­პო­ნენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა- ეს მისი შე­ფა­სე­ბის ძი­რი­თა­დი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი იქ­ნე­ბა კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში.იგი კან­დი­და­ტებს ურ­ჩევს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ემ­ზა­დონ ემო­ცი­უ­რად, რად­გან კონ­კურ­სი მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა.

კი­თხვა­ზე, შეძ­ლებს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან გახ­და Bocus d’Or-ის დიდი ოჯა­ხის წევ­რი, ევ­რო­პის ნა­ხევრფი­ნალ­ში წარ­მა­ტე­ბით ას­პა­რე­ზო­ბას, შემ­დე­გი პა­სუ­ხი გაგ­ვცა: „ვფიქ­რობ, რომ ბო­კუს დორ­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა ქვე­ყა­ნას აქვს შან­სი გა­მარ­ჯვე­ბის, თუმ­ცა რთუ­ლია ამის წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრა. რაც მთა­ვა­რია, ეს არის კონ­კურ­სი, რო­მე­ლიც პა­ტივს სცემს ახალ იდე­ებ­სა და სა­ინ­ტე­რე­სო კერ­ძებს. მე მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბი ჩემ­თვის მე­ო­რე გას­ტორ­ნო­მი­უ­ლი სფე­რო­თი მნიშ­ვნე­ლო­ვან და სა­ინ­ტე­რე­სო ქვე­ყა­ნას - სა­ქარ­თვე­ლოს და­ვეხ­მა­რო“.

Bocuse d'Or Georgia-ს ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი 2 და 3 ნო­ემ­ბერს „Expo Georgia"-ს მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც 8 მო­ნა­წი­ლე გუნ­დმა კონ­კურ­სის მთა­ვა­რი ინ­გრე­დი­ენ­ტის - ღო­რის ჩა­ლა­ღა­ჯის გა­მო­ყე­ნე­ბით, 5 სა­ათ­სა და 35 წუთ­ში უნდა მო­ამ­ზა­დოს და ჟი­უ­რის წევ­რებს წა­რუდ­გი­ნოს ხორ­ცის კომ­პო­ზი­ცია ლან­გარ­ზე 3 გარ­ნირ­თან და 2 სო­უს­თან ერ­თად.

პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი: გას­ტრო­ნავ­ტი

პრო­ექ­ტის წარმდგე­ნი: სა­ქარ­თვე­ლოს გას­ტრო­ნო­მი­ის ასო­ცი­ა­ცია

გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი: გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო

პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნარ­თა ფე­დე­რა­ცია, საფ­რან­გე­თის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა, საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში

ოქ­როს სპონ­სო­რი:Porsche, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია, სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია

სპონ­სო­რე­ბი: ბორ­ჯო­მი, ვი­სოლ ჯგუ­ფი

პარტნი­ო­რე­ბი: STIPFOLD, BSH, Dika gastro, სერ­ვის ჯგუ­ფი, უნი სტი­ლი,ლა­ბო­რა­ტო­რია ჩემი სახ­ლი, აგ­რო­ჰა­ბი, თბი­ლი­სი ჰილ­სი, ვა­ზი­სუბ­ნის მა­მუ­ლი, მე­ტალ ტექ­ნი­კა, Villeroy & Boch,USAID, Zrda Activity in Georgia, Native Racha, რეს­ტო­რა­ნი “ბარ­ბა­რეს­თან”, რეს­ტო­რა­ნი “ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი”, Mgroup.

მე­დია მხარ­დამ­ჭე­რე­ბი: პირ­ვე­ლი არხი, Gemrielia.ge, OK Georgia, BMG, Georgia Today

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
A M E R I C A
0
გაუმარჯოს ამერიკააას რასიტყვით აბა არა? :)
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

Bocus d’Or Estonia-ს გამარჯვებული ქართული Bocus d’Or-ის ჩემპიონატის ჟიურის წევრი იქნება

Bocus d’Or Estonia-ს გამარჯვებული ქართული Bocus d’Or-ის ჩემპიონატის ჟიურის წევრი იქნება

Bocus d’Or-ის ეროვნული შესარჩევი ჩემპიონატის ერთერთი ჟიურის წევრის სკამს 2008 წლის ესტონეთის Bocuse d’Or-ის გამარჯვებული და ევროპის ნახევარფინალზე მე-7 ადგილის მფლობელი ვლადისლავ დიაჩუკი დაიკავებს.

Bocus d’Or Georgia-ს შესახებ „გასტრონავტი“ ვლადისლავს ვრცლად ესაუბრა.

ესტონეთის Bocus d’Or-ის გამარჯვებული ვლადისლავ დიაჩუკი საქართველოში პირველად 2019 წლის მაისში ჩამოვიდა და, როგორც თავად აცხადებს, გააოცა ქვეყანამ, კულტურამ და ქართულმა გასტრონომიამ. უფრო მეტიც, სულ მალე Tbilisi Hills Golf and Residences-ის მთავარი შეფ-მზარეულიც გახდა.

