სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გავლენას ახდენს სიცივე თმაზე და როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას
რა გავლენას ახდენს სიცივე თმაზე და როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას

ალ­ბათ, იცით, რომ მზე თმას ძა­ლი­ან აზი­ა­ნებს და მისი დაც­ვა მზის პირ­და­პი­რი სხი­ვე­ბის­გან აუ­ცი­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა იმის შე­სა­ხებ თუ გსმე­ნი­ათ რამე, რომ თმას სი­ცი­ვეც აზი­ა­ნებს?

სი­ცი­ვე თმას რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით უქ­მნის პრობ­ლე­მებს. ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე სწრა­ფად გა­ა­ა­ნა­ლი­ზებთ, რომ თმის პრობ­ლე­მე­ბის მთა­ვა­რი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი მშრა­ლი ჰა­ე­რია. მშრა­ლი ჰა­ე­რი კი სი­ნეს­ტეს სწო­რედ თქვე­ნი თმი­დან იღებს და ზედ­მე­ტად აშ­რობს მას. აღ­ნიშ­ნულს კი არა­ერ­თი თან­მდე­ვი პრობ­ლე­მა მოყ­ვე­ბა. მე­ო­რე მხრივ, ზამ­თარ­ში და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში მშრა­ლი სი­ცხეა, რაც, ასე­ვე, ხელს უწყობს თმის გა­მოშ­რო­ბას. მშრა­ლი თმა კი უხე­ში და აბურ­დუ­ლია, რთუ­ლია მისი და­ვარ­ცხნა და ფორ­მა­ში მოყ­ვა­ნა. ასე­ვე სიმ­შრა­ლეა იმის მი­ზე­ზი, რომ თმა ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში უფრო ხში­რად იმუხ­ტე­ბა, ვიდ­რე ზა­ფხულ­ში. მე­ო­რე მხრივ კი ქუ­დე­ბი, შარ­ფე­ბი, რო­მე­ლიც თმას ხში­რად ეხე­ბა, ასე­ვე ხელს უწყობს მის და­მუხ­ტვას.

ასე­თია სი­ცი­ვის ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა თმა­ზე, თუმ­ცა ეს ჯერ კი­დევ არ არის ყვე­ლა­ფე­რი. რო­გორც ით­ქვა, ჰა­ე­რის გა­მოშ­რო­ბას­თან ერ­თად, თმა უფრო უხე­ში ხდე­ბა. უხე­ში თმა კი მიდ­რე­კი­ლია მტვრე­ვა­დო­ბი­სა და გა­ყო­ფი­ლი ბო­ლო­ე­ბის­კენ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს სჯე­რა, რომ ცივი ამინ­დი თმის ცვე­ნას­თან კავ­შირ­ში არაა. თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ცივ თვე­ებ­ში ტე­ნი­ა­ნო­ბი­სა და ჰიდ­რა­ტა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო თმის ცვე­ნა მე­ტია, ვიდ­რე თბილ თვე­ებ­ში. ამი­ტომ თუ თქვენ ხე­დავთ, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად უფრო მეტ თმას კარ­გავთ, არ შე­გე­შინ­დეთ, რომ მე­ლოტ­დე­ბით. ეს სი­ცი­ვის ბრა­ლია და დათ­ბო­ბას­თან ერ­თად პრობ­ლე­მა ავ­ტო­მა­ტუ­რად მოგ­ვარ­დე­ბა.ახლა კი გთა­ვა­ზობთ რჩე­ვებს, რომ­ლე­ბიც ცივ თვე­ებ­ში თმის მოვ­ლა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ:

სა­თა­ნა­დოდ და­ი­ტე­ნი­ა­ნეთ თმა

სი­ცი­ვე­ში თმის მოვ­ლის სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დი მისი საკ­მა­რი­სად და­ტე­ნი­ა­ნე­ბაა. ზამ­თარ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ იხ­მა­როთ თმის ზეთი ან კრემ-ნი­ღა­ბი, რო­მელ­საც ჩა­მო­ბან­ვა არ სჭირ­დე­ბა. ამის­თვის შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ „ლე პე­ტი­ტის“ ორ­ფა­ზი­ა­ნი სპრეი, რო­მე­ლიც მა­ტებს თმას ბზინ­ვა­რე­ბას, ატე­ნი­ა­ნებს მას, აი­ო­ლებს ვარ­ცხნას და იცავს გა­რე­მოს ნე­გა­ტი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან. მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ის არ შე­ი­ცა­ვეს სულ­ფატს, სი­ლი­კონს და პა­რა­ბენს. პრო­დუქ­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი არ­გა­ნის ზეთი თმას მა­ტებს ელას­ტი­უ­რო­ბას, ზე­თის­ხი­ლი კვე­ბავს და აღად­გენს მას, კა­რი­ტეს ზეთი იცავს თმას და­ზი­ა­ნე­ბის­გან, ხოლო ტკბი­ლი ნუში აღად­გენს და­ზი­ა­ნე­ბულ თმას.სტი­ლის­ტე­ბი მომ­ხმა­რებ­ლებს თმის გა­მოშ­რო­ბის­გან და­სა­ცა­ვად ურ­ჩე­ვენ თმის ნიღ­ბის კვი­რა­ში ერთხელ გა­მო­ყე­ნე­ბა­საც. ამ შემ­თხვე­ვა­შიც შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ „ლე პე­ტი­ტის“ თმის ნი­ღა­ბი მშრა­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თმის­თვის.

გა­მო­ი­ყე­ნეთ ჰა­ე­რის და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი

თქვენ ვერ შე­ებ­რძო­ლე­ბით ზამ­თრის მშრალ ჰა­ერს, მაგ­რამ შე­გიძ­ლი­ათ, ეს პრობ­ლე­მა და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში მა­ინც მო­აგ­ვა­როთ. რად­გან თმის გა­მოშ­რო­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს სახ­ლებ­სა და ოფი­სებ­ში არ­სე­ბუ­ლი გათ­ბო­ბის სის­ტე­მე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ ჰა­ე­რის და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი. ეს არამ­ხო­ლოდ თქვენს თმა­ზე იქო­ნი­ებს პო­ზი­ტი­ურ გავ­ლე­ნას, არა­მედ - ზო­გად ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც.

სვე­ლი თმით გა­რეთ არ გახ­ვი­დეთ

გა­რეთ გას­ვლის წინ აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად გა­იშ­რეთ თმა. ზო­გა­დად, თმა ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი სველ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და მას­ზე მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა ძლი­ერ­დე­ბა. ამავდრო­უ­ლად სვე­ლი თმა მძი­მეა და ის უფრო მტვრე­ვა­დი ხდე­ბა. ამი­ტომ ზამ­თარ­ში სვე­ლი თმით გა­რეთ ნუ გახ­ვალთ.

თმა შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თად და­ი­ბა­ნეთ

მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რეთ თმის და­ბა­ნის სიხ­ში­რე. კვი­რა­ში 2 ან 3 და­ბა­ნა სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია. ამავდრო­უ­ლად ჯან­მრთე­ლი თმის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კარ­გად გა­იმ­შრა­ლოთ პირ­სა­ხო­ცით. ფე­ნით გაშ­რო­ბა ან სვე­ლი და­ტო­ვე­ბა მას უფრო ასუს­ტებს. ძლი­ე­რი თმის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ თმის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა თქვე­ნი თმის ტი­პის შე­სა­ბა­მი­სად შე­არ­ჩი­ოთ.

ბო­ლო­ე­ბი ხში­რად შე­ი­ჭე­რით

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, სი­ცი­ვის გამო თმა შრე­ბა და ბო­ლო­ე­ბი იყო­ფა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­ყო­ფი­ლი ბო­ლო­ე­ბი ყო­ველ­თვის დრო­უ­ლად მო­იჭ­რათ, რად­გან ის თმის სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბას ასუს­ტებს და ხელს უწყობს და­მა­ტე­ბით გა­მოშ­რო­ბას.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
0
კომუნისტების დროს, 3 წელზე ცოტა მეტი, ციმბირში ვიყავი კამანდიროვკით, როგორც კი ჩამოვედი ჰავლაბარში, ექვს თვეში თმა გამცვივდა, თან ისე, რომ ნახევარიც კი არ შემრჩა თავზე, სიცივე, წყალი და გენეტიკა, აი ეს სამი რამ არის სიმელოტის მთავარი მიზეზი.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რა გავლენას ახდენს სიცივე თმაზე და როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას

რა გავლენას ახდენს სიცივე თმაზე და როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას

ალბათ, იცით, რომ მზე თმას ძალიან აზიანებს და მისი დაცვა მზის პირდაპირი სხივებისგან აუცილებელია. თუმცა იმის შესახებ თუ გსმენიათ რამე, რომ თმას სიცივეც აზიანებს?

სიცივე თმას რამდენიმე მიმართულებით უქმნის პრობლემებს. ზამთრის მოახლოებისთანავე სწრაფად გააანალიზებთ, რომ თმის პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზი მშრალი ჰაერია. მშრალი ჰაერი კი სინესტეს სწორედ თქვენი თმიდან იღებს და ზედმეტად აშრობს მას. აღნიშნულს კი არაერთი თანმდევი პრობლემა მოყვება. მეორე მხრივ, ზამთარში დახურულ სივრცეებში მშრალი სიცხეა, რაც, ასევე, ხელს უწყობს თმის გამოშრობას. მშრალი თმა კი უხეში და აბურდულია, რთულია მისი დავარცხნა და ფორმაში მოყვანა. ასევე სიმშრალეა იმის მიზეზი, რომ თმა ზამთრის პერიოდში უფრო ხშირად იმუხტება, ვიდრე ზაფხულში. მეორე მხრივ კი ქუდები, შარფები, რომელიც თმას ხშირად ეხება, ასევე ხელს უწყობს მის დამუხტვას.

ასეთია სიცივის ნეგატიური გავლენა თმაზე, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. როგორც ითქვა, ჰაერის გამოშრობასთან ერთად, თმა უფრო უხეში ხდება. უხეში თმა კი მიდრეკილია მტვრევადობისა და გაყოფილი ბოლოებისკენ.

საზოგადოების დიდ ნაწილს სჯერა, რომ ცივი ამინდი თმის ცვენასთან კავშირში არაა. თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებულია. ცივ თვეებში ტენიანობისა და ჰიდრატაციის ნაკლებობის გამო თმის ცვენა მეტია, ვიდრე თბილ თვეებში. ამიტომ თუ თქვენ ხედავთ, რომ ყოველდღიურად უფრო მეტ თმას კარგავთ, არ შეგეშინდეთ, რომ მელოტდებით. ეს სიცივის ბრალია და დათბობასთან ერთად პრობლემა ავტომატურად მოგვარდება.ახლა კი გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ცივ თვეებში თმის მოვლაში დაგეხმარებათ:

სათანადოდ დაიტენიანეთ თმა

სიცივეში თმის მოვლის საუკეთესო მეთოდი მისი საკმარისად დატენიანებაა. ზამთარში აუცილებელია, რომ იხმაროთ თმის ზეთი ან კრემ-ნიღაბი, რომელსაც ჩამობანვა არ სჭირდება. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ „ლე პეტიტის“ ორფაზიანი სპრეი, რომელიც მატებს თმას ბზინვარებას, ატენიანებს მას, აიოლებს ვარცხნას და იცავს გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისგან. მნიშნელოვანია, რომ ის არ შეიცავეს სულფატს, სილიკონს და პარაბენს. პროდუქციის შემადგენლობაში შემავალი არგანის ზეთი თმას მატებს ელასტიურობას, ზეთისხილი კვებავს და აღადგენს მას, კარიტეს ზეთი იცავს თმას დაზიანებისგან, ხოლო ტკბილი ნუში აღადგენს დაზიანებულ თმას.სტილისტები მომხმარებლებს თმის გამოშრობისგან დასაცავად ურჩევენ თმის ნიღბის კვირაში ერთხელ გამოყენებასაც. ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ „ლე პეტიტის“ თმის ნიღაბი მშრალი და დაზიანებული თმისთვის.

გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი

თქვენ ვერ შეებრძოლებით ზამთრის მშრალ ჰაერს, მაგრამ შეგიძლიათ, ეს პრობლემა დახურულ სივრცეებში მაინც მოაგვაროთ. რადგან თმის გამოშრობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სახლებსა და ოფისებში არსებული გათბობის სისტემები, აუცილებლად გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობები. ეს არამხოლოდ თქვენს თმაზე იქონიებს პოზიტიურ გავლენას, არამედ - ზოგად ჯანმრთელობაზეც.

სველი თმით გარეთ არ გახვიდეთ

გარეთ გასვლის წინ აუცილებლად კარგად გაიშრეთ თმა. ზოგადად, თმა ყველაზე დაუცველი სველ მდგომარეობაშია და მასზე მავნე ზემოქმედება ძლიერდება. ამავდროულად სველი თმა მძიმეა და ის უფრო მტვრევადი ხდება. ამიტომ ზამთარში სველი თმით გარეთ ნუ გახვალთ.

თმა შედარებით იშვიათად დაიბანეთ

მინიმუმამდე შეამცირეთ თმის დაბანის სიხშირე. კვირაში 2 ან 3 დაბანა საუკეთესო ვარიანტია. ამავდროულად ჯანმრთელი თმისთვის მნიშვნელოვანია, რომ კარგად გაიმშრალოთ პირსახოცით. ფენით გაშრობა ან სველი დატოვება მას უფრო ასუსტებს. ძლიერი თმის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ თმის მოვლის საშუალება თქვენი თმის ტიპის შესაბამისად შეარჩიოთ.

ბოლოები ხშირად შეიჭერით

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიცივის გამო თმა შრება და ბოლოები იყოფა. მნიშვნელოვანია, რომ გაყოფილი ბოლოები ყოველთვის დროულად მოიჭრათ, რადგან ის თმის საერთო მოცულობას ასუსტებს და ხელს უწყობს დამატებით გამოშრობას.

"პეპელას" ახალი ფილიალი გორში და გრანდიოზული ფასდაკლებები 3 დღის განმავლობაში!

გათბობა და ცხელი წყალი ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომია?

თეთრი პური თუ ჭვავის პური?