„მანამდე საქართველოს შესახებ წიგნებიდან, ტელევიზიიდან მქონდა გაგებული და ვიცოდი მისი ისტორიისა თუ სამზარეულოს შესახებ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უამრავი ადგილი ვნახე და სხვადასხვა კუთხის კერძი დავაგემოვნე, რამაც ჩემი აღფრთოვანება გამოიწვია. აღვნიშნავ იმასაც, რომ თქვენს ქვეყანას, ისევე როგორც ესტონეთს, საბჭოთა კავშირის მარწუხებიდან დახსნის შემდეგ დიდი დრო დასჭირდა განვითარების რელსებზე დასადგომად. აქაც, ისევე როგორც ჩვენთან, გასტრონომიის სფერო 10 -15 წლის დაბადებულია და ჯერ კიდევ დახვეწა სჭირდება“- აღნიშნა ვლადისლავმა.

როგორც ვლადისლავმა განმარტა, Bocus d’Or ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე ცნობილი კონკურსია მთელ მსოფლიოში, რომელიც თითოეულ მონაწილე ქვეყანას იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ თავის გასტრონომიულ კულტურას აზიაროს დანარჩენი სამყარო: „ეს შანსია იმისათვის, რომ მაქსიმალურად მარტივად აჩვენოთ სამყაროს ვინ ხართ და როგორი გასაოცარი სამზარეულო გაქვთ. საქართველოს წარმომადგენლებისთვის ეს კონკურსი ინსპირაციისა და ახალი იდეების წყარო გახდება“.

ვლადისლავის თქმით, Bocus d’Or Georgia-ს ჟიურის წევრობა მისთვის ახალი და ამავდროულად საინტერესო გამოწვევაა. გემო, დახვეწილი ტექნიკა, სუფთად მუშაობა, კერძის მომზადებისას ავთენტური კომპონენტის გამოყენება- ეს მისი შეფასების ძირითადი კრიტერიუმები იქნება კონკურსის განმავლობაში.იგი კანდიდატებს ურჩევს, რომ მაქსიმალურად მოემზადონ ემოციურად, რადგან კონკურსი მარტივი არ იქნება.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა საქართველო, რომელიც ახლახან გახდა Bocus d’Or-ის დიდი ოჯახის წევრი, ევროპის ნახევრფინალში წარმატებით ასპარეზობას, შემდეგი პასუხი გაგვცა: „ვფიქრობ, რომ ბოკუს დორში მონაწილე ყველა ქვეყანას აქვს შანსი გამარჯვების, თუმცა რთულია ამის წინასწარ განსაზღვრა. რაც მთავარია, ეს არის კონკურსი, რომელიც პატივს სცემს ახალ იდეებსა და საინტერესო კერძებს. მე მაქსიმალურად ვეცდები ჩემთვის მეორე გასტორნომიული სფეროთი მნიშვნელოვან და საინტერესო ქვეყანას - საქართველოს დავეხმარო“.

Bocuse d'Or Georgia-ს ეროვნული ჩემპიონატი 2 და 3 ნოემბერს „Expo Georgia"-ს მე-11 პავილიონში გაიმართება, სადაც 8 მონაწილე გუნდმა კონკურსის მთავარი ინგრედიენტის - ღორის ჩალაღაჯის გამოყენებით, 5 საათსა და 35 წუთში უნდა მოამზადოს და ჟიურის წევრებს წარუდგინოს ხორცის კომპოზიცია ლანგარზე 3 გარნირთან და 2 სოუსთან ერთად.

პროექტის ორგანიზატორი: გასტრონავტი

პროექტის წარმდგენი: საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია

გენერალური სპონსორი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულინართა ფედერაცია, საფრანგეთის სავაჭრო პალატა, საფრანგეთის საელჩო საქართველოში

ოქროს სპონსორი:Porsche, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

სპონსორები: ბორჯომი, ვისოლ ჯგუფი

პარტნიორები: STIPFOLD, BSH, Dika gastro, სერვის ჯგუფი, უნი სტილი,ლაბორატორია ჩემი სახლი, აგროჰაბი, თბილისი ჰილსი, ვაზისუბნის მამული, მეტალ ტექნიკა, Villeroy & Boch,USAID, Zrda Activity in Georgia, Native Racha, რესტორანი “ბარბარესთან”, რესტორანი “ფუნიკულიორი”, Mgroup.

მედია მხარდამჭერები: პირველი არხი, Gemrielia.ge, OK Georgia, BMG, Georgia Today

„მაკდონალდს საქართველომ“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

"პეპელას" ახალი ფილიალი გორში და გრანდიოზული ფასდაკლებები 3 დღის განმავლობაში!

გათბობა და ცხელი წყალი ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომია?